სალამი ბიჭებო, როგორც სათაურში დავწერე თქვენი დახმარება მჭრდება რათა ეს სერვერის კვება მაინინგ ფერმას მოვარგო. ამაზე იუთუბზე ბევრი ვიდეოც დევს და ერთი შეხედვით ადამიანისთვის ვისაც ხელები ტრ*****ნ არ ეზრდება არც უნდა გაუჭირდეს, მაგრამ უბრალოდ მარტომ არ მინდა ამას შევეჭიდო ვინადიდან ეს არც არასდროს არ გამიკეთებია და მეშინია რამე არ გავაფუჭო, ამიტომაც მცოდნე ადამიანის გვერდით დგომა მჭირდება.
აქვე დავწერ ამ კვებისგან რა მჭირდება:
1) 8 ცალი ვიდეო კარტის კვების პორტი - თითო კარტაზე საერთო ჯამში 16 პინიანი პორტით (2 ცალი 8 პინიანი პორტი (6+2 pin))
2) 8 ცალი რაიზერის კვება - თითოზე 6 პინიანი პორტით
3) 1 ცალი pico psu-თვის მიბმა
4) 8 ცალი 120 მმ ქეისის ქულერის მიბმა
მოლექსებს არ ვუყენებ, არ მჭირდება, შესაბამისად არც DC-DC კონვერტორიც არ უკეთდება, 6+2 პინიანი პლასტმასის პორტები მაქვს თავისი დედალი პინებით - მესაჭიროება შესაბამისი სადენის შეძენა (ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა) და კრიპერი რათა ეს სადენი პინებში ჩავპრესო და პლასტმასის პორტებში ჩავწკაპო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერის დაპაიკება.
ყველაზე დეტალური ამ კაცის ვიდეოა:
თუ ვინმეს შეუძლია ამაში დამეხმაროს სიკეთეს არ დავუკარგავ ....