Jump to content

Nathaniel

წევრი
  • Posts

    13778
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by Nathaniel

  1. ისადა დროები წინაზე როგორც იყო ისე რომ დავაყენოთ ? ანუ ამ ნაწერს ვგულისხმობ Today, 03:12 PM : ვაა ახალი ფორუმი : FC BARCELONA
  2. +9 მე აჭრელებული ფორუმი მერჩივნა იუზერბარები არ მიყვარს მაგრამ სურათების ჩასმის შეუძლებლობა დიდად დამაკლდება :user:
  3. მე პირადად ნაკლებს დავუწერდი F3-ზე F3 უფრო მომეწონა (აგზე დაწერეს ჯობია F3-სო)
  4. 2011-ში უფრო ზუსტად არაა ცნობილი ახლო ან არცთუისე ახლო მომავალში იწყება ბეტა ტესტინგი და იქნებ მოვახერხო ტესტინგზე მოხვედრა ჰონი კიდე არცთუისე ცუდია, უბრალოდ გმირები სადღაც 30 აქვთ ალბათ დოტასი დანარჩენი თავისი ან დოტასი და გადაკეთებული ყიდვას ვაპირებდი სანამ გავიგებდი დოტა 2-ზე ფასიანი იქნება წესით ეს icefrog-მა გავაგრძელებ დოტაზე მუშაობასაცო და იგივე ცვლილებები გადავა დოტა 2-ზე
  5. არ დაიჯეროთ მოჰის კრეკიაო შემატყობინეს დაიშალეთ :chojinfc:
  6. ბოლოსკენ შინაარსის არევაც
  7. Valve-ს ძრავა :D
  8. სულერთია მაინც არ ვიხედები
  9. ესეიგი: Icefrog-ი დაპატიჟეს Valve-ში სამუშაოდ სადაც აპირებენ დოტა 2-ის გაკეთებას ეს იქნება იგივე დოტა 100% გმირები, სკილები და რუკა გადადის ყველაფერი იგივე რაღათქმაუნდა იქნება გრაფიკაში დიდი ცვლილება გეიმპლეიში გაუმჯობესდება ბევრი ელემენტი რის საშუალებასაც არ იძლეოდა Warcraft-ის engine რაც მთავარია დაემატება ბევრი ისეთი რაღაც რაც hon-ისკენ გვიბიძგებდნენ მაგალითად ლივერებისგან დამცავი სისტემა და reconect-ი http://www.dota2.com/2010/11/dota-2-qa/ აი ინფო ყველაფერზე რაც იქნება
  10. კი ოღონდ ვიდეოები ისეთი იყო რომ მაგაზე უკეთესს მუვიმეიქერითაც გავაკეთებდი :D
  11. პროლოგი როგორც მოგეხსენებათ 12 ოქტომბერს (ნუ ჩვენთვის ცოტა ადრე, ალბათ) გამოდის გოთიკ 4, რომელსაც ველოდები და იმედია თქვენც ელოდებით. ხოდა უმრავლესობას არ გექნებათ წინა ნაწილები დახურული და ვიფიქრე დავწერ-მეთქი მოკლე შინაარსს, იქნებ ვინმეს დააინტერესოს რა ხდებოდა წინა გოთიკებში სანამ ამას ითამაშებს (ეჭვი კი მეპარება ჩემი ქართულად წერის „შეუძლებლობა“ რომ ვიცი). ხოდა თუ ვინმე საერთოდ პირველი გოთიკიდან მიყვება ამის წაკითხვის შემდეგ (რაც არ მოხდება 99%, ეს ჩემი აზრით მაქსიმუმი პროცენტია, 1 %-ად ვთვლი რომ ეს ყველაფერი ილუზიაა), მაშინ იქნებ სხვა რამეც დავწერო, მაგალითად სპელფორსი გაგაცნოთ ან რამე. პ.ს თუ რაიმე გრამატიკულ შეცდომას დაინახავთ (რაც იქნება საკმაოდ ბევრი), სასურველია მომწეროთ პმ და გამოვასწორებ (ალბათ) ან მოდერებმა პირდაპირ ჩაასწორონ. მოკლედ დავიწყე წერა ამდენ ბოდვას. გოთიკ 1 მირტანის მეფე რობარ მეორემ დაამარცხა უამრავი მტერი, თუმცა ორკებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ გადაწყვიტა მაგიური ბარიერის გაკეთება ქორონისის კუნძულზე, საბადოების ველზე. აქ მოიპოვებდნენ საუკეთესო მასალას იარაღის გამოსაჭედად, რის გარეშეც ორკებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. ყველა პატიმარს, მცირე თუ დიდი დანაშაულის მქონეს აგზავნიდნენ ამ კოლონიაში სამუშაოდ, ზოგჯერ სრულიად უაზრო დანაშაულისთვისაც. ამ ბარიერს კი უნდა დაეკავებინა ეს პატიმრები. მაგებმა შექმნეს ეს ბარიერი, მაგრამ რაღაც მოხდა, რის შედეგადაც ძალიან დიდ მანძილზე შეიქმნა ეს ბარიერი. მცველების დაბნეულობით ისარგებლეს პატიმრებმა და მოაწყეს ბუნტი, რის შედეგადაც აიღეს ძალაუფლება ხელში. მეფეს მოუხდა გარიგებაზე წასვლა. პატიმრები აწვდიდნენ მასალას, ხოლო მეფე სურსათს და სხვა ნივთებს რასაც ისინი მოითხოვდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 10 წელი, სანამ 1 უდანაშაულო ადამიანი რობარის ბრძანებით არ ჩააგდეს თუ შეაგდეს ამ კოლონიაში. ბარიერში შესვლა ყველას შეეძლო, ხოლო გამოსვლა არავის, უფრო სწორად ცოცხალი გამოსვლა არავის. ეს ადამიანი, ანუ გოთიკების მთავარი გმირი წარმომავლობით მირტანიდან იყო, გაურკვეველი წარსულის მქონე და უსახელო (ან სახელიანი, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით). ზუსტად აქ დაუმეგობრდა დიეგოს, მილტენს, ლის, ლარესს, გორნს, ლესტერს და სხვა მრავალს, რომლებიც ყველა გოთიკში იყვნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. აქ, მან ასევე გაიცნო თავისი მენტორი ქსარდასი, რომელიც ბარიერის შემქმნელი მაგებიდან ერთ-ერთი იყო და ყველაზე ძლიერი მათ შორის. იგი ყოფილი ცეცხლის მაგი, ახლა კი ნეკრომანტი არის. არ საუბრობს ზედმეტს და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გმირია, გაურკვეველი მოტივების მქონე. მალე ვარკვევთ, რომ აქ მალე იღვიძებს ძველი და უძლიერესი დემონი (არა რა, რა ცუდად ჟღერს ქართულად სახელები) მძინარე ( Sleeper) (1000 წელი ეძინა და ალბათ მაგიტომ დაარქვეს). იგი ბარიერში მყოფ ყველა ადამიანისა თუ არაადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. სწორედ ქსარდასის დახმარებით და წყლის მაგების გაბრაზებით, შევქმნით ხმალს ურაზიელს, იმ მასალისგან რომელსაც ეს მაგები აგროვებდნენ და ამით აპირებდნენ ბარიერის დანგრევას. ჩვენ ვკლავთ ამ დემონს, რის შედეგადაც ინგრევა ბარიერი, და ის გამოქვაბული თუ ტაძარი რომელშიც ვკლავთ მას. ყველა პატიმარი გარბის, მთავარი გმირის გარდა, რომელიც ტაძრის ნანგრევებში მოჰყვა. მცირე გადახვევასავით მთავარმა გმირმა დიდი სიყვარული დაიმსახურა მოთამაშეებისაგან, მისი იუმორისტული და ირონიული საუბრის გამო, როგორც ვიცით ასეთი გმირები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ხალხში (მაგალითად დანტე). სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ქვებში იგი, თურმე მოკვლასაც უპირებდნენ და ფანების დიდი ხვეწნის შედეგად მეორე გოთიკშიც იგი ვიხილეთ მთავარ გმირად. (ეს ყველაფერი შეიძლება სწორი არ არის, ნუ მე ასე ვიცი , არ ვაგებ პასუხს გადახვევებში დაწერილ სისულელეებზე) გოთიკ 2 გავიდა 13 დღე ბარიერის დანგრევის შემდეგ და ეს დღეები მთავარი გმირი გონებადაკარგული იწვა ქვების ქვეშ, რის შემდეგაც ქსარდასმა გადმოატელეპორტა იქიდან თავის ახალ კოშკში, რომელიც სულ რაღაც 13 დღეში მონა ჩონჩხებმა თუ დემონებმა აუშენეს. ისინი თავისთვის დაფუსფუსებენ ამ კოშკში, დემონი იცავს, ჩონჩხი ასუფთავებს. მოკლედ, ამ წოლის დროს ბევრი რამ დაავიწყდა მთავარ გმირს (როგორმე ხომ უნდა დაებრუნებინათ პირველ ლეველზე), ხოდა ისევ ის გამხდარი, უღონო, სუსტი გმირით ვიწყებთ, რომელიც მგელსაც ვერაფერს აკლებდა სულ თავიდან როგორც პირველ, ასევე მეორე გოთიკში. ქსარდასმა დაავალა ამულეტის მოპოვება, რომელსაც ინოსის თვალი ერქვა. ამისათვის ჯერ ამ კუნძულზე არსებული ქალაქის მოქალაქეობა, შემდეგ 3 ფრაქციიდან ერთერთში შეერთება, შემდეგ ისევ იმ კოლონიაში დაბრუნება და სიტუაციის გამოსწორება გახდა საჭირო. ნუ ეს მხოლოდ ნაწილი, კიდევ დიდხანს მოგვიწია წვალება და ბოლოს ძლივს მოვიპოვეთ ეს ამულეტი. უნდა აღინიშნოს რომ გოთიკ 2 ის ადონში ის გაბრაზებული წყლის მაგებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც დანახვისას კინაღამ თავს დაგვესხნენ, მაგრამ საბოლოოდ დავეხმარეთ და დაწყნარდნენ. ამ ამულეტით შესაძლებელია დრაკონებთან საუბარი და იმ ახალი ბოროტების ადგილმდებარეობის თუ რაობის გაგება, რომლის გამოც ქსარდასმა ამ ამულეტის პოვნა დაგვავალა. ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ დრაკონების მონადირებაში და ყველა დრაკონის მოკვლის შემდეგ გაირკვა იმ ბოროტების რაობა. ის იყო ბელიარის (ანუ ინოსის ძმის და მისი საწინააღმდეგოს სიბნელის და ბოროტების ღმერთის) გამოგზავნილი დრაკონი, უფროსწორედ ჩონჩხ-დრაკონი. ამასობაში გაქრა ქსარდასი, ბოლოს ვარკვევთ რომ რომელიღაც სხვა კუნძულზე არის ის ტაძარი სადაც ეს ბოროტება იმალება. მოვიპარეთ გემი, რითიც ჩვენს მეგობრებთან ერთად გავემგზავრეთ ამ კუნძულზე და ისინი გემის დასაცავად დარჩნენ , ხოლო ჩვენ მარტო ამ დრაკონის დასამარცხებლად. ეს დრაკონი თანაუსახელო და თანაუწარსულო აღმოჩნდა, მხოლოდ განადგურებისათვის მოვლენილი (ამ ფაქტს თავად აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას). ბოლოს ვამარცხებთ მას, უცბად ჩნდება ქსარდასი, იღებს დრაკონის ძალას და ქრება. ვრჩებით გაღიმებული და უამრავკითხვადარჩენილნი. საბოლოოდ ვიღებთ უამრავ განძს და მივდივართ მთავარ კონტინეტზე, იმ იმედით რომ ვიპოვით ქსარდასს. საბოლოო ვიდეო იუმორისტულია, მეგობრები გეკამათებიან რომ გემი ჩაიძირება და საჭიროა განძის ნაწილის გადაყრა, მაგრამ მთავარი გმირი არ უშვებს. გოთიკ 3 მივაღწიეთ მირტანის კონტინენტზე გემით, ჩამოვდივართ ახლო მეგობრები იქვე ქალაქში და რას ვხედავთ, ორკები მართავენ იქაურობას, ადამიანები მონებივით არიან. ვანადგურებთ იქაურ ორკებს და რას ვიგებთ, მთელი კონტინენტი ასეა, მხოლოდ მეფემ უბრძანა დედაქალაქის ირგვლივ ისეთვე ბარიერის შექმნა როგორიც კოლონიაში იყო, ოღონდ ამ შემთხვევაში ვერავინ გადის და ვერავინ შემოდის. მეფეს ინოსმა აცნობა რომ მოვიდოდა მისი რჩეული და იხსნიდა მირტანას. რაც შეეხება წინა თამაშში დაგროვებულ ძალას და მაგიას, რათქმაუნდა არ შეგარგებენ. ეს რუნების მაგია რაც აქამდე იხმარებოდა ქსარდასმა გაანადგურა, რომ ორკებს უკეთ დაემარცხებინათ პალადინები და მაგები და ხალხი ახლა ძველ მაგიას შეისწავლის, უფროსწორედ ჩვენთვის ასე ნაცნობი წყლის მაგები. ალბათ ფიქრობთ ფიზიკურ სიძლიერეზე რაღას მოიფიქრებდნენ? არც არაფერს, უბრალოდ კონტინენტზე ბევრად ძლიერი არსებები არიან ვიდრე კუნძულზე იყვნენ და ჩვენ როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი არსება ვართ თავიდან (ტარაკნის გამოკლებით). იფიქრებთ ოქროს მაინც შეგვარგებდნენო, მაგრამ სადაა. სანამ ჩვენ ვიბრძოდით ამ ქალაქის გადასარჩენად გაძარცვეს გემი და აღარაა ოქრო. მოკლედ დიდი ძებნის შემდეგ, მივალთ ჩრდილოეთის თოვლიან მთებში, სადაც ვიპოვით ქსარდასს და ის გვეტყვის, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ დიდი ხანია მიდის ომი ინოსსა და ბელიარს შორის და საჭიროა რომ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს იგი. ამიტომ უნდა შევაგროვოთ მესამე ღმერთის ადანოსის (რომელიც აბალანსებს ამ ორს) არტიფაქტები და გავანადგუროთ, რის შემდეგაც მოვკლათ ინოსის და ბელიარის მხრის წარმომადგენლები (რობარი და ზუბენი, ასასინების მბრძანებელი), მათი მაგიური არტიფაქტების მეშვეობით უნდა გაეხსნა პორტალი უცნობ მიწებში და მთავარი გმირი და ქსარდასი იქ წასულიყვნენ. ასეც მოხდა (ნამდვილ დასასრულში, გოთიკ სამს სამი დასასრული აქვს), მათ კავშირი უნდა გაეწყვიტათ მოკვდავთა სამყაროსთან და ღმერთების ჩაურევლობის გარეშე ორკებს და ადამიანებს მოეგვარებინათ ურთიერთობა. პ.ს მცირე შენიშნვა თუ ჩამატება. რობარ-ს ხომ ჰქონდა ბარიერი, ხოდა სპეციალური გადასატელეპორტებელი ქვით მიაღწია რობარამდე და არა ბარიერ განგრევით. გოთიკ 3 მიტოვებული ღმერთები გოთიკ 3 ის ადონი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მიატოვეს უსახელომ და ქსარდასმა მოკვდავთა სამყარო და თვალს ადევნებდნენ მათ მოქმედებას. მთავარი გმირის მეგობარ გორნსა და გოთიკების ერთ-ერთ ყველაზე გამაღიზიანებელ არსებას თორუსს შორის დაიწყო ომი (თორუსის მოკვლა შეიძლებოდა ყველა გოთიკში, მაგრამ ჭეშმარიტად მან გოთიკ ოთხამდეც მოაღწია. იგი გოთიკ 3 ში ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ორკებს შორის მაღალ თანამდებობას მიაღწია და მათ ეხმარებოდა, რამდენჯერაც მთავარი გმირი გამოჩნდებოდა იგი თავის მაღალ თანამდებობებს კარგავდა, ასე მოხდა მესამეშიც, რის შემდეგაც მისი დაუძინებელი მტერისავით გახდა და მის წინააღმდეგ იბრძვის მეოთხეში კიარადა უნდა რომ იბრძოლოს). ამდენი არეულობა ვერ მოითმინა უსახელომ და ქსარდასთანაც მოუვიდა კამათი ამის გამო, გადმოვიდა ისევ მოკვდავთა სამყაროში, გაანადგურა თორუსის მხარე და თავისი უამრავი დამსახურების წყალობით გახდა მირტანის მეფე. თავისი მეგობრები გვერდში ედგნენ და ერთად მართავდნენ სამეფოს. სახელად რობარ მესამე დაირქვა. გოთიკ 3 -სა და 4-ს შორის მოვლენები რობარ მესამემ გადაწყვიტა გაეერთიანებინა არეული მირტანა და საბოლოოდ მშვიდობა დაესადგურებინა კონტინენტზე. დადო ზავი ჩრდილოეთის თოვლიან მთებში მცხოვრებ ხალხთან, დაიპყრო სამხრეთით მდებარე ყოფილი ზუბენის სახელმწიფო (რომელიც ძირითადად უდაბნო იყო). გააერთიანა მირტანა და მშვიდობაც დაამყარა, უდიდესმა გმირმა და მეფემ. თავის გენერლებად დანიშნა ზემოთხსენებული მეგობარი ლი (რომელიც ადრე რობარ მეორის გენერალი იყო, მაგრამ როგორც იციან ამ შურიანებმა დააბრალეს სისულელეები და მეფემ კოლონიაში ჩააგდო, რის შემდეგაც სწორედ მან გვთხოვა რომ მოეკლა რობარი და შინაარსის მიხედვით ითვლება რომ მან მოკლა) და ლორდი ჰაგენი რომელიც ქორონისის კუნძულზე ევალებოდა იმ მასალის მეფისთვის მიწოდება და იქაურობის მმართველად ითვლებოდა. ამასობაში გავიდა 10 წელი და სწორედ ამ დროს იწყება გოთიკ 4.
  12. სამაგიეროდ ამის შეფასება ზემოთა სპოილერში წერია :D
  13. რამდენიმე პატჩი არის გამოსული პ.ს Two Worlds 2
  14. ამ დღეებში გამოვა Two Worlds 2 და ეგ
  15. http://www.dota2.com/ ოფიციალური საიტი კარგი ხანი არ იქნება მგონი ახალი ინფო :D
  16. უფასოა სამაგიეროდ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.