Jump to content

esi

წევრი
  • Posts

    190
  • Joined

  • Last visited

Everything posted by esi

  1. შენც მაგარი სიჩქარე გაქვს ხოიცი პ.ს მოდერ ორჯერ დავპოსტე შემთხვევით და საშუალება თუ არის იქნებ გაერთიანო ;)
  2. ჩემს შემთხვევაში ლეგალურად მაქვს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს ისე მაქვს შემოყვანილი და ჩვეულებრივ ვიხდი საფასურს. არც არავინ მყავს პროვაიდერში და ქვისლი ხო მითუმეტეს :keh:
  3. მე დავუდგები სახლში მაქვს ეს ინტერნეტი, არანაირი სამსახური ან უფასო ფაკეტი >:)
  4. რაც მოდემს ჩავაზილე ;დ რაღაც ძაან თავქარიანი გახდა ინტერნეტის სისწრაფე. სახლი: :spiteful:
  5. ესეიგი ჩემმა ცპუ ზე დაყენებულმა ქულერებმა დაიწყეს ცოტა ხმამაღალი ხმაური ხოდა ვეძებე და წავიკითხე Neiron-ის თემა ქულერის ლაბრიკაციაზე, ავიღე ეს ქულერები, ძალიან კარგად გავწმინდე და დავზეთე საკერავი მანქანის ზეთით (სხვათაშორის ძალიან სქელი ზეთი იყო). შემდეგ დავაყენე უკან თავიანთ ადგილზე, დავხურე კეისი, ჩავრთე და რა გაიგონა ჩემმა ყურებმა: ვერაფერი , ხმის ნატამალი აღარ აქვს. საერთოდ გეგონება კეისი გამორთულიაო . შემდეგ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ავიღე აიდა და დავტესტე და რა დაინახა ჩემმა თვალებმა ;d: ძველთან შედარებით რამოდენიმე ერთეულით მოიკლო ტემპერატურამ ეს სკრინები სანამ დავზეთავდი და დაზეთვის შემდგომ: 1. ლაბრიკაციამდე: 2. ლაბრიკაციის შემდეგ: შეიძლება ბევრმა თქავს ეხლა რო სიცივე რომაა მაგიტომ დაიკლოო მაგრამ წინაზეც სიცივე იყო რომ დავტესტე (დაზეთვამდე) და სხვათაშორის მაშინაც და ეხლაც ჩემ ოთახში თითქმის ცხელოდა + გამათბობელი პროცესორის გვერძე 20 სანტიმეტრში მიდგას ;d პ.ს დატესტვის დროს ვთამაშობდი nfs most wanted-ს ქსელში და ვლაპარაკობდი სკაიპში მოკლედ განსაკუთრებული მადლობა NEIRON-ს და ჩვენს ოვერქლოქერს ფორუმს :)
  6. ინსტალაციის დროს დაწერა cannot copy msdvd.sys ფაილ თუ რაღაცა ზუსტად არ მახსოვს retry-ს რო ვაძლევდი იგივეს შვებოდა, ignore-ს რო ვაძლევდი ახლა სხვა ფაილზე წერდა იგივეს და მოკლედ. არ დაინსტალირდა? რისი ბრალია? ტორენტიდან გადმოვწერე ეს ვინდოუსი და აბსოლიტურად სწორედ ჩავწერე სახსალამათ დისკზე რომელიც აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო. რა უნდა ვითამ? :crash:
  7. გაიხარე მადლობა.
  8. შენ წარმოიდგინე ჩემ ოთახში პარნოია პატარა ოთახია და ერთი პატარა გამათბობელით თავი 30 გრადუს სიცხეში მგონია :D
  9. კი ეს ნაღდი ტემპერატურაა და ანუ სტაბილურია ხო? ამაზე მაღლა არ ასულა დაჟე სურათი რო გადავიღე კიდე 1 გრადუსით დაბლა ჩამოვიდა :D
  10. eXtreme-Hunter სალამი, გაიხარე. მიშა Aida64-ს რამდენი ხანი უნდა დასატესტათ? მემგონი სწორად ვტესტავ ხომ? სურათი:
  11. მიშა, NEIRON, IkaMac მადლობა დახმარებისთვის, გავტესტავ. :)
  12. აბა რა გავუშვა winrar-ის გარდა 9500GT ზე ისეთი რო დატვირთოს CPUც და ვიდეოც?
  13. ეგ უნდა დამეწერა ეხლა ტემპერატურები იდენტურია მარტო GPU რაღაცა როა ის გაიზარდა :D:D დაჟე სხვები დააკლდა მგონი Most Wanted - ით დავტვირთე :D
  14. შენ წარმოიდგინე ძალიან ცოტატი თითქმის შეუმჩნევლად AVENGER დროთა განმავლობას არ ვჩივი ეხლა იმუშაოს მთავარია >:)
  15. ალბათ არ წაიკითხე, დავწერე ძველი კვების ბლოკებიდან ამოვიღე თქო. მიშა მადლობა და სალამი. ესეთია დაუტვირთავზე: kloud მადლობა. დაუტვირთავზეა ესეთი მაღლა რომაა ^ ხოლო დატვირთულზე: most wanted ვითამაშე რამოდენიმე ხელი, სხვა თამაში არ მაქვს, როგორც გამოვრთე ეგრევე გადავუღე.
  16. სალამი ოვერქლოქერებო. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ. გამიხარდა ეს ფორუმი, რომ ვნახე, $#^#(|დები მივიღო დიდი გამოცდილება, შესაძლებლობისდაგვარად მეც დიდი სიამოვნებით დავეხმარები ყოველივეს ვისი დახმარებაც შემეძლება. თქვენთან შედარებით მე დამწყები ვარ (არაადამიანური მიზნებით შეპყრობილი ) ეს ჩემი პირველი პოსტია და მინდა გითხრათ (გკითხოთ) ჩემი გუშინდელი ინციდენტის შესახებ (ქულერთან). ე.ი გუშინ გავხსენი ქეისი და რას ხედავს ჩემი თვალები, პროცესორის ფენი არ მუშაობს. არ ვიცი რატომ არც მტვერი იყო შიგნით და არც არაფერი, მიკვირს პროცესორმა როგორ გაუძლო ყოველივე ამას. ჰოდა დავიწყე რეკონსტრუქცია, მოვხსენი დედაპლატას ზემოთ ნახსენები ქულერი და $#^#(|ადე ფენისა და რადიატორის განცალკევებას (რადიატორია თუ რაცაა, რაზეც ფენია დამაგრებული მაგრამ ვერაფრით გამომივიდა, ერთმანეთზე იყო დამაგრებული რაღაც ზამბარიანი (პრუჟინიანი) ხრახნით (ვინტით თუ რაცაა) დაბლა კი ფიქსირებული იყო პატარა რკინის სამაგრებით და ეს რკინის სამაგრები ვერაფრით ვერ მოვხსენი ისე რომ არ გამეტეხა. რაღას ვიზამდი ეს ქულერი გაფუჭდა და $#^#(|ადე რამე ახალი მეცადა. გადავქექე ჩემი ძველი კომპის ნაწილები და ვიპოვე ქულერის რადიატორი. რომ ვნახე მემგონი იმის ძირიც შეესაბამებოდა ამ მაზერის ქულერის ძირს მოკლედ თითქმის ერთნაირები იყო ოღონდ ამას უფრო სხვანაირი ჭრილი ქონდა. არ მქონდა ფენები. მოვნახე ორი ცალი ძველი psu, დავშალე და ამოვაძრე ფენები. ამ რადიატორს ფენი სამაგრი წკაპუნებზე ჰქონდა ( არ ვიცი სხვანაირად რა დავარქვა) და ჩვეილებრივ ჩჯდებოდა ეს ფენები. გავსინჯე ორივე და ერთმანეთზე დავამაგრე ვინტებით, რომელიც უფრო კარგად იწოვდა ჰაერს ის დაბლა დავაყენე და დავამაგრე რადიატორზე ეს ორი ქულერი. ( ეს იმიტომ რომ ვიფიქრე ერთი რო არ ეყოს თქო). ეს ყველაფერი მორჩა მაგრამ ახლა წარმოიშვა სხვა პრობლემა, ქულერის სამაგრები არ შეესაბამებოდა დედაპლატისას :@ არ ჩაჯდა არაფრით. ამიტომაც მოვატეხე პლასტმასის სამაგრები ეს სურათი (მოტეხილი სამაგრი): და ამ დატეხვა მოტეხვის მერე მივიღე ასეთი ქულერის სამაგრები: ვიფიქრე ეხლა არიქა ეგაა ძველი ქულერის ხრახნით დავამაგრებ თქო მაგრამ ვერც ეგ მოხერხდა, ხრახნი წვრილი იყო და ამ სამაგრში თავისუფლად გადიოდა. სურათი: ამიტომ მივიღე შემდეგი ზომები, სხვა რომ ვერაფერი ვნახე, კვების ბლოკს დავაცალე უკვე რეზბა გაყვანილი ნაჩვრეტები და შაიბის მაგივრად ვიხმარე ( რა ჰქვია ქართულად არ ვიცი D:) სურათები: ყოველივე ამის მერე ავიღე ქულერი და $#^#(|ადე დამემაგრებინა დედა პლატაზე მაგრამ ისეთი დაწოლა დამჭირდა ამ ქულერის რო ვიფიქრე არ გავტეხო თქო mb. მოკლედ ძლივს ძალს მე ვიყავი ძალს ქულერი და მაინც დავუჭირე დიაგონალზე ვინტებით, ფეინთის მოდელი (წითლად აღნიშნულ ადგილებზე არის ვინტები D:) : დანარჩენ ორ ადგილზე აღარ მოვუჭირე არ გატყდეს თქო ან ქულერი ან დედაპლატა. ესე ძლივ ძლიობიდ დავამაგრე. სურათი: ვინაიდან ესენი იყო psu დან ამოყებული ფენები, მათ ქონდათ 2 შნური და არა 3. ამიტომ არ ვიცოდი რა მექნა და ქულერის შესაერთებელს აღარ გადავაბი და პირდაპირ კვების ბლოკზე შევაერთე. იმედია რამე საშინელება არაა D:. სურათი: მოკლედ ყველაფერი მოგვარდა. ქულერიც მუშაობს, პროცესორი რამდენად გამართულად იმუშავებს ამის ხელში არ ვიცი მაგრამ ისიც მუშაობს და არის ესე. ეხლა რისთვის დავწერე ამხელა თემა. მართალია ეს ყველაფერი იმასთან შედარებით არაფერი არაა რასაც ამ ფორუმზე ბევრი აკეთებს და ნუ მიიღებთ ისე რომ რაღაცის წარმოჩინებას ვცდილობ, უბრალოდ მაინტერესებდა ეს ყველაფერი რაც გავაკეთე რამდენად მიზანშეწონილია და იმუშავებს თუ არა ესე ეს ჩემი საწყალი პროცესორი? (intel pentium dual core 2.7 e5400)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.