Jump to content

xarakir

წევრი
  • Posts

    2
  • Joined

  • Last visited

Posts posted by xarakir

  1. ქართული კლავიატურა უბრალოდ “დამალულია” და შესაბამისი პარამეტრების ჩაწერით გააქტიურებადი. მინდა ვთქვა, რომ ეს მეთოდი გამოცდილი მაქვს მხოლოდ iPod Touch-ზე და Ipad მინიზე მაგრამ iPhonე-ზეც იმუშავებს სავარაუდოდ.

    1. შეართეთ თქვენი iOS 5 ხელსაწყო კომპიუტერთან და iTunes-ით დააბექაფეთ ლოკალურად.

    itunes21.jpg

     

    1. გამორთეთ iTunes გართულებების თავიდან ასაცილებლად.
    2. ჩამოქაჩეთ iBackupBot აქედან და დააინსტალირეთ.
    3. ჩართეთ iBackupBot და მონიშნეთ ბოლო ბექაფი. მარჯვენა ჩარჩოში დაძებნეთ ფაილი .GlobalPreferences.plist და დააწკაპუნეთ  ორჯერ. გამოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაღაც ფანჯარა, სადაც დააჭერთ cancel-ს.

      ibackupbot1.jpg

             5.  გამოსულ  ჩარჩოში იპოვოთ კლავიატურის პარამეტრის ჩანაწერი <key>AppleKeyboards</key> და ჩაამატეთ<string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> სტრიქონი array თეგებს შორის და დაასეივეთ.

            ibackupbot2.jpg

              6.  ჩართეთ iTunes და აღადგინეთ პარამეტრები ბექაფიდან.

            itunes3.jpg?w=450
     

    დაელოდეთ სანამ iTunes აღადგენს ბექაფს და თქვენი iDevice გადაიტვირთება.

    სულ ეს იყო! შეგიძლიათ დასტკბეთ ქართული ანბანის ბრწყინვალებითა და სიდიადით icon_biggrin.gif?m=1129645325g

             qebai.jpg?w=450

     

    აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მუშაობს ყოველგვარი დაჯეილბრეიქების გარეშე. მაგრამ თუ თქვენი iხელსაწყო დაჯეილბრეიქებულია, ფაილურ სისტემასთან წვდომა გაქვთ და plist-ებსაც არედაქტირებთ, მაშინ პირდაპირ შეგიძლიათ .GlobalPreferences.plist-ის შეცვლით გაააქტიუროთ ქართული კლავიატურა.

     

     

    განახლება (22:55 GET): სანამ ამ ინსტრუქციების მიჰყვებით, საჭიროა ინგლისურის გარდა ნებისმიერი სხვა რომელიმე კლავიატურაც გქონდეთ გააქტიურებული.

     

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.