კომპანია Capcom-მა ოფიციალურად დაანონსა Dead Rising 3-ის რელიზი PC-ზე. ახალ პლათფორმაზე თამაში გამოვა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში.
შემქმნელების სიტყვების მიხედვით, PC-ზე თამაში გამოვა "სრულიად ოფტიმიზირებული ფართო ეკრანებისთვის, პერსონაჟების განახლებული ტექსტურებით, გარემოთი და თამაშის ობიექტებით". თამაშში ასევე იქნება Steam-ის სერვისების მხარდაჭერა.
РС ვერსიაში მართვა იქნება კლავიატურით და თაგვით, მაგრამ გეიმპადების მოყვარულების შეეძლებათ სქემების გადართვა. Xbox One-ზე გამოსულმა ექსკლუზივმა გამომცემელს მოუტანა 1,2 მილიონი გაყიდული ასლი.