Jump to content

117

წევრი
  • Posts

    38
  • Joined

  • Last visited

Posts posted by 117

  1. რაღაცას ვერ ვაკეთებ აშკარად სწორად  თქვენს სკრინებს რომ ვუყურებ

     

    ავუწიე მეც crysis3-ს და ვარფაითერს  ბოლომდე მაგრამ არაა ესეთი რეალური

     

    ეკრანი მაქ პროსტა 17 იანი და მაგიტომ მაძლევს ჩემი კარტა საშუალებას

  2. რაღაცნაირია

     

    პირველი მაინც ყველაზე მეტად გამისწორდა რა, იმენნა იგრძნობოდა კოსტუმის ძალა

    აქ კიდევ ოპრბიტაზე გაფრენა მაინცადამაინც იმ თანამგზავრთან აღმოჩენა მერე იქიდან ჩამოვარდნა და...

     

    ციყვობაა რა

  3. Acer Iconia B1 ამას აქებენ ყველაზე მეტად მაგრამ პატარაა იმაზე რაც გინდა

     

    Versus TouchTab 9.7DC ამას კიდევ თუმცა პირადი გამოცდილება არ მაქვს

    200 ლარი მართლა ძალიან ცოტაა

     

     

    ამას გარდა იმედია საერთოდ გაქვს ებაიზე რამის ყიდვის გამოცდილება და შენი ასევე დაჟინებული თხოვნიდან ქართულად დაწერეთო იმედია ვინმეს დაიხმარებ ვისაც აქვს

     

    ცოტა ხნის წინ გამოიწერა ერთმა და სხვა ჩამოუვიდა ისიც ნახმარი (იმენა ნახმარი)

     

    ერტი გვერდი ვიცი კიდევ ფეისზე ვიცი რომ ჩამოაქვთ და უკეთესად გაგარკვევენ ტუმცა რეკლამაში ჩამეთვლება თუ არა რომ დავწერო ეგ არ ვიცი

  4. ორი სიტყვით გააჩნია რისთვის გინდა

    უნდა გაითვალისწინო რომ არის მხოლოდ wi-fi და ქსელიანი ვერსიებიც

    და ორი  თვისება არის თაჩის ხარისხი და ეკრანის გაფართოება

    დანარჩენი ჩვეულებრივი ნოუთივით ბატარიის სიცოცხლის ხანგრძლივობა, პროცესორი ოპერატოული რაც მეტი უკეთესი (თუ არ გჭირდება უაზრო)

     

    მოკლედ გოგლის ნეხუსებიდან აარჩიე ჩემი აზრით i პროდუქცია არ გინდა

    ან სამსუნგი

    იაფი ვერსიებიც არის მარა მაშინ კონკრეტულ მოდელებზე უნდა არკვიო

  5. T a S o T T i

    თვითონ ქულერი არ მომიხსნია პროსტა დაემთხვა რომ ზევიდან გავატოკე და მოეხსნა პრობლემა იმის შემდეგ

    და ერთადერთი ლოგიკური აზრი ეგაა იმიტომ რომ რამებიც შევცვალე და იგივეს აკეთებდა

    შემდეგ გასწორდა

     

    ახლა მაქვს კიდევ ერთი უცნაური პრობლემა: იდილეზე როცაა ანუ როცა არაფერს არ ვაკეთებ და რაღაც დრო გადის უცბათ კომპში ყველაფერი იგრუზება პროცესორიც ვიდეოც და ვიჩესტერიც კი ისე რომ თემასაც კი ცვლის აეროდან ბაზიკზე. თავიდან ეგ დრო ემთხვეოდა power plan-ში დაყენებულ დროს სლიფი და ეკრანის ჩაქრობა მქონდა ერთიდაიგივე დროზე

     

    მერე ნორმალის სეთინგები გადავწიე ორივე რომ არასოდეს დაეძინა და არც ეკრანი გაეთიშა

     

    და ნახევარი საათის გასვლის შემდეგ მაინც გააკეთა იგივე ოღონდ power plan თავისით გადაირთო hight performance მოდზე

     

    მერე სამივე მოდზე დავაყენე ყველაფერი რომ არასოდეს არც ეკრანი გათიშოს და არც დაიძინოს და იმის მერე დრო არ მქონდა სპეციალურად დავკვირვებოდი და თავისით აღარც გაუკეთებია. მაგრამ თუნდაც ასე იყოს ეგ გამოსავალი არაა 

     

    თავისით რატომ შეიცვალა პლანი? მინდა რომ ეკრანის ჩაქრობა დავაყენო

  6. მაქვს არჩევანი მობოებზე

    gigabyte p67a-ud5-b3 rev1 და asrock z68 extreme4 gen3

     

    ვიდეოებზე

    msi gtx 650ti და ახლა იმან ვინ მამარაგენს ნაწილებით მითხრა რომ რადეონები hd 6950 არისო საკმაოდ იაფად და ერთი შეხედვით მონაცემებიც თითქოს უკეთესი აქვს ვიდრე ნვიდიას

     

    რას იტყვით პრაქტიკაში როგორია? ცოტა ძველი კია, დირიქსი აქვს 11 (ნვიდიას 11,1) და დენის მოხმარება მეტი

     

     

    მოკლედ მირჩიეთ

     

    და 6970ზეც

  7. memtest–ის და unarc.dll–ის პრობლემა მოიხსნა. ყველაზე იდიოტური მიზეზი აღმოჩნდა რაც შეიძლება ყოფილიყო: პროცესორის გატოკებამ უშველა ალბათ რომელიმე ფეხის კონტაქტი იყო ცუდი.

  8. fx8150-ზე შემიძლია გადავცვალო ეს პროცესორი და მაზერი

    რას ფიქრობთ? იმისი მაზერი ჯერ არ ვიცი რა არის ოღონდ და არც ის ვიცი რა ჯობია რომ იყოს ამაზეც მიპასუხეთ როცა ( :D ) იმ ზემოთდაწერილებზე გამცემთ პასუხს

  9. გარდა ამისა ბევრგან წერია რომ ყველა ES-ს მამრავლი ღია აქვს და ჩემს f8 ბიოსში რაიმე კიდევ ხომ არ უნდა გადავიყვანო მანუალზე 29–ის ზევით აწევის უფლება რომ მომცეს

  10. მამრავლის მაქსიმუმი 29 არის ბიოსიდან

    პს ამ თემის გამოქვეყნებისას შეცდომაზე გამიყვანა და არც ვიცოდი გახსნილი თუ იყო

     

     

    და სხვა გავხსენი აპარატურულ პრობლემებში

     

    გარდა ამისა არის ხალხი რომელიც ზუსტად ამ kონფიდენციალებს ამუშავებს 4,0 ზე უპრობლემოდ ან ძალიან ბევრი იტყუება :)

  11. მოგესალმებით

    ჩემი ამ ფორუმზე დარეგისტრირების მიზეზი თავის დროზე იყო ის რომ აუცილებლად ვაპირებდი კომპიუტერის (რომლის ნაწილების შეგროვებაც მაშინ დავიწყე და რამოდენიმე დღის წინ დავამთავრე) დარაზგონებას.

    თუმცა ახლა მგონია რომ სისტემას პრობლემები აქვს.

    მოდი ჯერ ცოტას დავწერ შემადგენელ ნაწილებზე.

     პირველი რაც გაიჩითა და რამაც საერთოდ გადამაწყვეტინა რომ ცოტა ფულს გადავყრიდი კომპიუტერის აწყობაში იყო intel-ის i7-2600k ES (engineering sample იგივე intel confidential) რომელიც სადღაც 200 ლარის ფარგლებში ვითრიე.

    შემდეგი იყო მაზერი ASROCK Z68 EXTREME4 gen 3 http://www.asrock.com/mb/Intel/Z68%20Extreme4%20Gen3/

    რომელზეც როგორც აღმოჩნდა ჩემი ცონფიდენციალი არ მუშაობდა და როგორც ფორუმებიდან იტყობინებოდნენ არც იმუშავებდა არაფრით. ამიტომ ის გადავცვალე gigabyte ga-p67-ud5-b3 rev1-ზე http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3762

    გარდა ამისა ახლა დროებით მიდგას ერთი ცალი 4 გიგაბაიტიანი http://www.legitreviews.com/images/reviews/1740/modules.jpg და ველოდები ორ ცალ CMZ16GX3M4X2133C11R–ს

    ამას პლიუს msi gtx 650ti, კვება 550 ვატზე cooler master-ის რაღაც საშუალო მაცივარი ჰაერზე და ჩვეულებრივი 500გიგაბაიტიანი HDD. SSD არ მაქვს ჯერჯერობით.

    ამ ყველაფრის ერთად თავმოყრის შემდეგ კომპიუტერი თითქოს ჩვეულებრივად მუშაობდა და არანაირი ტესტები თავიდან არც ჩამიტარებია

    თუ არ ჩავთვლით რომ ეს ცონფიდენციალ პროცესორი სისტემამ ბიოსმა და ტესტერებმა დაინახეს როგორც „0 @ 2.50“ სახელით და მისი სიხშირე როდესაც ბიოსიდან მულტიპლიერი 25 ზეა დაყენებული დეფაულთად ტურბო ბუსტის გარეშე არის 2.5 ნაცვლად 3,4 ისა (2600კ) და ტურბო ბუსტით 2,8 ნაცვლად 3,8–სა

    ეხლა პრობლემა:

    პრობლემის არსებობაში დამაეჭვა თამაშის ინსტალაციამ. ანუ რამოდენიმე რეპაკის ჩაწერისას როცა იწყებდა დიდი დაკომპრესებული  ფაილების ამოღებას გამოქონდა unarc.dll–ის პრობლემა რომლის მიზეზების ძიებისასაც ერთერთი ვერსია ეწერა რომ შეიძლება ყოფილიყო ოპერატიულის პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტე memtest86-is გაშვება. მემტესტმა ოპერატიულის შემოწმებისას გამომიტანა 500 მდე ერორი ორ გადავლაზე როგორც მგონია (ან ორად გაყო მეხსიერება და თითოჯერ გადაუარა ათივე ტესტით) ამის შემდეგ წავედი და ოპერატიულები დროებით შევცვალე რაღაც ორი ცალი ორ გიგაბაიტიანით მაგრამ მემტესტს შეცდომები მაინც გამოქონდა.

    მოიხედავად ამისა იმის შემდეგ რაც ცორსაირი უკან დავაბრუნე თამაში დაყენდა (რამდენჯერმე)

     

    შეკითხვები თქვენთან

    ნაკლებად სავარაუდოა და შეიძლება ის ოპერატიულებიც ცუდი იყო?

    კიდევ რისი პრობლემა შეიძლება იყოს? მაზერი და cpu-ც? თუ მარტო მაზერი

    რას ფიქრობთ საერთოდ მაგ ცონფიდენციალ ცპუ–ზე რომელიც მაქვს

    და იმ ორი მაზერიდან რაც დავწერე რომელი რამდენად ჯობდა

    რა დამატებითი ინფორმაცია შემიძლია დავდო რომ ჩემი პრობლემის უკეთ გაგებაში მოგეხმაროთ

    მე რაც შემეხება ცოტა ადვანსედ უზერი ვარ და ადამიანური ენით ახსნილი წესით უნდა გავიგო

     

    პს

    პოსტის გამოქვეყნებისას შეცდომაზე გადის ფორუმი

  12. დავწერ ჯერ კონფიგურაციას

    i7-2600k-ის (ES) Engineering Sample CPU რომელსაც პროცესორის სახელში უწერია 0 2.500 თუ რაღაც ესეთი ანუ თითოეული ბირთვი მუშაობს 2,5 ზე 3,4–ის მაგიერ როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივი i7-2600k-ს ვარიანტში

     

    მაზერი GA-P67A-UD5-B3 (rev. 1.0) ( http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3762#ov

    bios-ი f8 ჩავწერე

     

    ოპერატიული corsair veneganse 4გბიანი 1600 ერთი ცალი ჯერ მაგრამ მეორე გზაშია ზუსტად ეგეთი და ჩავსვავ იმასაც

     

    ვიდეო MSI GTX 650 Ti (ესეც 660–ით შეიცვლება ალბათ მალე

     

    კვება 550 ვატი, ფირმა არ მახსოვს

     

    გაგრილება დაერის მაქვს, დეეპ ქულის საკმაოდ დიდი მაცივარია მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.

     

    მყარი დისკი ჩვეულებრივი 500 გბ, სსდ არ მაქვს

     

    მე რაც შემეხება, საშუალოზე ოდნავ ადვანსედ მომხმარებელი ვარ და მგონია რომ ადამიანური ენით მითითებების პირობებში არ უნდა გამიჭირდეს შესრულება

     

    დარაზგონებას რაც შეეხება ჯერჯერობით რაც ვნახე ბიოსში არის CPU Multiplier–ის მომატება გარდა ამისა მაქვს ინტელის XTU 2,1 ველი ვერსიაა მაგრამ ახალი 3.2 რომ გადმოვწერე ოპშენები გამიბაცა საერთოდ

    ამ XTU-s მიხედვით fsb არის 100,00 და Multiplier ჩვეულებრივად 25 ან 29 ბიოსის სეთინგების მიხედვით

    ორჯერ ვცადე fsb-s აწევა ერთხელ თითქმის უმნიშვნელოდ და იმუშავა, მეორედ ცოტა მეტზე და ეფლაიზე გადამიტვირთა. იმის მერე აღარ მიცდია, ჯერ ვიკითხავთქო.

    ერთადერთი რაც მახსოვს ამ ინტელის უტილიტადან ისაა რომ მგონი FSB-ს აწევისას ოპერატოულის სიხშირეზეც ემატებოდა და რომ გადამიტვირთა მაშინ 1600–ზე მეტი უნდა ყოფილიყო პრედეფაინედი.

     

    ახლა თქვენგან მინდა რჩევები

    1 იმაზე თუ იცით საერთოდ რა პროცესორი მაქვს და რა შეუძლია

    2 რა იქნება ამ კონფიგურაციისთვის ა) აჩქარება რომელსაც თავისუფლად აიტანს ბ)საშუალო აჩქარება. (ექსტრემალური არ მინდა ჯერ)

     

    ჩემგან რა ინფორმაცია იქნება თქვენთვის მოსაწვდელი კიდევ სახლში რომ მივალ

    ცპუ–ზ მიყენია და დავდებ რასაც მეტყვით

    ასევე მიმაქვს ერთერთი აქაური თემიდან პროგრამების ნაკრები და ცოტა ცოდნა დასაწყისისთვის, ძირითადათ ტერმინები

     

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.