მოკლედ, ჩემთვის არ ვაწყობ, ნათესავს უნდა...
ვიდეო ეფექტების/ანიმაციის სწავლას იწყებს და ამისთვის უნდა კომპი. ასე მითხრა, ვიღაცამ მირჩია, აუცილებლად i7 უნდაო, არა და როგორც ვიცი, i5 და დაჟე i3 (შედარებით სუსტად) ქაჩავს მაგაზე.
მოკლედ, მაღაზიაში უნდა მივიდეს და ააწყობინოს, მითხრა ნაწილები მომწერე, რომ ვუთხრაო.
900-1000 ლარის ფარგლებში რა კონფიგურაცია შეიძლება?
მე ასე თუ ისე ვერკვევი, მაგრამ კაი ხანია ამ სფეროს მოვცილდი და ახალ ნაწილებში ვერ ვერკვევი.
და ქართული მაღაზია იაფი რომელია? ალტა და ასეთები ვიცი, რომ ძალიან ძვირია.
კონფიგურაციას (მიახლოებით) თუ დამიწერთ მადლობელი ვიქნები.