მაქვს 30 ლარიანი კავკასუსის ლინკი, სიჩქარე 15 Mbps Up/Down.
ესეიგი პრობლემა რაში მდგომარეობს, აფლოადის სიჩქარე ბრაუზერებში 6 Mbps-ს არ სცილდება, speedtest.net_იც მაქს. 6 Mbps-ს აჩვენებს აფლოადს, სხვადასხვა აფლოად საიტებზე ერთდროულად რომ დავიწყო ატვირთვა მაინც 6 Mbps-ს არ სცილდება, რაც ყველაზე საინტერესოა ტორენტებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, უტორენტი ჩვეულებრივად 15 Mbps_ით იწერს და ტვირთავს.
ვცადე სხვადასხვა ქსელის კარტის დრაივერები შედეგი ნოლი, ვიძრომიალე ქსელის კარტის პარამეტრებში და ერთადერთი 10 full duplex_ის ჩართვისას აფლოადი 10 Mbps_ამდე ადის. დავრეკე ოპერატორთან და ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არისო.
მოკლედ იქნებ გამარკვიოთ რაშია საქმე.