Jump to content

გუგაეონ

ნიუსჰანთერი
  • Posts

    6617
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    29

Posts posted by გუგაეონ

  1. სტუდია Quantic Dream-ის ხელმძღვანელმა, დევიდ კეიჯმა (David Cage), Eurogamer-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Beyond: Two Souls-ში მოთამაშეები ორ, ერთმანეთის მსგავს სიტუაციას ვერ გაითამაშებენ - თითოეული სათამაშო მომენტი უნიკალური იქნება.

     

    „ყოველი სცენა ახალ განსაცდელს გთავაზობთ, ხოლო თითოეული ეპიზოდი უნიკალური გახლავთ, ისევე როგორც ფილმებში, აცხადებს ბატონი კეიჯი. თამაშის სიუჟეტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ ვითარდება, ასე მაგალითად, ეს როგორც ფილ მომენტოშია (Memento), რაც საინტერესო დინამიკის შექმნის საშუალებას იძლევა. ხანდახან თქვენ შედეგს იმაზე ადრე ნახავთ, ვიდრე მიზეზი განხორციელდება“.

     

    beyond-two-souls-1345394371808399.jpg

     

    მაგალითად, განსაზღვრულ დროს, მოზარდ ჯოდის იხილავთ, შემდეგ ზრდასრულს, ხოლო მოგვიანებით - ბავშვს. მოთამაშე არა მხოლოდ მოვლენების აქტიური დამკვირვებელი გახდება, არამედ თავად მიიღებს მონაწილეობას სიუჟეტის განვითარებაში, შეეცდება თავსატეხებში გარკვევას და მის ამოხსნას.

     

     

    Beyond: Two Souls-ის რელიზი 2013 წლის ოქტომბერში შედგება.

    • Upvote 1
  2. labs-feature-introduced-to-google-play-m

     ალბათ ყველა მკითხველმა იცის რომ Google-ს აქვს შესანიშნავი მუსიკალური ღრუბლოვანი სერვისი Play Music, რომელიც საშუალებას იძლევა 20 000 მუსიკალური კომპოზიცია ავტვირთოთ ჩვენი კომპიუტერიდან სერვერებზე და შემდგომში მოვუსმინოთ მათ Android მოწყობილობებსა და სხვა კომპიუტერებზე, თუნდაც ბრაუზერის საშუალებით. მობილურ აპლიკაციას შეუძლია მუსიკალური კონტენტის ჩამოტვირთვა მომხმარებლის შერჩევითაც.

    პირველ რიგში რაც გვჭირდება ეს არის Google Play Music სერვისზე რეგისტრაცია, რომლის გავლაც საქართველოდან შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა არ არის მხარდაჭერილი ქვეყნების სიაში სადაც Google თავისი ციფრული კონტენტით ვაჭრობს. იმედია ძალიან მალე გვექნება არა მარტო Play Music ასევე Play Store ჩვენი მობილური ოპერატორებისათვის.

     

    მოკლედ შევუდგეთ საქმეს და პირველ რიგში გავიაროთ რეგისტრაცია Goolge Play Music-ზე, რომელიც https://accounts.google.com/ServiceLogin?service=sj&passive=1209600&continue=http://play.google.com/music/listen&followup=http://play.google.com/music/listen-მისამართზე შესვლით იწყება. რა თქმა უნდა ვისარგებლებთ PPTP VPN შეერთებით, რომლის უფასოდ გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს http://usafreevpn.com/. VPN შეერთების ინსტრუქციით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ გადავალ იმაზე თუ როგორ დავაყენოთ ჩვენს Ubuntu-ში შესაბამისი პროგრამები, რომ მოვახდინოთ Play Music-თან დაკავშირება.

     

    პირველ რიგში გვჭირდება Music Manager აპლიკაცია ლინუქსისათვის, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან:

     

    32-ბიტიანი ვერსია:

    http://dl.google.com/linux/direct/google-musicmanager-beta_current_i386.deb

     

    64-ბიტიანი ვერსია:

    http://dl.google.com/linux/direct/google-musicmanager-beta_current_i386.deb

     

    ჩამოტვირთეთ თქვენი სისტემის შესაბამისი ვარიანტი და შეუდექით ინსტალაციას:

    Screenshot-from-2013-04-16-154411-e13661

    ინსტალაციის დასრულების შემდეგ Unity-ს მენიუში აკრიფეთ music

     

    Screenshot-from-2013-04-16-155010-e13661

     

    Screenshot-from-2013-04-16-155149-e13661

    სტატუსის ზოლში მარჯვენა ზედა კუთხეში ყურადღება მიაქციეთ აპლიკაციის იკონას, რომლის საშუალებითაც შემდგომში შეგიძლიათ მართოთ სინქრონიზაციის პარამეტრები.

    Screenshot-from-2013-04-16-1605501-e1366

    ამ ყველაფრის შემდეგ შეარჩიეთ თუ რომელი ფოლდერიდან გინდათ მუსიკის ატვირთვა და დაელოდეთ სინქრონიზაციას, რომელიც თქვენი ინტერნეტთან შეერთების სიჩქარეზეა დამოკიდებული მხოლოდ.

    Screenshot-from-2013-04-16-160931-e13661

    მას შემდეგ რაც დასრულდება ფაილების ატვირთვა თქვენ შეძლებთ ბრაუზერის საშუალებით მოუსმინოთ თქვენს მუსიკალურ ბიბლიოთეკას ნებისმიერი კომპიუტერიდან. რაც შეეხება Ubuntu-ში ღღუბლოვანი მუსიკალური ბაზების მოსმენას შემიძლია შემოგთავაზოთ მშვენიერი აპლიკაცია Nuvola Player-რომლის დაყენებაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ტერმინალიდან შემდეგი ბრძანებების კრეფით:

     

     

    sudo add-apt-repository ppa:nuvola-player-builders/stable

    sudo apt-get update && sudo apt-get install nuvolaplayer

     

    Screenshot-from-2013-04-16-161432-e13661

     

    ამის გარდა ჩამოტვირთული მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერი მუსიკალური ფლეერით, რომელიც Linux ოპერაციული სისტემისათვის უამრავია პროგრამული უზრუნველყოფის ოფიციალურ და არაოფიციალურ რეპოზიტორიებში.

     

    წყარო: http://go.ge/2013/04/16/ubuntu-rogor-davaqhenoth-google-play-music/

    • Upvote 6
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.