Jump to content

Ironclad

წევრი
  • Posts

    99
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Ironclad

  1. ნუ მე რომელსაც ვხმარობ სამსახურში, ანუ U2312HM-ს RT აქვს 8მწ, და U2410-ს აქვს 6მწ. მიმოხილვები ვნახე ამ მონიტორის და ეწერა რო 6მწ არის სრულებით საკმარისი სათამაშოდო. რავიცი ვერ გეტყვი. თუმცა ყიდვა რო იყოს მე ჩემთვის UltraSharp U2410-ს ვიყიდდი ახალ მონიტორად.

    შენ შემთხვევაში როგორც ჩანს TN-ისკენ იხრები, რახან ძალიან დაბალ RT-იან მონიტორს ეძებ. 3D ფუნქცია, 2მწ, მაღალი განახლების სიხშირე და ეგეთი რაღაცეები TN მატრიცებს აქვთ მაგ ბიუჯეტში. ამიტომ მე გირჩევდი კაი ბრენდის ტოპ მოდელებს მიაქციო ყურადღება, მაგალითად BenQ XL2420XT, ViewSonic V3D245, ასუსი და სხვები. ესენი არის იმინა გეიმინგ მონიტორები, ყველა შესაბამისი ფუნქციით. სხვებმაც საინტერესო ვარიანტები გირჩიეს.

  2. სამსახურის კომპიუტერზე ვერ ვითამაშებ სამწუხაროდ, მარა დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე TN მონიტორი. სულ სხვა დონის ჩვენება აქვს.

    მე შეხება არ მქონია UltraSharp U2410-სთან, ამიტომ ვერ შევადარებ UltraSharp U2312HM-ს, მარა ყველა ვარიანტში აჯობებს 2410.

  3. IPS და TN მატრიცებს შორის დიდი სხვაობაა. სამსახურში მომიტანეს Dell UltraSharp U2312HM მეორე კომპიუტერზე სამუშაოდ და მიუხედავად იმისა რო ძვირიან მოდელად არ ითვლება და Factory Calibrated არ არის, მაინც ძალიან დიდ სვაობას იძლევა TN-თან შედარებით. გარდა მაგისა IPS-ებს აქვთ Stand Adjustment-ები და ნებისმიერ პოზიციაში აყენებ მონიტორს, რაც ძალიან მოსახერხებელია. შეგიძლია სიმაღლის, დახრის კუთხების რეგულირება,ასევე პორტრეტში ან ლენდქეიფში დაყენება. TN-იანზე რო ვუყურებდი გრაფიკას და მერე ამ IPS-ზე გადმოვიტანე სულ სხვა ფერებში და დეტალებში დავინახე. მოკლედ ძალიან მოსახერხებელია ეს Dell-ი. ეს ჩემი გამოცდილება.

    იმდენად მომეწონა ეს მონიტორი რო ძებნა დავუწყე საყიდლად. სახლში მაქვს Asus-ის 22"-იანი TN მონიტორი, 2მწ-იანი RT-თ. კარგი მონიტორი რო მეგონა, ფაქტიურად ვეღარ ვუყურებ ჩემ მონიტორს :D. მოკლედ ძებნა ძიების მერე საბოლოოდ შევჩერდი ჩემთვის იდეალურ ვარიანტზე Dell UltraSharp U2410. მიმოხილვებიც ძალიან კარგი აქვს. თან Factory Calibrated არის პროფესიონალურად და ფერებს ზუსტად გადმოსცემს (ეს იმათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს). კალიბრატორის ყიდვა და ჩალიჩი აღარ მოგიწევთ. ეს მონიტორი ქონდა freeshop-ს, მარა ფული როცა ჩავიგდე ხელში მაშინ გათავდა მაინცდამაინც. ბიუჯეტური ვარიანტი არ არის, მარა რო იყიდი გექნება და გექნება. კაი ხანი არ გამოცვლი ისეთი რამეა. ზომაშიც კარგია 24"-იანია. მე ამ მონიტორს გირჩევდი მოკლედ. ყველაფერთან ერთად 12 ბიტიანი ფერების გადმოცემა აქვს, Adobe RGB (96% coverage) და sRGB (100% coverage), 1,07 მილიარდი ფერი.

    ერთადერთი გაფართოვება აქვს 1920x1200 და არასტანდარტულია (თუმცა დიდი ვიდრე Full HD-ს). თქვენი აზრი მაინტერესებს ამ გაფართოვებაზე, ვინმეს გაქვთ? როგორია?

  4. მე თავიდან ეგ მინდოდა, მარა არ მირჩიეს და ფორუმებზე წავიკითხე რო პრობლემატურიაო. ავდექი და ვიყიდე: Swiftech MCP655 Watercooling Pump - w/Speed Controller.

    http://www.sidewindercomputers.com/swmc12vdcpu.html

    RASA მინდოდა მეყიდა თავიდან RX ვერსია და მაგის გამო აღარ ვიყიდე. Custom ავაწყე.

  5. მოკლედ იყიდება Logitech G25. ყველამ იცით რა რულიცაა და ახსნას არ დავუწყებ. ყუთი არ მაქვს, მარა დისკები და ამბები ყველაფერი მოყვება.

    მუშაობს აბსოლიტურად უპრობლემოდ.

    აქვს 3 ვიზუალური დეფექტი, რომელბიც ჩანს სურათებზე. ერთია რულის ქვემოდან გატეხილი პლასმასი ორ ადგილას სადაც მაგიდაზე მაგრდება. მეორე არის Logitech-ის დაჭ#$%ტილი ლოგო რულის ცენტრში. და მესამე არის რულის მარჯვენა მხარეს პატარაზე დაზიანებული ტყავი.

    რულის არის ტექნიკურად აბსოლიტურად უპრობლემო, რაშიც ახალი მფლობელი თავად დარწმუნდება.

    ფასი 300 ლარი.

    სურათები:

    111acb09a9c5.jpg

    f0610931499e.jpg

    1a402a0a6e03.jpg

    80af5627e46f.jpg

    082d092536c4.jpg

    • Like 1
  6. საინტერესო იქნებოდა რო პატარა ჩარტივით გაკეთებულიყო ინტელის ჩიპზეტების კლასიფიკაცია მათი სიმძლავრის მიხედვით (low to high end) და ეს ჩარტი პერიოდულად ახლდებოდეს ახალი ჩიპსეტის გამოსვლისთანავე. მაგალითად 1155-ში ბევრი სერიებია P,Z,Q და მათი კლასიფიკაცია როგორ მოხდებოდა low-high პრინციპით. ისე აყრის ხოლმე ეს ინტელი ჩიპსეტებს რო ვერ ვასწრებ ყველაფრის წაკითხვას დროის სიმცირის გამო და ეს ჩარტი მომეხმარებოდა მეც და სხვასაც საკმაოდ.

  7. TEC-ის ქულერს ავტონომიური კვება უნდა თუ კომპიუტერის PSU-დანაც შეიძლება კვების აღება, ვთქვათ 6V ან 12V-იანზე რო შეართო? აიტანს PSU დატვირთვას? კვება არის Corsair HX1000 და TEC-ი ვთქვათ ვარირებს 80W-140W ფარგლებში.

  8. თხევად მეტალზე მასეა. პროცესორზე შეიძლება ნაწერებიც წაიშალოს. სპილენძის ძირიან ქულერზე ლაქას დატოვებს, მონიკელებულზე არც ისე ძალიან.

    თერმოპასტებს რაც შეეხება, მე პირადად OCZ Freeze-ს ვამჯობინებ ყველას. სამწუხაროდ აღარ იყიდება.

    ესეც ძალიან კარგი თერმოპასტაა:

    http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16835154003

    ამ ბოლო დროს ექსტრემალები აქებენ ამ თერმოპასტას:

    http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16835426020

    http://hwbot.org/submission/2200362_tapakah_cpu_frequency_celeron_lga775_352_8308.94_mhz

    TAPAKAH COMMENTED ON HIS OWN SCORE:

    156 days ago – Gelid GC-Extreme gained me 130MHz over AS Ceramique.

    მაგრამ შეიძლება მარტო მინუსებშია გაცილებით კარგი, პირადად არ გამომიცდია

    Coollaboratory Liquid PRO

    http://www.frozencpu.com/products/3784/thr-26/Coollaboratory_Liquid_PRO_Thermal_Interface_Material.html?tl=c127s451b74

    მქონდა და ძალიან მაგარია

    დღემდე ითვლება მსოფლიოში საუკეთესო თერმოინტერფეისად

    კერამიკა არ მუშაობს კარგად, მარტო საბზეროზეა მაგარი. მე მქონდა წყალზე წასმული და სხვაობა 10 გრადუსი მომცა ნოქტუას პასტასთან შედარებით. ძალიან ცხელდებოდა პროცესორი კერამიკაზე.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.