Search the Community
Showing results for tags 'ნაწილები'.
-
სალამი მოკლედ დამიბერდა ძალიან სისტემა და ახალი ბიუჯეტურის აწყობის დროა როგორც იქნა ვიხელთე დროც და ფულიც ამჟამად თან ფასდაკლებებია ნაწილებზე ზოგან. ავარჩიე ეს ნაწილები და მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რას შეცვლიდით ან ამოიღებდით ან დაამატებდით. CPU: I3-12100F https://pcroom.ge/procesorebi/procesori_Intel®_Core™_i3_12100_F_3_3_Ghz?sort=p.price&order=ASC RAM: https://pcroom.ge/mekhsierebis_modulebi/operatiuli_DDR4_16_GB_3200_Mhz_Patriot_Viper_Elite_2?filter=10%2C6&price_filter=0%3A470 PSU: https://adashop.ge/product/647591ea452e0b4887428866 850w xilence gold. GPU: https://gamers.ge/product/sapphire-pulse-rx-6600-8gb/ RX6600 Sapphire pulse. Mobo: https://pcroom.ge/dedabaraTebi/dedabaraTi_Gigabyte_H610M-K_DDR4
-
გამარჯობათ, დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე რამდენიმეს გექნებათ გამოცდილება გაფუჭებული ლეპტოპის მუშა დეტალების ცალ-ცალკე გაყიდვაში. ახლა აგიხსნით პრობლემას: მაქვს MSI GT70 Dominator 895 ლაპტოპი (უფრო სწორად მქონდა) გუშინ დილას უბრალოდ ჩაქრა. ყველაფერი მიუთითებს დედა პლატის გადაწვაზე (კომპიუტერი "მიაგურებულია" არანაირი რეაქცია არ აქვს არაფერზე) მიტანილი მაქვს ჩემს ნაცნობთან სერვის ცენტრში. ის კი ზუსტად დაადგენს რა ჭირს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დედა პლატაზე მიუთითებს, რომლის გამოცვლაც ნახმარი დეტალებით ebay-დან ჯდება $300, მე მგონი უბრალოდ არ ღირს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლაპტოპის ნაწილ ნაწილ გაყიდვა და შემდგომ ცოტა ფულის დამატების შემდეგ ახალი კომპიუტერის ყიდვა. ლეპტოპისგან მინდა ამოვიღო Hard Disk რომელიც მუშა მდგომარეობაშია სხვა ყველაფრის გაყიდვა მინდა. თუ მარტო პლატა დაიწვა გადახურებისგან (იმედი მაქვს სხვა არაფერი) ხელთ მაქვს i7-4700MQ, 8GB 1600Mhz So-dimm DDR3 RAM, Nvidia GTX 870m და სხვა პერიფერიები როგორიცაა ლეპტოპის კლავიატურა, ეკრანი და ა.შ. შეგიძლიათ რაიმე ტიპის რჩევა მომცეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სად გავყიდო? როგორ? რამდენად? ვინმე ხომ არ იბარებს ამ დეტალებს? (ძვირად ღირებული დეტალებია ასე რომ თუ სწორად გავყიდი კარგ თანხას დავიბრუნებ ლეპტოპის ფასისგან) არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა შესაბამისად მაქსიმალურად გამოუცდელი ვარ მოცემულ საკითხში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.