ჩვენი ტუტორიალი შეეხება თემას : "როგორ დავაყენოთ apk ფაილები ანდროიდ დევაისზე კომპიუტერიდან"
თუ არ გვაქვს Wifi ქსელი , ან გვაქვს მაგრამ დევაისი არ უკავშირდება რატომღაც და ა.შ , ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება "ბიგ ბაბოლი" ( ) , ხუმრობა იქით იყოს ...
ამისათვის გვჭირდება კონკრეტული მოწყობილობის დრაივერები და ADB დრაივერები თავისივე Fastboot.exe-იანად (გადმოსაწერი ლინქი: http://bin.ge/dl/680...indows.zip.html ) როგორც ვიცი ეს ფაილები ყველა დევაისითვის ერთიდაიგივეა , მაგრამ თუ არაა მაშინ თქვენ თვითონ მოძებნეთ
ახლა გადავიდეთ მთავარზე :
Step 1) ჩართეთ debugging დევაისზე
Step 2) ამოაარქივეთ zip ფაილი ნებისმიერ ადგილას C დისკზე (სასურველია C:\adb ) , ანუ შექმენით ფოლდერი სახელად adb , დისკ C-ზე და მასში ჩაყარეთ ის ფაილები
Step 3)გადმოწერეთ სასურველი apk ფაილი და ჩააგდეთ იგივე დირექტორიაში (თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება)
ასე გამოიყურება ჩვენი ფოლდერი , უკვე დამატებული apk ფაილით
Step 4) გამოიძახეთ Run.exe (windows/start-ის ღილაკი + R ღილაკი ერთდროულად) და აკრიფეთ შემდეგი ტექსტი "cd C:\adb" (ბრჭყალების გარეშე) , C:\adb < ამ ბრძანებით შევდივართ ჩვენს მიერ შექმნილ ფოლდერში
Step 5) ამის შემდეგ აკრიფეთ შემდეგი ტექსტი adb install C:\adb/ფაილის სახელი .apk
ვუალა , პროგრამა დევაისშია :)