Jump to content

ჩეგე

წევრი
  • Posts

    963
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by ჩეგე

  1. სანამ ეგ საქართველოში დაინერგება :xelitavi:
  2. ვარსკლავური კუილი? :facepalm:
  3. ნაროდ,ინტეგრირებულ და არაინტეგრირებულ ვიდეოებს შორის რა განსხვავებაა? და ლეპტოპებში რომელია მოთავსებული პროცესორთან? რა ჩაინიკური კითხვებია :facepalm:
  4. გილოცავთ ყველას! ისე ლომსას ხო ვერ დაასწრებთ რა მილოცვაზე თემის გახსნას :xelitavi:
  5. xperia pro ვაბშე მაგარია,მარა ფასი გიწერია 450 გელა და მაგ პონტში გირჩიე მინი პრო
  6. ეგ ყველაფერი ზემოთ მიწერია :SNEMOTICON13:
  7. იდეაში ბევრს ტელეფონზე შეიძლება Android OS ს დაყენება,მაგრამ მერე დეველოპერებმა თავი უნდა შეიწუხონ მაგ ტელესთვის ROM-ის გაკეთებაზე და 1000 რამე კიდევ ლომსამ სწორი გითხრა,პირდაპირ ანდროიდი დაითრიე მე XPERIA Mini Pro ს გირჩევ,შედარება აქ ნახე უფრო მოკლედ: 1.უკეთესი კამერა ვიდეოს გადაღების მხრივ (ვივაზს 24 კადრი წამში,მინი პროს 30 კადრი წამში) 2.მეორე კამერა 3.უკეთესი პროცესორი 4.რაც მთავარია ანდროიდია და მალე მიიღებს ICS-ს განახლებას (Android 4.0 ) მარტო ეკრანი აქვს დიდი ვივაზს,სხვა არაფერი ,ამიტომაც ჩემი ხმა მინი პროს
  8. ისევ ის ტაბლეტი გაქვს?
  9. რაღაც პოსტების ნაკლებობაა :SNEMOTICON13:
  10. დღეს უამრავი ტერმინი არსებობს,რომელთა განმარტებები არ ვიცით,მაგრამ საქმისთვის გვჭირდება და მოძებნაც გვეზარება ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ათეული ტერმინი თავისი განმარტებითურთ: ზოგადად: GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ამერიკის ბაზრისთვის და 900 / 1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ევროპის ბაზრისთვის. Dual Band - ორსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს - ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800 MHz - ზე და 850/1900 MHz - ზე ამერიკა და კანადა. Tri Band - სამსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800/1900 MHz _ზე და 850/1800/1900 MHz _ზე ამერიკა და კანადა. Quad Band - ოთხსიხშირიანი ტელეფონები - აქვს ყველა დიაპაზონის მხარდაჭერა 850/900/1800/1900 MHz GPRS - (General Packet Radio Service) მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია GSM ქსელებში, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ. GPRS ითვლება როგორც 2.5 თაობის ტექნოლოგია. EGPRS/EDGE - (Enhanced Data rules for Global Evvolution) ეს არის GSM/GPRS/TDMA ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი, თეორიულად ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს 473.6 კბ/წმ_მდე. 3G - მესამე თაობის ქსელი, იგულისხმება მონაცემთა გადაცემა - მიღების მაღალი სიჩქარე მობილური ინტერნეტის საშუალებით და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები, მონაცემების გადაცემის სიჩქარე მესამე თაობის ქსელებში შეადგენს დაახლოებით 386 კბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე, მაგრამ რეალურად სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე. <> მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, ისეთები როგორიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. არსებობს 3G ტექნოლოგიის რამდენიმე სტანდარტი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია UMTS, WCDMA, CDMA2000 CDMA - (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) ციფრული უკაბელო ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც იძლევა საშუალება მონაცემების და ხმის დიდი მოცულობით გაგზავნას. Dual-Mode - ორმაგი რეჟიმი, ამ რეჟიმით ტელეფონს შეუძლია მონაცემების მიღება და გაგზავნა ორი სხვადასხვა გზით. მაგალითად: ტელეფონის ორმაგი რეჟიმი შეიძლება იყოს GSM და UMTS. WCDMA - (Wideband Code Division Multiple Access - ფართომაშტაბიანი CDMA (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) - არის გაუმჯობესებულ GSM ქსელს და CDMA ტექნოლოგიას ერთობლიობა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მობილური ტელეფონის საშულებით WCDMA სტანდარტის გამოყენების აღწევს 8 კბ/წ_დან 2მბ/წ _მდე. UMTS - (Universal Mobile Telecommunications System) - არის მობილური ტელეკომუნიკაციის უნივერსალური სისტემა - ეს არის ერთერთი სტანდარტი რომელიც შეიმუშავა სატელეკომუნიკაციო სტანრადტების ევროპის ინსტიტუტმა (ETSI), რომელიც საჭირო იყო 3G სისტემის დასანერგად ევროპაში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული GSM/GPRS/EDGE ტექნოლოგიებთან მეტიც, ყველა UMTS ტელეფონებს აქვთ მხარდაჭერა GSM ტექნოლოგიის, რომელიც საშუალებას აძლევს შეასრულოს dual-mode ოპერაცია. ამიტომ UMTS ხანდახან ბაზარზე მოიხსენიება როგორც 3GSM. HSCSD - (High Speed Circuit Switched Data) GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე. HSUPA - ( High-Speed Uplink Access) მესამე თაობის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემთა გადაცემა იყოს 5,76 მბ/წმ_მდე. HSDPA - (High Speed Downlink Packet Access) მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია, ერთ-ერთი მესამე თაობის სტანდარტი, რომელის საშუალებითაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება 3.6 მბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე. IMEI - (International Mobile Equipment Identity) მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციით. SAR - (Specific Absorption Rate) საზომი ერთეული, რომელიც ზომავს მობილური აპარატის სიმძლავრეს და გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომელისაც შთანთქავს ადამიანის სხეული, უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელია 2.0 ბტ/კგ, თანამედროვე აპარატების უმრავლესობას აქვთ SAR 0.5_დან 1.6_ბტ/კგ (რაც უფრო მაღალია მოდელის ეს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია მოდელის სიხშირის მიღების დონე) Browser - ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა , რომლის მეშვეობითაც ხდება wap და web ინტერნეტ გვერდების დათვარიელება მობილური ინტერნეტის საშუალებით. Browser_ებია: Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ. HTML - ეს არის ბრაუზერის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი, web საიტების ნახვას მობილურ ტელეფონებში. WAP - (Wireless Application Protocol - უკაბელო დაშვების პროტოკოლი) - ეს არის საშუალება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ რესურსებიდან მობილური ტელეფონების საშუალებით, ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის ეკრანზე. ტექნიკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება ეკრანზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლიტურ მინიმუმამდე. VoIP - (voice over IP) ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს არსებული ქსელი ერთიან ქსელში ხმის და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად, მაგალითად VoIP_ს საშუალებით შესაძლებელია Skype_თ განვახორციელოდ ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით. PTT - (Push-to-Talk) - რაციის ფუნქცია მობილურ ტელეფონში. ფორმ-ფაქტორი - მობილური ტელეფონის ფიზიკური სახე, ფორმა, როგორებიცაა მაგ: მონობლოკი (კლასიკური), სლაიდერი, გვერდითა სლაიდერი, გასახსნელი და ა.შ. QWERTY კლავიატურა - ეს არის კლავიატურა რომელზეც განლაგებულია სიმბოლოები, ანბანი და ყველა ის ღილაკი რომელიც განლაგებულია პერსონალურ კომპიუტერზე და ნოუთბუკზე. Li-Ion - ლითიუმის იონი. ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით. Li-Po - (ლითიუმის პოლიმერი) - ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion ტიპის ბატარეა. მაგრამ მისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის mAh (მილიამპერი საათში) - ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული ლაპარაკის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული ციფრებია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს ლოდინის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მოსი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები AMOLED - (Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის. STN - (Super Twisted Nematic) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს , მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება. TFD - (Thin Film Diode) ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად . TFT - (Thin Film Transistor) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია. Monochrome - სიტყვასიტყვით "ერთი ფერი". ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი Pixel - წერტილები, რომლისგანაც შედგება ეკრანი რეზოლუცია - პიქსელების რაოდენობა ეკრანზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგ: 320 x 240, 240 x 320, 360 x 640, 640 x 960 და ა.შ დიუმი (ინჩი) - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლიცაც იზომება ეკრანები. (1 დიუმი = 2,54 სმ) 65K, 256K, 16M - ფერების რაოდენობა ეკრანში. (K = 1000; M = 1 000 000) Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით Accelerometer (აქსელერომეტრი) - ეკრანის ავტომატური შემოტრიალების ფუნქცია MP (Mega Pixel) - კამერის რეზოლუცია VGA (640 x 480), QWGA (320 x 240), 720P - ვიდეოს რეზოლუციები TV out - ეს არის ტექნოლოგია რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თამაშები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით. FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენ 10 მეტრს. USB - პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები. Irda - (Infrared Data Association) ინფრა წითელი პორტის დანიშნულებას წარმოადგენს ორი სხვადასხვა მოწყობილობის დაკავშირებას ოპტიკური სხივის საშუალებით. ინფრა წითელი პორტის საშუალებით რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ორივე მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ინფრა წითელი პორტი და მოწყობილობები უნდა იყვნენ განლაგებულნი ერთმათის პირისპირ და ინფრა წითელი პორტებით უყურებდნენ ერთმანეთს, გადაცემის მანძილი განისაზღვრება 5 - 50 სმ. სიჩქარე 16 მბ/წმ_მდე. Bluetooth - არის ტექნოლოგია რომელიც განკუთვნილია მონაცემთა გასაცვლელად ორ ან რამდენიმე მოწყობილობებს შორის რადიო ტალღების საშუალებით, რადიო ტალღების სიხშირე წარმოადგენს 2.40 GHz. მისი მოქმედების რადიუსი შეადგენს საშუალოდ 10 მეტრს (მობილური ტელეფონებისათვის და Bluetooth-ს გარნიტურებისათვის). Bluetooth-ს ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წარმოადგენს 1 მბ/წმ_დან 55 მბ/წმ_მდე. A2DP - (Advanced Audio Distribution Profile - აუდიო ფაილების გაფართოებული განაწილების პროფილი) - ეს პროტოკოლი წარმოადგენს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით. Wi-Fi/Wlan - ტექნოლოგია გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად საჰაერო გზით რადიო ტალღების საშუალებით (მონაცემთა გადაცემაში იგულისხმება - ინტერნეტ კავშირი) აქვს რამდენიმე სტანდარტი: IEEE 802.11 a/b/g/n, მაგრამ რეალურად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება მხოლოდ სამი სტანდარტი: IEEE 802.11b მუშაობს 2.40 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 11 მბ/წმ. IEEE 802.11 g სტანდარტები მუშაობენ 2.4 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 108 მბ/წმ_მდე. IEEE 802.11n მუშაობს 2.40 GHz და 5 GHz მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 100 - 600 მბ/წმ-მდე. WiMAX - (Worldwide Interoperability for Microwave Access) არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც ადგილმდებარეობის მიუხედავად, უსადენოდ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე მონაცემების გადაცემას და მიღებას, მონაცემთა გადაცემა აღწევს 40 მბ/წმ_მდე. GPS - Global Positiong System) დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა ნავიგაციის და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის აგდილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. A-GPS (Assisted GPS) - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას, Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ. Geo-tagging - არის GPS_ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). ოპერაციული სისტემა - ესაა სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე ვერსია: Symbian, Windows Mobile, MAC, Android, Maemo და სხვები. Symbian OS - არის ერთ - ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში. Symbian OS შემუშავებულია და დანერგილია კომპანია Symbian-ს მიერ Symbian OS აქვს ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოდიფიკაცია, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მოწყობილობის განსხვავებულ ტიპებზე, მათგან ყველაზე გავრცელიბული მოდიფიკაცია არის: Series 60, Series 90 და FOMA (რომელიც მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის მზადდება) MAEMO OS - არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში, შექმნილია NOKIA_ს მიერ Debian Linux_ის ბაზაზე. უახლეს ვერსიას წარმოადგენს Maemo 5. ANDROID OS - არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია ANDROID - ის მიერ, ამჟამად წარმოადგენს კომპანია GOOGLE_ს სისტემას, არსებობს ANDROID_ის შემდეგი ვერსიები: ANDROID 1.5; 1.6; 2.0; 2.1; 2.2; 2,3; 3.0 iOS - (ადრინდელი სახელწოდებით iPhone OS) არის Apple_ის მობილური ოპერაციული სისტემა iPhone_სთვის , აგრეთვე გამოიყენება iPod Touch და iPad_ში. Windows Mobile - არის ოპერაციული სისტემა პორტატული მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებული Microsoft_ის მიერ. აქვს ორი გამოკვეთილი ვერსია Windows Mobile Standard და Windows Mobile Professional, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტერფეისი Linux - ოპერაციული სისტემა. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისთვის რომლებიც Linux-ზეა დაფუძნებული (მაგ: Android და Maemo). Java - არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystens მიერ. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ Java პროგრამირების ენით დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა. MIDP - ( Mobile Information Device Profile) არის კომპაქტური აპლიკაცია რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენაზე. MIDP_ს სპეციფიკაცია განისაზრვრება შემდეგი ფუნქციებით: საციცოხლო ციკლი (ინსტალაცია, წაშლა, განახლება, გაშვება, შეჩერება, პაუზა) საფრთხო და ავტორიზირებული გამოყენება მობილური აპარატის გარკვეული ფუნქციების (მაგალითად კომუნიკაციების ფუნქციები) გრაფიკული ინტერფეისი KB (კილობაიტი), MB (მეგაბაიტი), GB (გიგაბაიტი) - ინფორმაციის საზომი ერთეულები AAC - (Advanced Audio Coding) ციფრული, აუდიო ფორმატის ფაილი. MP3 ის მსგავსი, მაგრამ გამოირჩევა უკეთესი ხარისხით და ფაილის პატარა ზომით. შემდეგი ვერსიებია: AAC + და AAC + + MP3/WMA/WAV - აუდიო ფორმატები DivX/XviD/MP4/H.264/H.263/WMV - ვიდეო ფორმატები CPU - მიკროპროცესორი, რომლის დანიშნულებაა მასში შესული ინფორმაციის დამუშავება და განაწილება. მობილურებში გამოიყენება ARM 11, Qualcomm, Samsung_ის და სხვა ფირმის პროცესორები. RAM - (Random-access memory) - დროებითი მეხსიერების ტიპი, რომელსაც იყენებს მოწყობილობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს. ROM - (Read-only memory) - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. MMC, M2, SD, XD, PRO DUO ,microSD, miniSD, MMC - მეხსიერების ბარათების სახეობები, ამათგან თანამედროვე მობილურ ტელეფონებში გამოიყენება: microSD და M2 Sony ericsson_ის გარკვეულ მოდელებში. Cyber-Shot - ეს არის ციფრული ტექნოლოგია (ლინზები, პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები). Cyber-Shot პროდუქციაა: ციფრული ფოტოკამერები და Sony Ericsson_ს მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის კამერით. Walkman - ეს არის მულტიმედიური ფლეერები, მუსიკალური და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით. ასევე დიდი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით. Walkman პროდუქციაა: მულტიმედიური ფლეერები და მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის მუსიკალური მონაცემებით. TrackID - ამ ფუნქციით შესაძლებელია დადგინდეს ინფორმაცია (დასახელება, შემსრულებელი და ა.შ.) ნებისმიერ მელოდიაზე ინტერნეტის საშუალებით. Smile Shutter - ეს არის ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი აფიქსირებს ღიმილს და დაფისირების შემდეგ ავტომატურად იღებს ფოტოს. გამოიყენება Sony_ის ფოტოაპარატებში და Sony Ericsson_ის ტელეფონებში Cyber-Shot სერიიდან. ტერმინები,რომლებიც გამოიყენება Android OS-ში: ADB - (Android Debug Bridge) ეს არის ხელსაწყო,რომელიც ყენდება Android SDK-სთან ერთად და გვეხმარება მოწყობილობის მართვაში Android OS-ის ბაზაზე. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის ამოარქივებული SDK-ს <Tool>ის ფოლდერში. Bootloader – ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი - სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა,რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას. Clocworkmod Recovery - მოფიცირებული არაოფიციალური რექოვერი, რომელსაც უშვებენ თითქმის ყველა მოწყობილობისთვის.მას გააჩნია გაცილებით უფრო მეტი ფუნქცია,ვიდრე ქარხნულ რექოვერის. ზოგ მოწყობილობაზე იგი ყენდება ქარხნული რექოვერის ნაცვლად,ზოგზე - პარალელურად. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაყენდეს არაოფიციალური „პრაშივკები“, დაიფლეშოს ოპერაციული სისტემის შესწორებები .Zip ფორმატში, იწმინდება სისტემის და Dalvik ქეში,შესაძლებელია გაკეთდეს სისტემის და სამომხმარებლო მონაცემების სარეზერვო კოპია (Backup), გაიყოს მეხსიერების ბარათი ნაწილებად და მრავალი სხვა. Dalvik - Java-ს ვირტუალური მექანიზმი,რომელიც გამოიყენება პროგრამების გასაშვებად (მხოლოდ APK ფორმატში) Dalvik Cache – ყველაზე ხშირად გაშვებული პროგრამების შედეგი,რომელიც არის ოპტიმიზირებული დალვიკის ვირტუალურ მანქანაში. Kernel - ეს არის სისტემის ბირთვი. როგორც წესი მისი „დაპრაშივკება“ შესაძლებელია ,მოდიფიცირებული რექოვერიდან ან ბუთლოუდერიდან. Recovery- ზემოთნახსენები Clockwork Recovery.რექოვერის რამოდენიმე სახე არსებობს,ერთ-ერთია Clockwork Recovery. Root - (სუპერმომახმარებელი) ეს არის სპეციალური აქაუნთი UNIX-ის მსგავს სისტემებში.მისი მეშვეობით შესაძებელია განხორციელდეს ყველა ოპერაცია შეზღუდვების გარეშე. Wipe - ეს არის მთლიანი პარამეტრების ჩამოყრა (Hard Reset-ის ანალოგი). ამ დროს იწმინდება ფოლდერები /data და /cache, ანუ იშლება ყველა დაინსტალირებული პროგრამა, და ყველა სისტემური პარამეტრი. ჩამატებულია ლინკები ვიკიპედიიდან და გასწორებულია ზოგიერთი ტერმინის განმარტება
  11. x10 mini pro უყიდე,თეთრი ფერის.მგონი ცუდი არაა :X
  12. ხოდა ეს უყიდე,ვაგზალზე 280 ლარი ღირდა 1 თვის წინ,ახლა უფრო დაიკლებდა დაურუთე და ქართული ფონტები დაუყენე,რომ facebook ზე იძრომიალოს :D
  13. ლომსიკ,საშინელი ტელეფონია! კლასელს აქვს და მაგრად არ მომწონს...სენსორი ცუდი აქვს,კარგად თუ არ დააჭირე,ისე არ მუშაობს ეს კარგი არჩევანია,მაგრამ ანდროიდ 2.1 ტეხავს თან ICS ს განახლებას ვეღარ მიიღებს ამიტომაც მე ამას გირჩევ,ქვერთი კლავიატურა,ნორმალური ზომის ეკრანი,720P კამერა. პახოდუ ICS საც მიიღებს (მარა გოგოსთვის ექნება რაზნიცა 2.3 სა და 4.0 ს შორის? მაგათ მარტო მესიჯები და მუსიკები აინტერესებთ )
  14. ვერა,რუთის გარეშე ვერა... დამავიწყდა მეთქვა,დარუთვით საგარანტიო პირობებს არღვევ,მაგრამ unroot ის გაკეთებაც შეიძლება
  15. ესეიგი ჯერ უნდა დარუთო და მერე უნდა დააყენო ეს პროგი დარუთვა: აქ ნახე მესამე პუნქტი იმ პროგის დაყენებას რაღა უნდა :xelitavi:
  16. ანდროიდ 2.3 (2.3 მდე განახლდება,მარა როგორ ხზ) ეკრანი უტეხავს.256K ფერი ცოტაა,კამერაც 2MP დღეისთვის ცუდია :X მარა მეზობელს აქვს და ეკრანზე თითი თუ არ დააჭირე კარგად,ისე არ მუშაობს სენსორი :X custom ROM არ ვიცი ყენდება თუ არა,ისიც კი არ ვიცი როგორ ირუთება.ხვალ დავწერ თუ დავრუთავ superoneclick - ით,თუ არადა კიდევ 2 გზა ვიცი და იმათ ვცდი მარა სისტემას თუ დაერხა მერე რა ვქნა არვიცი,რითი გავანახლებ არვიცი მაგ ფასში ახალი ტელე ცუდი არაა,მაგრამ მაგას ჯობს ფორუმზე რამე ნახმარი ანდროიდი დაითრიო,ცოტაც და x10 mini pro / x8 დაითრევ
  17. აკი არ იქნებ ოფიციალურადო? :dabolili:
  18. ჯერ არ დააყენო,არ გირჩევ მე,ალფა ვერსიებია გამოსული და ბაგებითაა სავსე,დაელოდე როცა გამოვა ფინალური ვერსია და მერე ისიამოვნებ უი,ახლა გამახსენდა, სამსუნგმა ხომ თქვა რომ გალაქსი ზე სენდვიჩი ოფიციალურად არ იქნებაო? მგონი მოგიწევს Custom ROM-ების დაყენება :chojinfc:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.