მომავალ ოთხშაბათს MSI გამოუშვებს პრემიუმ სეგმენტის ვიდეოდაფას, GeForce GTX 780 Lightning (N780 Lightning)
გაუმჯობესებული კვების და გაგრილების სისტემით, მომატებული სიხშირეებით და რათქმაუნდა გაზრდილი ფასით - ეს ვიდეოდაფა არანაკლებ 700 $ ეღირება. ენთუზიასტების გასახარად MSI ასევე გაანახლებს გრაფიკული პროცესორის დატვირთვის სტაბილიზაციის მოდულს GPU reactor ს და Twin Frozr V გაგრილების სისტემას.
სურათებიდან თუ ვიმსჯელებთ, გაგრილების სისტემა 3 ფანისგან შედგება (ორი 92 მმ და ერთი 80 მმ) და რამდენიმე სპილენძის სითბური მილაკისგან.
ამ ვიდეოდაფის ბირთვების სიხშირე იქნება რეკომენდირებულთან შედარებით 10 % ით გაზრდილი, 3 გბ მოცულობის GDDR5 მოდულის სიხშირე 6008 იქნება.
დეტალურ ინფორმაციას, შემდეგ კვირას ვიხილავთ.