Jump to content

PAZA

ნიუსჰანთერი
  • Posts

    2747
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    20

Everything posted by PAZA

  1. ეგ გასაგებია ძმა, თუმცა ზოგადად კონკურენტად არანაირად არ ითვლება თქო 1080 ის თორე 600 დოლარი მეც არ მაქვს რომ კარტა ვიყიდო, ამიტომ 1070ს ვყიდულობ და დარწმუნებული ვარ არც ვინანებ :)))
  2. მეგობრებო რაც არ უნდა გათვლები და მომავალზე საუბარი დაიწყონ ამ ეტაპზე 1080 უკონკურენტოა, ასე რომ არ ღირს მგონი ამაზე დავა, ტესტებს რომ გადავხედე გუშინ 600 დოლარად იდეალური ვარიანტია და მეეჭვება გეიმერმა 2 ცალი ამდ იყიდოს როცა 1080 არსებობს თავიდან რო ვნახე ეს ინფო გამიხარდა მაგრამ უკეთ რომ გავეცანი, მართლა მიედ მოედებიან და ასე უარესად გაამყარებენ ნვიდიას მონოპოლიას რაც შეეხება 2 კარტის ფობიას, არაფერ შუაშია ეგ რადგან თავის დროზე მეც მქონდა კროსი და თავბედი მაწყევლინა. მეორედ მაგას აღარ გავაკეთებ ერთი მხეცი სჯობს ორ მხეცუკას :DD DD
  3. კი ვანო 1070 რო გამოვა დავდებ და იქ უფრო დეტალურად განვმარტავ არქიტექტურის შესახებ. მაინც პირველი თემა იყო და ნელ ნელა დავხვეწავ სტატიებს
  4. მოგესალმებით, ნოქტუა რომლის გამოცდილებაც 10 წელზე მეტს ითვლის (დაარსდა 2005 წელს), დღეს უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ცნობილია როგორც უმაღლესი კლასის გაგრილების სისტემა. ნოქტუა სინონიმია ხარისხის და წამყვანი პოზიცია უკავია თავის "სფეროში". ერთ-ერთი რასაც მას უწუნებენ მისი ფერია თუმცა ეგეც გემოვნების საკითხია და ამაზე დავა არ ღირს. დღეს წარმოგიდგენთ Noctua NH-C14, რომელიც ახალი ვარიაციაა ძველი NH-C14 ისა. დიზაინი მაქსიმალურად დახვეწილია რაც თავსებადს ხდის თითქმის ყველა დედაპლატაზე, როგორც მიკრო ისე ჩვეულებრივი, რათა ხელი არ შეუშალოს ოპერატიულ მეხსიერებებს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზე 25% იან ბრუნზე ხმაურის დონე 50 პროცენტიან ბრუნზე 100% იან ბრუნზე რაც შეეხება ტემპერატურებს 6700K ზე დაუტვირთავ რეჟიმში სტოკზე დაუთვირთავ რეჟიმში რაზგონზე (4.6 გჰ ზე) დატვირთული Wprime სტოკზე OC Wprime როგორც წინა მოდელები ესეც საკმაოდ ეფექტური და კარგი გაგრილებაა. მისი ფასი 79.99$ იქნება. მწარმოებლის გარანტია 6 წელი.
  5. მოგესალმებით, ამ თემაში განვიხილავ ნვიდიას მორიგ მონსტრს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა. მისი პერფომანსი ფასთან მიმართებაში ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო რადგან საკმაოდ კარგი ნახტომი გამოვიდა წინა სერიასთან შედარებით. MSI ის ეს მოდელი როგორ მისი წინამორბედები ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია :)) ნვიდიას "გიჟი" პერსონალის დამსახურებით არ გვიწევს დიდხანს ლოდინი ბარათების გამოსვლაზე, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტის განხილვაზე. როგორც ვიცით ეს სერია დაფუძნებულია Pascal GP104 ზე. ეს კარტა 980 ის შემცვლელია და სხვაობაც საკმაოდ დიდია ძალებში. ამ მონსტრის სიხშირეები შემდეგნაირია 1848 MHz (boost) / 1709 (base) MHz 8192 MB GDDR5X Zero Frozr ტექნოლოგიის წყალობით ვიდეოკარტა არის მაქსიმალურად ჩუმი, 60 გრადუსის შემდეგ ირთვება ფანები თუმცა მაინც იდეალურად დაბალ ხმაურის დონეს ინარჩუნებს. ასევე აქვს LED განათებაც რომელიც კონტროლირდება MSI Gaming APP ის მეშვეობით. ბარათისთვის საჭიროა 180 ვატი, თუმცა მწარმოებელი გვაძლევს რეკომენდაციას რომ დამატებით გვქონდეს 10-15 ვატი. აქვს დისპლეი პორტის 1.3/1.4 ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მზადაა როგორც 4კ ისე 8კ მონიტორებისათვის (2 კაბელის გამოყენებით). აქვს ასევე HDR interface ის საპორტი (DPR 1.4) რაც შეეხება პასკალის ახალ ტექნოლოგიებს, ერთ-ერთია SMP - Simultaneous Multi-Projection სინქრონული მულტი პროექცია, ბრწყინვალე ვარიანტია მათთვის ვინც 3 მონიტორს იყენებს. GPU Boost 3.0 მოკლედ რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ ისაა რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ ძაბვას იღებს ბარათი რაც საკმაოდ კარგი სიახლეა overclocker ებისათვის რადგან მაქსიმალუ სიხშირეებს მიაღწევენ ისე რომ შედარებით ადვილი იქნება ძაბვის რეგულირება რადგან ეს ტექნოლოგია თვითონ ბარათშია ჩადებული. An Update To SLI როგორც ვიცით 2 ზე მეტ ბარათს ვერ დავაყენებთ SLI ში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ცვლილებაა რადგან 3 და 4 ბარათის დაყენება ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება რადგან მესამე და მეოთხე ბარათები ვერ ავლენენ მაინც თავიანთ სრულ პოტენციალს. თუმცა აქვე დავამატებ იმას რომ არის საშუალება იმის რომ გადმოვწეროთ KEY აპლიკაცია ასე ვთქვათ და გაიხსნას 3 და 4 ბარათის მხარდაჭერა. სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავალთ გაგაცნობთ ტემპერატურებს და ხმაურის დონეს როგორც ვხედავთ საკმაოდ გრილი ბარათია და ხმაურის დონეც ძალიან დაბალი აქვს რაც უფრო მეტი სიამოვნების მიღებას იძლევა გეიმინგში ზემოთ ავღნიშნე და აქაც გავიმეორებ რომ დაუტვირთავ რეჟიმში ფანები გაჩერებულია და დატვირთულზე კი ხმაურის დონე შემდეგნაირია ახლა კი ტესტები, რომელთა ნახვის შემდეგ პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ოვერქლოქინგს ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ იდეალურია ეს ბარათი ფასთან მიმართებაში. ვისაც აქვს შეიძენს, ვისაც არ აქვს სურვილი არა მე გისურვებთ ყველას ისეთი სისტემები გქონოდეთ როგორიც თქვენ გულს გაუხარდება. ეს ჩემი პირველი თემაა და ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით თუ რამე ვერ გამოვიდა კარგად. P.S. ეს ბარათი ნამდვილად 8 GB იანია და არა 7.5 როგორც სჩვევია ნვიდიას "მოტეხვა" 500მბ ის :))
  6. MSI ის ვერსიაზე დავწერ ხვალ, მაგის ტესტები დაიდო და ვთარგმნი და დავწერ
  7. MSI 1080 ის რევიუც დაიდო. საკმაოდ საინტერესოა. გადახედეთ :)) http://www.guru3d.com/articles_pages/msi_geforce_gtx_1080_gaming_x_8g_review,3.html
  8. მე ჩანჩალა 560TI მაქვს და არც გავყიდი ამას :DD ისე კი 1070 ს ვუმიზნებდი მაგრამ ისე მიდის საქმე რო ამდ ეს მოვაგდებ. ფანბოი არ ვარ არცერთის და რომელიც უკეთეს ვარიანტს შემომთავაზებს იმას ავიღებ <3
  9. გინდ 350 დოლარი და 400 ღირდეს მხეცი ვერსიები რავიცი მართლა ბესთ სელერი გახდება. პრინციპში სხვანაირად ვერც გაუწევდა კონკურენციას და საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯია. მთავარია მართალი იყოს :)))
  10. ხო ვნახე მეც, რაღაც სასწაულად გაიყიდება მართლა ასე თუ იყო და რატომღაც მჯერა რომ ასე იქნება, მოკლედ დაველოდოთ ცოტა ხანიც და გავიგებთ რეალურად რა და როგორ იქნება უკეთესი
  11. და აქ ასუსის მონსტრიც გამოჩნდა http://www.guru3d.com/news-story/asus-rog-strix-geforce-gtx-1070-spotted.html
  12. ესეც მსი ს მოდელები http://www.guru3d.com/news-story/computex-2016-msi-booth-photos.html
  13. ესეც 1070 ის რევიუ http://www.guru3d.com/articles-pages/nvidia-geforce-gtx-1070-review,1.html 980 TI ის დონეა და ზოგგან უკეთესიც და ეს თუ რეალურია რაც მგონია რომ რეალურია, მეტი რაღა? ::))) 1070 980TI ის დონე თუ იქნება იდეალური ვარიანტი იქნება 400-450 დოლარის ფარგლებში
  14. რაც არ უნდა იყოს მაინც მშვენიერი ნახტომია და დიდი სიამოვნებით დავითრევ 1070 ს :))
  15. რავი, არადა მაგარი იგრა ჩანს და ვიყიდით რამენაირად, ბფ ის ფანი ვარ ყველა ნაწილის თითქმის
  16. მეც 1080 ზე ვარ და კაი ხანს ასე ვიქნები, რა თქმა უნდა გვაწყობს ყველას რაც უფრო მონსტრი სერია იქნება <3
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.