Jump to content

Fisher

წევრი
  • Posts

    269
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Fisher

  1. ზატო ნოკიას სიმბიანი უყენია, რაც თავისთავად უვარგისის სინონიმია ;) ჩემი ხმა ფანრიან ნოკიას! :D
  2. ფასი თითქმის ერთი და იგივეა ორივე მოწყობილობის, თუმცა სიმბიანი რასაც უყენია მაგას მე პირადად არ შემოუშვებ ოჯახში! ))) მე გავცვლიდი
  3. მადლობა აღნიშვნისთვის ))
  4. ვისაც ნანახი არ გაქვთ, ნასას კოსმოსური ზინდის Solar TErrestrial RElations Observatory-ს მიერ გადაღებული მზის რეალური მოცულობითი კადრები
  5. ჩორტ, ორი დღეა რაც ამ ფორუმზე დავრეგისტრირდი და ძალიან მომეწონა აქაური სიტუაცია, ნუ შეიძლება სულ რაღაც ორი დღე როა მაგიტომ მომწონს , თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არააქ. მოკლედ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ანდროიდების მოყვარულთათვის კომპანია Honda Motor-მა, ტავისი რობოტის, Asimo-ს ახალი მოდელის გამოშვლის შესახებ განაცხადა. ეს ჰუმანოიდ რობოტს ადრეც ადრეც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა სიახლეს შეუძლია ერთ «ფეხზე» ხტომა, უსწორმასწორო ზედაპირზე წონასწორობის დაკარგვის გარეშე გადაადგილება, წვიმაში სიარული, ისე რომ რამე არ «აუფეთქდეს» შიგნით, ანუ სრულიად წყალგაუმტარია და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რობოტს საათში 9 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რაც ყველაზე სწრაფი მორბენალისთვისაც შესაშური რეზულტატია. შეგახსენებთ, რომ ადრინდელ ანდროიდებს მხოლოდ 6 კმ/სთ-ში სიჩქარე ჰქონდათ. გარდა ზემოთთქმული ღირსშესანიშნაობებისა Asimo-ს შეუძლია ერთდროულად სამი ადამიამის ხმის გარჩევა. Honda Motor-ში აცხადებენ, რომ მათ ქმნილებას ოპერატორის ჩარევის გარეშე შეუძლია ხალხმარვალ ადგილებში უპრობლემოდ გადაადგილება. საქმე იმეში მდგომარეობს, რომ რობოტს შეუძლია მის წინ მოძრავი სხეულების აღქმა და უფრო მეტიც, ობიექტების გადაადგილების წინასწარმეტყველება. და ბოლოს, ყველაზე საინტერესო, გახსოვთ ფილმი ,,მე რობოტი,, რომელიც, განსაზღვრულ დროში, ცენტრალური სერვერიდან იღებდა განახლებულ ინფორმაციას? აი, ასიმცო ნელნეა უახლოვდება მაგ მოდელს, ანუ ინფორმაციის გასაახლებლად არ არის ადამიანის ჩარევა საჭირო, ყველაფერი ავტომატურად ხდება, რაც ხელოვნური ინტელექტის შექმნაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
  6. მსგავს რამეს მეც მიკეთებს ((
  7. იქ რატომ? მგონი ინფორმაცია გუგლზე ქსელებში უნდა უყოს და არა ჰაიტეკში თუ არ ვარ მართალი გადავიტან
  8. გუშინ, 11 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორპორაცია Google–მა იყიდა კიდევ ერთი კომპანია, თუმცა ამ შემთხვევაში «სიკეთის კორპორაციის» შენაძენი საძიებო სფეროს ეხება. ნაყიდი კომპანია Apture, შექმნის დღიდან, მომხმარებლამდე ინფორმაციის უსწრაფესად მისვლის (ფაქტიურად, თითქმის მყისიერად) ტექნოლოგიებზე მუშაობს. Apture–ის პროგრამული უზრუნველყოფა (Apture Highlights) ნებისმიერ საიტზე სასურველი ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარება. აღსანიშვავია ის ფაქტიც, რომ ამ კომპანიის ტექნოლოგიები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მასთან მუშაობდნენ ისეთი რესურსები, როგორცებიც არიან Financial Times, NYT (New York Times) და სხვ. რაც შეეხება Financial Times–ს, აქ ტექნოლოგია Apture Highlights ძალიან საინტერესოდ იყო რეალიზებული: მომხმარებელი, რომელიც მიიტანდა კურსოსრს ნებისმიერი კომპანიის სახელწოდებასთან, რომელიც ნახსენები იყო FT–ს საიტზე, მაშინვე იხსნებოდა პატარა ფანჯარა, სადაც გამოსახული იყო შესაბამისი ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ, მათ შორის აქციების ფასების დინამიკა, რეიტინგი და სხვა მსგავსი ინფორმაცია. როგორც მოსალოდნელია Apture–ს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ბრაუზერ Chrome–ში, თუმცა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, Google–ის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ამიერიდან, შეძენილი სტარტაფის ჯგუფი საძიებო სისტემის მონსტრზე იმუშავებს, რის შესახებ უკვე განაცხადა Apture–ის წარმომადგენლობამ. სორსი: go.ge
  9. უკვე ვინ მოსთვლის მერამდენე, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა რომ «სიკეთის კორპორაციამ» კიდევ ერთი კომპანია, Apture შეიძინა, რომელიც ნებისმიერ საიტზე სასურველი ინფორმაციის მოძიებაში გვეხმარება (ბოდა). ვულოცავ გუგლს და ყველა გუგლის გულშემატკივარს, გილოცავ Fisher :-)
  10. ნუ თუ დღევანდელი ჰუმანის აზროვნებას გადავხედავთ დავინახავთ (ზოგადად და არა კონკრეტულად)შემდეგ ფაქტს: მას არ აინტერესებს რა ფუნქცია აქ შეძენილ ტელეფონს მთავარია ის სვეტსკი იყოს, მას არ აინტერესებს რა ხდება სამყაროში მთავარია მის ტოსტერს არავინ შეეხოს; როცა ერთ რიგით პოლიტიკოს კლავენ მთელი სამყარო განიცდის ამას არადა აფრიკაში მილიონობით ადამიანი ყოველდღე შიმშილით იხოცება და ეს არავის ადარდებს. შეერთებულ შტატებში სამხედრო ძალებს ბიუჯეტი გაუზარდეს, შედეგად ნასას დაფინანსება რამდენიმე მილიარდით შემცირდა... შური, ჭორი, ზიზღი, დამცირება, დაჩაგვრა, რელიგიები, გაუბედაობა... ასეთმა აზროვნებამ მეეჭვება ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში მიაღწიოს განვითარების იმ დონეს რაც იმ კინოშია ნახსენები. მეც მინდა აზგარდები ვიყოთ, თუმცა ამას დრო უნდა, ძალიან დიდი დრო. (ნუ ჩემი აზრით) Future is Wild, The (2003) ესეს ძალიან საინტერესო ფილმია ცხოველთა სამყაროს მოყვარულთათვის BBC: Space, ეს არ მაქ ნანახი ვნახავ :thumbsup:
  11. მოკლედ, ძალიან ბევრი ჭორის, მითქმა-მოთქმისა და პრივატ საუბრების მერე ASUS-მა როგორც იქნა წარმოადგინა თავისი პირველი პლანშეტი ASUS Eee Pad Transformer Prime, რომელცი აღჭურვილია Nvidia Tegra 3-ის მძლავრი 4-ბირთვიანი პროცესორით. Nvidia Tegra 3 — ეს არის 4 ბირთვიანი მძლავრი პროცესორი, რომლის თითოეული ბირთვის ტაქტური სიხშირე 1.3 გ.ჰ.ც-ს შეადგენს. პლანშეტს ასევე გააჩნია 1GB ოპერატიული და 32GB ან 64GB ჩაშენებული მეხსიერება. სენსორულ დისპლეის 10.1 დიაგონალით და 1200/800 პიქსელით. პლანშეტი დაფარულია ალუმინის გარსით, რომლის სისქე 8.3 მ.მ-ს შეადგენს, წონა -- 586 გ.რ. Eee Pad Transformer Prime-ს შემადგენლობაში ასევე შედის: ორი კამერა -- ფრონტალური, გაფართოებით 1.2 მ.პ. და ცენტრალური 8 მ.პ. რომელიც ვიდეოების 1080p-ში ჩაწერის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა სიახლეს გააჩნია ისეთი სათამაშოები, როგორიც არის GPS მოდული, აჩქარებისა და განათების სენსორი, ელექტრონული კომპასი და გიროსკოპი. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს მოწყობილობის ხმის სისტემა SonicMaster, micro HDMI პორტი, აკუმულატორი მოცულობით 25 ვტ/სთ, რომელიც 12 საათიან ავტონომიურ რეჟიმში უპრობლემოდ მუშაობს. რაც შეეხება ფასს: 32 გბ ჩაშენებული მეხსიერების მქონე მოწყობილობის შეძენა $499–ად შეგვიძლია, თუ 64 გიგაბაიტიანს დავადგით თვალი აქ რა თქმა უნდა ოდნავ მეტის –– $599. ჩემი აზრით ასეთი მონაცემების მქონე აპარატის ამ ფასად შეძენა ტორტის ყველაზე გემრიელი ნაწილის გადაღებას გავს (თუ ტორტს ყველა ნაწილი გემრიელი აქ? ) და დარწმუნებული ვარ ASUS Eee Pad Transformer Prime ძალიან პოპულარული გახდება.
  12. Zeitgeist (2007) Zeitgeist: Addendum (2008) მე პირადად ვიცხოვრებდი ამ ხალხის სამყაროში ;) ;)
  13. შენთან წამოსვლა და ადგილზე დაყენება აშკარად ჯობია, მაგრამ ჯერ ახალი ვარ ამ ფორუმზე და ჯობია არ ვიტანტალო :-) აჰა ლინკი: http://boni.ge/programs/windows/7011-microsoft-windows-xp-professional-sp3.html ))))
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.