ყველას გამარჯობა, მჭირდება წყლის გაგრილებასთან დაკავშირებით რჩევა. მაჩუქეს შემდეგი წყლის სისტემა: http://www.xs-pc.com/watercooling-kits-750-pump/raystorm-750-ex240-watercooling-kit დიდი ხანი არ იყო ნახმარი და ტყულად ეგდო. ახლა ვცადე ამეწყო. მოლექსი ქონდა მოგლეჯილი. ამ სპეციფიკაციიდან როგორც გავიგე კვება ჭირდება 12 ვოლტი. http://www.xs-pc.com/water-pumps/x2o-750-dual-bayrespump-black-v4 12 ვოლტზე რომ ვაერთებ არ მუშაობს, რეაქცია არ აქვს. 5 ვოლტზე ირთვება პომპა და უშაობს ჩუმად და კარგად. შეგიძლიათ ვინმეს თუ გაქვთ ეს პომპა დამიდასტუროთ რა კვებაზე მუშაობს, 12 თუ 5 ვოლტზე? ამას გარდა, იმის შემდეგ რო ვნახე 5 ვოლტზე მუშაობდა გადავწყვიტე წყლის ნაკადი შემემოწმებინა. წუთში გაატარა 5 ლიტრზე ნაკლები. იგივე სპეციფიკაციაში კი წერია: Pump Performance: 750 lph - მგონი 750 ლიტრი საათში უნდა იყოს. ჩემ შემთხვაში კი ამის ნახევარიც არ გამოდის. ვინმეს გაქვთ ეს პომპა? ან რაიმე რჩევები?