სალამი ყველას,
ძაან უცნაური შემთხვევაა და არ ვიცი რას დავაბრალო.
მოკლედ, ძმაკაცი მირეკავს ამ დილით და მეუნება გუშინ ძაბვა დავარდა რამდენჯერმე და კომპი გამოირთოო, რო ჩავრთე ინტერნეტი აღარ მოდისო. Network Center წესრიგშია, აიპებიც ჩავუწერე, ვინდიც გადავუყენე და ლანის დრაივერიც განვუახლე, მაგრამ არ უშველა (ყვითელი ძახილის ნიშანი ახატია, ინტერნეტი რომ ითიშება ხოლმე, ისე).
რისი ბრალი შეიძლება იყოს, ვითომ ქსელის კარტა დაიწვა? ხო ეს უზრუნველყოფს Internet connection-ს? როგორ უნდა შევამოწმო, მუშაობს თუ არა? მგონი ცალკე ნაწილი არ აქვს (ინტეგრირებულია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვერ იპოვა ასეთი ნაწილი მაზერზე).
თქვენი ვარაუდი? რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ დავტესტო, თუ ქსელის კარტა (ან რისი ბრალიც შეიძლება იყოს) რომ მუშაა?
მადლობა.