Jump to content

it19

წევრი
  • Posts

    557
  • Joined

  • Last visited

Everything posted by it19

  1. შენ თუ აიტი გინდა ქსელების პონტში უნივერსიტეტში მაგ განხრით თითქმის ვერაფერს ვერ ისწავლი. პროსტა ჩააბარე იმაზე რაც ყველაზე გიადვილდება დიპლომისთვის და დალშე გააგრძელე ცისკოს სწავლა. თუ ინგლისური გეცოდინება მთლად კარგი საერთაშორისო სერთიფიკატს იძლევიან 3 თვიანი კურსის მერე. მეტს საქართველოში აიტის განხრით ვერაფერს მიაღწევ თუ შენით არ იჩიჩქნე ინტერნეტში
  2. მგონი მიხვდები ცოტათი რაშია საქმე
  3. დახასიათება უნაკლო : D სხვა ვარიანტი უნდა იყოს რამე .... ჯეოსელის 21ბეგაბიტიანი რომაა ის კაი იქნება ?
  4. გამარჯობათ. ბილაინის მოდემის ყიდვა მინდა ... ნუ ვიცი რო ქუთაისში თბილისში და მსგავს ადგილებში კარგად მუშაობს მაგრამ მაინტერესებს ქალაქ გარეთ როგორ იმუშავებს ... ან თუ ღირს საერთოდ მაგ მოდემის ყიდვა თუ გქონიათ ვინმეს და რამდენად გამომდგარია ?
  5. ebay დან მინდა გამოწერა და მაინტერესებს თუ შეიძლება რომელიმე გადამზიდი კომპანიის მისამართი ჩავწერო გამოწერის დროს ? ან საქართველს მისამართი რომ ჩავწერო ვინ ჩამოიტანს და რამდენს გადამახდევინებს კილოში ? ანდა რამდენი ხანი დაჭირდება ჩამოსვლას ?
  6. ebay დან მინდა პროცესორის გამოწერა და bestex.geის ამერიკის მისამართი რომ ჩავწერო რაიმე პრობლემა ხო არ იქნება ?
  7. მაგრამ რა შუაშა ეგ ფბსთან მაინც არ ვიცი ?
  8. ჰო მე დავპოსტე ! ერთ კომპზე გავასწორე დრო და შედეგიც გამოიღო.
  9. ფაიერვოლში ტყუილად ვეჩალიჩე !? : D იმედია ეგ უშველის
  10. გადასაყრელი ფული თუ აქ გაჭირვებული რამდენი ვართ იცი ? რატო უნდა იყიდო ვინდოუსის დისკი მითუმეტეს საქართველოში
  11. რამდენიმე დღის წინ რამოდენიმე კომპიუტერზე გადავაწყდი ასეთ პრობლემას, როცა საიტზე შესასვლელად ვიყენებ ქრომს და ინტერნეტ ექსპლორერს წერს რომ, საიტზე შესვლა საშიშიაო თუ რაღაც ასეთი.... ოპერა ჩვეულებრივად შედის მაგრამ ეგ ბრაუზერი ნაგავია და არავის ვუყენებ .... ქუთეისელებო და არა მარტო დამეხმარეთ სიმონ : D
  12. რომელი fan გაქ? ან რამსისქეზე დაასხი ეგ თერმოპასტა ?
  13. იქ ანგარიშის ნომერს რომ წერ ფულის მოტეხვის შემთხვევა ყოფილა როდესმე ? ან თუ გსმენიათ მსგავსი რამ?
  14. მოგესალმებით. ესეც ჩემი დაპირებული სტატია რომელშიც განხულული იქნება სამუშაო ადგილის, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკული მეთოდები.უსაფრთხოების ტექნიკის უსაფრთხოების წესები საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ ავარიული შემთხვევა და მომხმარებლის ტრამვა,ასევე დავიცვათ მოწყობილობა დაზიანებისაგან. ყურადღებით იყავით სიტუაციებში, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრამვები ან აპარატურის დაზიანება. საშიშროების წინასწარ განსაზღვრისათვის გამოიყენება გამაფრთხილებელი ნიშნები.ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით განახორციელეთ სათანადო ქმედება. უსაფრთხო სამუშაო და პროცედურული გარემოს მოწყობის აუცილებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემო გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ტრამვები და კომპიუტერის კომპონენტების დაზიანება.უსაფრთხოდ ითვლება სუფთა კარგად ურგანიზებული და განათებული სამუშაო ადგილი. ყოველმა თქვენგანმა უნდა იცოდეს და დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის წესები. ტრამვის მიღების, აპარატურის დაზიანების და მონაცემების დაკარგვის რისკის შესამცირებლად დაიცავით კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის შესაბამისი წესები.ნებისმიერმა დაზიანებამ ან მონაცემების დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა აპარატურის და მონაცემების მფლობელის მხრიდან. კომპიუტერის საშიში კომპონენტების გადამუშავება ან შესაბამისი უტილიზაცია წარმოადგენს გლობალურ პრობლემას. აუცილებლად დაიცავით ნორმატივები,რომლებიც არეგულირებენ კონკრეტული მასალის უტილიზაციის პროცესს.ორგანიზაციები, რომლების დაარღვევენ ამ ნორმატივებს, შესაძლოა დაჯარიმდნენ ან მოუწიოთ ძვირადღირებული სამართლებრივი პროცედურების გავლა. უსაფრთხოების ტქენიკის საერთო წესები. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ჭრილობები,დამწვრობები“დენის დარტყმა“და მხედველობის დაზიანება, დაიცავით ძირითადი უსაფრთხოების წესები.საუკეთესო მეთოდი სახელოსნო საქმიანობის ორგანიზებისთვის არის ცეცხლსაქრობის ქონა და პირველადი დახმარების კომპლექტი ხანძრის ან ტრამვის შემთხვევაში. ცხრილში მოყვანილია უსაფრთხოების ტექნიკის საყოველთაო წესების ჩამონათვალი. უსაფრთხოების ტექნიკის საერთო წესები. მოიხსენით საათი და სხვა იუველური ნაკეთობანი, მჭიდროდ მოირგეთ დანსაცმელი. სამუშაოების ჩატარების წინ გამორთეთ კვებისგან მოწყობილობები. ლენტით დაფარეთ კომპიუტერის შიგნით არსებული მახვილი კიდეები. არასოდეს გახსნათ კვების ბლოკი ან მონიტორი. ნუ შეეხებით პრინტერის გაცხელებულ ან ძაბვის ქვეშ მყოფ ნაწილებს. გაარკვიეთ სად არის ცეცხლსაქრობი და როგორ გამოვიყენოთ ის საჭიროების შემთხვევაში. სამუშაო ადგილზე შეინარჩუნეთ სისუფთავე და წესრიგი. მოხარეთ მუხლები ზურგის დაზიანების თავიდან ასაცილებლად,როდესაც გიწევთ მძიმე ნივთების აწევა. ყურადღება!პრინტერის ზოგიერთი ნაწილი მუშაობის პროცესში შეიძლება ძალიან გახურდეს, ხოლო ზოგიერთი კი შესაძლოა იმყოფებოდეს ძალიან დიდი ძაბვის ქვეშ. სანამ რემონტს დაიწყებდეთ, დაელოდეთ პრინტერის გაგრილებას.საექსპულატაციო დოკუმენტაციაში გაეცანით სხვადასხვა კომპონენტების მდებარეობას, რომლების შესაძლოა დიდი ძაბვიშ ქვეშ იმყოფებოდნენ. ზოგიერთ კომპონენტში მაღალი ძაბვა შეიძლება პრინტერის გამორთვის შემდეგაც შენარჩუნდეს. გაცნობა უსაფრთხოების ტექნიკის წესებთან,აპარატურის დაზიანებასთან და მონაცემების დაკარვის თავიდან აცილების მიზნით კომპიუტერული მოწყობილობის დაზიანება შესაძლობა გამოწვეული იყოს ელექტროსტატიკური განმუხტვით(ESD), მკაცრი კლიმატური პირობებით და უხარისხო დენის მიწოდებით. იხელმძღვანელეთ აპარეტურასთან მოპყრობის წესებით, გაეცანით, როგორი პრობლემები შეიძლება იყოს დაკავშირებული მოცემულ გარემო პირობემთან და ისარგებლეთ ძაბვის სტაბილიზატორებით, რათა აიცილოთ აპარატურის დაზიანება და მონაცემების დაკარგვა. სტატიკური ელექტროობა - ეს არის დაგროვებული ელექტრული განმუხტვა,რომელიც თავს იყრის ზედაპირზე.სტატიკურმა ელექტროობამ შესაძლოა გადაწვას კომპონენტებში შესაკრავები და გამოიწვიოს მათი გაფუჭება. ამას ეწოდება ელექრტოსტატიკური გამუხტვა (ESD). ESD_მ შეიძლება დამღუპველი გავლენა იქონიოს კომპიუტერული სისტემის ელექტრონულ კომპონენტებზე. სანამ ადამიანი შეძლებს შეიგრძნოს ESD, უნდა დაგროვდეს, როგორს მინუმუმ, 3000 ვოლტი სტატიკური ელექტროობა. მაგალითად, სტატიკური ელექტროობა შეიძლება დაგროვდეს ადამიანზე, როცა ის დადის ხალიჩაზე. როდესაც ის შეეხება მეორე ადამიანს, ორივე შეიგრძნობს დარტყმას თუკი განმუხტვა იწვევს ტკივილს , ან გამოსცემს ხმას, ეს ნიშნავს ,რომ დაგროვდა 10000 ვოლთზე მეტი მუხტი. შედარებისთვის: კომპიუტერული მოწყობილების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს 30 ვოლტზე ნაკლებმა სტატიკურმა ელექტოობის დაგროვებამ. რეკომენდაციები ESD_სგან დასაცავად. ESD იწვევს ელექტრული კომპონენტების უთუო დაზიანებას. იმისათვის , რომ თავიდან ავიცილოთ ESD-საგან გამოწვეული დაზიენაბა, მიყევით შემდეგ რეკომენდაციებს: · სანამ დააყენებთ, ყველა კომპონენტი შეინახეთ ანტისტატიკურ პაკეტებში. · სამუშაო ადგილებზე გამოიყენეთ დამმიწებელი საფენები · საწარმოო ზონებში ისარგებლეთ დამმიწებელი იატაკის საფარით · კომპიუტერთან მუშაობისას გაიკეთეთ ანტისტატიკური სამაჯური კლიმატური პირობები კლიმატური პირობები კომპიუტერულ მოწყობილობაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ: · თუკი გარემოს ტემპერეტურა საკმაოდ მაღალია, მოწყობილობა შესაძლოა გადახურდეს · ძალიან დაბალი ტენიანობის შემთხვევაში იზრედება ESD-ს ალბათობა · საკმაოდ მაღალი ტენიანობის შემთხვევაში აპარატურა შეიძლება სინოტივემ დააზიანოს. ცხრილში ნაჩვენებია როგორ იზრდება ან მცირდება ESD-ის რისკი ამინდის ცვალებადობის პირობებში. პირობები ESD_ს ალბათობა სიცივე და სიმშრალე მაღალი სითბო და ტენიანობა დაბალი ელექტროკვების ფლუტაციის ტიპები ძაბვა- ესაა ძალა რომელიც ამოძრავებს ელექტრონებს გამტარში.ელექტრონების მოძრაობას დენი ეწოდება. ელექტრონული კომპონენტების მუშაობისათვის კომპიუტერის სადენებში უნდა იყოს ძაბვა და დენი. როდესაც კომპიუტერში ძაბვა არასტაბილურია, კომპიუტერული კომპონენტები არასწორად მუშაობენ. არასტაბილურ ძაბვას ეწოდება დენის წყაროს ფლუტაცია (ძაბვის მერყეობა). ქვემოთ ჩამოთვლილმა მერყევი ძაბვის ტიპებმა შესაძლოა გამოიწვიოს მონაცემების დაკარგვა ან აპარატურის გაჩერება: · დენის წყაროს სრული გათიშვა(blackout) - სისტემაში ელექტროენერგიის სრული დაკარგვა.ელექტროენერგიის სრული გათიშვა შეიძლება გამოიწვიოს გადამწვარმა დამცველმა, დაზიანებულმა ტრანსფორმატორმა ან დაზიანებულმა კვების სადენმა. · ძაბვის ნაწილობრივი ვარდნა(brownout) - ცვლადი დენის ძაბვის დონის შემცირება დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ძაბვის ნაწილობრივი ვარდნა წარმოიშობა, როცა სადენებში ძაბვა ჩვეულებრივ დონესთან შედარებით 80%-ზე დაბლა ეცემა. ძაბვის ნაწილობრივი ვარდნა შესაძლოა გამოწვეული იყოს ელექტრული სადენის გადატვირთვით. · ხმაური(noise) - დაბრკოლებები გენერატორისა და განათებისაგან.ხმაურს მივყავართ კვების წყაროს კონფლიქტამდე,რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები კომპიუტერულ სისტემაში. · (Spike) - ძაბვის მოულოდნელი გაზრდა დროის ძალიან მციდე პერიოდში.იგი ჩვეულებრივ აჭარბებს სადენებში არსებული ძაბვის 100%-ს . Spike შეიძლება იყოს გამოწვეული მეხის დაცემისაგან ასევე შეიძლება წარმოიშვას ელექტრული სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას, ელექტროკვების სრული დაკარგვის შემდეგ. · ძაბვის ნახტომი (power surge) - ნორმალურ დონესთან შედარებით გაზრდილი ძაბვის არსებობა. ძაბვის ნახტომი გრძელდება რამოდენიმე ნანოწამის(წამის მემილიარდედი) განმავლობაში. დენით კვების დამცავი მოწყობილობა დენის წყაროს ფლუქტუაციისგან დასაცავად ისარგებლეთ დამცავი მექანიზმებით, რათა დაიცვათ მონაცემები დაკომპიუტერული მოწყობილობა. · ზაბვის გადამეტების შემძღუდველი - გვიცავს დაზიანებისაგან,რომელიც შეიძლება წარმოიქნმას ელვისა და ძაბვის გაზრდის გამო. ძაბვის გადამეტების შემზღუდველს გადააქვს ზედმეტი ელექტრული ძაბვა სადენებიდან მიწაში. უწყვეტი დენის წყარო (UPS) - გვიცავს დენის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან, აწვდის რა დენს კომპიუტერს თუ სხვა მოწყობილობას. UPS -ის მოქმედებისას აკუმულატორი განუწყვეტლივ იმუხტება. UPS- ს შეუძლია მიაწოდოს უწყვეტი დენი ენერგომომარაგების სრული გათიშვისას ან ძაბვის ნაწილობრივი ვარდნისას. ბევრ UPS_ს შეუძლია ურთიერთქმედება უშუალოდ კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან .ასეთი კავშირი საშუალებას აძლევს UPSს უსაფრთხოდ გამორთოს კომპიუტერი და შეინახოს მონაცემები იქამდე,სანამ დენის მარაგი გამოილევა. ყურადღება! არასოდეს მოუერთოთ პრინტერი UPS-ს. პრინტერის მწარმოებლები არ გვირჩევენ პინტერის მიერთებას UPS-თან იმის გამო, რომ შეიძლება პრინტერის ძრავა გადაიწვას პერსონალური კომპიუტერის კომპონენტებისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფები, ინსტრუმენტები და მათი დანიშნულება. ყოველი ამოცანის შესასრულებლად განკუთვნილია შესაბამისი ინსტრუმენტი. დარწმუნდით იმაში,რომ იცით ყოველი ინსტრუმენტის სწორად გამოყენება და რომ მოცემული ამოცანის შესასრულებლად იყენებთ შესაბამის ინსტრუმენტს.ინსტრუმენტების დაპროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციური გამიყენება აადვილებს და უზრუნველყოფს ამოცანის შესაბამის და უსაფრთხო შესრულებას. არსებობს პროგრამული საშუალებები, რომლების გვეხმარება პრობლემების დიაგნოსტიკაში. გამოიყენეთ ისინი, რათა განსაზღვროთ კომპიუტერის რომელი კომპონენტი მუშაობს არასწორად. ტექნიკურმა სპეციალისტმა უნდა დაასაბუთოს კომპიუტერთან დაკავშირებული ყველა სარემონტო სამუშაო დაპრობლემა.ეს დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საცნობარო ინფორმაცია,მომავალში პრობლემების წამოქმნისას ან მისით შეიძლება ისარგებლოს სხვა სპეციალისტებმა რომელთან ადრე ასეთი პრობლემა არ შეხვედრიათ.დოკუმენტაცია შეიძლება დაიბეჭდოს.მაგრამ უმჯობესია მისი შენახვა ელ.სახით, რამდენადაც ასეთი სახით უფრო ადვილია კონკრეტული პრობლემების მოძიება. ინსტრუმენტების ნაკრებში უნდა შედიოდეს აპარატურის რემონტისათვის აუცილებელი ყველა ინსტრუმენტი.გამოცდილების შეძენის შემდეგ გეცოდინებათ რომელი ინსტრუმენტი უნდა გეჭიროთ ხელში სხვადასხვა ტიპის ამოცანის შესრულებისას. ინსტრუმენტები იყოფა შემდეგ ოთხ კატეგორიად: · ESD-სგან დამცავი საშუალებები ESD TOOLS · ხელსაწყო ინსტუმენტები HAND TOOLS · გამწმენდი ინსტრუმენტები CLEANING TOOLS · სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები DIAGNOSTIC TOOLS ელექტრო-სტატიკური მუხტისგან დაცვის საშუალებები: არსებობს esd-სგან დაცვის ორი საშუალება: ანტისტატიკური სამაჯური და ანტისტატიკური ხალიჩა. ხელის ინსტრუმენტები: კომპიუტერის აწყობისას გამოყენებული ინსტრუმენტების უმეტესობა წარმოადგენს სარემონტო კომპლექტის ცალკეულ ნაწილებს. ინსტრუმენტთა ნაკრები განსხვავდება ერთმანეთისაგან ზომის,ხარისხის დაფასის მიხედვით. · Flat head screwdriver · Phillips head screwdriver · Hex driver · Needle-nose pliers · Wire cutter Tweezers · Flashight გასუფთავების საშუალებები: კომპიუტერის რემონტს ან მომსახურების დროს მნიშვნელოვანია გქონდეთ გასუფთავების საშუალებები. მათი გამოყენება იძლევა გარანტიას, რომ გაწმენდისას კომპიუტერი არ დაზიანდება. · Soft cloth · Compressed air · Cable ties · Part organizer დიაგნოსტიკის საშუალებები: აპარატურული ტესტირებისათვის გამოიყენება ციფრული მულტიმეტრი · Digital multimeter პროგრამული უზრუნველყოფები და მათი დანიშნულება ტექნიკურ სპეციალისტს უნდა შეეძლოს რიგი პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება, რომელიც გვეხმარებიან პრობლემების დიაგნოსტიკაში ,აპარატურული საშუალებების გამოყენებაში და კომპიუტერზე შენახული მონაცემების დაცვაში. დისკის სამართავი საშუალებები თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის გაცნობიერება, თუ რომელ სიტუაციაში რომელი პროგრამის გამოყენებაა საჭირო. დისკების მართვის საშუალებები გვეხმარებიან დისკებზე არსებული პრობლემების გამოვნელაში და მათზე არსებული შეცდომების თავიდან აცილებაში. ისინი უზრუნველყოფენ უსარგებლო ფაილების წაშლას და დისკების მომზადებას მონაცემთა შესანახად. · Fdisk /disk management -გამოიყენება მყარ დისკზე დანაყოფების შესაქმნელად და არსებული დანაყოფების წასაშლელად. · Format - უზრუნველყოფს მყარი დისკის მომზადებას ინფორმაციის შესანახად. · Scnadisk/chkdsk- გამოიყენება დისკზე არსებული ფაილების და საქაღალდეების სიმთელის შესამოწმებლად, უკეთებს რა სკანირებას დისკის ზედაპირს და გამოამჟღავნებს ფიზიკურ შეცდომებს. · Defrag- გამოიყენება მყარ დისკზე მონაცემების განლაგების ოპტიმიზაციისთვის რათა უზრუნველყოს მონაცემებთან და პროგრამებთან უფრო სწრაფი წვდომა. · Disk cleanup- გამოიყენება მყარ დისკზე არსებული სივრცის გასაწმენდად,ეძებს რა ფაილებს,რომელთა წაშლაც უსაფრთხოა. · System file checker (SFC)- ბრძანებათა სტრიქონის უტილიტა, რომელიც სკანირებას უკეთებს ოპერაციული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაილებს და დაზიანების შემთხვევასი ანაცვლებს მათ. სისტემური უთანხმოების აღმოსაფხვრელად და დაზიანებული ფაილების აღსადგენად გამოიყენეთ WINDOWS ის ჩამტვირთავი დისკი. WINDOWS ჩამტვირთავი დისკი განკუთვნილია დაკარგული ან დაზიანებული სისტემური ფაილების აღსადგენად და ოპერაციული სისტემის გადასაყენებლად.გაუმართაობის აღმოსაფხვრისას წარმოქმნილ პრობლემებთან დახმარებისათვის, არსებობს სხვადასხვა მწარმოებლების პროგრამული საშუალებები. დამცავი პროგრამული უზრინველყოფები ყოველდღიურად მილიონობით კომპიუტერი უმკლავდება შპიონურ და სხვადასხვა მავნებლური ვირუსების შემოტევებს.ამ შემოტევებმა შესაძლოა დააზიანონ ოპერაციული სისტემა,პროგრამები და მონაცემები.ინფიცირებულ კომპიუტერებში შესაძლოა წარმოიქმნას პრობლემები კომპიუტერის სწრაფქმედებასთან და კომპონენტების მუშაობასთან დაკავშირებით. მონაცემების, ოპერაციული სისტემის და აპარატურის გამართულობის უზრუნველყოფისათვის გამოიყენეთ შემოტევებისაგან დამცავი და მავნებლური პროგრამების წამშლელი პროგრამული უზრუნველყოფები,აპარატურული უზრუნველყოფის და მონაცემების დასაცავად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პროგრამები. · Antivirus program (ანტივირუსული პროგრამები) - იცავს კომპიუტერს ვირუსული შემოტევებისაგან. · Spyware remover -იცავს კომპიუტერს პროგრამებისგან,რომლების გასცემენ ინფორმაციას საიტების შესახებ,რომელსაც მომხმარებლები სტუმრობენ. ეს შპიონური პროგრამები შეიძლება დაყენებულ იქნან მომხმარებლის დაუკითხავად და მისი თანხმობის გარეშე. · Firewall -პროგრამა,რომელიც განუწყვეტლის მუშაობს თქვენს კომპიუტერთან არასანქცირებული დაკავშირებისაგან დასაცავად. ინსტრუმენტების სწორი გამოყენება · ანტისტატიკური სამაჯური ზემოთ უკვე ხსენებული იყოს ,რომ ESD_ის (ელექტროსტატიკური მუხტი) დროს წარმოიშობა დენის უმნიშვნელო დარტყმა, რომელიც შეიძლება მივიღოთ, თუკი გავივილით ხალიჩაძე და შემდეგ შევეხებით კარის სახელურს. თუმცა დენის უნმიშვნელო დარტმა ადამიანისთვის საშიში არ არის, იგივე სიდიდის ელექტრული მუხტი თუ კომპიუტერში გაივლის , შეიძლება მისი კომპონენტები დააზიანოს.ანსისტატიკური სამაჯურის ტარება ხელს უშლის კომპიუტერული კომპონენტების დაზიანებას ESD)ის შემთხვევაში. Antistatic wrist strap ანისტატიკური სამაჯური განკუთვნილია იმისთვის, რომ თანაბრად გაანაწილოს ელექტრული მუხტი ტექნიკოსსა და მოწყობილობას შორის. ანტისტატიკური სამაჯური - ესაა გამტარი,რომელიც აკავშირებს ადამიანის სხეულს მოწყობილობასთან, რომელზედაც ის მუშაობს.როდესაც ადამიანის სხეულზე გროვდება სტატიკური ელექტროობა,ანტისტატიკური სამაჯურის არსებობის შემთხვევაშI, რომელიც უკავშირდება აპარატურას ან მიწას,ეს ელექტროობა გაივლის სამაჯურზე მიერთებულს გამტარებში. · შემოიხვიეთ სამაჯური მაჯაზე და დაამაგრეთ სამაგრით.ანტისტატიკური სამაჯურის უკანა მხარეს მოხავსებული მეტალი მუდმივად უნდა ეხებოდეს კანს. · სადენის ბოლოში არსებული გასართი დაუკავშირეთ ანისტატიკურ სამაჯურს,ხოლო მეორე ბოლო მოწყობილობას ან დამიწების ამავე წყაროს,რომელთანაც დაკავშირებულია ანსისტატიკური ხალიჩა,სადენის დამიწების ოპტიმალური ადგილია კორპუსის მეტალის კარკასი. სადენის დაკავშირებისას მოწყობილობასთან,რომელზეც თქვენ მუშაობთ,აირჩიეთ შეუღებავი ლითონის ზედაპირები.შეღებილი ძედაპირი შეუღებავთან შედარებით არცთუ ისე კარგად ატარებს ელექტროობას. მიუხედავად იმისა რომ ანტისტატიკური სამაჯური გვეხმარება ESD_ის თავიდან აცილებაში, რათა კიდევ უფრო შეამციროთ ესდის რისკი, არ ჩაიცვათ შალის,პოლიესტერის ან აბრეშუმის ტანსაცმელი.ეს მასალები ზრდიან სტატიკური მუხტის წარმოქმნის ალბათობას. ყურადღება! კვების ბლოკები და მონიტორები ძალიან დიდი ძაბვის ქვეშ იმყოფებიან. კვების ბლოკების ან მონიტორების რემონტისას არ გაიკეთოთ ანტისტატიკური სამაჯური. · ანტისტატიკური ხალიჩა ყოველთვის არ გვიწევს კომპიუტერთან მუშოაბა სათანადოდ აღჭურვილ სამუშაო ადგილას,თუკი გაქვთ შესაძლებლობა უზრუნველყოთ სესაბამისი გარემო პირობები, შეეცადეთ მოაწყოთ სამუშაო ადგილი ხალიჩებისაგან მოშორებით.ხალიჩებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ელექტრული მუხტის დაგროვებას.თუკი შეუძლებელია ხალიჩების გატანა ,მაშინ სანამ რომელიმე კომპონენტს შეეხებით,შეეხეთ კომპიუტერის კორპუსის შეუღებავ ზედაპირს,რომელზეც მუშაობთ ,რათა მოახდინოთ საკუთარი თავის დამიწება. Antistatic mat ანტისტატიკური ხალიჩა მცირედით ატარებს ელექტროობას. ის აცილებს სტატიკურ ელექტროობას კომპონენტებს და უსაფრთხოდ გადააქვს ის მოწყობილობიდან დამიწების წერტილამდე. · დააფინეთ ხალიჩა კორპუსს იმისთვის,რომ შეიქმნას დამიწებული ზედაპირი,რომელზედაც შეიძლება გავშალოთ კომპონენტები როცა მათ მოვხსნით სისტემიდან. ESD_ს ალბათობის შემცირება ასევე ამცირებს მგზნობიარე სადენების და კომპონენტების დაზიანების ალბათობას, შენიშვნა! ყოველთვის მოარიდეთ კომპიუტერის კომპინენტები კიდეებს. სხვადასხვა ხელსაწყოების სწორი გამოყენება (screws)ჭანჭიკები ყოველ ჭანჭიკს აუცილებლად უნდა მოვარგოთ შესაბამისი სახრახსნისი. ჭანჭიკის მოსაჭერად დაატრიალეთ სახრახსნისი საათის ისრის მიმართულებით.ხოლო მოსახსნელად საათვის ისრის საწინააღმდეგოდ. თუკი ჭანჭიკს სახრახნისით ძალიან მაგრად მოუჭერთ, შეიძლება გაიღუნოს კუთხვილები. ჭანჭიკი რომელსაც გაღუნული კუთხვილები აქვს მისი საიმედოდ მოჭერა შეუძლებებია ასე რომ ნუ ისარგებლებთ ასეთი ჭანჭიკებით. არ გამოიყენოთ ისეთი სახრახსნისი ჭანჭიკებთან რომლებსაც გადაკვეთილ ჭრილიანი თავები აქვთ. არასოდეს გამოიყენოთ სახრახნისი ბერეტის მაგივრად.თუ ვერ ახერხებთ კომპონენტის მოხსნას ,შეამოწმეთ ხომ არ აქვს მიმაგრებული მომჭერი ან საკეტი. ყურადღება!თუკი კომპონენტის მოხსნა ან დამაგრება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ე.ი. რაღაც წესრიგში ვერ არის. შეამოწმეთ კიდევ ერთხელ,ხომ არ გამოგვრჩა მხედველობიდან ჭანჭიკი ან დასაბლოკი მომჭერი,რომელიც კომპონენტს თავის ადგილზე ამაგრებდა.დამატებითი ინფორმაციისთვის ყურადღება მიაქციეთ სქემას და მოწყობილობის საექსპულატაციო სახელმძღვანელოს · Phillips head screwdriver როგორც სურათზეა ნაჩვენები ასეთი სახრახნისის გამოყენებაც მხოლოდ შესაბამისი ჭანჭიკის მოსახსნელად ან დასამაგრებლად შეიძლება. არ გამოიყენოთ ასეთი ტიპის სახრახსნისი რამის გასახვრეტად შეიძლება თავაკი დაუზიანოთ. · Hex driver როგორც სურათზეა ნაჩვენებიამგვარი სახრახნისის გამოყენება შეიძლება ექვსკუთხა თავაკის მქონე ჭანჭიკის დასამაგრებლად ან მოსახსნებად. ამ ჭანჭიკების ზედმეტად მოჭერა არ შეიძლება თორემ შესაძლოა ხვეულები გაეღუნოს.არ გამოიყენოთ სახრახნისი რომელიც მოცემული ჭანჭიკისათვის საკმაოდ დიდია. ყურადღება! ზოგიერთი ინსტრუმენტი შიეძლება დამაგნიტდეს.ელექტრონულ მოწყობილობასთან მუშაობისას დარწმუნდით იმაში ,რომ ინსტრუმენტები,რომელთა გამოყენებასაც აპირებთ არ იყვნენ დამაგნიტებულები.მაგნიტური ველი საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მონაცემებისათვის,რომლების მაგნიკურ მატარებლებზე ინახება .შეამოწმეთ ინსტრუმენტი- მიუახლოვეთ მას ჭანჭიკი.თუკი ჭანჭიკი მიიზიდა ინსტრუმენტმა ,არ გამოიყენოთ ის. დეტალების მოსახსნელი მოწყობილობები ბრტყელტუჩა დაპინცეტი. დეტალების მოსახნელი მოწყობილობები ბრტყელტუჩა დაპინცეტი შეიძლება გამოვიყეოთ იმ დეტალების დასამაგრებლად ან მოსახსნელად რომლებთანაც წვდომაც თითებით ძნელია. ამ ინსტრუმენტების გამოყენებისას ეცადეთ , არ მოგიხვდეთ და არ გაკაწროთ კომპონენტები. ყურადღება! არ შეიძლება კომპიუტერის შიგნით გადამრთველების ან შესაკრავების მდებარეობის შეცვლა ფანქრით.ფანქრის გრაფიტი შეიძლება აღმოჩნდეს გამტარის როლში და დააზიანოს კომპონენტები. გამწმენდი საშუალებების სწორი გამოყენება ტექნიკური მომსახურების პროგრამის მნიშვენელოვანი ნაწილია კომპიუტერის შინგნით სისუფთავის დაცვა. ჭუჭყმა შეიძლება გამოიწვიოს ვენტილატორების მუშაობის შეფერხება და ა.შ სურათზე ნაჩვენებია კომპიუტერის კომპონენტებზე საკმაო რაოდენობით დაგროვილი ჭუჭყი.მეტისმეტმა მტვერმა ელექტრულ კომპინენტებზე შესაძლოა იზოლატორის როლი შეასრულოს და გააძნელოს კომპიუტერის ვენტილაცია. ასეთი იზოლაცია გავლენას ახდენს კომპიუტერიდან სითბოს გამოტანაზე და ვენტილატორის მუშაობაზე ,რასაც მივყავართ მიკროსქემების და სადენების გადახურებამდე და მათ დაზიანებამდე. ყურადღება ! სანამ რომელიმე მოწყობილობის გაწმენდას დაიწყებდეთ, გამორთეთ ის და მოაშორეთ კვების წყაროს. კომპიუტერის კორპუსები დამონიტორები კომპიუტერის კორპუსის და ზედაპირის გაწმენდა შეიძლება არაუხეშ ზედაპირიანი საწმენდით, რომელიც დანამული იქნება მსუბუქი გამწმენდი საშუალებით.ასეთ სხნარის მისაღებად ერთი წვეთი ჭურჭლის სარეცი საშუალება გახსენით 100 გ წყალში .თუ ჩავა კორპუსის შიგნით დააცადეთ სანამ არ გაშრება და მხოლოდ მაშინ ჩართეთ კომპიუტერი. LCD მონიტორები LCD ეკრანების გასაწმენდად არ გამოიყენოთ ამიაკიანი მინის საწმენი ან სხვა ხსნარები.თუკი ისინი სპეციალურად ამისთვის არ არის განკუთვნილი. აგრესიული ქიმიკატები დააზიანებენ ეკრანის ზედაპირს.ასეთ ეკრანებზე არ არის მინის საფარი,ამიტომ ფრთხილად დაასველეთ და ძალიან ნუ დააწვებით ეკრანს. CRT მონიტორები CRT ეკრანების გასაწმენდად ოდნავ დაასველეთ რბილზედაპირიანი საწმენდი გამოხდილი წყლით და გაწმინდეთ ეკრანი ზემოდან ქვემოთ . შემდეგ რბილი მშრალი საწმენდით გაამშრალეთ ეკრანი. გაწმინდეთ დამტვერილი კომპონენტები შეკუმშული ჰაერის ბალონით.შეკუმშული ჰაერი არ იწვევს კომპონენტებზე ელექტრული მუხტის დაგროვებას. სანამ გამოიტანთ მტვერს კომპიუტერიდან დარწმუნდით რომ დაწესებულება კარგად ნიავდება.ყველაზე კარგია რესპირატორის გაკეტება,რათა არ შევისუნთქოთ მტვრის ნაწილაკები. შეუბერეთ მტვერს ჰაერის ბალონი განმოკლე ინტერვალებით.არავითან შემთხვევაში არ მიმართოთ ჰაერი ზემოდან ქვემოთ.არ დაუშვათ,რომ ვენტილატორებმა იტრიალონ შეკუმშული ჰაერის ქვეშ.დაიჭირეთ ვენტილატორი უძრავ მდგრომარეობაში თუ ძრავა ჩართული არ არის, ვენტილატორს ფრთები შეიძლება მოტყდეს ტრიალის დროს. კომპონენტების კონტაქტები კომპონენტების კონტაქტების გაწმენდა შეიძლება იზოპროპილის სპირტით. არ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.სამედიცინო სპირტი შეიცავს მინარევებს,რომელთაც კონტაქტების გაფუჭება შეუძლიათ.დააკვირდით,რომ კონტაქტებზე არ დარჩეს საწმენდის ან ბამბის ბუსუსები.დაყენებამდე გაფანტეთ ისინი კონტაქტებიდან შეკუმშული ჰაერის მეშვეობით კლავიატურა გაწმინდეთ სამაგიდო კლავიატურა შეკუმშული ჰაერით ან ხელის პატარა მტვერსასრუტით ან მტვერსაწმენდი ჯაგრისით ყურადღება! არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ კომპიუტერის ნაწილები ჩვეულებრივი მტვერსასრუტით.მტვერსასრუტის პლასტიკატის ნაწილებზე შეიძლება დაგროვდეს სტატიკური ელექტროობა, რომელიც განიმუხტება კომპონენტებზე.გამოიყენეთ მხოლოდ ელექტრონული კომპონენტების გასაწმენდად განკუთვნილი სპეციალური მტვერსასრუტი. მაუსი მაუსის გარეთა ზედაპირი გაწმინდეთ მინის საწმენდით და რბილი ქსოვილით.არ დაასხათ მინის საწმენდი მაუსის ზედაპირზე.ბურთულიანი მაუსის შემთხვევაში შეიძლება ამოვიღოთ ბურთულა და გავწმინდოთ მინის საწმენდით დანამული რბილი ტილოთი. ასევე შეიძლება რბილი საწმენდით შეიძლება გავწმინდოთ მაუსის შიგნითა გორგოლაჭები.მათ გასაწმენდად შეიძლება გამოვიყენოთ წვრილი ხის ჩხირები.არ მოახვედროთ მაუსის შიგნით რაიმე სახის ხსნარი. რეზიუმე სტატიაში მიმოხილული იყო უსაფრთხო ლაბორატორიული პროცედურები,ინსტრუმენტების სწორი გამოყენება და ასევე თქვენ გაეცანით ბევრ ინსტრუმენტს,რომლებიც გამოიყენება კომპიუტერის და ელექტრონული კომპონენტების ასაწყობად,შესაკეთებლად და გასაწმენად.ამას გარდა,თქვენ გაეცანით საორგანიზაციო ინსტრუმენტების მნიშვნელობას და მათი მაქსიმალური ეფექტურობიტ გამოყენებას.
  15. სტატიის ელ. ვერსია არ მაქვს ასე რომ რამდენიმე დღეში მექმება მზად : ) )
  16. უსაფრთხო სამუშაო და პროცედურული გარემოს მოწყობის აუცილებლობა მომხმარებლისა და ტექნიკური პერსონალისთვის არსებულ პოტენციურ საფრთხეებთან და უსაფრთხოების ტექნიკის წესებთან გაცნობა გაცნობა უსაფრთხოების ტექნიკის წესებთან აპარატურის დაზიანების და მონაცემების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების ტექნიკის წესებთან გაცნობა გარემოს დაბინძურებისაგან დასაცავად აპარატურული საშუალებებისა და მათი დანიშნულების გაცნობა პროგრამული უზრუნველყოფები და მათი დანიშნულება შესაბამისი უნსტრუმენტების სწორად გამოყენება ანტისტატიკური სამაჯური ანტისტატიკური ხალიჩა გამწმენდი საშუალებების სწორი გამოყენება
  17. გავდივარ ciscoს პირველ საფეხურს და ტრენერმა თუ რაცქვია ძალით შემოგვაჩეჩა მასალა შემდეგი სათაურით "უსაფრთხო ლაბორატორიული პროცედურები და ინსტრუმენტების გამოყენება" რამაც შემდეგ ძალიან დამაინტერესა და ბევრგან გამომადგა კიდეც. ჰო ეხლა რატომ შევიწუხე თავი და რატომ დავწერე ზემოთ ხსენებული მცირე ისტორია "შემოჩეჩების" შესახებ. მაინტერსებს მსგავსი რამ ფორუმზე თუ არის დადებული ან საერთოდ ვინმეს თუ გაინტერესებთ? ტყუილად რომ არ ვიწვალოსპონტში
  18. სხვა რომელ სატრანსპორტო კომპანიას მირჩევთ? ხშირად შეგქმნიათ გამოწერის დროს პრობლემები ?
  19. ყოველგვარი მისალმების გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ ........ მაქვს რამდენიმე კითხვა. ერთი სიტყვით მაინტერესებს ნებისმიერი უცხოური ინტერნეტ მაღაზიიდან მაგალითად amazoni.comდან გამოვწერე ნივთი და არ ჩამომივიდა ან ჩამოვიდა და გაფუჭებულია ან და კიდევ ჩამოვიდა სულ სხვა ნივთი. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში ? ვის ვუკავშირდები? და თუ ვუკავშირდები ამით რა ეშველება ? მოყვება თუ არა რომელიმე ნივთს გარანტია ? როგორ მივხვდე სანდოა თუ არა სელერი? რა არის თრეკინგ კოდი ? და vovovo.ge ს შესახებ მითხარით რამე მოკლედ სრულ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი რაა. ამ რაღაცრუღაცეების გაკვრაშიც არ ვარ: D
  20. კაი გადაობ ? ეგ კი ვერ მოვიფიქრე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.