Jump to content

Max_Win

წევრი
  • Posts

    174
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Max_Win

  1. სწრაფი საუკეთესოს არ ნიშნავს ეგ სისწრაფე მარტო თამაშებში გამოგადგება, დანარჩენში დიდი ვერაფერია რადგან აბუნტებსავთ ეკრანს, თითქოს ბლურის ეფექტიაო. სისწრაფის გაზრდა ძირითადად მაგის ხარჯზე ხდება და ასევე ფერების სიმკვეთრეც შესამჩნევად იკლებს. ნუ რა ვიცი, ეს მე რაც შემიდარებია გვერდიგვერდ ის დავასკვენი და ვინც ჩემზე კარგად ერკვევით მეც მაინტერესებს ეს საკითხი და სწორი ვარ თუ არა
  2. feedback-ები გადავიკითხე და ზოგი ამბობს მაგარიაო, ზოგი ამბობს 2 კვირაში დაიბრიდაო, ზოგი ამბობს ტრახტრახებს ვერ ვაჩუმებო გაიგე ეხლა რომელს დავუჯერო
  3. დელის ეგ მოდელი როგორია, ღირს მაგის ყიდვა? :)
  4. გადავხედავ განხილვებს რა +- აქვს აბა
  5. რა ვიცი, ფილიპსს მანდ Overall Rating: 3/6 აქვს აღებული, რაც დიდი ვერაფერი შედეგია ჩემი აზრით. მაგ ასუსს რაც შეეხება, IPS ყიდვა იმ შემთხვევაში მიღირს, თუ ახალი მოდელია და რაღაც ჩაშენებული კადრების დამაჩქარებელი აქვსო თამაშებისთვის, სადღაც განხილვაში წავიკითხე, მაგრად შველისო
  6. ჰმ კარგი რამე ყოფილა, თუ სსდ ფული არ გაქვს, კი შეიძლება რაიდზე ამუშავო და თითქმის იგივე შედეგი მიიღო მაგრამ ახლა რაც მეორე ვინჩესტერი დაჯდება იმ ფასში სსდ-იც მომივა თუ დაუბრუნდა ძველ ფასებს მერე შეიძლება იფიქროს კაცმა მაგაზეც Western digital შევეშვი ცოტახნით და Barracuda 7200 1TB / NCQ 64Mb cache ვნახე, მე მაგრად მომეწონა, HD Tune-ში მაგარი შედეგია მგონი, => როგორია? average speed რაიდის გარეშე 154MB, WD black-ზე ბევრად იაფია თან სხვების ქულებს რომ ვუყურებ 110-120 აქვთ საშუალო, დავიჯერო მართლა რაიდის გარეშეა მანდ?
  7. ამდენს ფილიპსისგან ნაღდად არ მოველოდი მე :D
  8. George მადლობა აი რა ვიპოვე WD black 64 mb cache შესახებ: ანუ დიდი აზრი არ აქვს 32 მბ და 64 მბ, მარკეტინგული ხრიკია მყიდველთა მოსაზიდად მინიმალური სხვაობაა RAID 0-ზე რას იტყვით? სადღაც 60-65% ასწრაფებსო განხილვებში წავიკითხე, SSD მაგივრობას ნახევრად მაინც ვერ გასწევს?
  9. აი ესაა HDMI v1.4, მე TV მაქვს შეერთებული მაგ კაბელით და ფილმების საყურებლად მაგარია, ხმაც მიყვება რა თქმა უნდა ახალ მოდელებს ყველას აქვს მხარდაჭერა, როდის იყიდე? მოძებნე სერიის მიხედვით და ოფიციალურ ვებ გვერდზე ეწერება თუ აქვს
  10. 9600GT HDMI აქვს? HDMI კაბელითვე რომ წავიდეს ხმა, მაგისთვის საჭიროა შესაბამისი კაბელი,(version 1.4 მაქვს მე და მიდის ხმა, როგორც ვიცი უახლესი ვერსიაა) ვიდეოკარტას უნდა ჰქონდეს 1.4 პადერჟკა და ასევე ტელევიზორსაც თუ ეკრანსაც უნდა ჰქონდეს 1.4 და კიდევ შესაბამისი ვიდეოკარტის დრაივერიც უნდა გეწეროს კომპში, ეგ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ატრიბუტი გაქვს version 1.4ზე სხვა შემთხვევაში HDMI კაბელით მხოლოდ გამოსახულება წავა, ხმისთვის დამატებითი კაბელი იქნება საჭირო :)
  11. 2-3 მონიტორის ჩართვის საშუალება თუ გექნება ერთდროულად, შედარებისთვის? 2ms თამაშებში კი კაი იქნება, მაგრამ ზოგადად ჩვენების ხარისხზე არ იმოქმედებს? რატომღაც მგონია 2ms-იანი მონიტორი სწრაფი კია, მაგრამ მკვეთრი და სოლიდური ფერები ვერ ექნება ან გარანტია რამდენწლიანი ექნება მაგ მოდელებს?
  12. მე მესმის შენი როცა რამე კინოს გადმოწერა მინდა BD ან HD ხარისხით, წამებაა ეგ ჩემი Win 7-ის რეიტინგში(Experience Index), რამდენ ქულას იღებს? :)
  13. როგორც ვიცი სამსუნგის BX სერია ერთ-ერთი საუკეთესოა საკმაოდ კარგი ფასიცაა დღეს კიდევ ერთ მონიტორთმცოდნეს ველაპარაკე და ფილიპსს გირჩევო მაგ ფასშიო ნებისმიერ მოდელს 2-3 წელი გარანტია აქვსო, თან ყველაზე მაგარი გარანტიაო, 1 პიქსელიც რომ მოკვდესო 1 წლის შემდეგ, გარანტიით გააკეთებენ და იმ 2-3 წლის ათვლა ისევ თავიდან დაიწყებაო იმ მომენტიდან ასეთი რამ არც სამსუნგს აქვს და არც არავის როგორც ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია ჰო კიდევ, HDMI output-იც აქვს 300-350 ლარიან მოდელებს, როცა სამსუნგში HDMI 400 ლარის ზემოთ მყოფ მოდელებს გააჩნია მხოლოდ, ჩვენებაც საკაიფო აქვსო, თუ გინდა სამსუნგის BX სერიის მოდელებს და ფილიპსს ჩაგირთავ გვერდიგვერდ და შეადარეო და რავი ჩვენში დარჩეს და როგორც ვხვდები ფილიპსის ფანი იყო ველი კიდევ შემოთავაზებებს, უკვე ფილიპსიც შეგიძლიათ შემომთავაზოთ და რაც ზემოთ დავწერე ფილიპსზე, რას იტყვით მაგის შესახებ?
  14. 5-6 თვეა ვუცდი მე 3 დღით ადრე გაძვირდა სანამ ფულს ვიშოვიდი და ჩავრიცხავდი, უცებ შევედი და რა 80$ რის 80, 199$ წერია უჰ რაც მე მაშინ წყალდიდობას ვაგინე
  15. საქართველოში არ ხარ? 7200 rpm სჯობია ყველა ვარიანტში, თუ ჩაწერა/წაკითხვა არ შეუძლია სწრაფად, cache ვერაფერს უშველის თუ გინდა 128 იყოს
  16. არა ძმა, კომპიუტერისთვის თუ გინდა, ეგ სუსტია ძალიან, 5400 RPM საკმაოდ ნელია ფასიც ძვირი აქვს, რადგან მანდ ევროებშია მოცემული და 98 ევრო 130$-ია, მაგ ფასში ბევრად უკეთესს დაითრევ, თუნდაც Caviar green, ან 20$ დაამატებ და black ცოტა კი დაიაფდა, თავიდან 199$-ზე ავარდა და 150მდე ჩამოვიდა ახლა, მაგრამ მეტს აღარ იკლებს ეს 1-2 თვეა და მაგ ტემპით თუ გააგრძელეს კაი ხანი არაფერი ეშველება ფასებს
  17. მეც Seagate მაქვს 5 წლის იქნება უკვე და კიდევ მუშაობს უპრობლემოდ მაგრამ დიდი მოცულობის და სწრაფი მინდა უფრო ახლა :)
  18. დავიჯერო 3500 კაციან ფორუმზე ვინჩესტერებში ვერავინ ერკვევით? :D
  19. როგორც ჩანს მშვენიერი შეფასება აქვს, ფერებით და ხედვის კუთხით უკეთესი უნდა იყოს, რადგან IPS-ია, მაგრამ ზოგადად ერთი მოდელის განხილვისას იშვიათია უარყოფითი შედეგები იყოს, გააჩნია სხვა მონიტორებთან შედარებით როგორი იქნება და კიდევ, ეს მაფიქრებს ცოტა ფილმებისთვის და რამე იდეალური იქნება მაგრამ თამაშებში რას იზამს რავიცი ონლაინ თამაშებისთვისაც მინდა, BF3 და CS-GO გამოვა მალე და, მაგისთვის როგორი იქნება 8ms?
  20. როგორი ჩვენება აქვს მაგ LG, გვერდიგვერდ შედარების საშუალება რომ იყოს სხვა მოდელებთან კარგი იქნებოდა, მაგრამ razer.ge-ზე მხოლოდ 6 მონიტორია და რას შევადარო LG მეც ბევრი მინახავს, Samsung ჯერ მხოლოდ 1 ფასით კი ყველაზე ოპტიმალურია philips, მარა ვენდო თუ არა არ ვიცი. 1 წელზე მეტი გქონიათ ვინმეს? :)
  21. რა ვიცი ერთხელ რომ გაუტყდება სახელი ჩემს თვალში მერე ძნელია იმას მივუბრუნდე ისევ სამსახურში მქონდა ფილიპსის 17' მონიტორი და გახსენებაც არ მინდა მენიუ აერია თუ რა ეტაკა აღარც სენსორული კლავიშები მუშაობდა და რაღაც გაურკვეველი ხაზები ჩნდებოდა თავისით. გარანტია როცა გაუვიდა(1 წელში), ერთ კვირაში უკვე გაუბერა. სანამ არ შევცვალეთ აღარაფერი ეშველა. შეიძლება ბრაკი იყო ან რამე, ერთი მოდელით მწარმოებელს როგორ შევაფასებ, მაგრამ მეორე შანსს იშვიათად ვაძლევ ვინმეს :D
  22. კაი ხანია ვინჩესტერების დაიაფებას ველი, მაგრამ ბოლო არ უჩანს როგორც ვატყობ ძველ ფასებამდე 6-7-8-9 თვე არ ჩამოვა ჩემი ვარაუდით, ჰოდა უნდა ვიყიდო რამენაირად თორემ 160(140) GB მაქვს და ნერვები დამაწყვიტა მეგაბაიტებს დავდევ სად რა წავშალო რომ ახალი ჩავწერო წყალდიდობამდე WD Caviar black ვაპირებდი 80$ ღირდა ახლა კი Caviar Green ვფიქრობ და გადამაწყვეტინეთ რა... 1) მაგ ორ მოდელს შორის დიდი სხვაობა იქნება წარმადობაში? 2) 64 MB cache შესამჩნევ სხვაობას მომცემს 32MB-სთან შედარებით? Black სერიას ყველა აქებს, ყველაზე გამძლე და სწრაფი ვერსიებია ბაზარზე, Green-ზე რას იტყვით? Eco-friendly და მასეთი რაღაცები არ მიზიდავს, მთავარია წარმადობა და ხმა(ანუ ტრატქორივით არ უნდა ჭიკჭიკებდეს, ჩუმი მინდა) ზოგადად ყველაზე მეტად Western digital და Seagate ვაფასებ, მაგ ორ მოდელზე უკეთესი შეგიძლიათ შემომთავაზოთ რამე იმავე ან ნაკლებ ფასში? :)
  23. კაი, HDMI თუ არა, 2 DVI მაინც ჰქონდეს 2 კაბელი უნდა შევაერთო და ერთ-ერთი HDMI კარგი იქნებოდა ფოტოშოპის გარეშე სურათს არავინ დებს და
  24. ვიცი რომ ბევრი თემაა მონიტორზე გახსნილი, დავძებნე მაგრამ საჩემო ვერაფერი ვნახე ვეძებ 22' მონიტორს, არ შემომთავაზოთ Philips, რატომღაც არ მიყვარს ეს ფირმა ცუდი მოგონებანი მაკავშირებს.. სასურველია თუ იქნება 2 ან 5 მლ/წამი დაყოვნებით, თუმცა თუ კარგი მოდელი იქნება არც 8ms ვიტყვი უარს მჭირდება სტანდარტულად, ანუ თამაშებშიც, ფილმებშიც, ტექსტების წასაკითხადაც და ი ტაკ დალე LG-ის ძველი მოდელები ჩემს საახლობლოში 3 ადამიანს შემოაკვდა, ამიტომ ალმაცერად ვუყურებ მაგასაც, თუმცა ახალ მოდელებზე ცუდს არავინ ამბობს და რეავიცი რას მირჩევთ? აუცილებლად უნდა იყოს Full_HD, 16:9, LED განათებით და HDMI-DVI გამოსასვლელით დიზაინით შეიძლება ფოტომოდელი არ იყოს, მაგრამ ლამაზი ფეხები(დასადგამი) და მომხიბვლელი ტანი(ჩარჩო) ასე თუ ისე მაინც უნდა გააჩნდეს სახეზე(ეკრანი) აღარაფერს ვამბობ, ეგ იდეალური მინდა აი ასეთი კაკ მინიმუმ რაც შეეხება ჩემს რესურსებს, საკმაოდ შეძღუდული ვარ 300-350 ლარის ფარგლებში თუ მიპოვით რამეს, მაშინ აი ესენი ვნახე მე: 1. ViewSonic (ყველაზე მეტ პატივს samsung და viewsonic ვცემ მე, გამოცდილებიდან გამომდინარე) 2. Samsung 3. LG ჰო კიდევ, არც ცოტათი ნახმარ მონიტორზე ვიტყვი უარს, თუ კარგი მოდელი იქნება კარგ ფასად და მომეწონება :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.