Jump to content

პოპბობ

წევრი
  • Posts

    377
  • Joined

  • Last visited

Everything posted by პოპბობ

  1. Huawei-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონი Honor 7 წარმოგვიდგინა, რომელიც გამოირჩევნა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და ძალიან ლამაზი დიზაინით. სმარტონი წარმოდგენილია მთლიანად ვერხლისფერი, ნაცრისფერი და ორქოსფერი მეტალის კორპუსით. სმარტფონის ერთერთი მთავარი ღირსება SONY-ს წარმოებული 21 მეგაპიქსელიანი კამერაა IMX230-ის სენსორით, რომელსაც გააჩნია 192 ფაზიანი ავტოფოკუსი, 6 ლინზა, F2.0 დიაფრაგმა, SLR კლასის სიგნალის მიმღები პროცესორი, პროფესიონალური კამერის ინტერფესი 3.0 ვერსიით, ძალიან სწრადი 0.1 წამიანი ავტოფოკუსი, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და ორმაგი LED განათება. კამერის შუშა წარმოდგენილია საფირონის ბროლით. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი, 26 მილიმიტერიანი ფართო ხედვის კუთხით და F2.4 დიაფრაგმით. სმარტფონში წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი 1080 პიქსელ რეზოლუციის ეკრანი IPS ტექნოლოგიით, 85 პროცენტიანი ფერთა ინტენსივობა, 1500:1 კონტრასტი, რომელიც ნორმალურ ეკრანებთან შედარებით 50 პროცენტით მაღალია. ეკრანს დაკავებული აქვს კორპუსის წინა მხარეს 76.2 პროცენტი, რაც სმარტფონს ძალიან კომპაქტურს ხდის. სმარტფონი წარმოდგენილია ორი სიმბარათის სლოტით, რომლის ერთ სლოტშიც შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის მოთავსება. სმარტფონის უკანა პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, გაუმჯობესებული 2.0 ვერსიით. სმარტფონში წარმოდგენილია მეორე თაობის DTS აუდიო სისტემა, ინფრაწითელი დისტანციური მართვის ITES 3.0 ტექნოლოგია და ანდროდი 5.0 EMUI სამომხმარებლო ინტერფეისით. სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია Huawei-ის წარმოებული 64 ბიტიანი Kirin 935-ის ჩიფსეტი, სადაც ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირე 2.2 გიგაჰერცი) და 4 დაბალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირეა 1.5 გიგაჰერცი), ბირთვები წარმოდგენილია Cortex A53-ის არქიტექტურით. გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია Mali-T628MP4. სმარტფონი წარმოდგენილია სპეციალური L ტიპის გაგრილების სისტემით, რომელიც ენერგო მოხმარებას ამცირებს 15 პროცენტით და გაცხელების პრობლემას 40 პროცენტით. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერებაა 3 გიგაბაიტი, შესანახი მეხსიერება 16/64 გიგაბაიტი, ბატარეა 3100 მილიამპერიანი. სმარტფონის კორპუსის ზომებია: სიგრძეში 143.2 მილიმეტრი, სიგანეში 71.9 მილიმეტრი და სისქეში 8.5 მილიმეტრი. წყარო http://umbrella333.blogspot.com/2015/06/huawei-honor-7.html#more
  2. ​მე არ მქონდა, მაგრამ სხვა საიტიდან ტესტებით გადმოვიტანე მომხმარებლების გაკეთებული. ასევე თბილისის ფორუმიდანაცაა ზოგიერთები. ​სნეპ820 თუ არ გამოვიდა წელს დარხეული აქვთ ყველა კომპანიას,, ისე 27მპ კამერა ექნებაო და რაღაც არარეალურია, არც სონის და არც ტოშიბას არააქვს ეგეთი სენსორი, სონის ვიცი 22-იანი და 32-იანი აქვს მომავალი სმარტფონებისთვს, ელჯს თუ ყმზადებს რამე ექსკლუზიურს როგორც ჰუავეი პ8-ზე და ელჯი ჯი4-ზე გააკეთა ეგ სხვა საქმეა უკვე
  3. 3 სტატია მივუძღვენი მაგ ყველაფერს, ყველა ხურდება იგივე დონეზე როგორც ზ3+. უბრალოდ ეხლა სნეპ810-ზეა ატეხილი აჟიოტაჟი, წაიკითხე სამივე სტატია და გაიგებ რაც წერია. მაგ სქრინებში რა როგორაა გამოენებული არ წერია..... ხოლო ჩემს სტატიაში ზუსტადაა ახსნილი
  4. Xperia Z3+/ Tablet Z4 Heat issua?:მოდით ვნახოთ ეს ორი მოწყობილობა, რომლებსაც აქვთ Snapdragon 810-ის ჩიფსეტი, ხურდება თუ არა?http://umbrella333.blogspot.com/2015/06/xperia-z3-tablet-z4-heat-issua.html
  5. Samsung Galaxy S6 Heat issua http://umbrella333.blogspot.com/2015/06/global-samsung-galaxy-s6-and-galaxy-s6.html LG G4 Heat issua http://umbrella333.blogspot.com/2015/06/lg-g4-owners-complain-of-heat-issues.html ამხელა კომპანიას სენსორებიც პრობლემა რომ ექნება სირცხვილია http://www.phonearena.com/news/Issues-with...-screen_id70436 ესეც კამერის პრობლემა http://forums.androidcentral.com/lg-g4/537...cus-issues.html ისევ და ისევ ლაგები https://community.spotify.com/t5/Help-Andro...es/td-p/1148846 ესეც გადახურების პრობლემა http://forum.xda-developers.com/g4/help/he...37#post61201837 http://forum.xda-developers.com/g4/help/he...36#post61237036 http://forum.xda-developers.com/g4/help/he...49#post61273549 192.6 გრადუსით ხურდება ფარენგეიტით, რაც ცელსიუსში 89.2 გრადუსია, ესეც თქვენი LG G4-ის გადახურება...... http://forum.xda-developers.com/g4/help/he...72#post61264172 ესეც თქვენი G4
  6. სონიმ წარმოგვიდგინა უნიკალური დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი Xperia Z3+, რომლის სისქეც სულ რაღაც 6.9 მილიმეტრს შეადგენ, მეტალის კანტები და მომრგვალებული კიდეები მას უფრო დახვეწილს და მიმზიდველს ხდის, სმარტფონი სიგრძეში სულ რაღაც 146.3 მილიმეტრს და სიგანეში 71.9 მილიმეტრს შეადგენს, მისი წონა მხოლოდ 144 გრამს შეადგენს, სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას. მთავარი ფლაგმანი წარმოდგენილია ოთხ ფერში: შავი, თეთრი, ოქროს ფერი (სპილენძის ფერი) და მომწვანო ვერცხლისფერ ფერში. 5.2 ინჩიან ეკრანზე რეზოლუცია ისევ იგივე გარჩევადობის 1080X1920 პიქსელი დატოვეს, თუმცა გაუმჯობესდა ეკრანის ხარისხი TRILUMINOS sRGB 130%-იანი ფერები გადმოცემა და 700cd სიკაშკაშე . 2930 მილიამპერიანი ბატარიით კომპანია გვპირდება რომ ბატარეა გაძლებს 2 დღეს სრული დატვირთვის რეჟიმში, რაც ძალიან მომხიბვლელი შემოთავაზებაა.სონის განცხადებით,სმარტფონის ბატარეა წინა თაობის ფლაგმანთან შედარებით უფრო დიდხანს ძლებს. მიუხედავად იმისა რომ კამერის პიქსელები არ გაზრდილა წინა ფლაგმანთან შედარებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კამერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 20.7 მეგაპიქსელიანი 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, BIONZ პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის, 1/2.3 სენსორის ზომით, ელვა განათებით, F2.0 დიაფრაგმითა და ISO12800 შუქმგრძნობელობით თქვენ გადაიღებთ შესანიშნავ ფოტოებსა და 4K ვიდეოებს ISO3200 შუქმგრძნობელობით ,როგორც დღისით ისე ღამით, 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, ოპტიკური სტაბილიზაციით, 1080P ვიდეოს ჩაწერით. მაღალი წარმადობის ორი დინამიკი, არასასიამვნო ხმის ჩამხშობი ნაოშნიკების მხარდაჭერა. სმარტფონში მოთავსებულია "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით,გრაფიკული პროცესორი "Adreno 430". სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128-გიგაბაიტით. ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე. თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს. რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება. P.S. ეს იმათთვის, ვინც ვერ დაინახავს განახლებას წინა ფლაგმანთან შედარებით..... სმარტფონი თითქონს ჰგავს წინა ფლაგმანურ სმარტფონს, მაგრამ რეალურად ბევრად განსხვავებული სმარტფონია წარმოდგენილია, მაგალითად ბევრად გაუმჯობესებულია აუდიო სისტემა და შეცვლილი მათი ადგილმდებარეობა. წინა ფლაგმანს ჰქონდა 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი პროცესორი, ხოლო Xperia Z3+-ს აქვს 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორი გარდა ამისა გრაფიკული პროცესორის წარმადობაც ორჯერ გაუმჯობესდა წინა მორბედთან შედარებით. წინა ფლაგმანში იყო 28 ნანომეტრიანი პროცესორი, ხოლო Z3+-ს აქვს 20 ნანომეტრიანი რაც უფრო მეტად ენერგო ეკონომიურია. წინა თაობის ფლაგმანს ჰქონდა LPDDR3 ოპერატიული მეხსიერება, ხოლო Z3+-ს აქვს LPDDR4, რაც 80 პროცენტით სწრაფია. წინა ფლაგმანს ჰქონდა ჩვეულებრივი 2.2 მეგაპისელიანი წინა კამერა, ხოლო ახალ ფლაგმანს აქვს 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, ოპტიკური სტაბილიზაციით, 1080P ვიდეოს ჩაწერით. წინა ფლაგმანს ჰქონდა უამრავი სლოტი ზუფებით, რომელიც იცავდა წყლის დაზიანებისგან და მაგნიტური დამტენის პროტი, რადგან USB პორტს ჰქონდა ხუფი, წყილს შეღწევისგან რომ არ დაზიანებულიყო და მაგნიტური დამტენის პორტი იმიტომ ჰქონდა, რომ USB პორტი ხშირად არ გაგვეღო და არ მოშლილიყო წყლისგან დახვა. Z3+-ს აღარ აქვს მაგნიტური დამტენის პორტი, ის ჩანაცვლდა წყალ და მტვერ გამძლე USB პორტით, მოშორდა მეხსიერების ბარათის ჩასადები სლოტიც და მოთავსდა სიმ ბარათის სლოტში, ამ ყველაფერმა მაქსიმალურად გაალამაზა სმარტფონი. ახალი ფლაგმანი წინა ფლაგმანისგან განსხვავებით 0.4 მილიმეტრით გათხელდა. http://umbrella333.blogspot.com/2015/05/sony-xperia-z3-xperia-z3-dual.html https://www.youtube.com/watch?v=HkXAuPowHYo https://www.youtube.com/watch?v=pPe7cTlPKrE&feature=iv&src_vid=crcfpFya58k&annotation_id=annotation_924206037
  7. ეგ კობი ბრაინი თუ ვირაც რომ ყავდათ ფოტოგრაფი იმის გადაღებულია და მაგარი სიმახინჯეა, ფოტოშოფ ედიშეეეეეეეეეენ
  8. ბატარეაც საშინელება აქვს და კამერაც დიდი ვერაფერი http://www.phonearena.com/news/First-camera-samples-from-the-LG-G4_id68768
  9. არაფერი ისეთი, მეტი ვერაფერი მოიფიქრეს და მაგას ამარიაჟებენ ეხლა! ჰუავეის F0.95 აქვს ყველაზე დიდი, მაგრამ რა მაგით?
  10. რომელი ბრენდი შვება მეტს მითხარი და ვიტყვი არ ვარგა სონი მეთქი.
  11. ეგ z4 იაპნური ბაზრისთვის გამოუშვა და საერთაშორისო ვაფშე სხვა იქნება მაისში გამოვა სონის ასე თქვა
  12. და მაინც, სონიმ განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელის საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლა განხილვის სტადიაშიაო! ზ4-თ ზ სერია დასრულდაო.
  13. არაფრის, რისი მადლობა! მე ძალიან მომეწონა ყველა ვარიანტი, საღოლ ჰუავეის
  14. P8 აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი JDI IPS NEO ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080x1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 144.9 მილიმეტრია, სიგანეში 72.1 მილიმეტრი და სისქეში 6.4 მილიმეტრი, კოსპუსი დაცულია სპეციალური ნანო ტექნოლოგიის წყალგამძლეობით (უძლებს მომენტალურად წყლის დასხმას). სმარტფონში მოთავსებულია Hisilicon Kirin 930/935-ის 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 2.0/2.2 გიგაჰეც სიხშირის ცენტრალური პროცესორი (რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან 80 პროცენტით სწრაფია) და გრაფიკული პროცესორი Mali-T628(რომელიც წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონთან შედარები 100 პროცენტით სწრაფია). სმარტფონში წარმოდგენილია 2680 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარეა, რომელიც კომპანის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 1.5 დღე გაძლებს. სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი RGBW (წითელი, ლურჯი, შავი, თეთრი) სერნსორი, სპეციალურად Huawei-ს DSLR დონის სიგნალს მიმღები პროცესორი, F2,0 დიაფრაგმა, ორმაგი LED განათება OIS(ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია) სტაბილიზაცია. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი. სმარტფონი წარმოდგენილია მეტალის და შუშის მატერიალით 4 ფერში ოპერაციულ სისსტემად წარმოდგენილია Android 5.0.2, სამომხმარებლო ინტერფეისი EMUI3.1. სმარტფონს მოყვება დამტენი, ყურსასმენები და USB კამბელი. კამერის გადაღება შედარებულია iPhone 6 Plus-თან აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია ორ სიმ ბარათის მხარდაჭერით (GSM ქსელი), შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით, აქვს მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერა. სმარტფონის 16 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 499 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 599 ევრო. ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტს შეადგენს. P8 Max აღნიშნული ფაბლეტი წარმოდგენილია 6.8 ინჩიანი JDI LTPS ეკრანით, რომლის რეზოლუცია შეადგენს 1080x1920 პიქსელს. სმარტფონი სიგრძეში 182.7 მილიმეტრია, სიგანეში 96 მილიმეტრი და სისქეში 6.8 მილიმეტრი. სხვა ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია მისი უმცროსი ძმის, თუმცა აქ გვხდება 4360 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ნორმალური მოხმარების რეჟიმში 2.23 დღეს გაგვიძლებს. ფაბლეტის 32 გიგაბაიტიანი ვერსია 549 ევრო, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 649 ევრო ეღირება P8 Lite ეს არის შედარებით იაფიანი ვერსია, შედარებით სუსტი ტექნიკური მახასიათებლებით ეკრანი: 5-ინჩი 720 x 1280 პიქსელ რეზოლუცია ზომები: 143 x 70.6 x 7.7მილიმეტრი პროცესორი: HiSilicon Kirin 620 64 ბიტიანი 8 ბირთვიანი 1.2 გიგაჰერც სიხშირით ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება: 16 გიგაბაიტი, შესაძლებელია მეხსიერების გაზდრა 128 გიგაბაიტით კამერა: 13 მეგაპიქსელიანი მთავარი ორმაგი LED განათებით და 5 მეგაპიქსელიანი წინა ბატარეა: 2.200 მილიამპერიანი აღნიშნული სმარტფონის ფასი 270 ევრო იქნება http://umbrella333.blogspot.com/2015/04/huawei-p8-p8-maxx.html#more
  15. ბოლო მოდელზე გრაფიკულ პროცესორა და ცენტრალურ პროცესორად სნეპდრაგონის მონაცემები მიწერია, იმიტომ რომ ორივე ვერსიით არის, მედიატეკითაც და სნეპდრაგონითაც
  16. LeTV ეს არის მობილურების ახალი ჩინური კომპანია, რომელიც დიდი ამბიციებით გამოვიდა და საკმაოდ მძლავრი მობილური მოწყობილობები შემოგვთავაზა, ამ სტატიაში გაგაცნობთ ამ მოწყობილობებს დეტალურად. LeTV One Maxx პლატფორმა: ანდროიდ 5.0 EUI სამომხმარებლო ინტერფეისი ეკრანი: 6.33 ინჩიანი QHD რეზოლუციით, Sharp LCD NTSC sRGB პანელი ზომები: 167.1 მილიმეტრი სიგრძეში, 83.7 მილიმეტრი სიგანეში, 4.8–8.95 მილიმეტრი სისქეში სისტემური ჩიპი: Qualcomm Snapdragon 810 გრაფიკული პროცესორი: Adreno 430 ცენტრალური პროცესორი: 4 Cortex A57 მაღალი წარმადობი ბირთვი 2.0 გიგაჰერც სიხშირით და 4 Cortex A53 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.5 გიგაჰერც სიხშირით ოპერატიული მეხსიერება: 4 გიგაბაიტი, LPDDR4 შესანახი მეხსიერება: 64 და 128 გიგაბაიტი, eMMC5.0 ძირითადი კამერა: ბაზარზე არსებული სონის წარმოებული ყველაზე საუკეთესო 21 მეგაპიქსელიანი კამერა IMX230, 192 წერტილიანი ავტოფოკუსით, ორმაგი ლედ განათებით და ოპტიკური სტაბილიზაციით პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს 4K HDR გადაღება 30 კადრით წამში ლინზების რაოდენობა 6, დიაფრაგმის ზომა F2.0 წინა კამერა : 4 ულტრაპიქსელი ბატარეა: 3500 მილიამპერიანი დამატებითი მახასიათებლები: თითის ანაბეჭდის სენსორი, WiHD, USB-C, LeHI-FI აუდიო სისტემა ეკრანი კორპუსის 80.3 პროცენტს იკავებს, ეს არის ყველაზე კომპაქტური ფაბლეტი LeTV One Pro პლატფორმა: ანდროიდ 5.0 EUI სამომხმარებლო ინტერფეისი ეკრანი: 5.5 ინჩიანი QHD რეზოლუციით სისტემური ჩიპი: Qualcomm Snapdragon 810 გრაფიკული პროცესორი: Adreno 430 ცენტრალური პროცესორი: 4 Cortex A57 მაღალი წარმადობი ბირთვი 2.0 გიგაჰერც სიხშირით და 4 Cortex A53 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.5 გიგაჰერც სიხშირით ოპერატიული მეხსიერება: 4 გიგაბაიტი, LPDDR4 შესანახი მეხსიერება: 32 და 64 გიგაბაიტი, eMMC5.0 ძირითადი კამერა: სონის წარმოებული 13 მეგაპიქსელიანი კამერა IMX214 , ორმაგი ლედ განათებით და ოპტიკური სტაბილიზაციით წინა კამერა : 4 ულტრაპიქსელი ბატარეა: 3400 მილიამპერიანი დამატებითი მახასიათებლები: WiHD, USB-C, LeHI-FI აუდიო სისტემა 32 გიგაბაიტიანი ვერსია ღირს 400 ამერიკული დოლარი და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 435 ამერიკული დოლარი LeTV One პლატფორმა: ანდროიდ 5.0 EUI სამომხმარებლო ინტერფეისი ეკრანი: 5.5 ინჩიანი FHD რეზოლუციით სისტემური ჩიპი: MediaTek Helio X10, 8 ბირთვიანი, 2.2 გიგაჰერც სიხშირით გრაფიკული პროცესორი: Adreno 430 ცენტრალური პროცესორი: 4 Cortex A57 მაღალი წარმადობი ბირთვი 2.0 გიგაჰერც სიხშირით და 4 Cortex A53 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.5 გიგაჰერც სიხშირით ოპერატიული მეხსიერება: 3 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება: 16, 32 და 64 გიგაბაიტი ძირითადი კამერა: სონის წარმოებული 13 მეგაპიქსელიანი კამერა , ორმაგი ლედ განათებით და ოპტიკური სტაბილიზაციით წინა კამერა : 4 ულტრაპიქსელი ბატარეა: 3000 მილიამპერიანი 16 გიგაბაიტიანი ვერსია ღირს 240 ამერიკული დოლარი, 32 გიაბაიტიანი ვერსია ღირს 257 ამერიკული დოლარი და 64 გიგაბაიტიანი ვერსია 270 ამერიკული დოლარი. http://umbrella333.blogspot.com/2015/04/letv.html პრომო ვიდეოები https://www.facebook.com/letv.hk/videos
  17. ოფიციალური საიტიდან http://www.hdblog.it/image_new.php?id=424762&max_width=660&max_height=436 http://www.hdblog.it/image_new.php?id=424763&max_width=660&max_height=436 http://www.hdblog.it/image_new.php?id=424764&max_width=660&max_height=436 http://www.hdblog.it/image_new.php?id=424771&max_width=660&max_height=436 http://www.hdblog.it/image_new.php?id=424775&max_width=660&max_height=436 მოკლედ ამ ფოტოებიდა გეუბნებით, სულ გააბდლებულა ელჯი მაგრამ ოფიციალურად რომ გამოვა იქნებ სხვა რამესაც გვიმზადებს, ვნახოთ
  18. არაა 810-ზე გატესტილი და http://www.phonearena.com/news/LG-G4-Sony-Xperia-Z4-both-spotted-taking-GPU-benchmark-test_id68138 808 ექნება ამ ტესტებით ჩანს რომ სონი ზ4-ს მაგარი გრაფიკული პროცესორი აქვს, ყველაზე კრგი ოპტიმიზაციით სნეპ 810-ის სმარტფონებში
  19. მე როგორც ვიცი სნეპ 808-ზე იქნება და ეგ დაღუპავს ამ კომპანიას, და რას ჰგავს! ჯერჯერობით ისევ სამსუნგი ლიდერობს.
  20. P8-ს კამერის განათება აქეთ მხარეს აქვს, არაა ერთი, მაგრამ ძალიან ლამაზია მაინც! კი აკოპირებს სხვისგან, მაგრამ სხვაზე მაგრად გამოსდის! მომწონს მე პირადათ ეგ ბრენდი, საკუთარი კამერაც კი შექმნეს სმარტფონებისთვის, პროცესორებიც ძაან მაგარი გამოუშვეს კირინ 940 და 950. აგენი მალე გაფრინდებია
  21. P8 Lite ეგენი ყველა, პ8-ც მსგავსია, მაგრამ აქედან არცერთი არაა
  22. ეგ რენდერია, შეიძლება შეიცვალოს დიზაინი, მაგრამ კარგია მაინც, გაუმჯობესებული ზ3–ის დიზაინია.
  23. საინტერესო შედარებაა https://www.facebook.com/georgia.sony/photos/a.727636590604490.1073741828.726467130721436/958744630827017/?type=1&theater
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.