ეს სისტემა მაქვს:
MSI X58 Pro-E
I7 930 2.80GHz D0
Kingston HyperX 1600MHz 9-9-9-24
Gigabyte GTX 560 SOC (Windforce)
Seagate 160GB+500GB
Tagan ITZ 1300
გუშინ ვცადე რაღაცეები, 3.5ზე ავწიე მაგრამ გაგრილება მაქვს ჰაერზე და ტემპერატურა ავიდა დაშვებულზე მაღლა და ბიოსი გავანულე.
ვოლტაჟებისთვის ხელი არ მიხლია და ავტომატურად ადიოდა 1.360ზე, ამაზე მაღლა არ ასულა. დაუგრუზავზე 1.0XX ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს.
ეხლა ბანძი ქულერი მაქვს, სტოკზე 12-13 გრადუსი კი უჭირავს მაგრამ სტრესს გავუშვებ თუ არა 69-70ზე მერყეობს (ვიყენებ Aida64-ის სტრესს)
გუშინ 3.5ზე რომ ავწიე, 80მდე ავიდა ტემპო და სტრესის დროს, CPU Throttle-მ აიწია და წითელი ხაზი მანახა. საერთოდ ჩემთვის წითელი ასოცირდება ცუდთან და ვიფიქრე რომ ესეც ცუდია და გავაჩერე სტრესი. ეხლა სტოკ სიხშირეზე ეს Thottle ვაბშე არ ადის, დგას 0%ზე... მემორის სიხშირე დგას 1055ზე თუ რაღაც ასეთზე და გუშინ ავიყვანე 1600მდე (როგორც აქვს). მემორის ვოლტაჟებისთვის ხელი არ მიხლია და საერთოდ, ბიოსში ვოლტაჟის კონტროლი მაქვს გაუქმებული. ვერ ვცვლი ვერაფერს ვოლტაჟბში...
მგონი სტაბილურად მუშაობდა თუმცა 80 გრადუსი ნამეტანია და დავაყენე სტოკზე... 3.0ზე რომ ავწიო, რამე შედეგს მომცემს? ან იქნებ ამიხსნათ ეს Throttle რა არის (ცუდი თუ კარგი) და რამე რომ არ მივქარო ვოლტაჟების ამბავში იქნებ ეგეც ამიხსნათ და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, თამაშებში FPS საგრძნობლად მომემატება?