Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ამომწურავი ინფორმაცია'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. პრინტერის არსი პრინტერი წარმოადგენს პერიფერიალს, რომელსაც დოკუმენტის ელექტრონული გამოსახულება ქაღალდზე გადააქვს. პრინტერთა უმეტესობა ლოკალური პერიფერიალის სახითაა დაკავშირებული ახლოს მდებარე კომპიუტერთან, თუმცა არსებობს ასევე ქსელის პრინტერები, რომელთაც აქვთ ინტეგრირებული ქსელის ინტერფეისი და ქსელში ჩართულ რამდენიმე კომპიუტერს ემსახურებიან ერთდროულად. ზოგიერთ მათგანს შეუძლია დოკუმენტების გარე მეხსიერებიდან, ფლეშ მეხსიერებიდან, დაერთებული ციფრული ფოტო აპარატებიდან და სკანერებიდან ბეჭდვაც. სამომხმარებლო და ზოგიერთ კომერციული პრინტერი ძირითადად მცირე მოცულობითი ბეჭდვისთვისაა განკუთვნილი, გარდა ამისა პრინტერთა უმეტესობა გამოირჩევა ბეჭდვის დაბალი სიჩქარით (30 გვერდი წუთში ითვლება საკმაოდ მაღალ სიჩქარედ) და თითო გვერდის ღირებულება საკმაოდ მაღალია ბეჭდვით პრესასთან შედარებით. ასევე მომრავლდა ფოტო პრინტერები, რომლებიც სტუდიის ხარისხის ფოტოებს ბეჭდავენ. მულტიფუნქციური პრინტერები: მულტიფუნქციური პრინტერები მოიცავს ფაქსს და სკანერს. ასეთ პრინტერებს ეწოდებათ All-in-One (AIO) ან Multifunction(MFD) პრინტერები. უმეტესობას აქვს ერთდროულად ბეჭდვის, სკანირების, ასლის გადაღებისა და ფაქსის გაგზავნა/მიღების ფუნქცია. ზოგიერთ მათგანს დამატებული აქვს ქაღალდის მიწოდების მექანიზმიც, რაც იძლევა საშუალებას მარტივად დავასკანეროთ და ფაქსით გავგზავნოთ მრავალფურცლიანი დოკუმენტი.მულტიფუნქციიური პრინტერების საწინააღმდეგო ყველაზე დიდი არგუმენტი არის ის, რომ მათში დაშვებულია სერიოზული კომპრომისები ერთ ან მეტ ფუნქციონალობაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე MFP-ები ითავსებენ მაღალი ხარისხის სკანერებს და ასეთივე ხარიხსის პრინტერებს, ამასთან უფრო ნაკლები ღირს ვიდრე მათი შემადგენელი ცალკეული კომპონენტები. ბეჭდვის ტექნლოგია: პრინტერების კლასიფიკაცია შესაძლებელია ტექნოლოგიის მიხედვით. ტექნოლოგიას თავის მხრივ დიდი გავლენა აქვს ოპერაციის ფასზე, სისწრაფეზე, ხარისხსა და დოკუმენტის სიმტკიცეზე, და სხვა. ზოგიერთი პრინტერის ტექნოლოგია არ მუშაობს კონკრეტული ტიპის მასალაზე, კერძოდ კარბონის ქაღალდებსა და გამჭვირვალე მატერიაზე. არსებობს შემდეგი ტექნოლოგიის პრინტერები: 1. თანამედროვე ბეჭდვის ტექნოლოგია: Toner-based პრინტერები: იგულისხმება ძირითადად ლაზერული პრინტერები, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის გამოსახულებას, აღჭურვილნი არიან ქსეროგრაფიული ბეჭდვის პროცესით, თუმცა ანალოგური ასლგადამღებებისგან განსხვავებით, გამოსახულება მიიღება ლაზერული სხივის მიერ მისი უშუალო სკანირებით. • Liquid inkjet პრინტერები: ე.წ ჭავლური პრინტერები, რომლებიც გამოსახულებას იღებენ ქაღალდზე სხვადასხვა ზომის მინიატურული მელნის წვეთების გამოდევნით. ეს არის პრინტერების ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი ტიპი. Solid ink პრინტერები: ე.წ თერმული პრინტერები, პრინტერთა ტიპი, რომელიც გამოსახულებას თერმული გადაცემის მეთოდით გვაძლევს. ისინი იყენებენ CMYK ფერის მელნის მყარ ჩხირებს, რომელიც შემადგენლობით ჰგავს სანთლის ცვილს. მყარი მელანი დნება და გაედინება პიეცო კრისტალის მქონე პრინტერის თავაკში, ეს თავაკი კი ამ გამდნარ მელანს ასხურებს მბრუნავ, სპეციალურ ზეთით დაფარულ აპკს, ქაღალდი გაივლის აპკში და ამ დროში ხდება გამოსახულების მასზე გადატანა. ტექნოლოგია დიდი რაოდნეობით ელ- ენერგიას მოიხმარს და გასახურებლად დიდი დრო სჭირდება, თუმცა ხარისხი საუკეთესოა და ხარჯით ლაზერული პრინტერის იდენტურია. • Dye-sublimation პრინტერი: სუბლიმაციური პრინტერები, რომლებიც გამოსახულების გადასატანად იყენებენ მაღალ ტემპერატურას. ბეჭდვა ხდება ისეთ მასალებზე, როგორიცაა პლასტიკური ბარათ, ქაღალდი, ქსოვილი. გამოსახულების გადატანა ხდება ერთდროულად ისეთი ლენტის მეშვეობთ,რომელიც იყენებს სხვადასხვა ფერთა დაფებს. • Inkless პრინტერები: სხვანაირად თერმული პრინტერები, რომლებიც მუშაობენ სპეციალური სიცხის გამძლე ქაღალდის სხვადასხვა რეგიონების გაცხელებით. მონოქრომული ანუ ერთფერიანი პრინტერები გამოიყენება ძირითადად იაფფასიანი ფაქსის აპარატებში. ფერები მიიღწევა სპეციალური ქაღალდის სხვადასხვა ტემპერატურითა და გაცხელების კოეფიციენტით. 2. Obsolete - მოძველებული და მიზნობრივი ბეჭდვის ტექნოლოგიები: ეს ტექნოლოგიები ძირითადად მოძველებული და ლიმიტირებულია, ან გამოიყენება სპეციალური დავალებების შესასრულებლად. თითქმის აღარ გვხვდება, ამიტომ მათ მოკლე მიმოხილვას წარმოგიდგენთ: • impact printers - ძველად არსებული საბეჭდი მანქანების ტექნოლოგია, ქაღალდი თავსდება მყარ სიბრტყესა და მელანს შორის და დარტყმის ძალით ხდება გამოსახულების გადატანა • Typewriter & Teletypewriter-derived printers - საბეჭდი მანქანა. თითოეული ასოს გადატანა ხდება ფურცელსა და ამ ასოს ამსახველ ბეჭედს შორის მოთავსებულ მელნიან ლენტზე ბეჭდის მირტყმით. • Daisy wheel printers - მცირე ზომის ჩაქუჩი ურტყამს სპეიალურ ბორბალზე არსებულ ასოს ბეჭდებს, რომლებიც ეჯახება მელნით გაჟღენთილ ლენტს და გამოსახულება ქაღალდზე გადმოაქვს. • Dot-matrix printers - იყენებს მცირე ზომის სარჭებისგან შემდგარ მატრიცას და ამგვარად ქმნის წერტილებს. წინა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ ტექსტის გადატანის შესაძლებლობა გააჩნდათ, ამ უკანასკნელს დამატებით გრაფიკული გამოსახულების გადატანაც შეეძლო. • Line printers - ერთდროულად ტექსტის მთლიანი ხაზის ბეჭდვას ახორციელებს. • Liquid ink electrostatic printer - იყენებს სპეციალურ ქიმიური საფარით დაფარულ ქაღალდს, რომელზეც საბეჭდი თავით გადადის დოკუმენტის გამოსახულება, ტარდება თხევადი მელნის ტბორში და ნეგატივის სახით იფერება. • Pen-based plotters - ვექტორული გრაფიკის ბეჭდვითი მოწყობილობა, რომელიც მოქმედებს ქაღალდის ზედაპირზე კალმის მოძრაობით. ლაზერული პრინტერები: ლაზერული პრინტერი პირველად 1969 წელს შემუშავდა კომპანია Xerox- ში, მვკევარის Gary Starkweather-ის მიერ. პირველი კომერციული ლაზერული პრინტერის დანერგვა 1976 წელს მოხდა IBM-ის მიერ სახელწოდებით IBM 3800, რომელიც გამოიყენებოდა დიდი ოდენობით ინვოისებისა და მსგავსი დოკუმენტების საბეჭდად, ხოლო პირველი პრინტერი, რომელიც უშუალოდ ოფისისთვის შეიქმნა იყო Xerox Star 8010 - 1981 წელს. ლაზერული პრინტერები აღჭურვილია ქსეროგრაგიული ბეჭდვის ტექნოლოგიით, და ანალოგური ასლგადამღები მოწყობილობებისგან იმით განსხვავდება, რომ გამოსახულება მიიღება ლაზერის სხივის მიერ მისი სკანირებითა და პრინტერის ფოტორეცეპტორზე გადატანით. ლაზერული სხივის (1) მიერ აღბეჭდილი ელექტროსტატიკური ანაბეჭდები იკრიფება შუქმგრძნობიარე აპკზე(3), აპკიდან კი ტონერზე (2), რომელიც წარმოადგენს ფხვნილის სტრუქტურის მქონე გამომშრალ მელანს და შემდგომ პირდაპირი კონტაქტისა და ტემპერატურის (4) მეშვეობთ ხდება ამ გამოსახულების ქაღალდზე გადატანა, უშუალო შედნობის მეთოდით. არსებობს ასევე LED პრინტერები, სადაც ლაზერული სხივის ნაცვლად გამოიყენება დიოდური სხივები. რაც შეეხება ფერად ლაზერულ პრინტერებს, ისინი იყენებენ ფერად ტონერებს (მშრალ მელანს) სტანდარტული ლურჯი (Cyan), მეწამული (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black) ფერებით (CMYK). მაშინ როდესაც ერთფერიანი პრინტერები იყენებენ ერთ ლაზერულ სკანერს, ფერადებს ხშირად ორი ან მეტი სკანერი აქვს. ზოგიერთ ფერად ლაზერულ პრინტერში გამოიყენება დიდი ზომის მბრუნავი აპკი, სახელწოდებით Transfer Belt, რომელზეც ხდება ყველა ტონერის მიერ გამოსახულების ფენის გადატანა, და შემდგომ შეჯამებული გამოსახულება გადადის ქაღალდის ზედაპირზე. ფერადი ლაზერული პრინტერები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთფერიანი ლაზერის სიჩქარის და ტექსტის ხარისხის გარდა ფერებიც სჭირდება. საუკეთესო ფერადი ლაზერული პრინტერი ფოტო სურათებსაც ისევე კარგად ბეჭდავს, როგორც ჭავლური პრინტერები, თუმცა ვერც ერთი ფერადი ლაზერული პრინტერის ფოტო ხარისხი ვერ შეედრება ჭავლურის დაბეჭდილ საუკეთესო ფოტო ხარისხს. ერთფერიანი ლაზერული პრინტერები გვთავაზობს ტექსტისა და სურათის ბეჭდვის ისეთ ხარისხს, როგორსაც ჭავლური პრინტერი ბეჭდვის შენელების გარეშე ვერ განახორციელებს. Duplex printing წარმოადგენს გვერდის ორივე მხარეზე ბეჭდვის ფუნქციას, რომელსაც შეუძლია შეამციროს პრინტერის ხარჯები, თუმცა ამავდროულად ანელებს ბეჭდვის სიჩქარეს, გამომდინარე იქიდან, რომ ქაღალდს უფრო “გრძელი გზა აქვს გასავლელი”. Pictbridge წარმოადგენს ფუნქციას, როდესაც პრინტერს შეუძლია პირდაპირ მასზე დაერთებული ფ/აპარატიდან ბეჭდვა, კონტენტის კომპიუტერში გადატანის გარეშე. ჭავლური პრინტერები: ჭავლური ბეჭდვის დროს გამოსახულება მიიღება ქაღალდზე მელნის სხვადასხვა ზომის წვეთების გამოდევნით. იგი ყველაზე ფართოდ გამოყენებული პრინტერია. ჭავლური ბეჭდვის კონცეფცია ჯერ კიდევ 19- ე საუკუნიდან მოდის, თუმცა ტექნოლოგია პირველად ადრეულ 1950-იან წლებში დაიბადა. თანამედროვე ჭავლურ პრინტერებში ძირითადად ორი ტიპის ტექნოლოგია გამოიყენება: Continuous - უწყვეტი (CIJ) და Drop-on- Demand - მოთხოვნის შესაბამისი (DOD) 1. Continuous inkjet: CIJ - უწყვეტი ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჭავლური ბეჭდვის ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიის ძირითადი უპირატესობა არის ბეჭდვის მაღალი სისწრაფე. გამოსახულების გადატანა ხდება მრავალრიცხოვანი წვეთების მეშვეობით, რომელიც სპეციალური მიკროსკოპული ტუმბოდან წნევის დახმარებით გამოიდევნება, თუმცა რეალურად საკმაოდ ხარჯიანია, გამომდინარე იქიდან, რომ წვეთები უწყვეტად გამოიდევნება, ზედმეტი კი იფილტრება და არ ხვდება გამოსახულებაზე. 2. Drop-on-demand: DOD ტიპის ტექნოლოგია იყოფა თერმულ DOD და პიეზოელექტრულ DOD ტექნოლოგიებად. სამომხმარებლო პრინტერთა უმეტესობაში, მათ შორის Canon-ის, HP-სა და Lexmark-ის პრინტერებში გამოიყენება თერმული ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია პირველად აღმოჩენილ იქნა Canon-ის ინჟინრის Ichiro Endo-ს მიერ 1977 წლის აგვისტოში. ჭავლური პრინტერის კარტრიჯები შეიცავს მინიატურული საკნების სერიას, რომლეთაც გააჩნიათ სათბური. საკნიდან წვეთის გამოტყორცნის პროცესი შემდეგნაირად ხდება: წნევის მეშვეობით ხორციელდება მელანზე მიწოლა და გატარება მილაკში, რომელიც დაკავშირებულია მელნის რეზერვუართან. მილაკის ბოლოს მდებარეობს მაღალი ტემპერატურის გამომყოფი ელემენტში, რომელიც ქმნის მელნის სწრაფ ორთქლწარმონაქმნს და ფორმირდება ჰაერის ბუშტუკი. ბუშტუკი ავითარებს დამატებით წნევას, რომლის მიწოლის ძალით მელანი ბოლომდე გადის ვიწრო მილაკში, გაიტყორცნება თავაკიდან და გადადის ქაღალდზე. ასე ნელნელა ხდება მელნის მიკრო წვეთების სახით ქაღალდზე გამოდევნა და გამოსახულების წარმოქმნა. კომერციული და ინდუსტრიული ჭავლური პრინტერების უმეტესობა, მათ შორის რამდენიმე სამომხმარებლო პრინტერიც (განსაკუთრებით Epson- ისა და Brother Industries-ის მიერ წარმოებული პრინტერები) ტემპერატურის გამომყოფი ელემენტის ნაცვლად იყენებს პიეზოელექტრულ ელემენტს, რომელიც მდებარეობს თითოეული საკნის დაბოლოებაში. მელნის წვეთის გამოდევნა ხდება პიეზოელექტრული ნივთიერების მიერ ფორმის შეცვლის მეშვეობით: პიეზოელექტრული ელემენტი იზნიქება, მელნის წვეთი გამოიდევნება და შემდგომ უკან შეზნექვისას ზედმეტი მელანი უკან შეიწოვება - პიპეტკის მსგავსად. პიეზოელექტრული ტექნლოგია ასევე გვაძლევს საშუალებას მოხდეს სხვადასხვა ზომის ბუშტუკების გამოდევნა, და არ ხდება ზედმეტი მელნის დაღვრა შეწოვის ტექნოლოგიიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ პიეზოელექტრუი ტექნოლოგია არ საჭიროებს სათბურს და აორთქლებას, მას გააჩნია მელნების უფრო დიდი სპექტრის მხარდაჭერა და არ ხართ თერმულის მსგავსად შეზღუდული მხოლოდ წყალში ხსნადი, აორთქლებადი მელნით, თუმცა მეორეს მხრივ მბეჭდავი თავაკები ბევრად ძვირადღირებულია გამომდინარე იქიდან, რომ იყენებს პიეზოელექტრულ ნივთიერებას. მელნის სახეები: (მოკლედ) ზოგიერთ თქვენგანს მელნის შემადგენლობა შესაძლოა უმნიშვნელო ფაქტორად მოგეჩვენოთ, მაშინ როდესაც მასზეა დამოკიდებული ჭავლური პრინტერების სიცოცხლისუნარიანობა, არსებული შიდა კონფილქტები ტექნიკურ ნაწილში, და ასევე შემფერავი აგრეგატი, რომელიც რჩება ქაღალდის ზედაპირზე რამდენად ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე იქნება. არსებობს შემდეგი ტიპის მელნები: • aqueous ink - წყალნარევი მელანი, რომელიც მზადდება წყლის, გლიკოლისა და პიგმენტების ან საღებავი ნივთიერებების ნარევის ბაზაზე. იაფფასიანი მელანია, თუმცა არ გააჩნია კარგი მდგრადობა თუკი არ მოხდა მისი დამატებითი შრით დაფარვა. არაა მდგრადი სინათლის მიმართ და ბაცდება გამოსახულება ქაღალდის ზედაპირზე, ასევე მარტივად ზიანდება წყლის მოხვედრისას. წყალნარევი მელანი ძირითადად გამოიყენება პრინტერებში, რომელიც იყენებს თერმული მელნის თავაკებს. ამ მელნის ნაკლს წარმოადგენს ის, რომ არამდგრადია თუკი არ მოხდა მისი დამატებითი შრით დაფარვა ან ლამინირება. • Solvent ink - გამხსნელი მელანი; მისი შემადგენელი ნაწილია მქროლავი ორგანული სტრუქტურები VOCs (Volatic Organic Compounds), ორგანული ქიმიური კომპონენტები, რომლებსაც გააჩნია მაღალი ორთქლის წნევა. ფერი მიიღება პიგმენტებით. უპირატესობა გახლავთ ის, რომ წარმოადგენს დაბალბიუჯეტიან მელანს, რომელსაც აქვს შესაძლბლობა ბეჭდოს ისეთი ზედაპირის მქონე მასალებზე, რომელიც გამოიყენება ბილბორდებზე, ბანერებსა და სხვა მსგავს ნივთებზე ნაბეჭდი არის წყალგამძლე და არ ზიანდება ულტრაიისფერი სხივების შედეგად თუმცა ბეჭდვის შემდგომ საჭიროებს მაღალ ტემპერატურაზე გაშრობას. • UV-Curable ink - ეს მელანი შედგება აკრილის საღებავის მონომერებისგან, ბეჭდვის შემდგომ ხდება მელანის “განკურნება” დიდი ოდენობით მძლავრი ულტრაიისფერი დასხივებით , რა დროსაც ადგილი აქვს ქიმიურ რეაქციას და ხდება გამოსახულებაზე არსებული მელნის კომპონენტების მიერ ფერის მიღება და გამყარება. რეაქცია ხდება საკმაოდ სწრაფად, ისევე როგორც ბეჭდვის პროცესი, და გვაძლევს მაღალი ხარისხის გამოსახულებას. ამ მელნით შესაძლებელია ისეთ ზედაპირებზე ბეჭდვა, როგორიცაა ხე, უჟანგავი რკინა, კერამიკური ფილები, პლასტიკატი, შუშა და ალუმინი. საკმაოდ ძვირადღირებულია. • Dye Sublimation ink - ამ ტიპის მელანი შეიცავს სპეციალურ სუბლიმაციურ საღებავს, რომელიც გამოიყენება პირდაპირ ან არაპირდაპირ ქსოვილზე საბეჭდად, მათ შორის პოლიესტერის ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე ქსოვილებზე. სათბობი კომპონენტი უზრუნველყოფს საღებავის ქსოვილებთან სუბლიმაციას და ქმნის ძლიერი ფერისა და მდგრადობის მქონე გამოსახულებას. ჭავლური პრინტერის თავაკები: გარდა საღებავისა, არის ორი ტიპის თავაკი, რომელიც გამოიყენება ჭავლურ პრინტერებში, ორივე მათგანს გააჩნია თავისი ნაკლი და უპირატესობა: • Fixed head - უძრავი თავაკი, რომელიც წარმოგვიდგება ჩაშენებული სახით და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა უდრის პრინტერის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ერთის მხრივ ეს უზრუნველყოფს კარტრიჯის დაბალ ღირებულებას, რადგან არაა აუცილებელი მის გამოცვლასთან ერთად თავაკის შეცვლა, თუმცა მეორეს მხრივ თავაკის დაზიანებისას მისი შეცვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუკი საერთოდ მოხერხდა მისი მოხსნა და შეცვლა, ხოლო თუ ვერ მოხერხდება, მაშინ თავად პრინტერი ხდება შესაცვლელი. ამასთან პრობლემურია თავაკის მელნით “გატენვის” ფაქტი, რომელიც ან ექვემდებარება გაწმენდას წნევით დიდი რაოდენობით მელნის გამოდევნის მეთოდით, ან იმდენად იტენება თავაკი მილთან ერთად, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი გაწმენდა. ფიქსირებული თავაკები გააჩნია სამომხმარებელო პრინტერთა უმეტესობას, ასევე მაღალი დონის პრინტერებსა და დიდი ფორმატის ბეჭდვის შესაძლებლობის მქონე პლოტერებს. • Disposable head - თავისუფალი თავაკი არის მიბმული კარტრიჯზე, შესაბამისად კარტრიჯის ყოველი გამოლევისას ხდება თავაკისა და კარტრიჯის ერთიანად შეცვლა. ეს თავის მხრივ ზრდის სახარჯი მასალების ფასს და ამასთან ართულებს მათ დამზადებას, თუმცა მეორეს მხრივ თავაკის დაზიანების ან დაბინძურებისას არ ვდგებით პრინტერის გამოუყენებლობის რისკის ქვეშ. ჭავლური პრინტერები იყოფა სამ კატეგორიად: ორ ფერიანი, ოთხ ფერიანი და ფოტო-ჭავლური. მათგან სტანდარტულია ოთხ ფერიანი პრინტერი. ტიპიურ მოდელს გააჩნია ორი კარტრიჯი - ერთი შავი ფერისთვის, მეორე ფერადებისთვის (ლურჯი, მეწამული, ყვითელი) ზოგიერთ მოდელს ოთხი კარტრიჯი აქვს - ცალცალკე ყოველი ფერისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ სამიდან ერთი ფერის ამოწურვისას კარტრიჯი გადასაგდები არ ხდება მაშინ, როცა დანარჩენი ორი ფერი ჯერ კიდევ არ დაცლილა. ასევე არსებობს ფოტო პრინტერები, რომელსაც ოთხი სტანდარტული ფერის გარდა ემატება მეორე შავი ფერი. ეცადეთ ერთმანეთში არ აგერიოთ ჩვეულებრივი შავი და დამატებითი შავი კარტრიჯი, რადგან დამატებითი შავი კარტრიჯი არის უფრო დიდი ზომის და განკუთვნილია დოკუმენტებზე საბეჭდად, არ აქვს ისეთი გამძლეობა და მდგრადობა, როგორც დანარჩენ ოთხ კარტრიჯს, რომლებიც ფოტოსთვის არის განკუთვნილი. ფოტოჭავლური პრინტერები ზრდიან ფერთა გამას დამატებითი ფერების გამოყენებით - ჩვეულებრივ ღია ლურჯი და ღია მეწამული. ასეთი პრინტერით ამობეჭდილი ფოტოები ფაქტიურად არ განსხვავდება სტუდიაში დაბეჭდილი სურათებისგან, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ფოტო ჭავლური პრინტერი ტექსტს ნელა ბეჭდავს ასე ]რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ამის შესახებ. ჭავლური პრინტერი VS ლაზერული პრინტერი ჭავლურ პრინტერებს, ძველი თაობის პრინტერებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მაგალითად მაღალი რეზოლუციის მქონე უკეთესი გამოსახულების ბეჭდვა, ზოგიერთი ჭავლური პრინტერი გამოირჩევა ბეჭდვის მაღალი სისწრაფითაც, თუმცა დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც ბევრი აქვს. ჭავლური პრინტერის ორიგინალი მელანიპრინტერის მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული საკმაოდ ძვირია. ინტელიგენტი კარტრიჯების უმეტესობას გააჩნია მიკროჩიპი, რომელიც დაკავშირებულია პრინტერთან და მელნის კლებისას იწვევს მესიჯების ამოგდებას,და არასწორ ინფორმირებას, რომ კარტრიჯი ცარიელია, მაშინ როდესაც შესაძლოა მასში ნახევარი ან მელანი იყოს დარჩენილი. ამ მესიჯების დაიგნორება შესაძლებელია, [თუმცა ზოგიერთი პრინტერი ასეთ შემთხვევაში უარს ამბობს ამობეჭდვაზე და მომხმარებელს უწევს ნახევრამდე სავსე კარტრიჯის შეცვლა. იმ ჭავლური პრინტერების სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც იყენებენ წყალნარევ მელანს არის უფრო ხანმოკლე, ვიდრეპრინტერების, რომლებიც იყენებენ სხვა ტიპის მელანს. გამომდინარე იქიდან, რომ ჭავლურ პრინტერთა უმეტესობა იყენებს წყალში ხსნად მელანს, მათი მეშვეობით ამობეჭდილი დოკუმენტები უნდა მოვაშოროთ წყლის პატარა წვეთსაც კი, რომ არ მოხდეს გამოსახულება გადღაბვნა ან გაბლარვა. ხშირად ხდება თავაკებში გამხმარი მელნის გაჭედვა, რაც საკმაოდ რთული გასაწმენდია და დიდი რაოდენობით მელანს ხარჯავს წმენდის პროცესში. ბეჭდვის სიცოცხლისუნარიანობა დიდადაა დამოკიდებული მელნისა და შერჩეული ქაღალდის ხარისხზე. ჭავლურ პრინტერთა უმეტესობა გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ლაზერული პრინტერი, თუმცა ერთი გვერდის ღირებულება გაცილებით მეტი ჯდება ვიდრე ლაზერული პრინტერით ბეჭდვისას, რადგან გამოყენებული ორიგინალი მელანი საკმაოდ ძვირია. ჭავლური პრინტერის კარტრიჯი გაცილებით მალე იწურება, ვიდრე ლაზერული პრინტერის ტონერი. აქ არ იგულისხმება ტანკის სისტემის მქონე ჭავლური პრინტერები, მაგ: Epson- ის L - სერია. დიდიხნის გამოუყენებლობისას ჭავლურ პრინტერებს ახასიათებს გატენვა, მილაკისა და მბეჭდავი თავაკის დაბინძურება, რისი წმენდაც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით მელნის დახარჯვასთან, ამდაგვარი პრობლემა არ ახასიათებს ლაზერულ პრინტერს და პერიოდულ მუშაობასთან გაცილებით ტოლერანტულია. ჭავლურ პრინტერები გაცილებით მაღალი ხარისხით ბეჭდავს ფოტოებს, მაშინ როდესაც ფერადი ლაზერული პრინტერი ფოტომასალაზე ბეჭდვის შესაძლებლობას მოკლებულია. ლაზერული პრინტერები ძირითადად გამოიყენება საოფისე გარემოში, მაშინ როდესაც ჭავლური პრინტერი გაცილებით ნელა ბეჭდავს, მეტ საბეჭდ მასალას მოიხმარს და არ გამოდგება ინტენსიური საოფისე გამოყენებისთვის. და მაინც, შედარებისას გაითვალისწინეთ კონკრეტული პრინტერის შესაძლებლობები, რადგან ტექნოლოგია თანდათან იხვეწება და ხდება ძველად მიჩნეული დოგმების შეცვლა. ზოგიერთი თანამედროვე ჭავლური პრინტერი არამარტო უფრო ეკონომიურია, არამედ სწრაფიც, ყოველთვის გააჩნია მოდელს და მის მონაცემებს. სხვა მწარმოებელთა მიერ შემოთავაზებული მელანი და კარტრიჯები: პრინტერის მწარმოებელთა მიერ დამზადებული კარტრიჯების მაღალი ღირებულებისა და დაცლილი კარტრიჯის მელნით შევსების შესაძლებლობების გართულების გამო გავრცელდა სხვა მწაროებელთა მიერ კარტრიჯებითა და მელნით მომარაგება. ხსენებულიდან გამომდინარე ბევრმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ სხვა წარმოების მელანი და კარტრიჯები აზიანებს პრინტერის თავაკებს, გამომდინარე იქიდან, რომ მელანი არ არის იგივე შემადგენლობის, როგორსაც თავად მწარმოებელი გვთავაზობს. მომხმარებელთა რეპორტების მიხედვით, სხვა მწარმოებელთა მიერ დამზადებულ კარტრიჯებში მელანი ნაკლები რაოდენობითაა, ვიდრე პრინტერის მწარმოებელთა მიერ დამზადებულ კარტრიჯებში. არის ასევე მოსაზრება, რომ სხვა მწარმოებელთა მიერ დამზადებული მელნის გამოყენება ამცირებს პრინტერის სიცოცხლისუნარიანობას, ან არ მიიღება ისეთი ხარისხი, როგორიც მწარმოებლის მიერ ორიგინალი საბეჭდი მასალების მოხმარებისას. ზოგიერთმა მწამოებელმა სხვა მწარმოებლის მეირ დამზადებული მელნისა და კარტრიჯების მოხმარების თავიდან ასაცილებლად მიმართა შემდეგ ხერხს: როდესაც არის დაცლილი კარტრიჯების მელნით შევსების მცდელობა, სხვადასხვა სქემების დახმარებით ხდება კარტრიჯში სმარტ ჩიპების მოთავსება, რომლებიც აფიქსირებს კარტრიჯის დაცლას და ბლოკავს მის განმეორებით გამოყენების შესაძლებლობას. პრინტერის მახასიათებლები: უმეტესი პროდუქტის მსგავსად პრინტერებიც გვთავაზობს გარკვეულ მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ამა თუ იმ მოდელს. რეზოლუცია: პირველრიგში მნიშვნელობა აქვს რეზოლურიას(DPI), რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გამოსახულების ხარისხი. პრინტერები უფრო მაღალი რეზოლუციით აწარმოებენ უფრო დეტალური და წმინდა გამოსახულების ბეჭდვას. გარდა ამისა, პრინტერებს არ აქვთ ერთი კონკრეტული Dpi ზომვადობა, ეს არის დამოკიდებული დრაივერებზე. DPI მხარდაჭერა ასევე დამოკიდებულია საბეჭდი თავაკის ტექნოლოგიაზე. ბეჭდვის დროს DPI საზომი გაცილებით მაღალია ვიდრე ]PPI (პიქსელი ერთ ინჩზე) საზომი ვიდეო დისპლეიზე. ბეჭდვის პროცესი საჭიროებს 4-6 წერტილის გამოტყორცნას, რათა თითოეულ პიქსელში საჭირო ფერი შეიქმნას. 100x100 ზომის სურათის დასაბეჭდად პრინტერს უნდა შეეძლოს 400-დან 600 წერტილამდე გამოტყორცნა ერთ ინჩზე. 10x10 პიქსელიანი სურათი კომპიუტერის ეკრანზე იყენებს 10x10 პრინტერის წერტილზე გაცილებით მეტ წერტილს, რათა სურათზე არსებული ფერები აკურატულადგადმოსცეს ქაღალდზე. მაგალითისთვის, სურათზე ნაჩვენები ლურჯი პიქსელების შემუშავება ხდება პრინტერის მიერ ლურჯი, მეწამული და შავი ფერის გამოყენებით. ხარისხის განმსაზღვრელია ის ფაქტორიც, თუ როგორ ქმნის პრინტერი ფერის შეფერილობას, თუ ის იყენებს სხვადასხვა ზომის წერტილებს მულტი-შეფერილობის შესაქმნელად, მოცემული ფერისთვის მულტიდონური ბეჭდვა, შედეგი იქნება უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე ბიდონური ბეჭდვისას. ბეჭდვის სისწრაფე: ბეჭდვის სისწრაფე იზომება წუთში დაბეჭდილი გვერდების ოდენობის მიხედვით, თუმცა ისინი ძირითადად მარკეტინგული ხრიკის სახით გამოიყენება, რადგან სხვაობაა მწარმოებლის მითითებულ და რეალურ სიჩქარეს შორის, რომელიც ბევრ მომენტზეა დამოკიდებული, რომ მწარმებელი ახასიათებს ამა თუ იმ მოდელს, როგორც მაღალი სიჩქარის მქონეს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად ასეა. ბეჭდვის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს მაღალი ხარისხის ბეჭდვისას. ზემოთხსენებული მომზადებულია ჩემს მიერ; წარმოადგენს კონსულტანტების სატრენინგო მასალას, გადაკოპირების შემთხვევაში გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები! მადლობთ :blush:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.