Search the Community
Showing results for tags 'თერმო პასტის შეცვლა!'.
-
სულ რაღაც კვირანახევრის წინ ვიყიდე ზემოთხსენებული ვიდეოდაფა: პირველივე ფურმარკის სტრესის გავლისას არ მომეწონა ტემპერატურა (კაცია და გუნება). ესე გამოიყურებოდა: და ამ დროს გადავწყვიტე მომეხერხებინა რამე და დამეგდო ტემპერატურა რათქმა უნდა თერმოპასტის შეცვლით! ვეცადე მეშოვნა თერმო ბალიშებიც და ისინიც შემეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ არც ისე ადვილი საშოვნელია აქ, ამიტომ მხოლოდ თერმოპასტის შეცვლის იმედად დავიწყე დაშლა: ესეთი მარტივი დასაშლელი გამოდგა და ასე გამოიყურებოდა დაშლილ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა ყველგან მტვერი ედო და თერმოპასტის მდგომარეობას თქვენც ხედავთ. დამტვერილი ადგილები ფრთხილად მოვწმინდე სპირტში დასველებული ბამბით, ხოლო თერმობალიშებზე მიკრული მტვრის ნაწილაკები სკოჩით ნელ-ნელა ვეცადე რომ გამესუფთავებინა. ასევე ფრთხილად მოვწმინდე თერმოპასტა რადიატორს და GPU-ს და შემდეგ ძალიან თხლად თითით წავუსვი და გადავასწორე ქულერმასტერის ახალი თერმოპასტა ისე რომ არ მგონია გვერდებზე გადასულიყო: ნუ შემდეგ ჩვეულებრივ ავაწყე საბედნიეროდ პრობლემების გარეშე, ერთადერთი რაც გამიჭირდა ფენების გადაბმის ადგილების ჩახსნა იყო. კი არ გამიჭირდა საერთოდ ვერ ჩავხსენი, რთული ჩამკეტი აქვს და ძალა აღარ ვიხმარე ერთგან უმნიშვნელოდაც დავაზიანე მოკლედ ავაწყე ვიდეო უმტკივნეულოდ ჩავაყენე და შედეგის სურათს ხედავთ ქვემოთ: ისეთი შედეგი ვერ არის როგორიც მინდოდა თუმცა ამ ეტაპზე ნორმალურია და იყოს ესე, ჯერ აღარ ვაწვალებ. ამ მინუს 11 გრადუსს დავჯერდები, თან ცოტა ხელიც გავიწაფე იმედია ვინმეს რამეში გამოადგება ეს თემა. მართალია სურათებით აჭრელებული და მცირე ტექსტით არის მაგრამ ამ ეტაპზე ამით დაკმაყოფილდით, შემდეგში გავიზრდები. პ.ს. თუ რამე ჩასასწორებელი იქნება მოდერებს ვთხოვ ჩაასწორონ თქვენთვის და საკუთარი თავისთვის იწვალა @daviti-q -მ. მადლობა ყურადღებისთვის!
- 49 replies
-
- 10
-
- AMD Radeon
- R9 280X
-
(and 1 more)
Tagged with: