სალამი ყველას,
მოკლედ ძმაკაცს აქვს ასეთი პრობლემა : კომპს რომ რთავს, რამოდენიმე წუთში 10-15 თავისით იგრუზება, განსაკუთრებით როდესაც თამაშს რთავს / პროგრამას უშვებს, მოკლედ დატვირთვა როცა მეტია.
თავიდან ვიფიქრე კვების პრობლემა, DVD გამოვაძრობინე, მაგრამ იგივე ქნა.
ეხლა ვკითხე და ვიდეო კარტის ქულერი არ ტრიალებსო, ხელი მოვაკიდინე და დამწვა ისეთი ცხელიაო.
99% ამის გამო შვრება, თუ არ ვცდები ასე უნდა იყოს.
მოკლედ, რა მაინტერესებს, ცალკე ქულერი თუ შეიძლება ვიდეოსთვის რომ ვაყიდინო, ანუ ცალ-ცალკე ვიდეოების ქულერები იშოვება ? Nvidia GT 220 აქვს...
ასევე, თუ არის შესაძლებელი რაიმე ჩვეულებრივი ქულერი ვუყიდო და ჩავუყენო, მოკლედ რანაირად შეიძლება რომ გავაგრილოთ ?
+ რატომ შეიძლება რომ გაფუჭებულიყო, მე მივალ ხვალ და ვნახავ, შესაძლებელია, რომ გასაწმენდია და ამიტომ, ან დასაზეთია საერთოდ ?
მადლობა წინასწარ