Jump to content

symponic

წევრი
  • Posts

    340
  • Joined

  • Last visited

Posts posted by symponic

  1. თავის დროზე ძალიან თანამედროვე და მოწინავე კამერა იყო, ასე რომ არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

    კარგი ბატონო :)

    ეს ისე მაინც...

    http://ia121.odnoklassniki.ru/getImage?photoId=419594506155&photoType=0

    http://ia121.odnoklassniki.ru/getImage?photoId=419594506667&photoType=0

    http://ia121.odnoklassniki.ru/getImage?photoId=419594506923&photoType=0

    "ოდნო"-მ ხარისხი გაუპუჭა მაგრამ მაინც :)

  2. მოკლედ, A100 მართალია 2006 წლის მოდელია, მაგრამ სონის პირველი DSLR-ია, ამიტომ უარყოფითი მხარეები ბლომად აქვს. პირველ ადგილზე რათქმაუნდა მაღალი "ხმაური" (noise) დგას. სენსორი CCD ტიპისაა, თანაც ძველი. წერენ ISO 800-ზე უკვე ბლომად ხმაურიაო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ISO 400-ის ზემოთ გადაღებას აზრი არა აქვს. საერთოდ რაც ნაკლებია ISO, მით უკეთესი - დეტალიზაციაც მეტი აქვს ფოტოს მაგ დროს და ფერთა გადმოცემაც. რათქმაუნდა ცუდი განათებისას დაბალი ISO ხანგრძლივ ექსპოზიციას გამოიწვევს, რაც არასასურველია. კარგად რომ გადაიღო დაბალ განათებაზე, ან შტატივი გინდა, ან ფლეშის ("ვსპიშკის") სწორი გამოყენება, ან კიდევ ძლიერ დიაფრაგმიანი ლინზა (f/2 მაინც რომ ჰქონდეს). ISO 400-ით გადაღება არ უნდა იყოს ურიგო აზრი ცუდი განათების პირობებში. ხმაურის მოცილების სისტემა აქვს მგონი მაგ კამერას (noise reduction), მაგას თუ ჩართავ ხმაური აღარ გექნება იმდენად ფოტოზე, მაგრამ სამაგიეროდ "პოსტერიზების" უარყოფით ეფექტს მიიღებ - ნახევარტონები დაგეკარგება ფოტოზე, "ზოლიანი" გადასვლები იქნება ფერებში. საერთოდ პროფესიონალები ორ ხერხს მიმართავენ ხოლმე ცუდი განათების პირობებში - ან დაბალი პიქსელით იღებენ (სიტყვაზე 12MP აქვს მაქსიმუმი კამერას და იღებენ 6MP-ით), ან შავ-თეთრად. დაბალპიქსელიანი გადაღების შემთხვევაში "პიქსელის საშუალო ზომა" მატულობს (რადგან რა ფართიც 12MP-ს ეჭირა, იმავე ფართს ახლა 6MP იჭერს და თითოეული პიქსელი უფრო დიდია, შესაბამისად მეტს და უფრო კარგად "ხედავს"). რაც შეეხება შავ-თეთრ გადაღებას, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ფერადი ხმაური არ გადაყვეს ფოტოს. მაგრამ რათქმაუნდა ფერებს მსხვერპლად წირავ ასეთ გადაღებას და რამდენად სასურველი იქნება - არ ვიცი. ეს უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით მაღალ ISO-ზე გადაღებისას. ყურადღება უნდა გაამახვილო იმაზეც, რომ მართალია შავ-თეთრი გადაღებისას მაღალი ISO-თი გამოწვეული ფერადი ხმაური აღარ გაწუხებს, მაგრამ ფოტოს დეტალიზაცია მაინც იკარგება.

    საერთოდ RAW გადაღება არ უნდა იყოს ურიგო აზრი (მითუმეტეს 13 მბ/წმ აქვს გამტარობა ჩიპზე), თუკი შემდეგ ფოტოების ხელით დამუშავება არ გეზარება. მაგ შემთხვევაში ფერების და თეთრი ბალანსის კორექციასაც უფრო იოლად მოახდენ.

    <_< ე.ი. როგორც ვხედავ კარგი არაფერი წერია ისეთი მანდ :) კარგი მიშა მადლობა გაიხარე ძმა რო არ დაგეზარა და მომიძიე ინფორმაცია :thumbsup:

  3. ეს ლინზაც გაგისწორდება :) უბრალოდ გადაამოწმე ავტო ფოკუსის ამბავი როგორ იქნება...

    https://www.amazon.com/dp/B00006I5I2/ref=as_li_ss_til?tag=lensgearblogs-20&camp=0&creative=0&linkCode=as4&creativeASIN=B00006I5I2&adid=0B4BR43T0SV6SDGJF6WB&

    უპს... რა კარგი რამეა ეგეც ♥

  4. მთელ ინსტრუქციას ვერა და ისე თუ დამიდებ და მეტყვი კონკრეტულად რომელი გვერდები გინდა, ვეცდები დაგეხმარო.

    400 ლარი ნამდვილად არაა ძვირი :)

    ანუ მაინტერესებს ცოტა ბნელ ადგილზე რომელი რეჟიმი აჯობებს ისე რომ ISO-მ ფოტო ძაან არ "დაწინწკლოს", მკვეთრი ფერების დროს რომელი ჯობია (ანუ ბუნებაში, ხეებზე, ზღვაზე და ა.შ.)

    მოღრუბლული ამინდის დროს რომელი ჯობია ცოტა ფერები რო მიეცეს მაინც. ფოტო RAW ფორმატთან გათვალისწინებით :) რავი კიდე საინტერესოს თუ მოიძიებ დიდად მადლობელი დაგრჩები :)

  5. აგერ ამაზონის ფასები, პირველს არ ვენდობი თან მდგომარეობაც ცუდი აქვს, კარგ მდგომარეობაში რომელიცაა ძვირია :შ

    http://www.amazon.com/gp/offer-listing/B000DZFWL4/?ie=UTF8&tag=lensgearblogs-20&linkCode=ur2&qid=1334859781&camp=1789&sr=8-1&creative=390957&condition=used

    ანუ 400 ლარად ძვირი არ გამომივიდა ნაყიდი ჰო? :) ყველა აქსესუარით და + ჩანთიდაც :)

    1. ნახმარი პროდუქცია თუ გინდა იყიდო, keh.com-ზე სანდო რესურსს ვერ იპოვი.

    2. რა ბიუჯეტში უნდა ჩაჯდე? A100 ძალიან ძველია. A290-ზე ნაკლები არ უნდა იყიდო კაცმა, ისიც თუ ძალიან გიჭირს.

    უკვე ვიყიდე სანდო პირისგან და უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებდა. ჩემ თხოვნას რაც შეეხება ინსტრუქციასთან დაკავშირებით შეგიძლია გადამიქართულო? :blush:

  6. ყოჩაღ ძალიან საჭირო და საინტერესო პოსტია ფოტომოყვარულებისთვის :)

    თუ დიდად არ შეწუხდებით თუ შეგიძლიათ Sony Alpha A100 მოდელის ინფორმაციას თუ დაპოსტავთ.

    ვნახე რამდენიმე User Manual მაგრამ რა თქმა უნდა რუსულ და ინგლისურ ენებზე...

    თუ შეგიძლიათ რომ გადააქართულოთ და გამარკვიოთ მაგალითად ბნელ ოთახში რომელი რეჟიმით ჯობს გადაღება ან

    ბუნებაში რომელი იქნება უკეთესი და ა.შ.

    + კიდე... რა თანხაში შეიძლება მაგ აპარატის შეძენა ნახმარ მდგომარეობაში (18-70 ლინზით)?

    ველი თქვენ გამოხმაურებას და მადლობა წინასწარ! :wub:

  7. "TrackMania 2 – ეს არის მეორე ნაწილი პოპულარული სარბოლო სერიალის. თამაშის შექმნა კიდევ 3 წლის დაიწყო.

    ამასტანავე TrackMania 2 იქმნება მხოლოდ РС. პროექტის მთავარი კოზირებია – რეალისტობა და უმაღლესი დინამიკა,

    გრაფიკა კი შესამჩნევად გაუმჯობესდა. გზების და ობიექტების დეტალიზაცია გაიზარდა რამოდენიმეჯერ.მნიშვნელოვნად

    მოხერხებული გახდა გზების რედაქტორიც, რომელითაც შეძლებთ ობიექტების დამატებას, შექმნილები 3D-მოდელირების

    მომხრე პროგრამებში."

    381e14479fcd.jpg

    a2cc5a35cd5d.png

    არის ნორმალური დონის თამაში. შეგიძლიათ ითამაშოთ LAN-ში და ინტერნეტშიც, ასევე მარტოც შეგიძლიათ კარიერის დაწყება.

    თამაში შეგეძლება 3 დღის მანძილზე, მხოლოდ 3 დღიანი კოდებია. გრაფიკა აქვს საკმაოდ კარგი და მანქანებიც იმსხვრევა რეალურად.

    ოფიციალური ფასი არის 20 ევრო, თუ ვინმეს დააინტერესებს ეს თამაში ფასი იქნება 10 ლარი :) 2ის ყიდვის შემთხვევაში სულ 15 ლარი.

    თვითონ დავტესტე და არანაირი შეცდომები არ ქონია არც თამაშის დაყენებისას და არც თამაშის პერიოდში :)

    საჭიროა 3-4 წუთიანი რეგისტრაცია და ეგაა :)

    მაქვს 6-7 გასაღები :) თუ ვინმეს დააინტერესა აქ ვარ :)

  8. კაი გამარჯობა თქვენი თანაფორუმელებო :)

    ერთი სიტყვით მინდა კეისის გვერდით ხუფზე დასამაგრებელი დიდი ქულერი. არაა სავალდებულო იყოს განათებით :) მთავარია მუშაობდეს :)

    თუ გინდათ გაგიცვლით ვების ბლოკში. მაქვს 500 ვატიანი 4 წლის წინანდელი კვება, რომელიც ამუშავებდა E5500, GTS 450, 500 + 1000 GB Hdd, ODD, 4GB RAM ეგეთი მონაცემების კეისს უპრობლემოდ :)

    ასევე შემიძლია მოგცეთ ნებისმიერი სახის კაბელი კომპის. გინდ SATA იყოს და თუ დაგჭირდებათ IDE,SLI cable, VGA, DVI-HDMI კაბელიც:) მაქვს კიდე DVI-HDMI და VGA-HDMI გადამყვანიც :)

    მაქვს კიდე კომპს მოყოლილი სტანდარტული დინამიკები პატარები :)

    სულ ეს იყო :) თუ ვინმეს გაქვთ და არ გჭირდებათ დაპოსტეთ აქ :) გელოდებით

  9. vaaa, rato?

    ისევ ჰაერის მირჩევნია :)თან კეისშიც არ ჩაეეტვა ეგ... +მაგ ფასში მეც ჩამომაქვს ეგ მოდელი ამაზონიდან :) მადლობა გამოხმაურებისთვის

    • Upvote 1
    • Downvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.