Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ვიდეო თამაშების დეველოპინგი'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. ვიდეო თამაშების დეველოპინგი ვიდეო თამაშების წარმოება არის დიდი და შრომატევადი საქმე. ნორმალური თამაშის შესაქმნელად , დეველოპერს (მწარმოებელს) სჭირდება რამდენიმე წელი. ნორმალურ თამაშს ჭირდება საკმაოდ დიდი ხარჯები, მაგალითად ყველასთვის ნაცნობი Grand Theft Auto IV (GTA 4, გამომცემი / მწარმოებელი Rockstar) -ზე ოფიციალურად მუშაობა დაიწყო 2004 წლის ნოემბერში, მასზე მუშაობდა150 დეველოპერი (არაოფიციალური ცნობებით 1000 ზე მეტი ადამიანი) და დაჯდა 100 მილიონი დოლარი!! ხოლო თვითონ თამაში 4 წელიწადში გამოვიდა, 2008 წლის დასასრულს. თამაშის გამოშვების პირველ დღეს გაიყიდა 3.6 მილიონი ერთეული და პირველ კვირას მწარმოებელს მოუტანა 500 მილიონი დოლარი მოგება. 2011 წლის ცნობებით მათ გაყიდეს 22 მილიონი ერთეული. რათქმაუნდა იქმნება იაფი და უხარისხო თამაშები რომლებიც არ ამართლებენ. პირველი თამაში წარმოებულ იქნა 1960 წელს , მაგრამ საჭირო იყო ისეთი კომპიუტერი რომელიც ფართო საზოგადოებას არ ქონდა. პირველი კონსოლების გამოჩენისთანავე (ეს მოხდა 1970 წელს ) დაიწყო მისთვის თამაშების შექმნა. ეხლანდელთან განსხვავებით მაშინ თამაშის შესაქმნელად არ იყო საჭირო მილიონები. საშუალოდ 2000 წელს ერთი თამაშის შექმნა ჯდებოდა 1- 4 მილიონ დოლარამდე, 2000 - 2006 ეს ციფრები გაიზარდა 6 მილიონამდე, 2010 წელს კი 20 მილიონი გახდა. თამაში იქმნება ე. წ Game Engine - "თამაშის ძრავის" საშუალებით. ზოგი თამაში შეიცავს სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს, ეს ლოგიიკურია იმიტომ რომ ამ კოდის სხვა თამაშის შესაქმნელად გამოყენება შეუძლებელია. Game Engine არის კოდი და დამხმარე საშუალებების ერთობლიობა რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას თამაშის შესაქმნელად. დღეს უამრავი კომპანია ყიდულობს 'თამაშის ძრავის' ლიცენზიას რადგან ლიცენზია უფრო იაფი ჯდება ვიდრე ახალი თამაშის ძრავის შექმნა. ძნელია ზუსტად გამონახოთ თქვენი შესაქმნელი თამაშსთვის საჭირო 'თამაშის ძრავი' რადგან შეიძლება მრავალი შეზღუდვა შეგხვდეთ. არარის გამორიცხული ისიც რომ ვერ იპოვოთ თქვენთვის საჭირო 'თამაშის ძრავი' და მისი შექმნა თქვენთითონვე მოგიწიოთ. არსებობს მრავალი ძრავი მაგრამ ისინი განსხვავდებიან იმით რომ ზოგი გამოიყენება კომპიუტერისთვის, ზოგი კონსოლისთვის, ზოგიც მობილურისთვის. მაგალითად ეხლა მე დაგისახელებთ მცირე ჩამონათვალს იმისას თუ რომელ ძრავზე რომელი თამაშებია შექმნილი : Red Dead Redemption , GTA IV , Max Payne 3 არის შექმნილი , Rockstar - ის მიერ წარმოებული RAGE თამაშის ძრავზე. Battlefield 3 , Need for Speed: The Run , Army of Two: the devils cartel , Mirror’s Edge 2 არის Frostbite 2.0 თამაშის ძრავზე. თამაშების შექმნა ხდება სხვადასხვა ეტაპებით : პირველი , პრე - პროდუქცია , პროტოტიპის შექმნა, დიზაინი და დოკუმენტები არის შექმნილი. თუ დეველოპერი დათანხმდა ამ თამაშის შექმნას იგი გამოყოფს თანხას ამ თამაშის შესაქმნელად და იწყება მუშაობა. თამაში შეიძლება აიღოს ერთმა ან რამოდენიმე გუნდმა. თითო გუნდში 20 - 100 კაცამდეა. ისინი დაკომპლექტებულნი არიან დიზაინერებით , მხატვრებით , პროგრამერებით, ტესტერებით და ა.შ (ამას დეტალურად განვიხილავთ ქვევით.) თამაშის გაკეთებისას გადის შემდეგ საფეხურებს : პირველი არის ალფა ვერსია (არის პირველი სახე თამაშსა, არის უამრავი შეცდომა და არის არასტაბილური ), მეორე არის ბეტა (ალფაზე ბევრად უკეთესი ვერსია, მაგრამ ხშირად გაპარულია შეცდომები, დაუსრულებელია ესა თუ ის ფიგურა, პერსონაჟი და ა.შ ) და ბეტას შემდეგ გამოდის სრული ვერსია, სადაც წინა ორ ვერსიაში გაპარული შეცდომები გამოსწორებულია და ბევრად დახვეწილია. მაგრამ შეიძლება სრულ ვერსიაშიც დეველოპერებს პატარ - პატარა შეცდომები გაეპაროთ რომელსაც შემდეგ ე.გ Patch ან / Fix - ბით ასწორებენ. ამის შემდეგ იწყება მისი გამზადება გასაყიდად, უკეთებენ რეკლამებს აჩვენებენ საცდელ ვერსიებს და აწყობენ გრანდიოზულ აქციებს რათა მყიდველი მოიზიდონ და მოაწონონ თამაში. ვინ დაგვჭირდება იმისთვის რომ შევქმნათ სრულყოფილი / ხარისხიანი თამაში? პროდიუსერები : პროდიუსერი მართავს მთელ გუნდს, იქირავებს ახალ მუშახელს, აკონტროლებს თამაშის პროგრესს და ბიუჯეტსს , აწარმოებს მოლაპარაკებებს დაინტერესებულ მხარესა და პერსონალს შორის, უზრუნველყოფს ხარისხს, მართავს ბეტა ტესტს. შეიძლება ითქვას რომ იგი არის პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის ლიდერი, ან დირექტორი. გამომცემელი : ვიდეო თამაშის გამომცემელი არის კომპანია, რომელიც აქვეყნებს ვიდეო თამაშებს. როგორდ წიგნების გამომცემელი, კინოფილმების გაომცემელი, ასევე ვიდეო თამაშების გამომცემელი ვალდებულია რეკლამირება გაუწიონ პროდუქტს. ასევე გამომცემელმა უნდა ჩაწეროს დისკი, იზრუნოს მის ლიცენზიაზე, დიზაინზე, და მანვე უნდა იზრუნოს ლოკალიზაციაზე. გუნდი : გუნდში შედის 20 - 100 მდე ადამიანი, ეს რაოდენობა თვითონ თამაშზეა და მის სირთულზეა დამოკიდებუილი. პროგრამისტები , მხატვრები , დიზაინერები , აუდიო სპეციალისტები და პროდუისერები დასაქმებული არიან სრულ განაკვეთზე. სხვა პოზიციებზე, როგორიცაა ტესტერები, შეიძლება დასაქმებული იყოს მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე. გუნდი შედგება : დიზაინერებისგან თამაშის დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც შეიმუშავებს გეიმფლეის (არ ვიცი ეს ქართულად როგორ განვმარტო). გუნდში როგორც წესი არის ერთი დიზაინერი ვინც კოორდინაციას უწევს სხვა დიზაინერებს. თამაშის დიზაინერს ევალება გააკეთოს თამაშის გმირები , კომენტარები, დიალოგები , ჩანართები (CutScene, სიუჟეტური სცენა) ინტერფეისი და ა.შ დიზანერების გჯუფში შედის მწერალიც, რომლებიც პასუხიმგებელი არიან თამაშის შინაარზე. მხატვრები მგონი ამ პროფესიას ახსნა არ უნდა თუ რას აკეთებენ ამ შემთხვევაში. მხატვრის სამუშაო შეიძლება იყოს 2D ორიენტირებული ან 3D ორიენტირებული. მათი მთავარი საქმეა შექმნან 2D ან 3D ობიექტები, ანიმაციები , გარემო და ა.შ პროგრამისტები პროგრამისტები პასუხისმგებელი არიან იმ პროგრამების და დამხმარე უტილიტების დაწერაზე რომელიც გამოიყენება თამაშის შექნისას. მათ ევალებათ გააკეთონ : ფიზიკა - დაპროგრამონ თამაშის ძრავა, მათ შორის სიმულაცია ფიზიკა, შეჯახება, ობიექტის მოძრაობა და სხვა; ისინი ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს ( ბოტებს ) . რატომ ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს? მაგ : მოძრავი ობიეტებისთვის თავი არიდება და ბევრი სხვა ; გრაფიკა - აწარმოებენ გრაფიკულ ძრავას, ინტეგრაციის მოდელებს, ტექსტურებს. ; ხმა - ისინი ინტეგრაციას ახდენენ მუსიკის, სიტყვის, ეფექტებს თამაშში. ; ინტერფეისი - ქმნიან ინტერფეისს, მენიუებს, HUD - დანამატებს. (მაგ: რბოლებში სპიდომეტრი) ; ასევე არიან ცალკე პროგრამისტები რომლებიც ზრუნავენ , კლავიატურის, მაუსის, ჯოისტიკის ან რაიმე კონტროლერის ინტეგრაციას თამაშში. ; ქსელი კომუნიკაციების მმართველი , ისინი უზრონველყოფენ ინტერნეთთან დაკავშირებას. დონის დიზაინერი (Level Designer) : დონის (შეიძელება მისიაც კი ვუწოდოთ .) დიზაინერი არის პირი, რომელიც ქმნის დონეებს / მისიებს ამა თუ იმ თამაშისთვის. ისინი მუშაობენ სპეციალურ 3D 2D დიზაინის პროგრამებით , ან სპეციალურად შემუშავებული და მორგებული დონის რედაქტორებით რომელიც გაკეთდა კონკრეტული თამაშისათვის. ხმის ინჟინრები ხმის ინჟინერები პასუხისმგებელი არიან მრავალ ხმოვან ეფექტებზე. ტესტერი ტესტერი არის პიროვნება რომელიც ცდილობს თამაშში აღმოაჩნოს რაიმე სახის შეცდომა, დარღვევა იქამდე სანამ ჩვენამდე მოაღწევს თამაში. მაგრამ ტესტერებიც ადამიანები არიან და ხშრად გამორჩებათ შეცდომები, ხოლო გამოსვლის შემდეგ უკვე მოთამაშეები აღმოაჩენენ ხოლმე შეცდომებს და უკავშირდებიან მწარმოებელს, რის შემდეგაც სწორდება ეს შეცდომა. თამაშის განვითარების პროცესი: თამაშის განვითარება არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესი, ხოლო როგორც ვიდეო თამაში არის პროგრამა ხელოვნებით, აუდიოთი და გეიმპლეით. პრე-პროდუქცია პრე-პროდუქცია არის დაგეგმვის ფაზაში შესული იდეა თამაშის შექმნის შესახებ. მისი მთავარი მიზანია წარუდგინოს გუნდს ის დოკუმენტი სადაც აღწერილია ყველა ის საქმე რისი შესრულებაც მათ მოუწევთ. ამ დოკუმენტშივეა გრაფიკი , ბიუჯეტი. Pith - დოკუმენტი ეს არის დოკუმენტი სადაც მოკლედ და კონკრეტულადაა ახსნილი თუ რატომ იქნებოდა მომგებიანი ამ თამაშის შექმნა. ისინი ამ დოკუმენტს იმიტომ ამზადებენ რომ აჩვენონ გამომცემლებს , სანამ ისინი შეთანხმდებიან ფინანსურ საკითხზე. ასევე ასეთ შემთხვევაშ შეიძლება შექმნან საცდელი ვერსია თამაშისა , ისევ გამომცემლებისათვის საჩვენებლად. კონცეპტი კონცეპტი არის უფრო დეტალურად გაკეთებული Pith - დოკუმენტი , რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას თამაშის შესახებ : თამაშის ჟანრს , გეიმფლეის, აღწერას, მონაცემებს, ისტორიას, სამიზნე აუდიტორიას , პლათფორმებს (თუ ვისთვის იქნება თამაში შექმნილი, პერსონალური კომპიუტერებისთვის თუ კონსოლებისთვის), სავარაუდო გამოშვების თარიღს, მარკეტინგული ანალიზს, გუნდის მოთხოვნებს, და რისკის ანალიზს. პროტოტიპი ამის შემდეგ იქმნება პროტოტიპი რომელსაც ეძახიან : მტკიცებულება კონცეფციისა ან სატესტო იდეებს. წარმოება წარმოება იწყება იმის მერე როდესაც დაიწერება საბაზისო უნიკალური თამაშის კოდი თამაშის ძრავში (Game Engine -ში ). ამის შემდეგ იწყება სრული დატვირთვით მუშაობა გუნდისა რათა დროში ჩაეტიონ, რადგან ნაპოვნია შესაბამისი თამაშის ძრავი. დიზაინი თამაშის დიზაინი არის ერთობლივი პროცესის პროექტირების შინაარსი . წერის დროს მოითხოვს მხატვრული და ტექნიკური კომპეტენციის მაღალ დონეს . დონეების შექმნა ყველა თამაში თქვენ გაკისრიათ რაიმე მისია შესასრულებლად ამიტომ თამაშის დონეების / მისიების შექმნას მიაქვს ძალიან დიდი დრო. აუდიო წარმოება თამაშის აუდიო შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად-ხმოვანი ეფექტები, მუსიკა, და კადრსმიღმა. ხმოვან ეფექტბს ხშირად თვითონ ქმნიან მაგრამ ხშირადვე იწერენ რეალური ობიექტებისგან. ტესტირება ტესტერები თავიან საქმიანობას პირველი თამაშის ჩართვიდანვე იწყებენ. მათი სამუშაო ერთი შეხედვით არც თუ ისე დასაფასებელია მაგრამ როდესაც თამაში გამოდის შეცდომებით, ეს გამოიწვევს მყიდველის უარყოფით განწყობას , და რაც შემდეგში აისახება გაყიდვებზე. თუ მაინც გაეპარათ შეცდომა , დეველოპერები უმოკლეს დროში ასწორებენ ამ შეცდომებს Patch / Fix - ბის სახით. ალფა ალფა არის ეტაპი, როდესაც კოდი და გეიმფლეი არის ფუნქციონალური და აქტივები ნაწილობრივ დასრულებულია. კოდის დასრულება კოდის დასრულება არის ეტაპი, როდესაც ახალი კოდი აღარ ემატება თამაშს და მხოლოდ შეცდომები ხდება შესწორებული. ეს ეტაპი ხშირ შემთხვევაში თამაშის გამოსვლამდე 10-12 თვით ადრე ხდება. ბეტა ბეტა არის მხატვრული და აქტივის სრული ვერსია თამაშის. ბეტა ვერსია რიგდება უფასოდ ინტერნეტის საშუალებით. თამაშის თავისებურებანი, აქტივებს და კოდი ერთიდაიგივეა ბეტაშიც და სრულ ვერსიაშიც. დემო დემო / ბეტა ვერსიებს მწარმოებლები უფასოდ არიგებენ ინტერნეტის საშუალებით მაგრამ თამაშის გამოშვებამდე რამდენიმე დღის ადრე გამომცემლები აწყობენ "Trade Show demo" -ებს . ანუ წარუდგენენ თამაშს ხალხს რომელიმე Trade Show - ზე, ისეთებზე როგორებიცაა Electronic Entertainment Expo (E3) ან Penny Arcade Expo (PAX). Trade Show - ზე შეგიძლიათ მიხვიდეთ და ითამაშოთ წარმოდგენილი თამაშები. ფინალური ვერსია ბოლოს კი გამოდის დასრულებული თამაში. (ფინალური ვერსია) და ეშვება იგი გაყიდვაში. ამის შემდეგ იწყება თამაშის რეკლამირება. ის შეიძლება დაარეკლამონ ბილბორდების, ვიდეო რგოლების ან სხვა ბევრი ნაცადი ხერხის საშუალებით, თუ როგორ გაუკეთებენ რეკლამას თამაშს ამას უკვე მარკეტინგის ჯგუფი გადაწყვეტს. ასევე რეკლამირების ერთ - ერთი საშუალებაა რომელიმე Trade Show - ზე გამოტანილი თამაშები. © Overclockers.ge ლევან ლომსაძე ( Lomsa )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.