ქართული კლავიატურა უბრალოდ “დამალულია” და შესაბამისი პარამეტრების ჩაწერით გააქტიურებადი. მინდა ვთქვა, რომ ეს მეთოდი გამოცდილი მაქვს მხოლოდ iPod Touch-ზე და Ipad მინიზე მაგრამ iPhonე-ზეც იმუშავებს სავარაუდოდ.
1. შეართეთ თქვენი iOS 5 ხელსაწყო კომპიუტერთან და iTunes-ით დააბექაფეთ ლოკალურად.
გამორთეთ iTunes გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ჩამოქაჩეთ iBackupBot აქედან და დააინსტალირეთ.
ჩართეთ iBackupBot და მონიშნეთ ბოლო ბექაფი. მარჯვენა ჩარჩოში დაძებნეთ ფაილი .GlobalPreferences.plist და დააწკაპუნეთ ორჯერ. გამოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაღაც ფანჯარა, სადაც დააჭერთ cancel-ს. 5. გამოსულ ჩარჩოში იპოვოთ კლავიატურის პარამეტრის ჩანაწერი <key>AppleKeyboards</key> და ჩაამატეთ<string>ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic</string> სტრიქონი array თეგებს შორის და დაასეივეთ.
6. ჩართეთ iTunes და აღადგინეთ პარამეტრები ბექაფიდან.
დაელოდეთ სანამ iTunes აღადგენს ბექაფს და თქვენი iDevice გადაიტვირთება.
სულ ეს იყო! შეგიძლიათ დასტკბეთ ქართული ანბანის ბრწყინვალებითა და სიდიადით
აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მუშაობს ყოველგვარი დაჯეილბრეიქების გარეშე. მაგრამ თუ თქვენი iხელსაწყო დაჯეილბრეიქებულია, ფაილურ სისტემასთან წვდომა გაქვთ და plist-ებსაც არედაქტირებთ, მაშინ პირდაპირ შეგიძლიათ .GlobalPreferences.plist-ის შეცვლით გაააქტიუროთ ქართული კლავიატურა.
განახლება (22:55 GET): სანამ ამ ინსტრუქციების მიჰყვებით, საჭიროა ინგლისურის გარდა ნებისმიერი სხვა რომელიმე კლავიატურაც გქონდეთ გააქტიურებული.