გამარჯობა!
იქნებ დამეხმაროთ ან მირჩიოთ რამე...
მაქვს Dell Inspiron 1470... პრობლემა ისაა, რომ როცა ლაპტოპს ჩართავ ეკრანზე საერთოდ არაფერი არ გამოაქვს არც BeepCode არ ისმის, ჩვეულებრივ ვინდოუსი ჩაიტვირთება და ამის ხმა ისმის, უბრალოდ ეკრანი შავია...(ჩვეულებრივად იმუსშავებ, ოღონდ ბრმად ) ეკრანი შევამოწმე და არანაირი პრობლემა არ აქვს.. შლეიფიც შეცვლილი მაქვს და ეგეც გამოვრიცხე...
ხო კიდე პორტებზე შევამოწმე და არც VGA და HDMI არ მუშაობს, რო შევაერთებ და ხელით გადავრთავ მონიტორის რეჟიმზე სხვა ეკრანზე ნეტ სიგნალს არ წერს შავი ფონია, როგორც ლეპტოპის ეკრანზე... ერთხელ რაღაცნაირად ჩაირთო, რესტარტზე გაშვებისას ჩვეულებრივად მუშაობს ეკრანი, მარა თუ Shutdown-ზე გაუშვებ ან ლაპტოპს უბრალოდ დახურავ მერე უკვე ეკრანი იტიშება მაგრამ windows მუშაობს...
ვერ გავიგე რა ჭირს და იქნებ დამეხმაროთ... ისე დიდი კი გამომივიდა პოსტი.. :)