ვიცი რომ ფორუმელების ნაწილი კარგად ერკვევა ფოტოაპარატებში, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და დახმარება გთხოვოთ აპარატის შერჩევაში 1000 ლარამდე ღირებულების, ახალი მაღაზიიდან თბილისში. ვიცი რომ 1000 ლარამდე ღირებულების აპარატს სასწაულებს ვერ მოვთხოვ მაგრამ ... არ მინდა 20-30 ოპტიკური ზუმი მირჩევნია ნორმალური ოპტიკა დაბალი ზუმით და ასე თუ ისე ნორმალური მატრიცითა და სენსორით
ამჟამად მაქვს ეს აპარატი
http://www.usa.canon.com/cusa/support/consumer/digital_cameras/powershot_sd_series/powershot_sd1200_is
მინდა რომ საგრძნობი განსხვავება მივიღო სურათებში...(რაიმე პროფესიონალური მიზნით არ მინდა , უბრალოდ საოჯახოდ) მადლობა წინასწარ...
ხო ბარემ ვიკითხავ რამდენად ღირს მეორადი აპარატების ყიდვა იგივე მარკეტიდან?