Jump to content

Nikki

VIP
  • Posts

    3417
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by Nikki

  1. ვსემ სლადკიხ სნოვ მეც მეძინება :D
  2. მაგისტრატურის დამთავრება მაინც დამცალდეს რისთვის ვიწვალე ამდენი ბლინ :D
  3. მაიას ტომების მიხედვით დედამიწაზე სიცოცხლე წყდება, და რეალურად არ მგონია ეგ მოხდეს, თუმცა წინასწარმეტყველებების უმრავლესობა ამბობს რომ მოსახლეობის 10% გადარჩება, მაგისი მჯერასავით, მაგრამ როდის როგორ აზრზე არვარ და მაგაში ვერ დავეთანხმები ვერც ერთ წინასწარმეტყველს, ზუსტი წლები არ არსებობს, შეიძლება 2012ში მოხდეს, შეიძლება 200 წლის მერე, მე ვაგრძელებ ცხოვრებას, მოხდება და მოხდეს, ვიბრძოლებ გადარჩენისთვის, ვოტ ტაკ!
  4. ფიზიკაში 5იანი მყავდა და დიდი ასოებით მიწერია , უბრალოდ ინფო დავდე მეთქი ვააა :D
  5. ვანახოთ მერე რა პრობლემაა გავუგებთ ჩვენ ერთმანეთს ღრმად მჯერა, ბეევრი ინფოები მაქ ამაზე, სადღაც 2-3 თვე ეყოფა რომ იკითხოს :P
  6. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა : ეს სტატია თუ დავწერე არ ნიშნავს იმას რომ მეც ვეთანხმები და მჯერა... უბრალოდ დამაინტერესა და ვკითხულობ, და რახანდ OFF ტოპიკში თემამ მოიტანა ავდექი და დავწერე ის რაც ვიცოდი ნუ გამკიცხავთ ამის გამო
  7. 2 მოდერს ვიცნობ საკმაოდ ახლოს რა დაშინებული, უბრალოდ ნე კ ტემუ და მაგიტომ მეშინია :D
  8. ნუ მაგაში ეჭვი არ მეპარება, რომ ადამინებმა ყვლაფრის გადამეტება და გადაჭარბება ვიცით, მაგრამ ისტორიას და მეცნიერებას რომ დაუჯერო, დედამიწის პოლუსები რამდენიმე ასეულ ათას წელიწადში ერთხელ იცვლის ადგილმდებარეობას, პლუს ეს დაკავშირებულია ასევე ასტროლოგიურ ფაზებთან (ახლა კი სწორედ თევზის ფაზა სრულდება) ხოდა რეავიცი რეავიცი... დანამდვილებით ვერ ვიტყვი ნაღდად ვერაფერს
  9. ზეტელებს სხვათაშორის მაიას ტომების წინასწარმეტყველებაც აქვთ განხილული და მაგაზეც არის ნალაპარაკები, სამწუხაროდ მაქამდე ვერ მივედი ჯერ :(
  10. იავიცი... იქ წერია გადარჩენის გზებიც, მაგრამ ჯერ მაქამდე არ მივსულვარ... ვნახოთ ვნახოთ ... პს: ნინი არა ნიკკი...
  11. იავიცი დაინტერესებულნი ხართ და მეც რა ინფოც მქონდა მოგაწოდეთსავით იმედია მაგის გამო ვარნს არ ავირტყავ :D
  12. ჰა დავდე შეპირებული ტოპიკი წარღვნაზე არ მცემოთ :D
  13. ჩემი დიდი ინტერესი ამ თემით რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით დაიწყო, როცა ინტერნეტში ვბოდიალობდი და ამერიკულ ქალაქ როზუელთან მომხდარ, უფო-ს ავარიაზე სტატიას ვკითხულობდი. იქ ზოგიერთი ინფორმაციის წყაროდ ნახსენები იყო სხვა ვებ გვერდი, სახელად http://www.zetatalk.com. ამ გვერდის არსებობის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვია და დიდ ყურადღებას არ ვაქქცევდი. ამჯერად შევიჭყიტე და გამაოგნებელი აღმოვაჩენა გავაკეთე. როდესაც ამ გვერდზე პირველად მოხვდებით, გეგონებათ, რომ ის უფოლოგიას და უცხოპლანეტელებს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მისი მთავარი თემა, მოსალოდნელი კატაკლიზმები და მათთვის მომზადების საშუალებებია. ეს გვერდი მოიცავს მოსალოდნელი მოვლენების კონკრეტული ქრონოლოგიას და მათგან თავის დაღწევისთვის საჭირო რჩევებს. არსებობს ასევე ქვეყნების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ რეგიონის სამომავლო ბედი (კატაკლიზმების თვალსაზრისით). მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ეს კატაკლიზმები, მიწისძვრები, ყველა მოახლოებული გლობალური მოვლენები და პოლუსთა გადაწევაც კი, ერთი წითელი ვარსკვლავის მოახლოებას უკავშირდება. იგი იქ ნიბირუდ ანუ პლანეტა იქსად მოიხსენიება. აი მაშინ ამოტივტივდა მეხსიერებაში ის ზაფხულის არდადეგები და მონათხრობი სიზმარი. მას მერე ხშირად შევდივარ ხოლმე ამ გვერდზე და იქ გამოქვეყნებული მრავალი ათასი სტატიიდან, (ჩემთვის საინტერესო) რამდენიმეს ვკითხულობ. ნაწილი II: რას ველოდოთ კონკრეტულად ალბათ იკითხავთ, რაო რას წერენ და ვითომ კონკრედულად რა იქნებაო? მოგიყვებით. სანამ zetatalk.com-ზე შეხვიდოდეთ და კითხვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ დაახლოებიტ 29.600 გვერდია და ყველას წაკითხვას ალბათ აზრიც არ აქვს. მთავარზე უნდა შეჩერდე. ამიტომ აქ მეც მხოლოდ ძირითადს შევეხები. ამ საიტის დამაარსებელი და რედაქტორი მართალია ერთი პიროვნებაა, ქალბატონი ნენსი ლიდერი (Nancy Lieder), მაგრამ ის თვითონ არაა ამ ინფორმაციების ავტორი. იგი ირწმუნება, რომ მის უკან ზეტები დგანან და ინფორმაციის ავტორებიც ისინი არიან. ზეტები, უცხოპლანეტელები არიან, ზეტა-რეტიკულის თანავარსკვლავედიდან. აქედან მათი სახელიც. მათი განცხადებით, ისინი დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვიანი უცხოპლანეტელებიც. რაც შეეხება კატაკლიზმებს. ზეტებმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ წელიწადს არ დაასახელებენ, მაგრამ გვეტყვიან მოვლენათა ქრონოლოგიას (იხილე ქვემოთ), რითიც ჩვენ თვითონ უნდა ამოვიცნოთ, რომ დიდი მიწისძვრა მოახლოებულია. ე.ი. საუბარია მოსალოდნელ უძლიერეს მიწისძვრაზე, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მიწისძვრა განაპირობებს დედამიწის ყველა შენობის და ნაგებობის (ზოგიერთი მთებისა და კლდეებისაც კი) ნგრევას. ასევე გამოიწვევს, სანაპირო რეგიონების ცუნამებით დატბორვასაც. ამიტომ ზეტები მათ, ვინც ზღვიდან 160 კმ რადიუსში და ამავე დროს ზღვის დონიდან 60 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს, ურჩევენ, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე მოსალოდნელია ყველა ჩამქრალი ვულკანის ხელახალი ამოფრქვევა და შესაბამისი საფრთხეები. მაგრამ ეხლავე გეტყვით, რომ ნუ დაპანიკდებით, რადგან ზეტები ირწმუნებიან, თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, გადარჩენა უდაოდ შესაძლებელია. აქ ჩნდება შეკითხვა - თვითონ იმ მიწისძვრას რაღა იწვევს? და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამხელა მიწისძვრას, სწორედ ის წითელი ვარსკვლავი იწვევს, რომელიც ნელ-ნელა დეამიწას უახლოვდება. მალე იგი დედამიწას ჩაუქროლებს და თავისი, ბევრად უფრო ძლიერი გრავიტაცით, დედამიწაზე, დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რაც ამ კატაკლიზმებს გამოიწვევს. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზეტები ირწმუნებიან, რომ კაცობრიბისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დიდი მიწისძვრა კი არ არის. არამედ ის რაც შემდეგ მოხდება. როდესაც აღარ იარსებებენ მაღაზიები, სუპერმარკეტები, საწყობები, გზები, იმპორტ-ექსპორტები, ელექტრო სადგურები და ა.შ. დაიწყება შიმშლობა. განსაკუთრებით ქალაქებში. და მათი ცნობით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სწორედ მაშინ დაიღუპება. ზოგი შიმშილობით, ზოგი სიცივით და ზოგიც დეპრესიით ამ ყველაფრის შემხედვარე. ე.ი მათი მტკიცებით მთავარი საფრთხე არის მოუმზადებლობა. ამიტომ ურჩევენ ხალხს დატოვონ ქალაქები, გადავიდნენ სოფლებში და დაიწყონ ავტონომიური მეურნეობა. ეს ნიშნავს რომ არაფერს ყიდულობ და ყველაფერს - პურიდან ტანსაცმელამდე - თვითონ ამზადებ. მათი მტკიცებით ფული გაუფასურდება. ყველაზე მდიდარი იქნება ის, ვისაც სახნავ სათესი მიწა და სუფთა წყალი ექნება. სუფთა წყლის პრობლემა წითელი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებისგან შემდგარი მტვერი. როდესაც იგი დედამიწას ჩაუქროლებს, მართალია თვითონ არ შეეხება ჩვენს პლანეტას, მაგრამ შეგვეხება მისი მტვერის დიდი “სარტყელი”. დედამიწაზე გადმოიყრება წითელი მტვერი, რომელიც ჩაიყრება წყალსაცავებში, რაც სასმელ წ#$%ბს დაწამლავს. ასეთი წყლის დალევა სასიკვდილოა. ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, მხოლოდ გამოხდილი წყალი სვან. ამისთვის უნდა მოამზადონ წყლის სახდელი მოწყობილობები. zetatalk.com-ზე წყლის სახდელი მოწყობილობათა აღწერილობაც კი არის. ნაწილი III: მოვლენათა ქრონოლოგია მოსალოდნელ მოვლენათა ქრონოლოგიის მოკლე შინაარსი კი ასეთია (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ): 1. რამდენიმე თვის მანძილზე დედამიწა იწყებს ე.წ. თრთოლას (wobble) [ეს კონკრეტულად როგორ შეიგრძნობა ჩემთვისაც გამოცანაა - მთარგ.] 2. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა გადახრას, სანამ მისი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზის ჩდილში არ მოექცევა და ამის შედეგად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში სამდღიანი ღამე დადგება, ხოლო სამხრეთში, კი სამდღიანი დღე. 3. ექვსი დღის განმავლობაში დედამიწა ეცდება ამ ჩრდილიდან გამოსვლას და გასწოერებას. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მზე დასავლეთიდან ამოვიდეს. 4. დაიწყება დედამიწის ბრუნვის შენელება. ამას შეატყობთ იმიზე, რომ მზე უფრო გვიან ჩავა ვიდრე წესით, წელიწადის ამ დროს უნდა ჩასულიყო. როდესაც ეს განსხვავება საათებს შეადგენს, (უგვიანეს ეხლა) დროა დატოვოთ ყველა შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ. 5. დაახლ. 5,9 დღის განმავლობაში დედამიწის ტრიალი გაჩერდება. ამ ხნის მანძილზე არ დაღამდება და არ გათენდება. ზეტების განცხადებით დედამიწა კივილს დაიწყებს. ამ ხმას ყველა გაიგებს. ასევე გაიზრდება ვულკანური აქტივობა. დაიწყება წითელი მტვერის ცვენა. 6. 5,9 დღიანი პერიოდის ბოლოს, ერთი საათის განმავლობაში, დედამიწის ქერქი ასცდება მის ბირთვს და დაიწყებს მისგან დამოუკიდებელ სრიალს სხვა მიმართულებით. ამ დროს მოხდება გეოგრაფიულ პოლუსთა გადაწევა. სამხრეთ ამერიკა მოექცევა ჩრდილოეთში, ხოლო ინდოეთი გახდება სამხრეთ პოლუსი. ასევე ამოვარდება ურაგანისებრი ძლიერი ქარები. 7. ხოლო როდესაც ქერქი გაჩერდება (1 საათის შემდეგ) მოხდება ის დიდი მიწისძვრა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს. მიწისძვრები მანამდე წლებშიც მომრავლდება, მაგრამ ასეთი სიძლიერის მხოლოდ ერთხელ იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრებიდან გამოხვიდეთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარუნო და პანიკაში არ ჩავარდე. ამიტომ ზეტები ადამიანებს ურჩევენ მიწისძვრის შემდეგ, აუცილებლად, რაიმე საქმით დაკავდნენ, რომ საპანიკოდ არ ეცალოთო. ნაწილი IV: ტრანსფორმაცია მეოთხე სიმკვრივეში ზეტების განცხადებით, ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების შემდეგ, დაგეგმილია დედამიწის და დედამიწელთა გადაყვანა ამჟამინდელი მესამედან, მეოთხე სიმკვრივეში. სიმკვრივეები რა არის, ჩემთვისაც ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ $#^#(|დები ავხსნა. Zetatalk.com- ის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ვიმყოფებით მესამე სიმკვრივეში, მაგრამ არსებობს მატერიის უფრო ნაკლებად მატერიალური, ანუ ნაკლებად მკვრივი ფორმა, ე.წ. მეოთხე სიმკვრივე, რომელსაც ასევე რეალურად არსებობს. მატერიის ეს ორი ფორმა ერთმანეთთან კონტაკტში არ არის და შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას არსებობდენ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად ზეტები, სწორედ მეოთხე სიმკვრივეში ცხოვრობენ. ამ მომენტში ისინი შეიძლება ჩვენს ადგილას იდგნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, რადგან მათი სიმკვრივე უფრო მაღალია. მათთვის ჩვენი კედლები დაბრკოლება არაა და შეუძლიათ თავისუფლად გაიარონ მასში. თუ მათ სურთ, რომ დავინახოთ, ძალუწთ შეიცვალონ თავისი და თავიანთი ხომალდების სიმკვრივე და მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ცაზე. ისინი მეოთხე სიმკვრივეში ისევე იბადებიან და კვდებიან როგორც ჩვენ. მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იქაც არსებობენ მეოთხე სიმკვრივის ცხოველები და მცენარეები, კვება, მონელება, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. ამავე დროს არსებობს მათზე უფრო მაღალი, მეხუთე სიმკვრივეც, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. პირველი და მეორე სიმკვრივე ცალკე არ არსებობს. მათში ცხოველთა (მეორე) და მცენარეთა (პირველი) დონე იგულისხმება. ასე ვთქვათ მათი სულის დონე. როდესაც ზეტებს, მეოთხე სიმკვრივეში ჩვენი გადაყვანის თარიღზე ეკითხებიან, ისინი პასუხობენ, რომ ეს დრო არავინ იცის, რადგან იგი თვითონ ადამიანებზე, უფრო სწორედ, მათ სულიერ მზადყოფნაზეა დამოკიდებულო. როცა დეამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღარ იქნება ისეთი ეგოისტური, როგორც ეხლაა, მაშინ გადაგიყვანენო. გაგრძელება იქნება... მიმართვა მკითხველს: თუ თქვენ წარსულში გაგჩენიათ დიდი სურვილი, მიატოვოთ ქალაქი და გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში; თუ თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორიაქი, შესაძლებელ მომავალ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს; თუ თქვენ გაქვთ სიზმრები დიდი მიწისძვრებისა და წარღვნის შესახებ, ან თუ თქვენ სიზმარში ამის შესახებ ვინმეს უყვებით, ან რაიმე ამდაგვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ თვითონ ზეტები წერენ. ამიტომ თუ თქვენ ანალოგიური რამ შეგემთხვათ ან ვინმეს იცნობთ ასეთი “გასაჭირით”, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პოსტი დატოვეთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ბეჭდვითი შეცდომებისა და არაპროფესიონალური თარგმანისთვის ბოდიშს ვიხდი. http://www.zetatalk.com/russia/zetahome.htm
  14. რომელი ვიდეო და რა შინაარსის? იმდენი ვიკითხე რომ არ შემეწყვიტა კვლევა მართლა ხელს ჩავიქნევდი,..ასე რომ არაა გმაორიცხული არ მქონდეს ნანახი
  15. კაცი რას უშველის მაგან დააშავა თუ დააშავა... ფაქტია რომ ბუნება ცდილობს მოიცილოს ბაქტერიები... განიწმინდოს...ამას სხვა ვერაფერს დავარქმევ... ბაქტერიები კიდე ჩვენი ქარხნები და ტრანსპორტია, ჰაერს და ბუნებას რომ აბიძურებენ, ტყეებს ჩეხავენ, თვითმფრინავები ოზონს აზიანებენ და ა.შ
  16. სამწუხაროდ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია მე ხუმრობით რომ არ ვილაპარაკო გული გამისკდება ნერვიულობით...
  17. საქართველოს ისეთი მდებარეობა აქვს მინიმალური დანაკლისებით გამოვა თუნდაც იმ ლეგენდარული 2012ის მერე თქვენ რა კაკულიას არ კითხულობთ? :D
  18. იავიცი იავიცი ახალი კონტინენტი თუარა ბევრ ქვეყანას საზღვრები რომ შეეცვლება, ბევრიც დაიტბორება ან საერთოდ ჩაიძირება ფაქტია :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.