ამ ინსტრუქციის მიხედვით გადახვალთ ამერიკულ Play Store-ზე. მოგეხსნებათ ყველანაირი რეგიონალური შეზღუდვა, გექნებათ სრული წვდომა აპლიკაციებთან და რაც მთავარია შეძლებთ დევაისების გამოწერას.
რა დაგვჭირდება:
საბანკო ბარათი;
Google Wallet;
Tor Browser (ან ნებისმიერი აპლიკაცია რომელის საშუალებით გახვალთ ამერიკულ IP-ზე, მე Tor-ი გამოვიყენე);
ნებისმიერი გადამზიდი კომპანიის ამერიკული მისამართი;
Google Wallet.
გამოვიძახოთ Google Wallet (რა თქმა უნდა gmail ექაუნთი უნდა გქონდეთ), დავარეგისტრიროთ ბარათი, ბილინგ მისამართში ვწერთ ამერიკულ მისამერთს(გადამზიდის მისამერთს Usa2georgia, bestex...).
Tor Browser.
ვიწერთ Tor Browser, გადმოწერილ Tor-ს ამოვარქივებთ, შემდეგ, რომ გავიდეთ ამერიკულ IP-ზე უნდა დავამატოთ ორი სტრიქონი torrc ფაილში, რომელიც იმყოფება {Tor}DataTortorrc.
გავხსნით Notepad-ით და სულ ბოლოში დავამატებთ:
StrictExitNodes 1
exitnodes {us}
შეინახეთ, დახურეთ Notepad-ი.
გახსენით Tor Browser, გავდივართ https://play.google.com დალოგინდით, ვირჩევთ ნებისმიერ უფასო მუსიკას, წიგნს ან ჟურნალს (შეგიძლიათ ფასიანიც შეიძინოთ) გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით Buy-ს, ვხურავთ Tor-ს.
შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბრაუზერით შეხვიდეთ ამერიკულ GP-ზე.