Jump to content

zaqrinio

ნიუსჰანთერი
  • Posts

    5619
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    97

Posts posted by zaqrinio

  1. ესეიგი 17 მდე ეს მონიტორი უნდა მქონდეს და რამე პრობლემას ხო არ შექმნის :D არ გამიფუჭოს რამე :D 

     

    780 Lightning ზე რას ვაერთებ ნახეთ :D ... syncmaster 793 mg

     

    https://www.google.ge/search?q=syncmaster+793+mg&espv=2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=X0iMU4KfH7Ku7Abm5IFg&ved=0CAYQ_AUoAQ&biw=1280&bih=923

  2. George

     

    ეხლა დავრეკე და ეგ მოდელი არ გვაქვსო 17 ში გვქენებაო და შეზღუდული რაოდენობით ჩამოდისო და 1 ცალი ჩემთვის დავაჯავშნინე...

     

    ეხლა მოვძებნე და აქაც ქონიათ... ზუსტად იგივეა ხო ?

     

    http://www.klg.ge/index.php?route=product/product&product_id=90893

  3. http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3449#ov

    ეს შეიძლება ვიყიდო 200 ლარათ. :დ მგონი პლატაც ნორმალურია და ფასიც.

     

     

    მშვენიერი პლატაა 200 ლარად თუ იყიდი არ უნდა გაუშვა ხელიდან...

     

    ჩვენი მაღაზიების ფასს შეხედე მაგ პლატაზე   :D

     

    http://www.klg.ge/index.php?route=product/product&product_id=30019

     

    http://creativestudio.ge/test/algorithm/en/product/pview/motherboards/3

  4. ქსელში გაჩნდა Prey 2-ის ადრეული კონცეფტის დოკუმენტაცია. პროექტს ქმნიან კოდური სახელით Project Danielle, რომელიც შესაძლებელია გახდეს System Shock 2-ის სულიერი მემკვიდრე.
     
    თუკი დოკუმენტაციას დავუჯერებთ Prey 2-ს შექმნით მართლა დაკავებულია სტუდია Arkane Studios - Dishonored-ის შემქმნელი სტუდია. 

     

    124214.jpg

     

    Bethesda Softworks-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ თამაში შექმნას ტურების გავლის რამდენიმე შესაძლო გზით. ამასთან ერთად გუნდი შეეცდება თავი აარიდოს კლიშეს, კოსმიური ხომალდების ინტერიერებს და ასევე ძალადობის მაღალ დონეს.
     
    Prey 2-ის მოვლენების განვითარების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად არჩეულია 2072 წლის ბანკოკი, ერთი თვით ადრე სანამ System Shock 1-ის მოვლენები დაიწყებოდა. მთავარი გმირი თვლის თავს დაქირავებულ მკვლელათ გოგონა-რობოტის - დანიელას კომპანიაში, რომლითაც მან შექმნა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია.

     

    124213.jpg

     

    მთავარი გმირი გადაიტანს ერთი და იგივე დღეს თავიდან და თავიდან, მაგრამ ერთხელაც ჯაჭვი უეცრად წყდება და ის აღმოჩნდება სამედიცინო ლაბორატორიაში. ლაბორატორია აღმოჩნდება ინდუსტრიული კომპლექსის შენობად, სადაც მეცნიერთა ექსპერიმენტები გეგმის მიხედვით არ წავიდა. კომპლექსი აშენებულია უცხოპლანეტელების უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც გაფუჭდა ათეულობით წლის წინ. მოთამაშეები გადიან ხომალდის ცენტრში და მიყვებიან დანიელას, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს მიაგნოს რაღაც ახალს.

     

    124211.jpg

     

    შემქმნელებს სურთ მისცენ Prey 2-ს მოთამაშეებს არჩევანი სტელსსა და ექშენს შორის. თამაშში ასევე უნდა იყოს არჩევანისა და მისი შედეგების სისტემა, რომელიც თამაშის ყოველ ხელახლად გასვლას გახდის უნიკალურს.

     

    124212.jpg

     

    დოკუმენტში ასევე მოკლეთ არის წარდგენილი თამაშის მოვლენების და ადგილების განვითარების შესაძლო ვარიაციები. მაგალითად, მოთამაშეები შეიძლება მოხვდნენ მომავლის რეტრო-ვერსიაში, მაღალი დონის ტექნოლოგიების მომავალში სახელმწიფო შეთქმულების ისტორიას შორის, სადაც მეცნიერები ატარებენ აკრძალულ ექსპერიმენტებს ადამიანებზე და უცხოპლანეტელებზე. დოკუმენტში ასევე მოყვანილია ტროპიკული კუნძულის მაგალითი დედამიწის ქვემოთ, სადაც დამალულია სამხედრო ობიექტი, რომელშიც მეცნიერები ცდილობენ შექმნან ხელოვნური ინტელექტი შეიარაღებისთვის, ხოლო შეიარაღება დაფუძნებული იქნება უცხოპლანეტელების ტექნოლოგიებზე.

     

    124210.jpg

     

    როლური თამაშის და შუთერის ნაზავი უნდა გამოვიდეს 2016 წლის მესამე კვარტალში Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე. ერთი-მოთამაშის კამპანიის ხანგრძლივობა დაახლოებით იქნება 10-20 საათი, ხოლო ამ დროში თქვენ გელოდებათ კასტომიზაციის ღრმა სისტემა და არჩევანის უფლება.

  5. Sledgehammer Games უკვე ფიქრობს Call of Duty: Advanced Warfare-ის გაგრძელებაზე. შემქმნელებმა თამაშის რამდენიმე ასპექტი ისე გააკეთეს, რომ თუკი Advanced Warfare-ს წარმატება ექნება მაშინ მეორე ნაწილსაც გამოუშვებენ.
     
    Call of Duty-ის ახალ ნაწილში მოვლენები განვითარდება 2054 წელს მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიური ინოვაციებით სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარზე. კერძოდ მოთამაშეს შეეძლება გამოიყენოს ეგზოსკელეტების უპირატესობები, ჰოვერბაიკები და შაშხანები, რომლებიც ბეჭდავენ ტყვიებს პირდაპირ ბრძოლის ველზე. ავადროულად გუნდმა უარი თქვა სხვა ფანტასტიკურ სიახლეებზე და მიყვებიან სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების რეალურ ტენდენციებს.

     

    hkJYrvw.jpg

     

    "ვფიქრობ Call of Duty რჩება საინტერესოდ ხალხისთვის, რადგან სერია არის ნამდვილის მსგავსი და რეალისტური. ეს არის სერიის ძირითადი უპირატესობები", - ხსნის მაიკლ კონდრი, სტუდია Sledgehammer-ის დამაარსებელი.
     
    "სამხედრო ტექნოლოგიების შექმნის ტენდენციების კვლევების მიხედვით ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სამყაროში არიან ბევრად უფრო ფანტასტიკური საგნები, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. ჩვენ ვეცადეთ გავქცეოდით სამეცნიერო ფანტასტიკის იკონს. თამაშში არ იქნება ბელოუვების, მაგრამ შეიძლება ესეც მოხდარიყო. მაგრამ ხალხი ბელოუვებს იღებს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკას".

     

    bum4XsI.jpg

     

    "მუდამ უნდა ფიქრობდე იმაზე, თუ როგორ არ უნდა გააფუჭო ისტორია და თამაშის სამყარო, რომ შესძლო გამოუშვა ახალი თამაში. ჩვენ ვცდილობთ მივყვეთ კურსს, რაც საშუალებას მოგცემს გამოვუშვათ Advanced Warfare-ის გაგრძელება", - ახსნა გლენ სკოფილდმა.
     
    Call of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი შედგება Xbox 360-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე. თამაში გამოვა 2014 წლის შემოდგომას.
    • Upvote 2
  6. BioWare-ის გუნდი E3 2014-ზე მიიტანს Dragon Age: Inquisition-ის დემო-ვერსიას. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ დარა შეგვპირდა, რომ არამხოლოდ გაამხელს ახალ ინფორმაციას თამაშზე, არამედ დაადასტურა, რომ უფლებას მისცემს გამოფენაზე მისულებს თვითონ მოსინჯონ Inquisition.
     
    Dragon Age: Inquisition-ში მოთამაშეები მოუწევთ მოირგონ ინკვიზიტორის როლი, რომელიც ხელმძღვანელობს მსოფლიოს გადარჩენის კამპანიას ბოროტებისგან. ძირითადი მისიების გარდა, მოთამაშეებს შეეძლებათ მართონ სამეფოები, დანიშნონ მეთაურები და გასცენ ბრძანებები თავიანთი ნაციის განვითარებისათვის.

     

    720312.jpg

     

    BioWare-ის წარმომადგენლის სიტყვების მიხედვით E3-ის გამოფენაზე წარადგენენ ასევე სტუდიის სხვა თამაშებსაც. ბევრი იმედოვნებს, რომ წარადგენენ Mass Effect-ის ახალ ნაწილს.
     
    Dragon Age: Inquisition-ის რელიზი შედგება 7 ოქტომბერს. თამაში გამოვა ძველი/ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე.
    • Upvote 1
  7. FC BARCELONA

     

    მე Display Port საერთოდ არ ვიცოდი და მაგიტო ვამბობდი რო HDMI ც მინდა ქონდესთქო და ეს DISPLAY თურმე ყველაზე ახალი და კარგი ყოფილა და მაშინ რაღათ მინდა HDMI... ეხლა დავურეკავ გავიგებ აქვთ თუ არა

  8. კომპანია Take-Two Interactive შეპირდა BioShock-ის სერიის ფანებს, რომ უახლოეს მომავალში გამოუშვას ახალი თამაშები სერიიდან. Irrational Games-ის დახურვის შემდეგ ესტაფედა გადავიდა 2K Marin-ის ხელში და შემქმნელები დაარწმუნეს გეიმერები, რომ BioShock-ზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
     
    Take-Two-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტრაუს ზელნიკმა განაცხადა, რომ გეიმერები ელოდებიან კომპანიის პოპულარული თამაშების ახალ ნაწილებს, მათ შორის BioShock-ის და Red Dead-ის. კომპანიის უფროსის სიტყვების მიხედვით კი შემქმნელები არ აჩქარდებიან ახალი თამაშების რელიზების და ყურადღებას დაუთმობენ თავიანთი პროდუქციის ხარისხს.

     

    ss_5466fb533020acea7d4d5d87637a2885c034d

     

    "ჩვენ გვგონია, რომ BioShock არის ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი. ჩვენ ვაპირებთ ძალების კონცენტრირებას სერიის ახალ თამაშებზე და 2K Marin გახდება პასუხისმგებელი ფრანჩიზის განვითარებაზე", - განაცხადა ზელნიკმა.
     
    "მე მგონია, რომ სერიას დიდი პოტენციალი აქვს და ის არასრულად იქნა რეალიზირებული. მთელი საკითხი იმაშია, თუ როგორ დავალაგოთ მუშაობა, დავრჩეთ სერიის ტრადიციების ერთგულები და ამავდროულად შევიტანოთ რაღაც ახალი".

     

    LuteceAndDaisy_WEB.jpg

     

    ზელნიკმა ასევე აღნიშნა, Grand Theft Auto, Borderlands, NBA და Red Dead რჩებიან კომპანიის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებად.

    • Upvote 2
  9. George

     

    დიდი მადლობა დახმარებისთვის ძალიან დამეხმარე :) ერთი ეხლა ის დარჩა გასარკვევი ზუსტად ეგ მოდელი აქვთ თუ არა... ხვალ გავარკვევ და დავწერ.

     

     

    თემას რომ ვიყიდი შემდეგ დავხურავ :)

  10. Origin-ის მაღაზიაში უკვე გაჩნდა გვერდი, რომ წინასწარ შეუკვეთოთ Battlefield: Hardline-ი. კომპანია Electronic Arts-მა შექმნა წინასწარ შეკვეთის გვერდი ოფიციალურ ანონსამდე.
     
    პროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მაშინ როდესაც ვიდეომ გაჟონა ქსელში, რომელიც შემქმნელების სიტყვების მიხედვით იყო გაკეთებული შიდა გამოყენებისათვის ნახევარი წლის წინ. რგოლი მაშინვე წაშალეს, მაგრამ მალევე Visceral Games-ს მოუწია ეღიარებინა თამაშის არსებობა.

     

    124026.jpg

     

    ანონსი იგეგმებოდა E3-ის გამოფენაზე და Visceral-ის უფროსის თქმით ინფორმაციის გაჟონვამ შემქმნელები გაანაწყება. ოფიციალური ანონსი ჯერაც არ შემდგარა, მაგრამ მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ თამაში Origin-ში.
     
    პროექტი Battlefield: Hardline გახდება შუთერი პირველი პირიდან პოლიციელების და ბანდიტების თემატიკით. თამაშში იქნება ერთი-მოთამაშის კამპანია, კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი მულიტპლეიერი. რელიზი დაგეგმილია 2014 წლის შემოდგომისთვის.
    • Upvote 1
  11. 123560.jpg

     

    გამოქვეყნდა Metro: Redux-ის ახალი სქრინშოთები

     

     

    Deep Silver-მა და 4A Games-მა გამოაქვეყნეს პროექტ Metro: Redux-ის ახალი სქრინშოთები. სურათებზე ნაჩვენებია შემქმნელების მუშაობა Metro 2033-ის და Metro: Last Light-ის გრაფიკებზე ახალი თაობის კონსოლებისთვის.

     

    124160.jpg

     

    4A Games-ის სიტყვების მიხედვით Metro 2033 დაპორტეს Metro: Last Light-ის ძრავაზე და ორივე თამაშის გრაფიკა აიყვანეს FullHD-ის გაფართოებამდე ახალი კონსოლებისთვის და შესამჩნევად გაახლეს გრაფიკა.
     
    თამაშში ასევე იქნება ორი რეჟიმი: Spartan და Survival. სპარტანელის რეჟიმში მოვლენები განვითარდება ექშენის სტილში Last Light-ში, ხოლო გადარჩენის რეჟიმში მოთამაშეებს მოუწევთ უფრო დაფიქრებით და ფრთხილად ყოფნა.

     

     

    124161.jpg

    • Upvote 1
  12. George

     

    არა ჩემი სისტემისთვის მინდა რაც მაქვს. თუ სხვაობა არ იქნება მაშინ ავიღებ მაგას რავიცი... ანუ 500 ლარად მაგაზე უკეთესი ვარიანტი არ არის ხო ?

     

    ამის ეკრანი არ პრიალებს როგორც ვხედავ და ძაან კარგია... 

     

     

    ისე ეს მონიტორი არ არის ისეთი რო + HDMI იც ქონდეს ? რაიცი რაში დამჭირდეს და მაგიტო ხო ხვდები თორე რავიცი >>>

  13. George

     

     დისპლეიოპორტზე ხომ იგივე HDMI ია ?  ჩემი სისტემისთვის კარგი იქნება 4 K  ? ბევრ FPS ს ხო არ შეჭამს ძაან... რავიცი მოკლედ მართალი რომ გითხრა არ ვიცი რა მირჩევნია თქვენ რას იყიდდით იმას ვიყიდი რა...

  14. George

     

    ეგ ეხლა უნდა გამოვიდეს ? ხო და მაგას ვიყიდი HDMI ც მინდა რო ქონდეს თორე შენნაირს ვიყიდდი ... მოკლედ ჩემთვის მთავარია კარგი გამოსახულება და სწრაფი რეაქციის დრო როგორც Gamer ისთვის... ეგ მონიტორი დაახლოებით რამდენხანში გამოვა ?

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.