ესეთი პრობლემა მაქვს, სამსახურში ვიყენებდი პრინტერს HP P1102 , ეხლა მაქვს CANON LBP6000 სერიის პრინტერი და ვერანაირად ვერ დავაბეჭდინე . დისკი მაქვს დრაივერს ვაყენებ მოწყობილობებსა და პრინტერებში მიჩვენებს რომ მზადაა გამოსაყენებლად , ექსელის ფაილის ბეჭვდის დროსაც მიჩვენებს რომ მზადაა გამოსაყენებლად, ვაძლევ ბეჭვდას და მიჩვენებს ჩვეულებრივ რომ გაიგზავანა დასაბეჭდად ანუ ნორმალურადაა ბეჭვდის პროცესი, არა და პრინტერს რეაქცია არა აქვს არ ბეჭდავს. პრინტერი მუშაა სხვა კომპზე მოვსინჯე და დაბეჭდა. ნოუთბუქია hp probook 4540s აყენია ვინდოუს 8* 64 ოფიციალური. ვინც ხართ კომპეტენტური ესეთ საკითხებში იმედია დამეხმარებით რისთვისაც წინასწარ მადლობა. მოდერს ბოდიში თუ თემა არაა შესაბამის განყოფილებაში