Jump to content

პოპბობ

წევრი
  • Posts

    377
  • Joined

  • Last visited

Everything posted by პოპბობ

  1. ჩინური კომპანია ZTE-მ დაანონსა ახალი ფლაგმანი NUBIA Z5S და მისი მინი ვერსია NUBIA Z5S mini, ფლაგმან მოდელს აქვს ქუალქომ სნაპდრაგონ 800-ის პროცესორი 2.3 გიგაჰერცზე მომუშავე , კომპანია სონის მიერ დამზადებული 13 მილიონი პიქსელის მქონე კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს 4K და სლოუ მოუშენ ვიდეო 120 კადრით წამში, ეს ნამდვილად ინოვაციაა, წინა კამერა 5 მილიონი პიქსელი , ეკრანები წარმოდგენილის კომპანია შარფის მიერ წარმოდგენილი იგზო ეკრანებით, 5 და 4.7 ინჩიანი ეკრანებით,137.7*68.8* 7.6 მილიმეტრიანი სისქე და 126 გრამი. მინი ვერსიაში არის ქუალქომ სნაპდრაგონ 600-ის პროცესორი 1.7 გიგაჰერცზე მომუშავე. ფლაგმანის ფასი შეადგენს 328 ამერიკულ დოლარს და მინი ვერსია 246 ამერიკულ დოლარს. მეხსიერება 2 გიგაბაიტი რამი და 16-32 გიგაბაიტი შესანახი, ბატარეა 2300 მილიამპერიანი. აღნიშნულ სმარტფონებს აქვს მეოთხე თაობის ქსელის მხარდაჭერა. http://umbrella333.blogspot.com/2013/11/zte-nubia-z5s-nubia-z5s-mini.html
  2. არა კაცო რა გადაწყვეტილი მაქვს, სონი მინდოდა რომელიმე , მაგრამ ეს დამევასა რაღაც და თქვენი აზრიც მაინტერესებდა, თორე გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს
  3. იქნებ z1s-ის ყიდვაზე გაქაჩო, მალე გამოვა და დაახლოებით 450 დოლარი ეღირება ან ნაკლებიც
  4. როგორც ვიცი 130 გრამი იქნებაო, იაპონურ ფორუმზე დაიდო
  5. სამსუნგი რომ ეწეროს ხომ მოგეწონებოდათ?
  6. გამოშვების თარიღი - 4 სექტემბერი 2013 წელი ზომები - 144.4 x 73.9 x 8.5 მმ კამერა - 20.7 მეგაპიქსელი Sony Exmor RS® -ით პროცესორი - ; 2.2 GHz Qualcomm MSM8974 Quad Core ეკრანი - 5.0 inch Full HD TRILUMINOS™ Display for mobile with X-Reality™ for mobile picture engine - 16,777,216 ფერი, 1920 x 1080 პიქსელი Sony Xperia Z ოყო სონის პირველი მცდელობა გამოეშვა ფლაგმანი, რომელიც სხვა ბრენდების მთავარ მოდელებს შეერკინებოდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, ის უზომოდ დახვეწილი და ძლიერი აპარატია. თუმცა 2013 წლის სექტემბერში კიდევ ერთი, უფრო მძლავრი მოდელი ვიხილეთ, რომელიც კიდევ უფრო დიდ პრეტენზიას აცხადებს ლიდერობაზე. ეს არის ახალი Sony Xperia Z 1.. ეკრანი სონის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე ეკრანია. ეს ამ შემთხვევაშიც გამართლდა – 5 -ინჩიანი full HD, 1920 x 1080 გაფართოების TRILUMINOS display ტექნოლოგია, გამოყენებული მობილურში ( წინა მოდელს, Sony Xperia Z-ს ჰქონდა TFT ეკრანი). ის შერწყმული Sony’s X-Reality for mobile technology -სთან გვაძლევს მაქსიმალურად ბუნებრივ ფერებს, ბუნებრივ კონტრასტს. მართალია, ისეთი ნათელი და ღია ფერები არ არის, როგორც Xperia Z-ში, მაგრამ გაცილებით რეალურია… პროცესორი/ტექნიკური მახასიათებლები Sony Xperia Z 1-ს აქვს ოთხბირთვიანი , Snapdragon 800 პროცესორი, 2.2 გჰერცი სიხშირით. RAM – 2 გბ. შიდა მეხსიერება 16 გბ, მაქსიმალური მეხსიერების ბარათი 64 გბ, ასე რომ ჯამურად 80 გბ.. დიზაინი სონის ბოლო ფლაგმანი უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე მისი წინამორბედი. სისქე 8.5 მმ, ზედაპირის ზომები - 144.4 x 73.9. მაგრამ ეს ზრდა არ არის ხარისხის და დახვეწილობის ხარჯზე – მისი კორპუსი ალუმინისაა, რაც განსაკუთრებულ შტრიხს ქმნის გარეგნობაში. წინა და უკანა მხარე გამძლე შუშისაა, რაც ტელეფონს პრემიუმ ხარისხ ანიჭებს. ის ძალიან სოლიდურია, სასიამოვნოა ხელში ჭერისას.. დავიწყოთ ზემოდან – ზედა მხარეს მხოლოდ ერთი ჭრილი აქვს, ეს არის 3.5 მმ ყურსასმენის შესაერეთებელი, რომელიც ერთადერთი ღია ხვრელია მთელს კორპუსში. შეიძლება უცებ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მასში წყალი შევა, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, ეს შეუძლებელია, რადგან საუბრობთ ბაზარზე არსებულ ყველაზე წყალგამძლე მობილურ მოწყობილობაზე… DSC00142ყურსასმენის ჭრილი ერთადერთია კორპუსის ზედა მხარეს. სხვა შესაერთებლები გადატანილია გვერდებზე. წინა მოდელს, Xperia Z-ს სალაპარაკო დინამიკი ჰქონდა ეკრანზე, სულ ქვედა მხარეს. ახალ მოდელში ის ჩამოტანილია ქვემოთ. ასე რომ სმარტფონის წინა მხარე ერთიანია, განთავისუფლებულია ყველაფრისაგან. ეს წარმოუდგენელ ელეგანტურობას ქმნის.. თავად დარწმუნდით სურათზე.. კორპუსზე მარცხენა მხარეს სამი “პუნქტია”. ერთი სონის “ჩასადები” სატენის, Magnetic Charging Dock DK31-ის შვერილები, რომელიც ღიაა და არც ისე კარგ ვიზუალს ქმნის. მარცხენა მხარეს ცოტა ამახინჯებს და გაცილებით უფრო ნაკლებ ელეგანტურია, ვიდრე წინა მოდელის. მის ზემოთ მდებარეობს ორი გაღებადი ჭრილი – ერთი USB-ის, რომელიც ამავდე დროს სატენისაცაა და მეორე, უფრო ზედა, SD ბარათის, ანუ ჩიპის ჩასადები. ორივე მათგანის თავსახური შიგნიდან დაფარულია რეზინით, რაც მჭიდროდ დახურვის და შესაბამისად, წყალ და მტვერგამძლეობის საშუალებას იძლევა. კორპუსის მარჯვენა მხარეს მხოლოდ ერთი ჭრილია – მიკრო სიმბარათის ჩასადებად. ისიც ისეთივე თავსახურითაა აღჭურვილი. მის ქვემოთ განლაგებულია ჩართვა/გამორთვის ღილაკი, რომელიც ისეთივე დახვეწილია, როგოც წინა შემთხვევაში, თუმცა უფრო პატარაა. უნდა ითქვას, რომ მოზრდილი უფრო მოსახერხებელი იყო. მაგრამ მომრგვალებული დიზაინი არ იძლევა საშუალებას იმისას, რომ ეს ღილაკი ისეთივე დიდი იყოს, როგორიც Xperia Z-ის შემთხვევაშია. მის ქვემოთ განლაგებულია ხმის აწევა-დაწევა და კამერის ღილაკები. ყველა მათგანი დიზაინში იდეალურად ჯდება. კოსპურის უკანა მხარეც გამძლე შუშისაა. ის ალუმინის კორპუსთან ერთად ქმნის განსაკუთრებულ სოლიდურობას. უკანა მხარეს მდებარეობს კამერის ჭრილი, წარწერები და Z – ნიშანი ანდროიდთან დაკავშირებადი NFC-სა, რომელიც გვატყობინებს, რომ Xperia Z 1 მზადაა უკანა მხარის ერთი შეხებით გადასცეს ნებისმეირი ინფორმაცია, ფაილი, ლინკი თუ სხვა ბოლო თაობის ანდროიდებს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დახვეწილი და სოლიდური მობილურია, ისეთი, როგორიც ფლაგმანი უნდა იყოს. გარეგნულად უნაკლოდ გამიუყურება, თუ არ ჩავთვლით ყურსასმენის ხვრელს ( სავარაუდოდ, აქ ერთი ნაბიჟია გადადგმული პრაქტიკულობისაკენ – აპარატი ღია ხვრელით რომ წყალგამძლეა,ამაზე დიდი მუშაობაა გაწეული და შეიძლება არც ისე ლამაზია, მაგრამ ამით გადაიჭრა სხვა საკითხი – Xperia Z-ის შემთხვევაში, რომელსაც ეს ხვრელიც დახურვადი ჰქონდა, ყურსასმენის შეერთებისას არც ისე კომფორტულად რჩებოდა ამ ხვრელის თავსახური). კამერა სონი ამბობს რომ, Xperia Z 1-ს აქვს “the world’s leading camera in a smartphone”, ანუ საუკეთესო კამერა მობილურ მოწყობილობებში. ის არის 20.7 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც შეიცავს 1/2.3” 20.7 MP Exmor RS™ სენსორს, სონის საამაყო, ჯილდოს მფლობელ G Lens-სა და intelligent BIONZ™-ს. ესენი უზრუნველყოვენ სურათის უმაღლეს ხარისხს, ბუნებრივ გამოსახულებას და ყველა დეტალის ზუსტ აღქმას. წინა კამერა- 2.0 მეგაპიქსელი. Xperia Z 1-ის კამერის მახასიათებლები უზრუნველყოფენ საუკეთესო ხარისხს ნაკლები განათების პირობებშიც. კამერის სენსორები აფიქსირებენ მოძრაობის სიჩქარეს და ქმიან საუკეთესო გამოსახულებას. 3x ზუმი იძლევა საშუალებას მოახლევებული გადაღებისას არ გაფუჭდეს სურათის ხარისხი. SteadyShot™ – ფუქნცია, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეოს უკეთესს ხარისხს – ამცირებს მობილურის მოძრაობისას კამერის რყევას. შედეგი?- სამოყვარულოდ გადაღებული პროფესიონალური ვიდეო ))) HDR (High Dynamic Range) – ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს უკანა ფონის ძლიერი განათების შემთხვევაშიც (მაგ, ფანჯარასთან, მზის ფონზე) კარგი ხარისხი ფოტო და ვიდეო გადაღებას. კამერის ფუქნციები სრულიად განახლებულია კამერის ინტერფეისი – გარდა ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებისა, დამატებულია ბევრი სიახლეც. Camera-Modes Superior auto – ფუნქცია, რომელიც თავის თავზე იღებს კამერის დაყენებას- არ საჭიროებს გადაღების რეჟიმის შერჩევას ( დღე, ღამე, პლაჟი, პეიზაში…) . კამერა თავისით არჩევს საუკეთესო ვარიანტს და გადაღებული სურათი გამოდის უმაღლესი ხარისხის. მხოლოდ ერთი დაწოლა და დაივიწყეთ როგორი გამოვა სურათი – ის, ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. Manual -ეს ზედას საპირისპირო ფუნქციაა. თუ არ გაკმაყოფილებთ სონის კომპეტენცია და გსურთ თავად შეარჩიოთ კამერის რეჟიმი, ჩართეთ და დაიწყეთ. შეიძლება ის არ გამოირჩეოდეს დიდი შეთავაზებით, მაგრამ საშუალება გაქვთ საკუთარი ნებით დააყენოთ ოფციები. ManualMode Timeshift burst – ფუქნცია, რომელის 2 წამში 61 კადრის გადაღების საშუალებას იძლევა. იღებთ 61 სურათს და არჩევთ რომელი მოგწონთ. საუკეთესო ემოციების და მომენტების დასაფისქირებლეად იდეალურია. Picture effect – ამ განყოფილებაში არის 9 სხვადასხვა ეფექტი, რომლითაც შესაძლებელია სურათის გადაღება. თითის ერთი შეხებით ირჩევა სასურველი. Sweep panorama – ფუქნცია, რომელიც 180 გრადუსიანი კადრის გადაღების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ვერტიკალური ან ჰორიზონტალური პანორამის გადაღება ( ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ). განსაკუთრებით ეფექტური და ულამაზესია გაშლილ სივრცეში გადაღებისას. აქ სონის კამერა მთელ შესაძლებლობებს სრულად ავლენს.. AR effect – Xperia Z 1-ის ინოვაცია. ძალიან მხიარული და კარგად გაკეთებული ანიამციების სერია სონისგან. კამერის ჩართვისას კადრში ჩნდება არჩეული ფიგურები, რომელიც ძალიან კარგად ცნობს ადამიანს, ფორმებს და კარგად ერგება გარემოს. ეს არ შეიძლება აღვიქვათ როგორც კვანძური ინოვაცია, მაგრამ ნამდვილად სახალისო და გასართობია. ერთი მაგალითი – დინოზავრი, რომელიც კადრში მოძრაობს, დადის თავისთვის )) Info-eye - კიდევ ერთი ინოავცია სონისგან – კამერა, რომელიც ცნობს ობიქეტებს- ეს არის ძებნა ვიზუალით ( visual search) . იღებ სურათს, აწვები ღილაკს და კამერა გაწვდის ინფორმაციას ამ ობქიეტის შესახებ. ის ცნობს ღირსშესანიშნაობებს, წიგნებს, ღვინოს, QR კოდებს. იხილეთ მეტი – DSC_1543 ინტერფეისი/მენიუ Xperia Z 1 განბლოკვის შემდეგ არც ისე დიდი ცვლილებებია, Xperia Z-თან შედარებით. იგივე ინტერფეისი, იგივე მენიუ, იგივე “home” მენიუ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თემების, ფონების ცვლილება, ჩამოსაშლელი სწრაფი მენიუს ორგანიზება, ყველაფერი ”მექანიკაა”. აქვეა სონის აპლიკაციები, ექსკლუზიურიც და ანდროიდის. თუმცა ამის ჩამოთვლა ძნელია, ყველა აპლიკაციის ახსნა გამორიცხულია… ერთი, რაც Xperia Z-ის მქონეთათვის თვალში საცემია, მენიუს ორგანიზება. თუ ადრე აპლიკაციის წაშლა, ან გადალაგება ხდებოდა ზემოთ, მარჯვენა კუთხეში ოფციების გახსნით, ახლა ნებისმიერ გვერდზე ყოფნისას ხელის მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობით, კედლიდან გამოგვაქვს მენიუში მოქმედების ოფციები > საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დახვეწილი მობილურია. გარენულად შეიძლება მიენიჭოს მაქსიმუმი შეფასება. დასაფასებელია მისი ტექნიკური შესაძლებლობები – მძლავრი პროცესორი, 2 გბ რამი, პროცესორის სიხშირე, აქაც ცალსახად ლიდერობს. ის ერთადერთი ფლაგმანი ტელეფონია, რომელიც წყალგამძლეა და წყალში სურათებსაც იღებს )) . აქვს უნიკალური კამერა, რომელიც შეუდარებელია დღისით, მაგრამ ცოტა ხარვეზები აქვს გამოსასწორებელი ღამით.. ასე , რომ შეგვიძლია ვთქვათ, კი, სონის ნამდვილად აქვს უფლება ჰქონდეს პრეტენზია საუკეთესო სმარტფონზე ! http://www.youtube.com/watch?v=FsRdzT1ICkQ
  7. არ დაგავიწყდეს რომ ეს არის კამერაფონი, რომელშიც მოთავსებულია ლინზები და სპეციალური კამერის პროცესორი, შესაბამისად ვერ ექნება 6 მილიმეტრი სისქე, საკმაოდ თხელია ეს მეტი თხელი არ არის საჭირო
  8. კომპანია Sony 26 ნოემბერს დაანონსებს ახალ ფლაგმანს ,სახელწოდებით Xperia Z1 Compact, რომლის ტექნიკური დეტალები გამოიყურება შემდეგნაირად 4.3 ინჩი მაღალი გაფართოების ეკრანი(HD IPS LCD TRILUMINOS, X REALITY), ქუალქომის უახლოესი ოთხ ბირთვიანი პროცესორი, რომლის თითოეული ბირთვი იმუშავებს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე, ვიდეო კარტა ადრენო 330, 2300 მილიამპერიანი ბატარეა, IP58 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისათვის, ეკრანი და მთლიანად კორპუსი დაცულია DragonTrail-ის დამცავი შუშით, რომელიც უძლებს დართყმას და არ იკაწრება 20.7 მეილიონი პიქსელის მქონე კამერა, სმარტფონში მოთავსებული იქნება კამერითვის სპეციალურად შექმნილი Bionz პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ვიდეოების და ფოტოების გადაღებას ცუდი განათების დროსაც, კამერის სენსორის ზომაა 1-2.3 ინჩზე, რომელიც ანდროიდ სმარტფონებში ყველაზე დიდი სენსორია, კამერას გააჩნია სამგანზომილებიანი ეფექტები ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს და ვიდეო ჩაწერის ყველაზე მაღალი კოდი რომელიც დღემდე არცერთ სხვა კომპანიის ფლაგმანს არ გააჩნია H.265, წინა კამერა შეადგენს 2.2 მილიონ პიქსელს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ზარებისთვის და გადაიღოთ ფოტო -ვიდეო, აღნიშნული მოდელი იქნება საკმაოდ კომპაქტური, მისი ზომებია: 127 მილიმეტრი სიგრძეში,64.9 მილიმეტრი სიგანეში და 9.4 მილიმეტრი სისქეში, აღნიშნულ ფლაგმანს უწინასწარმეტყველებენ კარგ გაყიდვებს, რადგან ამ ზომის სმარტფონებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. აღნიშნული ფლაგმანის კამერას გააჩნია საინტერესო ფუნქციები, მაგალითად სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში ვიდეოს გაშვების ფუნქცია, ფიქჩერ ეფექთი, სლოუ მოუშენი, 3D ანიმაცია და სხვა. აღნიშნული სმარტფონის სავარაუდო ფასია 400-450 დოლარი, იაპონიის ბაზარზე დაანონსდა ერთი თვის წინ საერთაშორისო ვერსიაზე უკანა მხარეს xperia წარწერის მაგიერ ექნება sony და წინა მხარეს docomo წარწერის მაგიერ sony, წინა მხარეს ქვემოთ წარწერა არ ექნება ეკრანი მის უფროს ძმაზე უკეთესი ექნება სურათზე წარმოდგენილია xperia z1და xperia z1 Compact
  9. FC BARCELONA, უი შენ გოუში მუშაობ? დავბოდიალობ ხშირად მანდ გავივლი გამოვივლი იქვე ნაცნობი ცხოვრობს ერთი და.............. ისე სონიმ განაცხადა მალე მესამე ადგილი ჩვენი იქნებაო, მაგრამ მალადეც ლენოვოს
  10. FC BARCELONA, კაი რევიუა ძმა, გაიხარე, კაი კაცი ხარ, მაგრამ ნექსუსი არ მინდა, კაი მონაცემები აქვს მაგრამ მაინც, ამ ლენოვოს შემდეგ ამაზე შეიძლება ფიქრი http://www.gsmarena.com/sony_xperia_z1s-5753.php , რას იტყვი? 26 ნოემბერს გამოდის და ფასი დაახლოებით 450 დოლარი იქნება, ეკრანის სიდიდეს და სიმცირეს ჩმეთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კარგი დევაისი იყოს თორე ეკრანის ზომას მივეჩვევი რაც იქნება
  11. FC BARCELONA,ხო, სანამ რამეს ვიყიდი კარგად გადავხედავ რა ხდება
  12. Shopen, ხო, თამაშები სმარტფონებზე არ მიზიდავს რაღაც
  13. Shopen,კი, დიზაინის შემადგენელ ნაწილზე, ვიზუალზე და კამერაზე მაქვს გარტულება. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, ორ ბირთვზე ბაკლები აღარ გამოდის ტელე და საკმარისია, ეხლა კიდე 64 ბიტიანი პროცესორები მოიფიქრეს, რა სისულელეა, ტელეზე უბრალოდ მგზავრობის დროს რომ გავერთო ხოლმე, თორე თამაშები პს4 რისტვის არის, მაგაზე იტამაშებ თუ ითამაშებ , ენგრი ბირდს კიდე ერტ ბირტვიან ტელეზეც ვიტამაშებ, ამ ლენოვოს სონის კარგი კამერა აქვს კარგი ლინზიტ, თან ლენოვოს კარგი აპლიკაციები აქვს კამერისთვის, უიზე გართულება არ მაქვს, სონის ძველი უი მომწონს ანდროიდ 4.0ზე რომ აქვს და იმის მერე რაც იქნება ჩემთვის ტაშტის მაგივრად ჯაკუზში ბანაობა იქნება :D:D:D:D:D:D
  14. Shopen, კამერა ხო, მაგრამ დიზაინში ლუმიაში რა მოგწონს, მაგ მხრივ სონი ყველაზე წინ არის, კამერაც კარგი აქვს და დიზაინიც, უბრალოდ არ მაქვს იმდენი რომ 759-800 დოლარი გადავიხადო მოტოროლას ეგ ფუნქციები მე არ მომწონს, მოსაბეზრებელია, ჯობია ადამიანებს ესაუბრო.
  15. Shopen, ხო, ეგენი კი ვიცი, მოტოროლას ასეთი განსაკუთრებული რა აქვს? ზ1 600 დოლარი ღირს, მოკლედ თამაშების მოყვარული არ ვარ , კამერას ვაქცევ ყურადღებას და დიზაინს, დანარჩენი უკვე მარკეტინგია.
  16. Shopen, სამსუნგი სანამ დიზაინს არ გამოცვლის მისკენ არც კი გავიხედავ, მოტოროლა კარგი ბრენდია, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი არ აქვს, ცემტვის ანდროიდ 4.1 უკვე საკმარისია, თან ქასთომ რომს არ ვაყენებ, კამერის ტესტები ვნახე და ნექსუსი საშინელ ფოტოებს იღებს, სონის კამერა აქვს, რომელსაც სონი არ იყენებს სმარტებში, კარგი რომ იყოს არ გამოიყენებდა? ნოუთები ძვირია, ამ ტელეს თუ მოვინდომებ 400სად გამოვიწერ, იცი რამე უკეთესი? თუ იქსპერია ზლ-ი ჯობია ამას?
  17. არ აქვს კამერა კარგი, ოპტიკური ზუმი არ ნიშნავს კარგ კამერას, თან გამბაჟებით ქი დამიჯდება 440 დოლარი ეგ ნექსუსი მეტი თუ არა და ერთი 100 დოლარით მეტი კი ღირს ხარისხიან ტელეში გადახდა, სონები მომწონს, მაგრამ იდეალური სმარტი არცერთი არ აქვთ არცერთ კომპანიას, სამსუგზე ხო ზედმეტია საუბარი, აი ამას ინტელის კარგი პროცესორი აქვს, კარგი ეკრანი, თან დიდი ეკრანი მომწონს, მართალია ჯიბეში არ მეტევა და ერთი დრო ვფიქრობდი პატარა ეკრანიტ მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე, ეს ტელე მინიმუმ 2 წელი მექნება ეომ ვიყიდო, ტან კარგი კამერა აქვს
  18. არ მინდა კაცო ეს ნექსუსი, ჯერ კამერა რას უგავს, მერე დიზაინი, ნუ დიზაინს კიდე არაუშავს, კამერაზე ის შუშა რად უნდოდა?
  19. რატო, ამ ფასში ყველაზე მაგარ ტელედ მიმაჩნია მე და ყიდვაზეც ვფიქრობ, მაინტერესებს ფორუმის აზრი, 455-ში არის რა..................
  20. ეკრანი 5.5 ინჩი full HD IPS LCD რეტინა, 401 პიქსელი ინჩძე, მისი ზომებია 157 x 78 x 6.9 მილიმეტრი, მისი წონა შეადგენს 162 გრამს, ფერთა რაოდენობა ეკრანზე 16 მილიონი, ეკრანის სენსორი აღიქვამს 10 თითს ერთდროულად, ეკრანის დამცავი გორილა შუშის მეორე თაობა, კორპუსი დამზადებულია მეტალისა და კარბონის მასალის შერწყმით, აღნიშნულ ფაბლეტს არ გააჩნია მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა და მეხსიერების ბარათის სლოტი, ოპერაციული მეხსიერება 2 გიგაბაიტი, შესანახი მეხსიერება 16 და 32 გიგაბაიტი, ოპერაციული სისტება ანდროიდ 4.2 განახლდება 4.4-ზე პროცესორი :ორ ბირთვიანი Intel Atom Z2580 2 გიგაჰერცი ვიდეო კარტა: PowerVR SGX544 ბატარეა: Li-Po 2500 mAh, 15 საათი საუბრის რეჟიმი კამერა: კომპანია სონის მიერდამზადებული 13 მილიონი პიქსელის მქონე f1.8 ლინზით და სუპერ ორმაგი ლედ განათები, წინა კამერა 2 მილიონი პიქსელის მქონე 88 გრადუსიანი ხედვის კუთხით, ორივე კამერას გააჩნია 1080p ფორმათის ვიდეო გადაღება 30 კადრიტ წამში თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შესანიშნავი ფაბლეტის შესახებ ფასი 395 დოლარიდან
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.