მგონი ყველას თუარა უმეტესობას უყვარს კითხვა და წიგნების სამყაროში ჩაძირვა ხოდა აქ გავუზიაროთ ერთმანეთს შედევრები ბესტსელერები თუ ნაკლებად ცნობილი მაგრამ საინტერესო წიგნები.
(ვერსად ვერ ვიპოვე ეს თემა და არც ვიცოდი სად გამეხსნა ვიფიქრე აქ უფო მიზანშეწონილი იქნებოდა ამის გახსნა)
გუშინ დავამთავრე ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტი, მააგრად ჩამითრია ვეღარ მოვწყდი წიგნს, რა ვთქვა გენიოსი იყო ტოლკიენი მართლაც რომ მსოფლიო დონის ნაწარმოებია, ფილმთან შედარებაც არ შეიძლბა ბევრისგან გამიგია ფილმი მიახლოვებულიაო და ზოგიც ამბობს ჯობსო, აბსურდია უბრალოდ ვისაც ფილმი არ მოეწონა წიგნი წაიკითხეთ გენიალურია მართლა
დრეს ვიყიდე song of ice and fire (game of thrones) საკმაოდ დიდი ნაწარმოებია (საკმაოდ კიარა ძალიან დიდი შეიძლება ითქვას)ესეც შედევრალურ დონეზეა ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ თან ინგლისურადააა ჯიგრულად კაი ხანი მეყოფა, .. ფენთეზი მიზიდავს ყველაზე მეტად, (ადრე დეტექტივებს ვაკვდებოდი) ხოდა ვინმეს თუ აქვს ერაგონი წაკითხული მირჩიეთ კარგია წასაკითხად?