Jump to content

პოპბობ

წევრი
  • Posts

    377
  • Joined

  • Last visited

Posts posted by პოპბობ

  1. On 07.11.2016 at 11:12 PM, Slark said:

    მოკლედ პატარა სიახლე გვაქვს სამსუნგთან დაავშირებით , ესეც ქართულად 

    "როგორც უკვე ვიცით Galaxy S8 დააანონსდება 26 თებერვალს MWC კონფერენციაზე, მას ძალიან საინტერესო და კარგი სიახლეები ექნება.

    განსაკუთრებით საინტერესოა უჩარჩო ეკრანი, რომელიც კორპუსის წინა პანელზე 90 პროცენტს დაიკავებს (შეგახსენებთ, რომ S7-ზე ეს მაჩვენებელი 71 პროცენტია), ამოღებული იქნება ღილაკი და ის სენსორული იქნება, ასევე ეკრანის ტიპი იქნება ახალი ტიპის OLED-ი 2K რეზოლუციით და ეკრანის ზომა ისევ 5.1 დიუმიანი იქნება.

    ამჯერათ ორი მთავარი კამერა იქნება, 12 და 13 მეგაპიქსელიანები, ხმის ამწევ-დამწევი იქნება სენსორული და ასევე სმარტფნში ჩვენ ვნახავთ 3 სპირალიან უკაბელო დამტენს.

    სმარტფონში ახალი რევოლუციური ციფრული ხმოვანი ასისტენტი შეგვხდება, რომელსაც სახელად Bixby ერქმევა და ის ყველაზე ჭკვიანი ასისტენტი იქნება მსოფლიოში."

    ისე კარგი იქნება პირდაპირ წყაროს თუ დადებ ;) არ მიყვარს საავტორო უფლებებს რომ არღვევენ ;)

  2. მთლად წყალგამძლე არაა ეს აიფონ 7-ები.......... მხოლოდ წვიმის წვეთებს და უეცრად წყლის გადასხმას გაუძლებს......... თან მხოლოდ iP67 სერთიფიკატით, რაც მოძველებულია ამ დროისთვის....... ყველაზე გამძლე მაგ მხრივ ამ ეტაპზე სონი გახლავთ IP68 სერთიფიკატით და პლუს NOZZLE ტექნოლოგიის წყალგამძლეობის ტექნოლოგიით.......

  3. კი დაზუსტებული ინფორმაცია, კამერა Sony IMX315 Exmor RS RGBW 1/2.6 ინჩის ზომის სენსორი, ფაზოვანი ავტოფოკუსით.

    ის ზემოთ IMX315 ვიცი ჩემი სტატიიდან აიღე :D ეგ ინფო ჩემი ექსკლუზივია, ჯერ არსად დაწერილა :D

    სონიში მყავს გლავნები :D

     

     

  4. Screen-Shot-2015-04-23-at-2.26.50-pm.png
    მინდა გაგაცნოთ კომპანია Xiaomi-ს ეს შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც ფასის გათვალისწინებით ნამდივად იმსახურებს მაღალ შეფასებას. სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი ეკრანით 1080 პიქსელ გარჩევადობით (ეკრანის მწარმობლები SHARP, AUO და LG).
    სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია SLR კლასის 1/3 ინჩის ზომის SONY IMX258-ის 13 მეგაპიქსელიანი სენსორით, 0.1 წამიანი ფაზოვანი ავტოფოკუსით,  5 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმით, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელია,85 გრადუსიანი ფათო ხედვის კუთხით და F2.0 დიაფრაგმით.


    სმარტფონის ბატარეა შეადგენს 3080 მილიამპერიანი Quick Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.
     ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 6 ბირთვიანი  “Qualcomm Snapdragon 808″, 64 ბიტიანი არქიტექტურით და 1.8 გიგაჰერც სიხშირით (2 ბირთვი 1.8 გიგაჰეც სიხშირით და 4 ბირთვი 1.5 გიგაჰერც სიხშირით). გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია “Adreno 418″. 
     სმარტფონის შემადგენლობაშ ასევე შედის USB Type C, 2/3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16/32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, ორი სიმ ბარათის სლოტი, მეოთხე თაობის მობილური ქსელები. 
       სმარტფონი 2 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 203 ამერიკული დოლარი, ხოლოდ 3 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 235 ამერიკული დოლარი.

    http://umbrella333.blogspot.com/2015/09/xiaomi-mi4c.html

    Untitled.png

    • Upvote 4
  5. მანდ რა წერია ვერ გაიგე? არენდერებს 1080პ ში ყველაფერს გარდა მედიისა რო ბატარეა დაზოგოს. ასევე პერფორმანსიც ოპტიმიზაცოისთვის რადგან 4 კ ში ვერ გაქაჩავდა :) თვითონ ეკრანი ზუსტად იმდენს ხარჯავს რამდენსაც 4 კ ს ჩვენებისას დახარჯავდა. უკვე ორჯერ დავწერე ეს და ორივეჯერ სწორი არ ხარო მითხარი და რაც მანდ ინგლისურად წერია, ჩემს ნათქვამს არ ეწინააღმდეგება :) ეტყობა მე რაც ვთქვი ეგ ვერ გაიგე სწორად :)

    მოდი უფრო დაგიკონკრეტებ :D ის პიქსელები, რომლებიც 4K რეზოლუციას სჭირდება, მაშინ ინთება, როცა 4K მედიაა გაშვებული, მანამდე კი ჩვეულებრივი 1080P რეზოლუციის ეკრანი გიჭირავს ხელში.

     

    აი G3-ზეც არის მსგავსი რამ შესაძლებელი, თუ დარუთავ და მერე ათასი ჩალიჩის შემდეგ, შეგიძლია გაუთიშო პიქსელები და გახადო 1080p 2K-ს ნაცვლად.

  6. არ ხარ სწორი. 4k ეკრანი ისევ 4k არის მიუხედავად იმისა 1080 პ ს გაუშვებ ზედ თუ ვაფშე 240 პს. დაზოგვით მხოლოდ ის ენერგია დაიზოგება რაც სიტყვაზე თამაშის 4k ზე გაშვებასა და 1080 პ ზე გაშვებას შორის იქნება. თვითონ ეკრანი აბსოლუტურად ერთნაერად დაწვავს 4კ ს აჩვენებს თუ 1080პ-ს. აი ის დატებითი პიქსელწბი რო ირთვენოდეს და სუფთა 1080 პ რჩებოდეს ბაზარი არაა მარა ახლა როგორცაა 4 პიქსელს აერთიანებენ და ოსე აყენებენ 1080პ ზე უაზრობაა და მიხვედრაც მარტივია რატო ქნეა მასე. უბრალოდ ჰარდი ვერ გაუმკლავდებოდა 4კ ს. ადრეა მაგისთვის ჯერ.

    მაპატიე ,მაგრამ შენ არ ხარ სწორი, SID Standard-ის ეკრანია გამოყენებული, 1080p რეზოლუციას იყენებს მაშინ, როდესაც არ არის საჭიროება 4K რეზოლუციის გამოყენების.

    სონის განხცხადება

    Xperia Z5 Premium features a 4K display with a resolution of 3840x2160 pixels based on SID Standard and enables all video and image content to be enjoyed in 4K resolution. All other content is displayed at 1080P or lower resolution in order to optimise the performance and battery stamina for this device, ensuring you can enjoy the 4K resolution when you need it most

     

    Sony: Z5 Premium only renders media in 4K, the rest in 1080p for a two-day battery
     

  7. 4k ეკრანი ტყუილად აქვს z5 premium-ს მხოლოდ media-ს ანახებს 4k-ში დანარჩენს 1080p-ში არენდერებს ვითომ ენერგიის დასაზოგადო. ანუ ფაქტობრივად 4 პიქსელს აერთიანებენ და იღებენ 1080p გამოსახულებას. მაგარი უაზრობაა რა თვითონ 4k ეკრანი ისევ 4k იქნება ანუ 8 მილიონი პიქსელი და ენრეგიას მაგ მხრივ ვერ დაზოგავენ ზუსტად იმდენს დაწვავს რასაც ჩვეულებრივი 4k გამოსახულების ჩვენებისას, უბრალოდ იმ მცირე ენერგიას ზოგავენ მაგით რაც მაგ 4k გამოსახულების ჩვენებას სჭირდება 1080p_სთან შედარებით. ვერ ვხვდები რაღატო ტენიდნენ 4k ეკრანს თუ მაინც 1080p-ში უნდა ემუშავებინათ. ფაქტობრივად media-ს გარდა სხვაობა არ იქნება მგ ეკრანსა და იგივე ზომის 1080p ეკრანს შორის პიქსელების მხრივ. 

    http://www.phonearena.com/news/Sony-Z5-Premium-only-renders-media-in-4K-the-rest-in-1080p-for-a-two-day-battery_id73761

    ზუსტად იგივეს არ დაწვავს, 1080პი რასაც წვავს იმდენს დაწვავს ეგეც და ტყუილად კიარა ძაან მაგრად მოიფიქრეს ეგ, საღოლ სონის მართლაც.

  8. გერმანიაში ზ3+-ს და ზ5-ს ერთნაირი ფასი აქვს, სავარაუდოთ აქაც მასე იქნება, ანუ თავიდან სადღაც 1800 ლარამდე ეღირება რა.......

     

     

    თუ პრემიუმი გინდა ალბათ კი ეღირება 2100 :D

  9. კი ვერ შეგედავები, უბრალოდ სანამ აქ შემოვა და მერე ცეცხლის ფასის დადების შემდეგ ჩამოვა ცოტა ნორმ ფასზე გავა ერთი 2 თვე :D 

    რა პრობლემაა 2 თვე ლოდინი, მე პირადათ 4 თვესაც დაველოდები, თუ ვიცი, რომ იმას ვიყიდი რაც მინდა :D

  10. გამარჯობათ  პირველათ ვყიდულობ ანდროიდ  სისტემაზე ტელეპონს apple  მქონდა ყოველთვის  და მინდა რომ გადავიდე ანდროიდზე და რომელ ტელეს მირჩევთ დგეს დგეობით?  ფასი არარის პრობლემა 

    Sony Xperia Z5 Premium არის სმარტფონი, რომელსაც ყველაფერი აქვს რაც კი შეიძლება რომ ჰქონდეს სმარტფონს :D

     
    • Upvote 1
  11. M5-ს აქვს SLOW-MO

     

    Z4 საერთაშორისო ბაზარზე არ გამოდის და 2 სექტემბერს გამოდის Z5, Z5 Compact და 5.5 ინჩიანი Z5, რომელიც 250 დოლარით უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ჩვეულებრივი Z5, რადგან ბევრი განსხვავებები ექნება :D

  12. xperia-m5-gallery-3-1280x840-3a5a768383c
    SONY-მ წარმოადგინა საშუალო კლასის სმარტფონი Xperia M5, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს საშუალო კლასია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სონის საუკეთო სმარტფონია.
     სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით (441 პიქსელი ინჩზე), 8 ბირთვიანი Mediatek Helio X10-ის 2.16 გიგაჰერციანი პროცესორით (გრაფიკული პროცესორი PowerVR G6200), 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, IP65/IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და ორ სიმიანი ვარიანტი.

    xperia-m5-gallery-2-1280x840-3db9dcc2946

    სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 21.5 მეგაპიქსელიანი IMX230-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.2 წამიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, ISO3200, F2.2 დიაფრაგმა, 4K ვიდეო გ გადაღება (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება), 5x წმინდა ზუმი და LED განათება.

    xperia-m5-gallery-5-1280x840-40286108a0a

     სმარტფონის წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი IMX214-ის სენსორი, 1080P ვიდეო გადაღება, ავტფოკუსი, HDR რეჟიმი და F2.2 დიაფრაგმა.

    xperia-m5-get-ready-for-selfie-time-67db


      სმარტფონს აქვს 2600 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც საუბრის რეჟიმში ძლებს 12 საათი, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 63 საათი, ვიდეოს ყურების რეჟიმში 8 საათი და ლოდინის რეჟიმში 671 საათი.
     სმარტფონი სიგრძეში 145 მილიმეტრია, სიგანეში 72 მილიმეტრი და სისქეში 7.6 მილიმეტრი, წონაში 142.5 გრამია.
     სმარტფონი ეღირება 390-400 ამერიკული დოლარი ევროპაში.
    http://umbrella333.blogspot.com/2015/08/sony-xperia-m5.html

    https://www.youtube.com/watch?v=4vIEK2tb8c8[/video

    • Upvote 2
  13. მართლაც მაგარი სმარტფონია, დიდი სიამოვნებით ვიყიდდი, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ასეთი მაღალი დონის სმარტფონი, იაფიანიც მყოფნის :D უფრო სწორად არ მაქვს ამის ფული :D მაგარი გამოუვიდათ :* 

  14. The-new-Motorola-Moto-X-Style.jpg

    სმარტფონი წარმოდგენილია 5.7 ინჩიანი TFT LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 1440x2560 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 520, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ის შუშით.
      სმარტფონის შესანახ მეხსიერებად წამოდგენილია 16, 32 და 64 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად 3 გიგაბაიტიანი ვარიანტი მხოლოდ.
      სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია  Qualcomm Snapdragon 808, 6 ბირთვიანი 1.82 გიგაჰერც სიხშირით (გრაფიკული პროცესორი Adreno 418, 600 მეგაჰერც სიხშირით).
      სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 21 მეგაპიქსელიანი SONY-ს IMX230-ის სენსორით, F2.0 დიაფრაგმით, ფართო ხედვის კუთხით, ორმაგი განათებით, დიაფრაგმით, 4K/1080p ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში და 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი. ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი სენსორით,  F2.0, განათებით და ფართო ხედვის კუთხით, ორივე კამერას აქვს ოთხმაგი ციფული ზუმი.
      სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რადიო, ციფრული ტელევიზია, ორი სპიკერი და ორი მიკროფონი.
      სმარტფონი სიგრძეში 153.9 მილიმეტრია, სიგანეში 76.2 მილიმეტრი და სისქეში 11.06 მილიმეტრი. მისი წონა 179 გრამს შეადგენს.
      სმატფონი დაცულია წყლისგან, შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით და ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია ანდროიდ 5.1.1.

    ფასი: 400 დოლარი, ოფიციალურად :)

    დაწვრილებით: http://umbrella333.blogspot.com/2015/07/motorola-moto-g-2015-moto-x-play-moto-x.html#more

    moto-X-style-header.jpg

    • Upvote 3
  15. show-angle-img.png
    კომპანია OnePlus-მა ახალი მეორე თაობის ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა და ამ სტატიაში განვიხილავ მის ტექნიკურ დეტალებს.
     

    ეკრანი

    სმატფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი IPS LCD ტიპის ეკრანით, რომლის რეზოლუცია 1080x1920 პიქსელი, 1500:1 კონტრასტით და 178 გრადუსიანი ხედვის კუთხით.

    ზომები და წონა[B/]

    სმარტფონი სიგრძეში 151.8 მილიმეტრია, სიგანეში 74.9 მილიმეტი და სისქეში 9.85 მილიმეტრი. მისი წონა 175 გრამს შეადგენს.

    პროცესორი

    სმარტფონის ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 810 1.8 გიგაჰერც სიხშირით, გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Adreno 430 650 მეგაჰერც სიხშირით.

    მეხსიერება

    სმარტფონის შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 16 და 64 გიგაბაიტიანი ვერსიებით, eMMC V5.0-ით. ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 3 და 4 გიგაბაიტიანი ვერსიები, LPDDR4 ტექნოლოგიით.

    კამერა

    ძირითად კამერად წარმოდგენილია OmniVision-ის 13 მეგაპიქსელიანი სენსორი OV13860, თითოეული პიქსელის ზომაა 1.3 მიკრონ პიქსელი, სენსორის ზომაა 1/2.6, დიაფრაგმა F2.0, ლინზების რაოდენობა 6, ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი LED განათება და ლაზერული ავტოფოკუსი. წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი.

    ბატარეა

    სმარტფონის ბატარეა წარმოდგენილია 3300 მილიამპერიანი პოლიმერის. QC2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.

    design-view-img-desktop.png
    სხვა მახასიათებლები

    სმარტფონი წარმოდგენილილია USB C პორტით (USB 3.0 ვერსიით), თითის ანაბეჭდის სკანერით, გიროსკოპით, აქსელემეტორით, მანძილის და ტემპერატურის საზომით, ინტეგრიებული GPS-ით, GLONASS-ით, ციფრული კომპასით, ორი სიმ ბარათის სლოტით, ერთი სპიკერით და ორი მიკროფონით. ოპერაციული სისტემა Android 5.1.1, Oxygen OS სამომხმარებლო ინტერფეისით.

    ფასები

    16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 329 ამერიკული დოლარი და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 389 ამერიკული დოლარი, შესაბამისად განსხვავდება ოპერატიული მეხსიერებაც.
    http://umbrella333.blogspot.com/2015/07/oneplus-2.html#more

    styleSwap-view-img.png

    • Upvote 4
  16. Untitled.png

    კომპანია Meizu-მ წარმოგვიდგინა ფლაგმანი სმარტფონი MX5, რომელიც წარმოდგენილია მეტალის კორპუსით, ოქროსფერ და ვერცხლიფერ ფერებში.
    სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი Super AMOLED ეკრანით, 1080 პიქსელ რეზოლუციით,  პროცესორად წარმოდგენილია "Mediatek Helio X10"-ის ჩიფსეტი, სადაც ცენტრალურ ბირთვებად წარმოდგენილია Cortex A53-ის არქიტექტური 8 ბირთვი 2.2 გიგაჰერც სიხშირით, გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია PowerVR6200 (რაც კონკურენტებთან შედარებით არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება).
    Untitled.png

    სმარტფონის კამერად წარმოდგენილია SONY-ს მიერ წარმოებულია 21 მეგაპიქსელიანი IMX220 სენსორი, 6 ლინზით, ლაზერული ავტოფოკუსით, ორმაგი LED განათებით, F2.2 დიაფრაგმით და 4K ვიდეო გადაღებით, წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმით.
    Untitled.png

    სმარტფონი წარმოდგენილია ორი სიმ ბარათის სლოტით, თითის ანაბეჭდის სკანერით, ანდროიდ 5.0 ოპერაციული სისტემა.

    screen-thin2.png

    სმარტფონის ოპერატიული მეხსიერებაა 3 გიგაბაიტი, შესანახი მეხსიერება 16/32/64 გიგაბაიტი, ბატარეა 3150 მილიამპერიანი.
    Untitled.png

    სმარტფონი სისქეში მხოლოდ 7.6 მილიმეტრია, სიგანეში 74.7 მილიმეტრი და სიგრძეში 149.9 მილიმეტრი.

    screw.jpg

     
    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.