გაუმარჯოს ფორუმელნო თქვენი დახმარება მჭირდება. პდფ დოკუმენტში (ქართულად არის დაწერილი) ძებნა არ მუშაობს. ქართული ასოებითაც ვცადე და ლათინურითაც მაგრამ უშედეგოდ. მერე ვიფიქრე ვორდში გადავიყვან იქ კიდევ საერთოდ კუბიკებით გახსნა ყველაფერი. ადრე მქონდა მსგავსი დოკუმენტი ქართულად სადაც ძებნა ლათინური ასოებით უპრობლემოდ მუშაობდა იმის მიხედვით თუ რომელ ქართული ანბანის ასოს დაამთხვევდი. დაუშვათ სერჩში ვწერ საკვანძო სიტყვას: RviZli , დოკუმენტში პოულობს: ღვიძლი
პ.ს მსგავსი რამ მინდა ამ დოკუმენტზეც და იქნებ დამეხმაროთ შრიფტი როგორ შევცვალო რომ ძებნაში ლათინური ასოები დაამთხვიოს ქართულს