Jump to content

Gik.

წევრი
  • Posts

    797
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Gik.

  1. 5 hours ago, Fatal Fighter said:

    @Gik. აი დღეს დილით უბრალოდ შევამოწმე და პინგი 20-ით მაღალია :დ

    არ ვიცი რა ხდება, პინგფილტრი მოხსნეს თუ რა ვერ გავიგე

    დღეს 1-2 სერვერზე 10 წუთით წავითამასე და პინგი კი მქონდა 85 მაგრამ ლაგის გარეშე და არც 150-ზე იყო ვარდნები :) აშკარად ამათი პრობლემაა თან სულ ცალფეხზე კიდიათ პინგი მთავარია გადმოწერის სიჩქარე დააფიქსიროს ! 

     

    ping 213.157.196.132 -t  << ეს გაუშვი აბა რო მოიცლი მერე cmd-ში ერთი ორი წუთი და პინგს როგორ დააფიქსირებს :) ჩემთან 1-დან 10-მდე თამაშობს და ხანდახან გამოხტება ხოლმე 90-100

  2. 42 minutes ago, Fatal Fighter said:

    ეგ უკვე რაღაც სერიოზული პრობლემაა

    ყველაზე საზიზღრობა ის არის რომ ვერავინ ვერ გეხმარება ასეთ დროს :) აი მაგალითად გუშინწინ დაახლოებით 4-5 მატჩი ვითამაშე მეგობრებთან ერთად იმათაც ის პაკეტი აქვთ ინტერნეტის რაც მე და ამათზე 10-ით მეტი პინგი მქონდა მაგრამ ლაგი არ იყო და არც ასე ქაჯივით ვარდნები არ ქონდა 150-ზე და ზევით (( დარეკავ და აზრი არ აქ ვერ გეხმარებიან! რა ვქნა ავდგე ეხლა და ყველაფერი გამოვცვალო ამის გამო? მე ვატარო ექსპერიმენტები რისი ბრალია? თუ ესენი ვალდებულები არ არიან? 

     

    14 minutes ago, MaKaSaRa said:

    ლოკალური პრობლემაა როგორც ჩანს თორე ჩემთან და ჩემს მეგობრებთან წლების მანძილზე მაგთის ინტერნეტზე ერთიდაიგივე პინგია. სხვადასხვა სიჩქარიანი პაკეტები გვაქვს თან. 100მბ-იანზე , 50 და 20ზე ერთიდაიგივე პინგია

     

    მეხუთე წელია უკვე რაც ამ სახლში ვცხოვრობ და ამის წინ სადაც ვცხოვრობდი იქაც მაგთის ინტერნეტი მქონდა მაგრამ ამნაირი არასდროს არაფერი მომსვლია :) მეგობრებთან ერთად ვთამაშობ მეც. იმათაც იგივე პაკეტი აქვთ ზუსტად რაც მე და სტაბილურად აქვთ პინგი არანაირი პრობლემა არ შექმნიათ(( ჩემთან გავირდა როგორც ჩანს არადა გადმოწერის სიჩარე speedtest-ზე რაც მეკუთვნის იმას აჩვენებს

  3. 1 hour ago, Fatal Fighter said:

    ტეხამს

    სილქი პინგების ამბავში ცუდია ეგ კი

    ესეას მოკლედ სიტუაცია ჩემთან

    UWcCf0H.jpg

     

    თავიდან გერმანული სერვერებია მოდის, მერე რუსული და მერე ფრანგულები

    ჰოდა პერიოდი მქონდა ფრანგულზეც საკაიოფდ ვიყავი, პერიოდი რუსულზე მქონდა 50იც კი

     

    დღეს ფეისითზე 2 ვითამაშე და ორივე გერმანულზე, 60-65 ანახა ნეტგრაფმა

     

    აი რეფრეშს რო ვაძლევ სერვერებზე მანდ პირველ დაჭერაზე 70  პინგს აჩვენებს მეორეზე 120-ს :დდ აი ასე წამიერად თამაშობს ესეთი რაღაც არ მინახია ამდენი წელია ონლაინ თამაშებს ვთამაშობ

  4. 4 hours ago, Fatal Fighter said:

    გიო არ გამოსწორდა პინგების ამბავში შენთან?

     

    ახლა ვნახე და საკაიფო პინგები მაქვს გერმანულზე

    დღეს არ მითამაშია საერთოდ და წუხელ მმ-ზე მჭირდა ის უბედურება რაც წინაზე ვთქვი 80 პინგით დავიწყე და საშნელი ლაგები მქონდა რო ვმოძრაობდი 130-150 ამდიოდა პინგი :) სილკი გავტესტე ძმაკაცთან და იქ ყველაზე კაი ვარიანტშიც 90-100 პინგით თამაშობს :დდ ტაკ შტო დიდად გამოსავალიც არ მაქვს ველოდები ამათ გამოსწორებას + პარალელურად როუტერებს ვუზივარ იბეიზე აუქციონებში 

  5. 49 minutes ago, George said:

    ამ ახალში გეიმ მოდი game bar-იან შეგიძლია თურმე ჩართო და გამორთო მარტო, მაგის მენიუს გამოჩენა კი Win+G ღილაკების კომბინაციით შეიძლება და მაქედან ურთავ ან უთიშავ უკვე, სხვა სეტინგების შეცვლაც შეიძლება, წინა ვინდოუსში არ ჭირდებოა მაგის გაკეთება, დეფოლტზე კი ამ ახალში როგორც მივხდი გეიმ მოდი გათიშული ყოფილა საერთოდ

    windows 10 RC4 UI concept

    DNd5ukhXkAAnpdA.jpg:large

    რომელია ეს? რა სხვანაირი ვიდი აქვს :)

  6. წეღან ველაპარაკე კიდევ ერთხელ და თუ ჩლუგნები არ ყავდეთ და ტყუილად არ უხდიდნენ ფულებს უნამუსო ვიყო :დდ  გავატესტინე პინგი როუტერზეც და როუტერის გარეშეც ! როუტერზე პინგს არ აჩვენებდა და პირდაპირ რომ შევაერთე 130-ები ამოყარა ! კაბელის ბრალი არ არისო აბა რა ჯანდაბის ბრალია? როუტერის ბრალიც თუ არაა :|

  7. 3 hours ago, KIBORG said:

    მეც იგივე პრობლემა მაქვს,სილკის ოპტიკა მაქვს.ტენდა მქონდა და როუტერს ვაბრალებდი,მაგის გამო ვიყიდე linksys ea6500,მაგრამ პრობლემა ზოგჯერ ისევ იჩენს ხოლმე თავს.სილკში რომ ვრეკავ ჩვენგან არ ფიქსირდება ხარვეზიო,არადა ვინდიც გადავაყენე და ლეპტოპზეც იგივე პრობლემა მაქვს.

    Sent from my SM-A710F using Tapatalk
     

     

    სილკსაც და მაგთისაც ერთი პრობლემა? არ ვიცი არ ვიცი დამაფიქრებელია უკვე :დდ რაღა ჯანდაბა ვქნა აბა ქვეყნიდან ხომ არ წავალ წესიერი ინტერნეტისთვის ! რა ვინდოუსი გიყენიათ ისე? შეიძლება რაიმე კავშირში იყოს? რეალურად დროც ემთხვევა სადღაც 12 დღეა რაც ეს ვინდი დავაყენე და ორი კვირის წინ ასეთი პრობლემები არ მქონია :facepalm: მაგასაც ვცდი ! ისე ონლაინში თუ თამაშობ რამეს ? და როგორი პინგი გაქვს სილკზე? 

     

    2 hours ago, George said:

    ახალი აქცია გაუშვეს ეხლა მაგთიზე რუსთავში: https://www.magticom.ge/ka/internet-tv-offer-for-rustavi მაგრამ მე აღარც კი გადამირეკია რომ დამიკეს და ეგეთი პირობები შემთავაზეს 6 თვით, ჩემთან სილკნეტის ოპტიკური საათივით უბერავს და სულ რაღაც 28 ლარათ თვეში 140 არხამდე მაქვს (ნუ როგორც წესი სულ მცირე რომელიმე დამატებითი პაკეტი უფასოთ არის ხოლმე ბოლო თვეებია გააქტიურებული ლაიტპაკეტის კანალების გარდა) და რაც მთავარია ღამის საათებში 7000კბ.სეკ აკაჩავებს ტორენტებიდან, რაც მაგთიზე არ მქონია ნამდვილათ ბონუს ქულებითაც კი, ხო ისე ბონუს ქულები სილკზეცაა:

    სილქნეტი მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!
    დააგროვე Silk ქულები ყოველთვიურად მომსახურების ღირებულების გადახდისას და აირჩიე საჩუქრები
    1
    დარეგისტრირდი პორტალზე Mysilknet.com
    იმისთვის, რომ გახდე Silk კლუბის წევრი, საკმარისია დარეგისტრირდე პორტალზე Мysilknet.com და მიიღე საჩუქრები სილქნეტისგან
    2
    დააგროვე ქულები
    დარჩი ჩვენთან დიდხანს და ავტომატურად დააგროვე Silk ქულები სილქნეტის სერვისების ღირებულების ყოველი გადახდისას
    3
    გაიაქტიურე სერვისები საჩუქრად
    გადაცვალე დაგროვებული ქულები Silk კლუბის საჩუქრებში
    გაიგე მეტი
    როგორ ვაგროვებ Silk ქულებს?
    Silk ქულების დაგროვების რამდენიმე გზა არსებობს:
    1000 ქულა საჩუქრად. Mysilknet.com-ზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი ერთჯერადად საჩუქრად მიიღებს 1000 Silk ქულას.
    სერვისების ღირებულების გადახდისას. ქულების დაგროვება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში სარგებლობთ სილქნეტის სერვისებით. რაც უფრო დიდხანს ხართ ჩვენი აბონენტი, მით მეტ ქულას აგროვებთ სილქნეტის მომსახურების ღირებულების გადახდისას:
    გადახდილი თანხის 5%. თუ 12 თვე ჯერ არ გასულა, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 10 Silk ქულა.
    გადახდილი თანხის 6%. თუ 24 თვე ჯერ არ გასულა, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, მაგრამ 12 თვეზე მეტია სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 12 Silk ქულა.
    გადახდილი თანხის 7%. თუ 24 თვეზე მეტია, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, მაგრამ, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 14 Silk ქულა
    ახალი სერვისების დამატებისას. სილქნეტის ყოველი ახალი სერვისის დამატებისას*, საჩუქრად მიიღებთ Silk ქულებს:
    800 Silk ქულა - ინტერნეტს ან Silk TV-ს დამატებისას
    400 Silk ქულა - ყველა სხვა სერვისის დამატებისას.
    *გაითვალისწინეთ, რომ Silk ქულების დაგროვება არ ხდება მომსახურების ინსტალაციის ან/და მოწყობილობის ღირებულების გადახდისას

    ეხლა კაკრაზ 6% გადავალ შემდეგი თვიდან მგონი, თუ ფასიანში გადავიდა რომელიმე ბონუს ქულებით გააქტიურებული ბონუს პაკეტი, ურეკავ ცხელხაზზე და ათიშინებ,მერე კი როცა გაგიხარდება ისევ შეგიძლია გააქტიურება ბონუს ქულებით, ჩემი აზრით ეს ორი პაკეტი ბევრს გამოადგება ვინც სისტემატიურათ აკაჩავებს რაღაცეებს და ძალზე ძვირის გადახდა არ სურს ინტერნეტში:

    http://silknet.com/?module=additional_service&type_id=18&product_id=2&service_id=2&language=ge

    http://silknet.com/?module=news&id=95&type_id=6&language=ge

    მე ორივე გააქტიურებული მაქვს, ბუსტს ბონუს ქულებით ვააქტიურებ ხოლმე და ღამის ექსპრესში 5 ლარს ვიხდი დამატებით,ანუ 23 მაგივრათ 28 ლარს თვეში, ტელევიზორი კიდე  10 საათი მაინც იქნება დღეში ალბათ ჩართული და არანაირი დასირები და ჭედვები არა აქვს, გადახვევებიც შუსტრათ მუშაობს, ნუ მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ ზატო ინტერნეტს აქტიურათ ვიყენებ დიდი ნაგრუზკებით და არანაირი ხარვეზები და პაკეტ ლოსები არ დამიფიქსირებია აქამდე

    ბედნიერი კაცი ხარ რო არ გაინტერესებს პინგი :) გადმოწერით კიდე მე არაფერს არ ვიწერ და სანამ პინგს არ გამოასწორებენ 3000-ით გადმოვიწერ თუ 7000-ით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რაც მაქვს ისიც მყოფნის

  8. 25 minutes ago, Fatal Fighter said:

    აუფ, ჩემთანაც იდენტური პრობლემაა და მეც როუტერი მგონია, იმედია გლობალური სახის არ არის ეგ პრობლემა და მართლა მხოლოდ როუტერია

    full buy-ს რომ გავაკეთებ ბოლო კაპიკებით და რომ გამიჭედავს მაგ დროს მერე მეც ვჭედავ :lollol:

    D2  ლონგს რაშავდნენ და A  საიტზე გადადიოდნენ უკვე სმოუკები დაყარეს CT-ზე ხოდა მეთქი ზევიდან ფლეშით სმოუკში გავურაშავ და ზურგში მოვკლავ სასტავს თქო CT-ზე რო გამიჭედა ლონგის პლატფორმაზე ვეგდე მკვდარი პინგი რო დაეცა :keh2::keh2:  სილკს აქვს სერიოზული აქციები ეხლა და როუტერმა თუ არ უშველა მაგ ამბავს მე მაგთიზე გამჩერებელი არ ვარ 

  9. 41 minutes ago, Fatal Fighter said:

    ტაბს არც ვუყურებ ხოლმე, ნეტ გრაფში რასაც მანახებს ეგაა ხოლმე, ზოგჯერ 70-ზე დაბალიც არის

    როუტერი მეც გამოსაცვლელი მაქვს

    გააქვს რომელიმე ამორჩეული? ეს სტანდარტული 1 ანტენიანი ტპ ლინკები აღარ მინდა ( + ეხლა ვატყობ ბოლო 1 კვირაა აი მიკრო გათიშვები აქვს ინტერნეტს სადღაც 30 წამი გაიჭედება და გაიშვებს ისევ რავი მე მაინც როუტერს ვაბრალებ ესენი თუ არ მატყუებენ მაგთიში რამეს

  10. 9 hours ago, Fatal Fighter said:

    ჰო, რამდენჯერ მინდოდა დაბრუნება სიჯისეზე, პინგის გამო, უბრალოდ მეზარებოდა ჩალიჩი თორემ, როგორც ვუყურებ ახლა, ძალიან კარგი პირობები აქვს და კარგი სტაბილურიც არის.

    თუმცა 50 და უფრო დაბალი პინგი მარტო შვედურ სერვერებზე აქვს მგონი, გერმანულზე მაღალი აქვს საკმაოდ

    მაგთიზე თუმცა, ახლა ყველგან 70+ არის...

    ძმაკაცს ქონდა რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და თავიდან ეგ ინტერნეტი შეიყვანა . რავი ჩემზე ცუდი პინგი არცერთ სერვერზე არ ქონია ან ჩემსავით  ან ჩემზე 20-25 პინგით დაბალი ქონდა :დდ მაგ 70+ პინგს სად გიჩვენებს ? tab-ში მეც 70-75 მიწერს მაგრამ console-ში და net_graph-ში 20-30 ით მეტს :facepalm: აი წუხელ მაგალითად 1 წამში 1000+ მქონდა პინგი :lol: სადღაც 2 წუთში ჩაწყნარდა და დაეცა 90-ზე ამნაირი კვერცხობები პირველად მჭირს აი სულ სულ პირველად რო შემოიყვანეს ოპტიკური ინტერნეტი იმის მერე ამათი მომხმარებელი ვარ და ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ მქონია მსგავსი პრობლემა რომ 1000-ზე ამვარდნოდა პინგი ! ამათ რომ ურეკავ ჩვენი ბრალი არ არისო ამბობენ და რა ჯანდაბა ვქნა ეხლა როუტერის გამოცვლას ვაპირებ ესეც თუ არ უშველის ერთს საბოლოოდ დავურეკავ კაი გემრიელად ვაგინებ და გადავბარგდები სილკნეტზე :) ვიცი ესენიც ნაგვები არიან პინგის ამბავში მაგრამ პრინციპის ამბავია უკვე ! 

  11. 9 hours ago, OpTiMeR said:

    პასუხი ვერანაირად იქნება ერთმნიშვნელოვანი. გააჩნია ფართს, კედლების დაგეგმარებას, მოწყობილობების რაოდენობას. ესე არ არის რო აი 'ის' ბრენდი საუკეთესოა და 'ეს' არ ვარგა. წარმადობას გააჩნია, სიკარგე ნიშნავს პერფორმანსი შეფარდებული ფასთან. საუკეთესო შენთვის ისაა, რომელიც აფსოლუტურად აკმაყოფილებს მოთხოვნას.

    სიტყვაზე სახლი 70 კვადრატია და სულ 2 ოთახია, რომელთა შორისი კედელიც საკმაოდ თხელია, ან უბრალოდ გიბსო-კარდონის ტიხარია, სრულებით საკმარისია ბიუჯეტური 50 ლარიანი როუტერი, რომელიც არც ძალიან მაღალ სიხშირეზე მუშაობს (სახლში მაღალი სიხშირის რადიო სიგნალების ქონა არ არის კარგი) და იმ სისწრაფეს ატარებს, რასაც შენი ინტერნეტ პროვაიდერი გაწვდის. 

    კორპუსის ბინაში ვარ კვადრატულობა ნამდვილად არ ვიცი მაგრამ 80-იქნება ალბათ. Tp-link-ის 1 ანტენიანი უბრალო როუტერი მიდგას ეხლა და გამაწამა მეორე ოთახში 2 ხაზზეც არ იჭერს ! რაც დავლინკე ეგ აქვს ჩემს მეგობარს და სახლში კი არა უბანში იჭერს ჯიგრულად :) ანუ თუ ყიდვაა ბარემ ნორმალური ვიყიდო მირჩევნია არც ამ კორპუსის ბინაში ვაპირებ სამომავლოდ ცხოვრებას ამიტომ მაინც გამოსაცვლელი მაქვს როუტერი და სამომავლოდ საყიდელი რო აღარ გამიხდეს ისეთ ვარიანტს ვეძებ 

     

    6 hours ago, lasha1616 said:

    კარგი ბრენდია ნამდვილად, მეც ლინკსისი მაქვს E2000 უკვე 6 წელია (აქედან 5 წელი თავის firmware-ზე იყო, 1 წელია დაახლოებით Tomato-ს ერთ-ერთი დისტრიბუტივი მიყენია, უფრო კონკრეტულად ეს http://tomato.groov.pl/ ) და ამ დროის განამვლობაში ერთი რესტარტიც არ დასჭირვებია. სახლში 6 wifi მოწყობილობა და 2-3 კომპიუტერი კაბელით, ამ დატვირთვას მშვენივრად ართმევს თავს.

    რაც შეეხება wifi სიგნალის დაჭერას, მაგალითად iPhone 5-ს და Huawei Ascend Y511-ს უჭირს სიგნალის მიღება იქ სადაც ჩემი ტელეფონი მაინც იჭერს დაბალზე. ჩემ სახლში (4 ოთახიანი) ეს wifi როუტერი ზუსტად სახლის კუთხეში მიდევს და ამავე დიაგონალის სახლის კუთხეში ჩემი ტელეფონი პრაქტიკულად ვეღარ იჭერს სიგნალს.

    ასე რომ გააჩნია შენს მოთხოვნებს, ფინანსებს, სახლის მდებარეობას/კონსტრუქციას, სად აპირებ დადგმას და ა.შ.

    http://www.tp-link.com.au/products/details/TL-WR740N.html  ეს მიდგას ეხლა თავის დროზე 35 ლარად ვიყიდე და თავისი საქმე 5-ზე შეასრულა ალბათ მოჭამა უკვე თავისი დრო :) სიმართლე გითხრა არც ის ვიცი კონკრეტულად როუტერის ბრალია თუ არა მაგრამ სხვა რას დავაბრალო ? ჯერ ვაერლესით დაიწყო ანუ მიღებას კარგავდა სადღაც ყოველ 10 წუთში ყველა მობილურ მოწყობილობაზე რაც სახლში მაქვს! მანამდე არ მივაქციე ყურადღება სანამ კომიუტერზეც არ დაიწყო იგივე ხანდახან გაითიშება ესე 30-40 წამით და გააგრძელებს მერე ისევ + პინგი თამაშობს ძალიან უაზროდ 70-დან შეუძლია 300-ზე ავარდეს და დასტაბილურდეს 90-100-ზე გარკვეული პერიოდი შემდეგ ისევ აიწიოს და ა.შ :) მაგთიდან ჩვენი ბრალი არ არისო ნუ ამათმა სხვა მაინც არაფრის თქმა არ იციან და დამრჩა ერთადერთი ვარიანტი როუტერის გამოცვლა.ამიტომ მირჩევნია ცოტა მეტი მივცე და მოვიშორო ამის პრობლემა

  12. 2 minutes ago, მათე said:

    caucasus მშვენიერი იყო კაცო რას ერჩი. სად გაქ 80 პინგი რომელ სერვერზე?

    80 ? ეგეც აღარ მაქვს :დდ გერმანულებზე მაქვს 100-110 როცა 70-ს არ ცდებოდა (( არა არაფერს არ ვერჩი 37 ლარს ვიხდი მარტო ინტერნეტში და არც ის 70 არ უნდა მქონოდა Co-ის დროს :) CGC რომ არის რუსთავის ინტერნეტი იმას აქვს 40-50 ბოლოს და ბოლოს 

  13. მაგარი ჩაბანძებულია ჩემთან მაგთი :) პინგი 80-იც სანატრელი გამიხადეს ამ ტრაკებმა ! ჯერ caucasus-ი რაიყო ამათმა იყიდეს და სულ გააფუჭეს !

  14. 43 minutes ago, MaKaSaRa said:

    ეგრე 14 აპრილიდან დღემდე ჩემთან 10 081 event-ია ))) მაგრამ სისტემა ძირითადად გამართულად მუშაობს. რაიმე თვალშისაცემი პრობლემა არ წარმოშობილა. ნუ პროგრამული ყოველშემთხვევაში

    ხო ნუ ალბათ ჩემთანაც ეგ ამბავი იქნებოდა უბრალოდ არ შემიხედავს აქამდე  :) George რომ დებს ხოლმე სურათებს დამაინტერესა და ეხლახანს შევამჩნიე ეს ამბავი თორე პროგრამულად არც ჩემთან ქონია ხარვეზები

  15. 35 minutes ago, OpTiMeR said:

    event viewer-ში იმდენი ლოგია მაგათ რო უყურო ვინდოუსი საერთოდ არ უნდა დააყენო. ზოგს არანაირი კავშირი არ აქვს პერსონალურ კლიენტთან და უფრო სასერვერო სექტორებს ეხება, workgroup-ები დ ა.შ. დაჟე დააკვირდი თუ გინდა, სრულიად ახალ დაყენებულზეც, პირველ გაშვებაზე შედი მანდ და ერთი 20 ლოგი დაგხვდება

    20 არა მაგრამ 150 ნამდვილად იყო (( არასოდეს მანდ არ შემიხედავს პროსტა აქ რო სურათები დაიდო მეც გადავხედე პირველად :დდ  279 ერორი მაქვს ამწამს ( 

  16. თამაშების ამოკეცვა უჭირს ჩემთან :) 1607-ზე უბერავდა ჯიგრულად 1703-დან გაუბერა და ამ ვერსიაში უფრო რთულადაა საქმე :დ მაუსის მოძრაობა არ მომწონს ხანდახან ონლაინში თუ თამაშობთ ვინმე იქნებ თქვენც შეამჩნიეთ? საერთო ჯამში კარგი რამეა მარტო CS:GO-ში დაახლოებით 50-60 ფპს მოიმატა რა ჯანდაბის ხარჯზე არ ვიცი  :lol:

  17. 4 minutes ago, ottko said:

    bali მაქვს და მაგალი პროფილი მეც გავაკეთე და არც მე გამატარა + მაგალი აპიც მარტო მაგთი ზე მუშაობს 

     

    რო გააუქმო ჯერ უდნა გადაიხადო დავალიანება

    კაკრას სილქნეტს კაი აქციები აქვს ეხალა 

     

    დავალიანება არ მაქვს მაგრამ რომ არ გავაუქმო და ფეხებზე რო დავიკიდო ვის რას მოთხოვენ ? სახელზე და გვარზე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული ჩემი არც პირადი მონაცემები აქვთ არც ტელეფონის ნომერი :) სიტყვაზე ვამბობ როგორი ტრაკულადაც იქცევიან ისე რო მოვექცე ვის რა ფეხებს მოჭამენ თქო ანუ ის დავალიანება რაც გათიშულ დღეზე ემატება რო არ გადავიხადო 

  18. 6 hours ago, მათე said:

    ამათზე დებილები თუ არსებობდეს ვინმე რა. ინტერნეტის ექაუნთის ამბავი გავარკვიე, მაგრამ მაგ ნომრით რომ დავრეგისტრირდე და რო წერს მაგთი ან ბანიო ეგ არის ნომრის ანგარიშის შესამოწმებელი საიტი. ხოდა რა მინდა ვთქვა ეს დედააფეთქებული ასეთი ძნელია ნომრის შემოწმება რომელ ქსელს ეკუთვნის? რატო გამატარა რეგისტრაცია ჯეოსელის ნომრით და მერე მიწერს რომ ჯეოსელის ნომერზე მომსახურება არააო და მაგთი და ბანი უნდაო. იმინა დებილები არიან. დებილებიიიიიი.

    დედა მო#&#036;%@#%# ამათიიიიიიი!!!!!!! აუ რა გაბრაზებული ვარრრრრრრ.

    ჯეოსელის ნომრიდან რეგისტრაცია გამატარა პაროლი მეყენა Magtisucks :D ხოდა ვურეკავ და ვეუნები გააუქმეთ ეგ ექაუნთითქო, საერთოდ რატომ გამატარა ჯეოსელით და მერე მიწერს რომ მაგ ქსელზე არააო და შანსი არაა ვერ გაივლიდითო. მეთქი აგერ გახსნილი მაქვს და მიკარნახეო ნომერი და პაროლიო. ვუკარნახე ნომერი და პაროლს როგორ ვეტყოდი Magtisucks-ს ხოდა ავდექი და პაროლი დაგავიწყდათს დავაჭირე და უცებ დავაყენე qwert123 ხოდა ვუკარნახე. არ შედისო შანსი არააო ჯეოსელით ვერ გაივლიდით რეგისტრაციასო. მეთქი გახსნილი მქონდათქო 2 წუთის წინთქო და პაროლი რო შევცვალე მერე აღარ შედისთქო და მოგეჩვენათო რეგისტრაციას ვერ გაივლიდითო. დედა მო**ყააააააააააააან (ბევრი ა რო ეწერა ცენზურა არ დაადო და მე დავადე *-ები :D)!!!!!! ბლიად უნდა მეთქვა ის Magtisucks პაროლი და ნახავდა თუ არ შედიოდა.

    magtisucks რატო ვერ ეტყოდი ვითომ? პირველი ხარ თუ თითონ არ იციან რეებიც არიან? მეც ვერ გავიარე რეგისტრაცია იმის გამო რომ საკონტაქტო ნომრები რითიც caucasus-ში გავიარე რეგისტრაცია არჩერთი აღარ მაქვს :) რა მაინტერესებს ეხლა? ვაბშე რო ფეხებზე დავიკიდო და სილკზე გადავიდე რას იზავენ ესენი? ანუ მაგთი რო აღარ გადავიხადო და სილკი შემოვიყვანო 

  19. 1607-ის სუფთა ვერსია სად შეიძლება ვნახო ?  ყველაზე სტაბილურად და გემრიელად მაგ ვერსიაზე ვიყავი თითქმის 1 წელი გადაუყენებლად მეყენა ყოველგვარი პრობლემების გარეშე !

  20. 6 hours ago, OpTiMeR said:

    და გგონია რომ რადგან შენგან კონკრეტულ სასარგებლო ინფორმაციას ვერ მიიღებს, სარგებელს ვერ ნახავს რო მოუნდეთ? იქ არამგონია კონკრეტულად ერთ კაცზე იყვნენ მიმართულნი. მასაზე დაკვირვება, სტატისტიკა, ვინ სად, რას აკეთებს, ყველაფერს ხედავენ. ტელემეტრია მარტო ტახომეტრის მზომავი კი არ არის... ყველას საკუთარი აზრი აქვს გასაგებია. ყველაფრის მიუხედავად მე არ ვფიქრობ რომ ეს ასე უბრალოდ უნდა გაატარონ. ცოტა ღრმად ჩაფიქრებაა საჭირო და მოვხვდებით რატომაც. აქ მარტო საკუთარ თავებზე არ უნდა ვიფიქროთ, თორე მე და შენ რომ არ გავცემთ სახელმწიფო საიდუმლოს ეგ გასაგებია, არც მაქვს და... :) 

    ხო მაგ სტატისტიკის მონაწილე იმ დღიდან ვართ როცა სოციალურ ქსელებს მივეტანეტ :) facebook-ზე სტატუსებად წერენ პოლიტიკოსები მაგ სახელმწიფო საიდუმლობებეს უკვე )) პირად მიმოწერაში როგორი შიბლები არიან წარმოდგენაც აღარ მინდა !

     

     

  21. 29 minutes ago, მათე said:

    Dutch DPA: Microsoft breaches data protection law with Windows 10

    იკვლევდნენ windows 10-ს და ასეთი დასკვნა გამოიტანეს.
    https://autoriteitpersoonsgegevens.nl/en/news/dutch-dpa-microsoft-breaches-data-protection-law-windows-10
    Microsoft breaches the Dutch data protection law by processing personal data of people that use the Windows 10 operating system on their computers. This is the conclusion of the Dutch Data Protection Authority (DPA) after its investigation of Windows 10 Home and Pro. Microsoft does not clearly inform users about the type of data it uses, and for which purpose. Also, people cannot provide valid consent for the processing of their personal data, because of the approach used by Microsoft.
    2018 წლის 25 მაისს ძალაში შედის ევროპის ახალი კანონი ციფრული მონაცემების დაცვის შესახებ.
    http://ec.europa.eu/justice/data-protection/reform/index_en.htm
    ასე რომ სავარაუდოდ MS-ს მოუწევს ევროპის კანონებთან თავსებადი windows 10-ს ვერსიის გამოშვება, თუ არა დაკარგავს ამ ბაზარს :D

    მომწონს იმაზეც რო საუბრობენ რომ update-ებით ხდება სეთინგების დარესეთება.

    ip_ების დაბლოკვა კი არაფერია. კორტანაზეც მასე ქნეს და ვეღარ ითიშებოდა ეხლა skype-ში თუ დაამატებ ვეღარ ამოშლი. ახალი ფუნქციებიც დაუმატებიათ :D

    Goodbye privacy? Cortana reads Skype chats, interjects in conversations

    რომც გამორთოთ კორტანა MS მაინც ხედავს ყველაფერს skype-ში. even if Cortana is disabled, Microsoft still collects Skype data and conversations, as Skype does not have end-to-end encryption.

    https://hotforsecurity.bitdefender.com/blog/goodbye-privacy-cortana-reads-skype-chats-interjects-in-conversations-19053.html

    ახლაც არ გჯერათ რომ windows 10 არის უსაშინლესი windows და MS კი მთლად გავიდა თავს. როდის ყოფილა მსგავსი რამ ამ დონეზე რომ ქვეყნები იკვლევდნენ ასეთ დონეზე windows-ს და მის მიერ ჩუმად მოპოვებულ ინფოს მომხმარებლებზე.

    დაჯერებით ვის არ ჯეროდა? უბრალოდ უმეტესობას არ აინტერესებს ! ინტერნეტი მომხმარებელი იყო და საკუთარი პრივატულობა დაცული გეგონოს 2017 წელს ძაან ოპტიმისტი უნდა იყო :) მაშინ საერთოდ არ უნდა გაეკარო ინტერნეტს თუ ასე გაწუხებს ეს ფაქტი! მითვალთვალონ და იყვნენ მაიკროსოფტი თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ათასი წელი ვერ მიიღებს ჩემგან და იყვნენ არ მიშლის )

    • Upvote 3
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.