მოგესალმებით...
ვერ მოვძებნე თემა რომელიც მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტაში დამეხმარებოდა, ამიტომ შევქმენი ახალი თემა...
შევიძინე (გამოვიწერე) Haipai Noble P6s, (ორკარტიანი, სტანდარტული და მიკრო) რომელსაც აქვს ანდროიდის ოპერატიული სისტემა 4.2.2. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ
ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდგომში:
1) ვერ შევდივარ ინტერნეტში Wi-Fi-ს მეშვეობით, მეილის და პაროლის ჩაწერას მთხოვს, ჩაწერის შემდეგ, ითხოვს დალოდებას, ამის შემდგომ კი მიწერს რომ მიუწვდომელია...
2) ვერ ვიყენებ ასევე მობილური ოპერატორის ინტერნეტს, მაგალითად საუბარი მაქვს Geocell-ზე. ვირჩევ მოცემულობიდან რომ ინტერნეტი გამიხსნას ჯეოსელის ოპერატორზე და ეს აღნიშვნა ინიშნება, მაგრამ რეალურად ვერ შედის ინტერნეტში.
3) USB-კაბელს რომ ვაერთებ მიხსნის სხვადასხვა შემოთავაზებებს, თუ რა გზით დაუკავშირდეს კომპიუტერს, ამ შემოთავაზებებიდან ყველა ვცადე, მაგრამ თვითოეული დაკავშირების შედეგად ვერ ვიპოვე: ვიდეოების, მუსიკების, ხმების, სურათებისა და სხვა ფაილების შესაბამისი პაპკები. ჩიპი არ მიდევს ტელეფონში. 8 გიგაბაიტი აქვს memory ქარხნულად, რეალურად კი თავისუფალს მიჩვენებს 5 გიგაბაიტს, რაც სრულიად საკმარისია სხვადასხვა ფაილების გადასატანად.
კითხვები მდგომარეობს შემდგომში:
რატომ ვერ ვიყენებ Wi-Fi-ს?
რატომ ვერ ვიყენებ ინტერნეტს მობილური ოპერატორის მეშვეობით?
რატომ ვერ ძებნის შესაბამის ფაილებს დაკავსირების შემდეგ?
გთხოვთ დამეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში...