Shopen,
ASUS არათუ მომწონს, არამედ ყველაფერს მირჩევნია. 100დან არცერთს არასდროს ექნება პრობლემა მაზერთან და არცერთ სხვა ნაწილთან, უბრალოდ ასუსი და მინიმუმ 2,2 გჰციანი პროცესორი ძალიან ძვირი ჯდება. ერთიდაიგივე ფასად ეისერს ბევრად კარგი მონაცემებით იყიდი.
barna,
მაზერის გადაწვა ძალიან არასასიამოვნო რამეა, გეცოდინება. ამიტომ თავიდანვე მაქსიმალურად ვიზღვევ თავს, რა მიზეზით გადაიწვა?
ჯამბო,
ფული ხელზე რომ მქონდეს დაუფიქრებლად ვიყიდდი, გენიალური რამეა. მითუმეტეს იდეალურ მდგომარეობაში. მაგრამ მე განვადება მაწყობს.
FC BARCELONA,
ლენოვოს ეგ იდეაპად ფლექსი ძალიან ლამაზია, ნორმალური პროცესორიც აქვს, ბრაუზინგისთვის ძალიან კარგი იქნება და შეხვედრებზე სადაც მომიწევს მისვლა, სიამაყით ამოვიღებ მაგრამ, პესი მაინც ხომ უნდა ვითამაშო ათასში ერთხელ.
და დელს კიდევ მარტო ეკრანი აქვს კარგი, ძალიან ცუდი ვაიფაი რომ აქვს ამას გარდა ძალიან მძიმე და შეუხედავია, რასაც ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელობა აქვს თორემ ტოშიბას ვიყიდდი, მანქანით რომ გადაუარო ერთი წელი მაინც იმუშავებს
დიდი მადლობა ყველას. ველოდები სხვა აზრებსაც.