რამდენჯერაც მსგავსი თემა გავხსენი, იმდენჯერვე თქვენი დახმარებით მოვაგვარე. ხო და, ეხლაც თქვენს იმედზე ვარ.
მეგობრის შვილისთვის მინდა მხოლოდ სისტემური ბლოკი, ბიუჯეტი 2000 ლარი (ამ თანხას არ უნდა გადასცდეს).
ამაზონი და ჩამოტანები არ მაწყობს, მხოლოდ აქ უნდა ვიყიდოთ, ამიტომ, შესაძლებელია რაღაც დეტალებზე ეკონომიის გაკეთება და ნახმრის ყიდვა. ქეისი ყველაზე ბოლოს შემოვიტოვოთ (სხვა დანახარჯებიდან გამომდინარე რაც დაგვრჩება, მაგრამ სადღაც 150 ლარი ვიანგარიშოთ).
ამ ფასში უპს-იც მინდაო, მაგრამ გადავაფიქრებინე, რადგან ძლიერი კონფიგისთვის საკმაოდ ძლიერი უპს-იც გახდება საჭირო და ზედმეტი ფულის ყრა მგონია, ეგ თანხა ჰარდზე მირჩევნია, რომ დავხარჯოთ (ამაზეც მოვისმენ თქვენს აზრს).
აბა, გისმენთ...