Search the Community
Showing results for tags 'ე.წ შტამპოვკა'.
-
მოგესალმებით თანაოვერქლოქერებო პაწია ამბავს მოგიყვებით რომელიც ვფიქრობ საინტერესო და ამავე დროს საჭიროა მაქვს ბებერი Corsair H105 რომელიც დაახლოებით 4 წელია მემსახურება, ისეთი კარგი გაგრილება გამოდგა რომ შეცვლაზე არც მიფიქრია, ეგ კი არა მეორეც ვიყიდე ასე 2 წლის წინ სარეზერვოდ ეხლა რაშია საქმე: ბოლო რამდენიმე თვე როდესაც ცოტა შეთბებოდა წყალი პომპამ დაიწყო ხმაური, თითქოს კაკუნის ხმა მოდიოდა, ვიფიქრე წყალი დააკლდათქო, კარგა ხანია ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, ბოლოს როგორც იქნა მიდგა ჯერი დაშლის და ხმაურის მიზეზის დადგენის დავშალე და ასეთი სიტუაცია დამხვდა: კენჭები ეყარა ფაქტიურად უმეტესი ნაწილი პომპაში იყო შეგროვილი და გაქონდა რაკა-რუკი ერთადერთი ახსნა რაც მოვუძებნე ისაა, რომ სითხე რაც შიგ ასხია შეიცავს მინერალებს რომლებიც დროთა განმავლობაში კრისტალებად იქცა ალუმინთან და სპილენძთან ურთიერთქმედებისას(დიდად არ უყვართ ერთმანეთი ხსენებულებს და არც მათი ერთად მოქცევაა კარგი იდეა ერთ სისტემაში, მაგრამ ასე გადაწყვიტა მწარმოებელმა, ალუმინი იაფია, სპილენძი უკეთესი გამტარი და პომპაზე აუცილებელი ) მე ის გამიკვირდა როგორ მუშაობდა პომპა, თან ისე რომ გაგრილების მხრივ არ ქონია პრობლემა გარდა უმნიშვნელოდ გაზრდილი ტემპერატურისა და ხმაურისა თავისთავად. გამოვაქციე აღნიშნული სითხე, გავფილტრე, დავამატე გამოხდილი წყალი და ცოტა ანტიფრიზი და შეძლებისდაგვარად ვეცადე მაქსიმალური რაოდენობა ჩამეშვა შიგნით მგონი გამომივიდა კიდევაც, სატესტო სისტემაზე ვამუშავე ცოტა ხანს და კარგად ეჭირა თავი, ძირითად სისტემაზე არ გავრისკე დაყენება რათქმაუნდა და სარეზერვო H105 ჩავსვი ერთი დღე კიდევ მოვიცლი სამაგისოდ და კარგად გავტესტავ აწ უკვე "გარემონტებულ" გაგრილებას და დავწერ როგორ შეიცვალა სიტუაცია ვინც ამ ტიპის გაგრილებებს ხმარობთ ვფიქრობ საინტერესო ფაქტი მოგახსენეთ პირადად მე საფიქრალში ჩამაგდო ამ ფაქტმა, შეიძლებოდა პომპა გაჭედილიყო კიდევაც, რაც კარგს არაფერს მოუტანდა არც თვითონ პომპას და არც სისტემას