Jump to content

Sabitex

წევრი
  • Posts

    28
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Sabitex

  1. დედაპლატას აქვს PCI Express 2.0 სლოტი და ვიდეო კარტა არის  PCI Express 3.0 სლოტის მხარდაჭერით.ჩაჯდება თუ არა წინა ვერსიის PCI Express სლოტზე ახალი ვერსიის მქონე ვიდეო კარტა და თუ ჩაჯდება იმუშავებს ბოლომდე?

  2. ნახე, ჩვენთან 780 ღირს 1500 ლარი და ამაზონზე 509$ და განბაჟებაზე ემატება მისი ფასის 18% ანუ ეგ სადღაც კიდევ 100$, ანუ ჩავთვალოთ 600$ და ეგ ლარებში 1045 ლარია და გამოდის რომ 400 ლარით მეტს ადებენ ჩვენი მაღაზიები. ნუ ვიღაცას ურჩევნია გარანტიის გამო აქ იყიდოს, მარა მე არ ვაპირებ 400 ლარით ზედმეტი გადავიხადო მაგის გამო. გამოვიწერ ამაზონიდან. ყველაფერი მაქედან მაქვს გამოწერილი კეისის გარდა.

    ალტაში ვაბშე 1640 ლარი ღირს :) სულ გაუბერეს ამათ :)

  3. ბევრია ჩვენთან მაღაზიები, მარა მთავარია შენ ერკვეოდე ნაწილებში და რასაც ყიდულობ იცოდე რომ კარგი ხარისხისაა და ვერავინ ვერ შემოგატენის GT 610-ს ან qori-ს სიტყვაზე. მაგრამ ჩვენთან ძვირია მაინც ნაწილები გამოწერასთან შედარებით, თუმცა სამაგიეროდ გარანტიას იძლევიან და ხანდახან ზოგ პროდუქციაზე პირიქით სიიაფე არის ხოლმე, თუმცა იშვიათად (მაგ. ამაზონზე რომ 40$ ღირს ეგ მაუსი 25 ლარად ვიყიდე ჯიტეკში). აი ვიდეო კარტებს ადევთ ხოლმე ყველაზე ცუდი ფასები. GTX 780-ს მაგალითად 300 ლარით მეტ ფასში ყიდიან ვიდრე ამაზონიდან რომ გამოიწერო.

    300 ლარზე ძვირი რაც ჯდება იმას უკვე განბაჟება უწევს და 18 პროცენტი ედება ფასს ზემოდან.რაც ძვირიანია ვეში,მით უფრო ემატება ფასი შემოტანისას და მაგიტო ყიდიან ალბათ ეგრე ძვირად GTX-ებს.

     

     

  4. ისე,მაინც რომელი მაღაზიაა სანდო და სტაჟიანი ჩვენთან,სადაც შეიძლება კომპიუტერის აწყობა?ყველაზე მასშტაბური კომპიუტერული მაღაზია ალტაა მე როგორც ვიცი.

  5. 64-Bit-იან კარტაზე გინდა 2GB ჩაუდგი და გინდა 4GB.AMD APU-ს რაც შეეხება,აი ეს არის ბოლო მოდელი დღეს და მგონი მართლა საკაიფო ვარიანტია MMORPG-ებს ვინც თამაშობს იმათთვის http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819113331

  6. თავისუფლად შეუძლიათ შემოიტანონ AMD-ის პროცესორები,მაგრამ მერე Intel-ის პროცესორებს ერთეულებიღა თუ იყიდიან ფასის გამო.ისევ Intel-ით აკეთონ მაყუთი ამათ ეგ ურჩევნიათ და მაგიტომაცაა ჩვენთან Intel-ის მონოპოლია.GT 610 HD 4000-ის დონისაა და ცალკე 100 ლარს ახდევინებენ ხალხს მაგაში.პახოდუ,რო ყიდულობენ ეგეთი დაბალი დონის GPU-ს,გონიათ,რო ყველაფერს ითამაშებენ და ეჭვიც არ მეპარება კონსულტანტებიც მაგას ეუბნებიან,რო 100-150 ლარის ფარგლებში ნაყიდი კარტით არც ერთ თამაშზე არ შეექმნებათ პრობლემა  :facepalm:

    • Upvote 1
  7. აქ მარტო ინტელი, ნვიდია და ასუსი ყვავის :D

    სადაც არ უნდა მიხვიდე ყველგან ერთი და იგივე ვიდეო კარტები და პროცესორები აქვთ.AMD-ს პროცესორები კი არა ვიდეო კარტები აღარ იშოვება აქ.ალბათ უმეტესობას ვისაც ახალი AMD-ს ვეშები აქვს Amazon-იდან აქვთ დათრეული.

  8. ტესტების და ბენჩმარკების მეტი რა მაქვს ნანახი მაგრამ, უბრალოდ ძალიან ზოგადად თუ განვმარტავთ პროცესორებს ეს იმას ჯობია ან პირიქით, ბოლომდე მართლები არ გამოვალთ. ზოგადად თუ ვისაუბრებთ ყველაზე კაი მაგალითი იქნება ფასი წარმადობის შეფარდება, რითაც განისაზღვრება პროცესორის ეფეტურობა. ინტელი ძლიერია და შესაბამისად ძვირიც ღირს. აქვე ხაზგასმით უნდა ავღნიშნო რომ ინტელის პროცესორები არ იაფდება, განსხვავებით AMD-საგან. საუკეთესო FX პროცესორი რომელიც თითქოსდა არაფრის მაქნისიაო, აჯობა მის კონკურენტ ჰასველის i7 k სერიას, ბევრ ტესტში. გადავხედე ბენჩმარკებს და თამაშებში არ არის დიდი სხვაობა FPS-ში. არც ბენჩმარკებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ FX პროცესორი ჯობია i7-ს. ამით იმის თქმა მინდა რომ AMD აკეთებს ისეთ პროცესორებს რომლებიც კონკურენციას დაბალი ფასით უწევს და დიდი სხვაობითაც არ ჩამორჩება მის კონკურენტებს.

    საქართველოში რატომ არ შემოაქვთ AMD-ს პროცესორები?უმეტესობა მაგას აიღებს ჩვენთან ფასის გამო.დიდი სიამოვნებით ავაწყობდი AMD PC-ს თავისი Radeon-ის გრაფიკით,მაგრამ ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ვნახე AMD-ს პროცესორი.

  9. აქვე უნდა დაამატო რომ ჰასველის 2 ბირთვიანი ი3 იგივე ფასი ღირს რაც 6 ბირთვიანი FX. მარტო მანიპულირება იმით რომ ინტელი AMD-ს ჯობია, მთლად სწორად ნათქვამი არ გამოვა. თანაც ის რომ 2 ბირთვი 6 ბირთვს ჯობია არც ეგაა მთლად სწორად ნათქვამი, მთლად უძლეველსაც ნუ გამოვიყვანთ ეხლა :-) ბარემ ისიც დავწეროთ AMD-ს 8 ბირთვიანსაც იტოლდებაო. FX პროცესორებს პლიუსი სწორედ რაზგონია ი3-ებისგან განსხვავებით, ამიტომ ცალსახად იმის თქმა რომ ინტელის ი3 ჯობია AMD-ს 6 ბირთვიან ეგეც არაა მთლად სწორი ნათქვამი.

    გადახედე ბენჩმარკებს და ნახავ AMD-ს პროცესორები როგორ ჩამორჩებიან Intel-ის პროცესორებს.ფასიც შესაბამისი აქვს AMD-ს პროცესორებს.200 დოლარად უკვე Haswell-ის i5 მოგდის კაცს.Intel-ი უკვე 14 ნანომეტრზე გადადის და AMD 32 ნანომეტრზე უშვებს პროცესორებს.ტექნოლოგიურად ჯობნის Intel-ი AMD-ს.იაფიან პროცესორებში უწევს კონკურენციას AMD Intel-ს.200 დოლარის ზემოთ Core i7-ზე ნაკლები არ უნდა იყიდო კაცმა.

  10. ესეიგი ცალ-ცალკე უნდა გამოვიწერო ხოლმე ვეშები და 300 ლარს არ უნდა აცდეს რო არ გავიყიდო.სხვადასხვა მისამართზე როგორ უნდა გავუშვა?USA2GEORGIA-ზე ვარ დარეგისტრირებული.

  11. გამოწერა მირჩევნია Amazon-იდან ან Newegg-იდან,მაგრამ არ ვიცი აქ მერე რამდენით გავიწეწები.განბაჟება,ჩამოტანის ფული და ავოე,მაგიტომ ვყიდულობ აქ.

  12. 400 ვატამდე დამიწერა რა.420 ვატიანი ბლოკი მოყვება ქეისს რომელიც შევარჩიე და ეყოფა ალბათ.პროცესორის დარაზგონებას არ ვაპირებ,ვიდეო კარტას კიდე გაქაჩავს იმედია.

  13. მაგის ხარჯზე ვყიდულობ დესკტოპს ფაქტიურად  :) დედაპლატაზე და კვების ბლოკზე ვფიქრობ,რომელი ჩიპსეტია ოპტიმალური და კიდევ კვება რამდენ ვატიანი ეყოფა?

  14. http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=5783 ამ მონაცემების ლეპტოპი მაქვს,საერთოდ არ არის ნახმარი,რაც ვიყიდე ლომბარდში დევს დალუქული,ოღონდ Acer-ისაა და რამდენად გავყიდი Max?

  15. ASUS GTX650-DC-1GD5 არ წავა 1366x768 გაფართოებაზე?AA მინიმუმ 4x რო დავუყენო თამაშებს და დანარჩენი ნასტროიკები მაღალზე.მარტო ბლოკზე დავხარჯავ ფულს მაშინ,მთავარია გაძლოს და არ გაფუფლოვდეს.

     
  16. ბარო ფორუმელებს!მოკლედ,დაახლოებით 1000 ლარამდე გამიწვდება ხელი და მინდა რომ ნორმალური PC ავაწყო თავის მონიტორით და აქსესუარებით.პრიორიტეტი უფრო GPU-ზე მაქვს ვიდრე CPU-ზე,ანუ GPU-ში უფრო მეტს მივცემ ვიდრე CPU-ში.ისეთი კომპი მინდა ავაწყო,რომ Fifa 14,World of Warcraft,Need for Speed World და დაახლოებით ესეთი სლაბი იგრები მაქსიმალურ ნასტროიკებზე ვითამაშო გაფართოებით 1366x768-ზე.ოპერატიული 4 გიგაბაიტზე ნაკლები არ უნდა იყოს რათქმაუნდა და მყარი დისკი 500 გიგაბაიტი მინიმუმ.წინასწარ სპასიბა რჩევებისთვის.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.