Jump to content

Shoti

წევრი
  • Posts

    151
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by Shoti

  1. http://dev.opera.com/articles/view/semantic-html-and-search-engine-optimiza/ რატომაც არა,საინტერესო იქნება,მაგრამ პსდ - ს იმდენ ჭრა/კერვა უნდა მაგხელა ვიდეოს ჩაწერისას დავიტანჯებით მგონი,თან არასდროს არაფერი ჩამიწერია მე. საწყის ეტაპზე მაშინ რაიმე მარტივი გავაკეთოთ პსდ-ს გარეშე, ანუ ვთქვათ რომ ექნება ჰედერი,ლოგო,მენიუ,მარჯვება ან მარცხენა ან ორივე საიდბარი,კონტენტი,ფუთერი... მოკლედ სტანდარტული რა და გავაკეთოთ.
  2. არვიცი სად და რას კითხულობ,მაგრამ მოქმედებს და ლოგიკურია, რომ უნდა იმოქმედოს კიდეც, ასევე screenreader - ებზე. და ვფიქრობ არუნდა იყოს სადავო,რომ კოდი სემანტიკურად სწორად უნდა იყოს აგებული. სტანდარტს რაც შეეხება უკვე პრობლემების გარეშეა HTML5 - ზე წერა, რა პრობლემა შეგექმნა? ხოდა რავიცი ვწეროთ მეტი რა პრობლემაა ისე შენ ილიაში სწავლობ მგონი ხო?
  3. რას ერჩით ჩემს ილიაუნის ვფიქრობ ბაკალავრის დონეზე ჩემი უნი საუკეთესოა დღეს ამ მხრივ
  4. იმიტომ მოგეცი ეგ ვიდეობი,ჩაიწერე და დაიწყე
  5. მადლობა თქვენ გიპასუხე.
  6. სწავლის დასაწყისშივე უშვებ შეცდომას როცა გინდა, რომ "0-დან ყოს რო ჩაუჯდე", არარის საჭირო თეორია და არც ის ნულიდან დაწყება რასაც შენ გულისმობ. ისწავლე ბაზისი, ბევრი წერე და გაცილებით კარგ შედეგს მიიღებ,თან ისიამოვნებ შედეგით. შემდეგ კი უკვე შენზეა თუ სურვილი გექნება ჩაუღრმავდები, მაგრამ ამას არაფერი კარგი არ მოაქვს დასაწყისში. წიგნს რაც შეეხება, რუსული არაფერი მახსენდება, შემიძლია ვიდეო გაკვეთილები გირჩიო HTML http://1popov.ru/bonuscourse/htmlform/ CSS http://1popov.ru/bonuscourse/cssform/ ვფიქრობ კარგია სტარტაპისთვის თან სახალისოა ვიდეო ბევრად.
  7. გამარჯობა, თემაში მინდა გესაუბროთ HTML5 - ის სწორ სემანტიკურ აგებაზე. სემანტიკა თავის თავში გულისხმობს ვებ დოკუმენტში ამა თუ იმ ელემენტის შესაბამისი ტეგებით გაფორმებას. გასათვალისწინებელია ისიც,რომ სემანტიკურად სწორად აგებული დოკუმენტი კარგად მოქმედებს SEO - ზეც... როგორც იცით HTML5 - ში რეალიზებული იქნა რამდენიმე ახალი ტეგი, რომლებსაც აქვთ სემანტიკური დატვირთვა, სწორედ ამ ტეგებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როცა ამ თემის დაწერა გადავწყვიტე არჩევანი მქონდა ორ ვარიანტს შორის: პირველი - ჩამომეწერა ეს ტეგები შესაბამისი განმარტებებით. მეორე - დამეწერა პატარა კოდი ამ ტეგების გამოყენებით და გამეფორმებინა კომენტარებით. არჩევანი მეორეზე შევაჩერე, ვფიქრობ ცალსახაა, რომ კოდში უკეთ აღიქმება ყველაფერი. მოკლედ დავიწყოთ <!DOCTYPE html> <html lang="ka"> <head> <title>HTML5 Semantic Structure</title> <meta charset="utf-8" /> </head> <body> <header> <!-- header განსაზღვრავს ვებ დოკუმენტის ან/და სექციის თავს. header - ის გამოყენება მრავალჯერ შეგვიძლია დიკუმენტში სადაც იქნება საჭირო რაიმის დასათაურება --> <nav> <!-- ტეგი <nav> გამოიყენება ნავიგაციის ასაგებად, <nav> - ტეგის გამოყენება ხშირად ხდება <footer> - ში ჩამონათვლის გაკეთების დროს --> <ul> <li>პირველი</li> <li>მეორე</li> </ul> </nav> </header> <article> <!-- <article> განსაზღვრავს ბლოგ-პოსტის, კომენტარის ან კონტენტის შემადგენლობას --> <header> <!-- აქ <header> - ის და <footer> - ის სახმარებით აღვწერე სათაური და მისი აღწერა --> <h2>რაღაცა</h2> </header> <footer> <p>ქვე რაღაცა</p> </footer> <section> <!-- <section> განსაზღვრავს თემატურად დაჯგუფებულ კონტენტს ამ შემთვავში ბლოგ-პოსტს --> <p>ლორემ იპსუმ მოწაფე გარდასული სულიც ტუჩებში <mark>ლორემ იპსუმ</mark> <!-- <mark> გამოიყენება ტექსტი ან სიტყვის გამოსაკვეთად ძირითადი ნაწილიდან --> ფოტოებს სიიდან ფრიალით ვოლტერი დაგედებოდეს უზიარებს</p> </section> </article> <aside> <!-- <aside> ძირითადან გამოიყენება დამხმარე, მარჯვენა ან მარცხენა სვეტების ასაგებად --> <article> <h2>ლორემ იპსუმ</h2> <p>ლორემ იპსუმ თვლემსო ჩაიცვით ყმადაო დანაა სათათბიროს ჩერინგს ვიტრინებზე გამიხადოს ეშმაკური.</p> </article> </aside> <footer> <!-- <footer> წარმოადგენს დოკუმენტისა ან სექციის დაბოლოვებას, როგორც წესი footer ელემენტი შეიცავს მეტა ინფორმაციას მისი მშობელი სექციის შესახებ --> <address> <!-- <address> წარმოადგენს მისი შემცველი სექციის საკონტაქტო ინფორმაციას --> <a href="#">Shoti</a> </address> </footer> </body> </html> პრინციპში ეს იყო რისი თქმაც მინდოა, განვიხილესავით: <header> <nav> <article> <section> <aside> <address> <footer> ვფიქრობ საკმარისია. რათქმაუნდა არანაირი პრეტენზია არ მაქვს სისრულეზე ან უშეცდომობაზე მადლობთ ყურადღებისთვის
  8. რას Notepad++ სს? Notepad++ / DreamWeaver - ს ერთად აღებულს მირჩევნია Sublime Text - ი
  9. არც ერთია ლინუქსზე და არც მეორე :დ
  10. თენქ არვიცი, phpstorm - ი არ გამომიყენებია მე, ისე მომეწონა სქრინები, ვნახავ.
  11. გამარჯობა, ამ თემაში მინდა გესაუბროთ იმ აუცილებელ პროგრამებზე რაც დაგჭირდებათ Web Development - ში Ubuntu - ზე. იდეაში პოსტი სამართლიანი იქნება სხვა ლინუქსის დისტრიბუტივებისთვისაც. გიზიარებთ ჩემს მწირ გამოცდილებას და იმედი მაქვს თქვენც დაამატებთ საინტერესო ინფორმაციას/პროგრამებს. თემას დავყოფ თავებად: 1. ბრაუზერები. 2. ედიტორი/IDE. 3. გრაფიკა. 4. FTP პროგრამა. 5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) მაშ დავიწყოთ 1. ბრაუზერები ბრაუზერების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმენათ უბუნტუზე, შეგიძლიათ დააყენოთ Firefox - ი, Chrome - ი, Opera... როგორც იცით Firefox - ი ჩაშენებულია უბუნტუში Chrome - ის დასაყენებლად შევდივართ ამ საიტზე ხოლო ოპერას დასაყენებლად ტერმინალში ვწერთ: sudo sh -c 'echo "deb http://deb.opera.com/opera/ stable non-free" >> /etc/apt/sources.list.d/opera.list' sudo sh -c 'wget -O - http://deb.opera.com/archive.key | apt-key add -' sudo apt-get update sudo apt-get install opera ახლა რაც შეეხება ჩვენს საყვარელ IE - ს, ყველას კარგად მოგეხსებათ, რომ IE იყო და არის Front-End დეველოპერების დიდი თავის ტკივილი, შესაბამისად ლინუქსზე გვჭირდება ეს "ბრაუზერი" რომ დავტესტოთ ჩვენი დაწერილი კოდი... IE - ს დაყენებას ჩვენ შევძლებთ პროგრამით PlayOnLinux. ამისთვის ვიწერთ და ვაყენებთ პროგრამას აქედან შემდეგ კი მარტივად შევძლებთ დავაყენოთ IE - ს 1,2,3,4,5,6,7,8 ვერსიები. 2. ედიტორი/IDE. დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ედიტორით Sublime Text - ით. ესაა Cross Platform ედიტორი რომელიც იდეალურია HTML,CSS,PHP,JS და სხვა კოდებთან სამუშაოთ. სტაბლირ მეორე ვერსიას ვიწერთ აქედან შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ Aptana Studio ესაა eclipse ზე დაფუძნებული IDE, ჩაშენებული ftp კლიენტით და სხვა მრავალი სიკეთით. გადმოსაწერად ეწვიეთ მის ოფიციალურ საიტს Adobe Dreamweaver - ის მშვენიერი ალტერნატივა ლინუქსე არის KompoZer - ი, ესაა WYSIWYG - ი საკმაოდ დახვეწილი და მდიდარი ფუნქციონალით. ვიწერთ აქედან 3. გრაფიკა მარქაფისთვის PSD ფაილების დასაჭრელად Photoshop - ის ალტერნატივა ლინუქსე არის მშვენიერი უფასო პროგრამა GIMP - ი. მას ვაინსტალირებთ ტერმინალიდან ბრძანებით: apt-get install gimp 4. FTP პროგრამა FTP სთან სამუშაოთ გთავაზობთ პროგრამას filezilla, ვაინსტალირებთ ტერმინალიდან: sudo add-apt-repository ppa:adabbas/1stppa sudo apt-get update sudo apt-get install filezilla 5. ვებ სერვერი (დავაყენებთ Apache2, PHP5, MySQL + phpMyAdmin) ახლა კი გადავიდეთ ვებ სერვერზე ტერმინალში პოვიპოვოთ რუთის უფლებები sudo su და დავიწყოთ. 5.1 ვაინსტალირებთ MySQL-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install mysql-server mysql-client მოგთხოვთ პაროლს, შეიყვანეთ სასურველი პაროლი აირჩიეთ ოკ, შემდეგ დაატასტურეთ პაროლი და MySQL - ი დაყენებულია. 5.2 ვაინსტალირებთ Apache-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install apache2 და დაინსტალირების შემდეგ შესამოწმებლად შევდივართ http://192.168.0.100 ან http://localhost/ თუ დაგვიწერა It works! ბლა,ბლა,ბლა ე.ი ყველაფერი რიგზეა. ხოლო apache იმყოფება /var/www დირექტორიში. კონფიგურაციის ფაილი კი არის აქ /etc/apache2/apache2.conf 5.3 ვაინსტალირებთ PHP5-ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install php5 libapache2-mod-php5 და გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart ახლა კი შევამოწმობთ მუშაობს თუ არა ჩვენი პიეჩპი, ამისთვის /var/www/ დირექტორიში ვქმნით რაიმე php ფაილს მაგალითად info.php და ვწერთ: <?php phpinfo(); ?> შემდეგ კი ვაკითხავთ ამ ფაილს http://localhost/info.php თუ გამოიტანა php - ის შესახებ ინფო ე.ი ყველაფერი რიგზეა. 5.4 PHP - ის ვაძლევთ MySQL - ის საფორთს ტერმინალში ვწერთ: apt-cache search php5 შემდეგ: apt-get install php5-mysql php5-curl php5-gd php5-intl php-pear php5-imagick php5-imap php5-mcrypt php5-memcache php5-ming php5-ps php5-pspell php5-recode php5-snmp php5-sqlite php5-tidy php5-xmlrpc php5-xsl გადავტვირთავთ apache - ს: /etc/init.d/apache2 restart მივდივართ მისამართზე http://localhost/info.php და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ უნდა გამოჩენილიყო ახალი ბლოკები მათ შორის MySQL - ის ბლოკიც. 5.5 ვაინსტალირებთ phpMyAdmin - ს ტერმინალში ვწერთ: apt-get install phpmyadmin კითხვაზე Web server to reconfigure automatically: ვირჩევთ apache2 ხოლოდ კითხვაზე Configure database for phpmyadmin with dbconfig-common? ვირჩევთ No, ამის შემდეგ კი მივდივართ მისამართზე http://localhost/phpmyadmin/ ესეც ასე იდეაში ყველაფერია რაც ვებ დეველოპერს დასჭირდენა, თქვენგანაც ველი გამოცდილების გაზიარებას. რაც შეეხება საავტორო უფლებებს, პირველ ოთხ თავში დაწერილი ინფორმაცია მეკუთვნის მე, რომელიც დავწერე პირადი გამოცდილების ხარჯზე, ყველა პროგრამა ჩაწერილი და დატესტილი მაქვს ჩემს სისტემაზე, რაც შეეხება ბოლო თავს და მის ქვეთავებს ინფორმაცია ავიღე აქედან და ასევე ჩაწერილი და დატესტილია ჩემს ლინუქსზე. საჭირო ბმულები: Mozilla Firefox: http://www.mozilla.org/en-US/firefox/new/ Google Chrome: https://www.google.com/intl/en/chrome/browser/ Opera: http://www.opera.com/ PlayOnLinux: http://www.playonlinux.com/en/ Sublime Text: http://www.sublimetext.com/ Aptana: http://www.aptana.com/ KompoZer: http://www.kompozer.net/ GIMP: http://www.gimp.org/ FileZilla: https://filezilla-project.org/download.php Apache: http://httpd.apache.org/ PHP: http://www.php.net/ MySQL: http://www.mysql.com/ Ubuntu: http://www.ubuntu.com/ phpMyAdmin: http://www.phpmyadmin.net/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.