Jump to content

Inferno

OC Legends
  • Posts

    1761
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    9

Posts posted by Inferno

  1. atibig.jpg

    AMD’s award-winning ATI Catalyst graphics and HD video configuration software delivers unprecedented control of performance and visual quality with ATI Radeon™ graphics processors. Certified by Microsoft® Windows® Hardware Quality Labs (WHQL), ATI Catalyst drivers for Windows 7®, Vista® and Windows® XP operating systems deliver stable performance and push the limits of innovation with advanced user-oriented features.

    This is the latest AMD’s industry leading software suite, Catalyst™. This particular software suite updates both the AMD Display Driver, and the Catalyst™ Control Center. This unified driver has been further enhanced to provide the highest level of power, performance, and reliability. The AMD Catalyst™ software suite is the ultimate in performance and stability.

    Precision controls for power users. Tweaks for gamers and video enthusiasts. Simple wizard-assisted setup, easy multi-monitor configuration, and ultra reliable operation for working professionals. New user or seasoned expert, ATI Catalyst puts you in charge of The Ultimate Visual Experience™.

    • Industry-leading performance. ATI Catalyst boosts graphics performance with every new monthly release, including enhancements for popular Direct3D and OpenGL game titles.

    • Innovative and exciting features. ATI Catalyst includes the ATI Catalyst Control Center™, delivering innovative features and unprecedented control of performance and visual quality with ATI Radeon graphics.

    • Robust stability. ATI Catalyst drivers for Windows Vista and Windows XP are Microsoft WHQL-certified, and include rigorously tested Linux drivers to deliver the industry’s most stable and reliable graphics performance.

    The AMD Catalyst™ software suite 10.11 contains the following:

    #AMD display driver version 8.791

    #HydraVision™ for Windows XP, Windows Vista and Windows 7

    #Southbridge/IXP Driver

    #AMD Catalyst™ Control Center version 8.791

    Release Notes

    Download

  2. ATI 5850 With Nvidia 8800 GTS PhysX

    ჩემს მიერ მომზადებულ რევიუში მინდა განვიხილო საკმაოდ საინტერესო ტესტირების შედეგები. ტესტირება ჩატარდა ორ ვიდეო დაფაზე, ესენია: XFX 5850 Black Edition და XFX 8800 GTS. დამეთანხმებით აქ შესადარებელი არაფერია თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ამ კარტების ჰიბრიდი რათა დაგვედგინა რამდენად რეალურია ატის ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა NVIDIA® PhysX®! ყველასათვის ცნობილია ის ერთ-ერთი "კოზირი" რის გამოც მეტი მომმხარებელი ყავს ნვიდიას და ესაა ფიზიკა (PhysX). ძნელია არ დაეთანხმო ნვიდიას და ნვიდიას ვიდეო დაფის ყველა მომხმარებელს ამ ფაქტზე რადგან თამაში ხდება მეტად რელისტიკური, სრულყოფილი და ის პატარა ელემენტები რაც ფიზიკას შეაქვს თამაშში უმნიშვნელო ნამდვილად არაა ასე რომ აქ ნვიდია უდაოდ წინაა.

    პირადად გავატარე ტესტები და სხვაობით ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი. (3-4 კარტიდან რაც მქონია მარტო ერთი იყო ნვიდია და ისაც FX 5200 ასე რომ აღსაფრთოვანებელი ნამდვილად მქონდა ამ მხრივ)

    ამ მცირე შესავლის შემდეგ უკვე გადავალ სატესტო სისტემაზე და შედეგებზე. სატესტო სისტემად იყო ჩემი კომპიუტერი 5850-ით, ხოლო 8800 GTS მოგვაწოდა ჩვენი თიმის წევრმა სოსო-მ.

    ფოტოები სამუშაო მაგიდიდან:

    76150392.th.jpg 91998066.th.jpg 93857561.th.jpg 54389620.th.jpg

    სატესტო სისტემა:

    MB: Asus Maximus Formula

    CPU: Intel E8400 4.05GHz

    RAM: OCZ Flex 2X1GB 1200MHz / Corsair Dominator 2X1GB 1066Mhz

    VGA: XFX 5850 1GB Black Edition და XFX 8800 GTS 512Mb სტოკ სიხშირეებზე

    HDD Seagate 160Gb + Seagate Maxtor 500GB 32mb

    PSU: Tagan PipeRock TG800-BZ

    OS: Windows 7 64Bit

    Drivers: Nvidia Forceware 257.21, ATi Catalyst 10.6 With Hybrid PhysX Mod 1.04ff

    სანამ უშუალოდ გადავიდოდე ტესტირების შედეგებზე ვეცდები მოკლედ აგიხსნათ როგორ ხდება ატი-ს ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა. ფიზიკის ჩართვა ხდება ფიზიკის "მოდის" დახმარებით რომელიც გამოიგონე ერთმა ჭკვიანმა კაცმა სახელად GenL. ვინაიდან ფიზიკის ჩართვა გვინდა ატიზე რადგანაც ნვიდიას ისედაც აქვს :) ამისათვის ვიწერთ და ვაყენებთ ნვიდიას დრაივერს 257.21 და ზევით. შემდეგ ვაყენებთ GenL-ის მოდს და ფიზიკა ჩართულია სისტემაში. იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ფიზიკა ნამდვილად ჩართულია ატი-ს კარტაზე ვნახულობთ GPU-Z.

    ესაა ჩემს მიერ გადაღებული სქრინები სადაც ჩანს ატი-ს კარტაზე გააქტიურებული ფიზიკა:

    sl1u3.png

    ტესტირების შედეგები:

    3DMark 2005

    საინტერესო იყო ფიზიკის გავლენა futuremark-ის ტესტებზე და სოსომაც დიდი დაინტერესება გამოხატა ამ მხრივ. როგორც ხედავთ შედეგი თქვენ წინაა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ფიზიკა ატიზე უკან წევს 5850-ს:

    3dmark2005.png

    3DMark 2006

    როგორც ხედავთ აქაც იგივე შემთხვევაა როგორც ზემოთ ავღნიშნე როცა 3DMark 2006-ს არ მოწონს ფიზიკა ატიზე და ამუხრუჭებს მას, მცირედით თუმცა მაინც:

    3dmark2006.png

    3DMark Vantage

    აი აქ კი სხვაგავარდაა საქმე. ყველამ იცით როგორ უყვარს ფიზიკა Vantage-ს და როგორ იღებს "fake" ქულებს ბენჩი. სხვთაშორის პირველი ეს ბენჩი გავატარე ატი+ფიზიკაზე და მივხვდი რომ ფიზიკა ნაღდად მუშაობდა:

    3dmarkvantage.png

    AvP D3D11 Benchmark

    ერთ-ერთი ყველაზე პირველი თამაში DX11-ით. აქ თითქოსდა ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო თუმცა მიუხედავად იმისა რომ თამაშს ფიზიკა არ აქვს მაინც შესამჩნევი სხვაობა მოგვცა ჩვენმა ატი/ნვიდია ჰიბრიდმა:

    Resolution: 1680 x 1050, Anisotropic Filtering: 16, SSAO: ON, Vertical Sync: OFF, DX11 Tessellation: ON, DX11 Advanced Shadows: ON, DX11 MSAA Samples: 1

    avpd3d11benchmark.png

    Batman - Arkham Asylum v1.1

    აი ეს კი მართლაც ყველაზე მეტად დახვეწილი და თანამედროვე თამაში რაც კი ფიზიკაზე გამოსულა. შედეგით და თამაშის ცვლილებით პირადად აღფრთოვანებლი დავრჩი. მარტო ამ თამაშის გულისთვის ღირს ფიზიკის ჩართვა ატიზე. ამავე თამაშზე ტესტი გავატარე ცალკე ნვიდიას 8800-ზეც რათა უფრო ზუსტად გამოჩენილიყო ძალათა სხვაობა და საბოლოო ეფექტი. ეს ყოველივე შედეგში კარგად აისახა:

    Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, PhysX: High, Antialiasing: on

    batmanarkhamasylumv11.png

    Cryostasis

    შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ეს თამაში და გასაკვირი არცაა, პირადი აზრით თამაში ნაღდად ვერ დაიკვეხნის სთორით, მაგრამ ჩვენ სატესტო თამაშებში მოხვდა ფიზიკის გამო ასე რომ სთორი გვერძე გადავდოთ და შედეგბს დავაკვირდეთ. აქაც ისევე როგორც ზემოთ ცალკე მოხდა ნვიდიას ტესტირება. როგორც ხედავთ აქაც საკმაო სხვაობა მოგვცა ფიზიკამ:

    Resolution: 1680x1050, Vertical sync: off, PhysX: on, Advanced PhysX Effects: on, Shader Model: 4.0, Antialiasing: on, Anostropic Filtering: on

    cryostasis.png

    Darkest of Days

    კიდევ ერთი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშს მოყვება ფიზიკის ტესტი და პირდაპირ მისწრებაა ჩვენს შემთხვევაში. აქაც ცალკე მოხდა 8800-ის ტესტირება. შედეგბმაც არ დააყოვნა და როგორც ხედავთ ჰიბრიდი ჯერ-ჯერობით ამართლებას ჩვენ იმედებს:

    Resolution: 1680 x 1050, Graphic Details: Very High, Antialiasing: 16x, Anostropic Filtering: 16x

    darkestofdays.png

    DarkVoid

    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშზე რეკომენდირებული მოთხოვნა ფიზიკის გააქტიურებაზე არის GTX 260 თუმცა ჩვენმა 8800-მა ნაღდად არ შეირცხვინა თავი (შეარცხვინა სოსო):D და წარმატებით გაართვა თავი მოვალეობას:

    Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Quality: High, Model Quality: High, PhysX Effects: Low

    darkvoid.png

    Metro 2033

    წლის ერთ-ერთი ყველაზე რეინტინგული თამაში DX11-ით და ფიზიკით თუმცა საშინელი ოპტიმიზაციით. ყველა ალბათ ყველაზე მეტად ამ ტესტ ელოდა და მის შედეგბს თუმცა გაურკვევლი მიზეზების გამო ტესტი ჩავარდა. რაღათქმა უნდა ან 8800 DX10-ზე გადის ტესტებს. წინა ტესტებიდან გამომდინარე ამას ნაღდად არ ველოდი:

    Resolution: 1680 x 1050, Quality: Very High, DirectX 11, Antialiasing: MSAA 4x, Texture Filtering: AF16x, Advanced PhysX: on, Advanced Dof: On, Tessellation: On

    metro2033k.png

    Mirror's Edge

    კიდევ ერთი გაუგებრობა. გაუგებრობა თუნდა იმიტომ რომ წესით ამ თამაშს 8800-იც უნდა მორეოდა და მითუმეტეს ჩვენი ჰიბრიდი. როგორც ხედავთ შედეგი ნაღდად არაა დამაკმაყოფილებელი. როგორცკი თამაშში შემოდის ფიზიკის ელემენტები FPS ვარდება საშინლად და ეს გრაფიკზეც კარგად ჩანს. მიზეზი დაუდგენელია.

    Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Detail: Highest, Graphic Quality: Highest, Antialiasing: 8XQ, PhysX Support: On

    sedge.png

    Crysis Warhead

    ინტერესის გამო და ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად გავატარე ორი ისეთი თამაში სადაც ფიზიკა არაა და არც შედეგბი გამკვირვებია. დამეთანხმებით ისეთი ბენჩი როგორიც Crysis-ია ყველგან და ყოველთვის ტარდება და გამონაკლის არც ჩვენი შემთხვევა ყოფილა. როგორც ხედავთ შედეგები იდენტურია, ასე რომ იყოს მაინც ფიზიკა სიტემაში არაა პრობლემა :D

    Resolution: 1680 x 1050, DirectX 10, FSAA:8x, Vertical Sync: off, Mode: Enthusiast

    crysiswarhead.png

    Resident Evil 5

    ესაც ბოლო ბენჩი და როგორც ზემოთ ავღნიშნე ესაც ფიზიკის გარეშე. აქაც არაფერი სხვაობა არ მოგვცა ფიზიკამ და ტესტირებამაც მშვიდობით ჩაიარა:

    Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Antialiasing: 8X, Advanced Dof: On, Texture Detail: High, Overall Quality: High

    residentevil5.png

    დასკვნა:

    ძალიან ბევრი მსურველი იყო ჩაეტარებინა მსგავსი ტესტირება და უფრო მეტი მსურველი იყო და არის ვისაც შედეგები აინტერესებდა. შემიძლია ვთქვა რომ ტესტირება შედგა და დავინახეთ რეალურად რას გვაძლევს ორი კარტის გაერთიანება. ასევე დაინგრა მითი "MythBusters" 8800-სთან დაკავშირებით, ბევრი ამბობდა რომ მინიმუმ GTX 260 იყო საჭირო, თუმცა როგორც ვნახეთ საკმაოდ კარგად ეჭირა თავი 8800-ს. ისეკი მეეჭვება ჩვენთან ატის 5XXX სერიას ვინმემ GTX 260 მიუდგას ამიტომ მივეძალოთ 8XXX სერიას. ახლად დასტარტული აპაჩესი არ იყოს თამამად შემიძლია ვთქვა It Works!

    By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/

    მხოლოდ overclockers.ge-სათვის!

    P.S მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ 8XXX სერიის ჩადგმაზე სისტემაში. სოსო ძალია კაი კარტაა და შენ ხო მეორეც გაქ უკეთესი? :D :D

    • Upvote 3
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.