Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'კოსმოსურ ლიფტი'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს. როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი. ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. სადგური ტერმინალი აღიჭურვება მზის ელემენტების ბლოკით, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ენერგიასაც გამოიმუშავებს და ჭარბ ენერგიას ხმელეთზე გამოაგზავნის. ამასთან შესაძლებელია, რომ კაბელის ზედა ნაწილში, მზის ელემენტების რამდენიმე ქვესადგური განთავსდეს. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ლიფტის იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს დაიბადა, როდესაც რუსმა მეცნიერმა კონსტანტინ ციოლკოვსკიმ ეიფელის კოშკი იხილა. მან წამოაყენა ორბიტაზე გეოსტაციონარული სადგურის მოწყობის იდეა, რომელსაც მეცნიერები კოშკისა და მასში მოთავსებული ლიფტის საშუალებით მიაღწევდნენ. მაგრამ მაშინ არსებული ტექნოლოგიები, ამ იდეის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა და ამიტომ, ის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში “დაასაწყობეს”. თუმცა, ბოლო წლებში, ნანოტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, მეცნიერებმა ციოლკოვსკის იდეა გაიხსენეს და გარდა იმისა, რომ მას რამდენიმე კონფერენცია მიუძღვნეს, რამდენიმე კომპანიამ და NASA-მაც კი, შესაბამისი, რეალური პროექტების შემუშავება დაიწყეს. კოსმოსური ლიფტის შექმნასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა, მსუბუქი და მტკიცე კაბელის შემუშავებაა, რომელმაც საკუთარ სიმძიმესაც უნდა გაუძლოს და ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაც უზრუნველყოს. “ობაიაშის” სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი კაბელის შესაქმნელად, ნანომილაკები მისწრება იქნება. თუმცა, პროექტის განხორციელებამდე, კიდევ არაერთი ტექნოლოგიური გარღვევა იქნება საჭირო. “ობაიაშის” სპეციალისტებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუ რა დაჯდება კოსმოსური ლიფტის მშენებლობა. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ლიფტით ერთდროულად 30 ადამიანის და აუცილებელი ეკიპირების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ლიფტს მამოძრავებელ ძალას მაგნიტურ ხაზოვანი ელექტროძრავები მიანიჭებს. “ობაიაში” არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ლიფტის ქვედა, საბაზო სადგური. თუმცა, ცნობილია, რომ პლანეტის ბრუნვის გამო და იმისათვის, რომ კაბელი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ სადგური ეკვატორულ ზოლში აიგება. წყარო: 24saati.ge & http://geocybers.com პ.ს ამასაც ხუთ თეთრს დაადებენ და ფეხით მომიწევს ასვლა :(
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.