Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. ბიუჯეტი არ მაქვს ესე გამოყოფილი, საკრედიტო ბარათით უნდა ვიყიდო (განვადება მინდა, მაგრამ ნახმარებს ვინ მომცემს განვადებით, ამიტომ საკრედიტო და ნელ-ნელა დავფარავ, თუმცა პროცენტი აქვს სასწაული), ამიტომ რაც იქნება იქნება, უნდა ვიყიდო რამე. მეცოდება ბავშვი, რომ არ დავსვა და მე ვიჯდე. ამიტომ ვინუჟდენი ვარ ვიყიდო რამე. დამიწერეთ კონფიგი, ამ ნახმარი ნაწილებით რა დაჯდება და რასაც გავწვდები ვიყიდი. i5 კარგი ვარიანტია ნამდვილად 130 ლარად. მაგაზე რა მაზერი დამჭირდება, რა ფასიანზე წავა? სამომავლოდ არაფერი არ მინდა. არ შევცვლი მონიტორს (თუ არ დაიწვა ). უბრალოდ არც ისე იმნდა გტ220 ჩავდგა და ბრაუზერის თამაშები ვითამაშო. ბატელფილდი, cod და ა.შ. რომ წიღოს საშუალოზე მაინც, ნფს-იც არ გვავიწყდება. იმედია მიხვდით დაახლოებით რაც მინდა. გაიხარეთ. ეგრევე პოსტები დამხვდა
  2. გამარჯობა. მოკლედ ბავშვი გაიზარდა და ერთი კომპი აღარ გვყოფნის მინდა ჩემი ლეპტოპი დავუთმო (ლეპტოპი, რომელსაც ეკრანი გაუტეხა და გამოვცვალე, კლავიატურაზე ორი ღილაკი მოაძრო, შნური გაწყვიტა და გადაბმულია და ა.შ.) მოკლედ მას ადგება ბრაუზერის თამაშებისთვის, მე კი მინდა რამე დესკტოპი ავაწყო რაც შეიძლება იაფად, მაგრამ არ მინდა რაც შეიძლება უბრალო თორე დავითრევდი 775-ზე. საკმაოდ ჩამოვრჩი კომპიუტერულ სიახლეებს და ვერ ვერკვევი კარგად ფასებში და სიძლიერეში. მინდა რომ ისე თუ ასე რაღაც თამაშები მათამაშოს, მაგრამ არა უმაღლეს გრაფიკაზე და მაღალ რეზოლუციებზე. მაქვს 17-ანი მონიტორი, კლავიატურას და მაუსსაც ვიშოვი. დინამიკები არ მინდა. მინდა მხოლოდ პროცესორი. მინიმალური i3 ბაზაზე (1155 და 1156 სოკეტები ვნახე, მაგრამ ვერ მივხვი რა სხვაობაა, რომელი სჯობს და რატომ), ოპრატიული დდრ3 არც ისე ძვირია და ალბათ 4-6 გბ. hdd 500-იც მეყოფა, მაზერი უბრალო, კვება ისეთი რომ არც გამყიდოს და არც სულს ღაფავდეს. როგორც დავაკვირდი ფორუმზე აქაც და ჩვენ მეზობლებთანაც ხშირად იჩითება კარგი ვარიანტები (აი AVENGER ყიდიდა ვიდეოებს საკაიფო ფასებში). მოკლედ დამეხმარეთ, გამარკვიეთ რა სჯობს ვიყიდო ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იაფად. რა სჯობს რომ ახალი ვიყიდო და რა არ არის პრობლემა რომ ნახმარი დავითრიო. შეიძლება ნელ-ნელა ვიყიდო როცა კარგი ვარიანტები გამოჩნდება. მინდა ნორმალური კომპიუტერი, რომ მიქონდეს 17-იან ეკრანზე ახალი NFS, ფეხბურთი, ონლაინ შუთერებიც საშუალოზე მაინც და ა.შ. თქვენი იმედი მაქვს რომ არ დაიზარებთ და საუკეთესოს მირჩევთ. სამსახურის გამო ვერ ვიცლი, რომ კარგად ჩავუჯდე და მოვძებნო და გავერკვიო და ა.შ. წინასწარ მადლობა ყველას ვინც არ დაიზარებთ.
  3. ჰოდა ჩემ ტენდას Wifi ჰქონდა პრობლემა, კაბელზე უპრობლემოდ უბერავდა
  4. გაუმარჯოს. Tenda სამსახურში მქონდა ორ ანტენიანი, ხშირად ჰქონდა ჩავარდნები, დაბალი სიჩქარე და ა.შ. სამჯერ შევაცვლევინე მაღაზიას, საგარანტიოს პონტში მე ვთქვი აპარატურის ბრალი იყო. სამივეჯერ იგივე ქნა. რას ვიფიქრებდი, რომ სამივე ეგეთი იყო. მეოთხე დავიტოვე და ვამუშავე და იგივე სიტუაცია, დამტანჯა მოკლედ. წავედი და ნახმარი cisco ვიყიდე, მუშაობს იდეალურად. მემგონი გამოდგომაზეა ეგ ტენდა. სახლში D-link DIR300 მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, 120 კვადრატზე ერთ ანტენიანია და იმენა ყველა ოთახში იმ სიჩქარით იწერს რაც პროვაიდერისგან მაქვს, არანაირი ჩავარდნები და ა.შ. პაროლი დავადე და ეგაა. აქ ვიყიდე PowerVano-სგან. მე არ გირჩევდი ტენდას. დ-ლინკ კარგია და cisco ჯობია
  5. თამაშები ტორენტიდან რომ გადმოვწერო წაიღებს? და მაინტერესებს ამას თუ აქვს (რომ ვიყიდო ცალკე და დაუყენდეს) მოძრაობით, რომ თამაშობ (სახელი არ მახსოვს )? და სლიმია ეს თუ არა?
  6. მადლობა. ამას ვერაფერი ვერ უშველის თან ისერის ბრენდ კომპიუტერია და რა ჯანდაბა ვუყო ეხლა. ზედ იმდენი ფაილებია სამსახურის
  7. კარგია, ცუდია, მკვდარია თუ რას ნიშნავს? ვერც ვინოდუსს ვწერ, არც კომპი ირთვება, სხვაზე რომ ვაერთებ იმასაც ჭედავს. მოკლედ ვეღარ გავიგე ეს ჰდდ ვარგა თუ დაიბრიდა. გამარკვიეთ რა
  8. გამარჯობა მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი BMW X5 4.4 2001 წლიანის ტიპტრონიკი კოლოფის შეცვლა/გადაკეთება მექანიკაზე. საერთოდ თუ კეთდება ესეთი რამ? თუ კეთდება სად და ვისთან?
  9. ოკ, ანუ იაფად კარგი არაფერი არაა მადლობა. ისე ზოგადად აიფონზეა პრობლემა თუ ყველა ბრენდის Verizon, AT&T და სხვა ამერიკული კონტრაქტორების ტელეფონებზეა პრობლემა??
  10. სალამი ყველას. მოკლედ მაინტერესებს თუ შევძლებ ამერიკიდან გამოწერილი iPhone 4s Verizon აქ კოდი მოვხსნა და ვამუშაო? ნეთვორქში უწერია GSM. ვერ ვერკვევი ამ ამერიკულ ტელეფონებში და ვინც იცით გაამრკვიეთ რა. მაგარი ვარიანტი ვნახე და მეჩქარება... მადლობა.
  11. იქნებ დაინტერესდეთ: გაეშა ვებ საიტი Handmades.ge შეგიძლიათ მარტივად დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ თქვენი ხელნაკეთი ნივთის ფოტო, დაადოთ ფასი და გაყიდოთ. მე სამწუხაროდ არაფერი მაქვს და თქვენ თუ ფიქრობთ თქვენი ნახელავის გაყიდვას მემგობი ცუდი ვარიანტი არაა.
  12. ძალიან მაგარია. ყოჩაღ. თავსახური როგორ არის დამაგრებული ფლეშკის თავზე. შიგნით რამე რეზინა გაქვს და რკინას უჭირს შესვლა თუ უბრალოდ ადევს თავსახური?
  13. 17-ის რომ ვიყავი 3 წლიანი სტაჟი მქონდა უკვე. ავეჯს ვამზადებდი. ეხლა კომპიუტერთან ვზივარ მთელი დღე (ეგეთი სამსახური მაქვს) მაგრამ ავეჯსაც ვაკეთებ პარალელურად საღამოს და შაბათ-კვირას.
  14. ხვალ მივდივარ ზღვაზე10 დღით, მიმაქვს ჩემი Resistance Bands. + იქ ტურნიკი მაქვს და ვირბენ კიდეც. ვნახოთ რა გამოვა. ვიცი რომ 10 დღე არაფერია, მაგრამ ჯამში რაც აქამდე მიკეთებია მგონი ნორმ შედეგს იძლევა. დავდებ ფოტოს რომ ჩამოვალ...
  15. მობილურის მეხსიერების ბარათებს sd, microsd და ა.შ. რაცაა უწერიათ კლასები. მაინტერესებს რომელი კლასი ჯობია, მღალი თუ პირიქით დაბალი? ანუ 16გბ-ანი ბარათი Class 10 ჯობია თუ class 4??
  16. კედელს კი არ ვწევ, ეგ რეზინაა და ხელს ვწევ მკერდისკენ და მეორე ხელისკენ. ხო დავაწერე რეზინა კედელი (ამ შემთხვეავში კარი) არის სულ მარჯვენა შავი მართკუდხედი. ერთი ბოლო კედელზეა და მეორე მარჯვენა ხელში. მარცხენა მკერდისთვის შემოტრიალდები. ეხლა აქით მხარეს ზურგია და სახე იქით.
  17. არა, პლასტმასისაა, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი და მყარია. თუ ძალით არ გატეხე, წესით არაფერი მოუვა. მოკლედ მთავარია არ გამოიყენო სხვა რაღაცეების გამოსაბმელად და რეზინა არ ახახუნო რამის კიდეზე, ან კედელზე, ფეხსაცმელზე და ა.. თუ არ დააზიანე თავსისით არ უნდა გაწყდეს. მკერდისთვის მე სხვა ვარჯიშს ვაკეთებ. არსად არ მინახია, ჩემით მოვიფიქრე, მაგრამ მკერდი მტკივდება, ესეიგი ვარჯიშდება. აი ესეთი პონტია რა, მიხვედი რაცაა.
  18. )) ზალა მაქვს 5 მეტრზე ოდნავ მეტია. ერთ ბოლოშ რო გამოვაბი მეორე ბოლომდე გავწელე და ისე ვაკეთე ერთი ორი ვარჯიში და არ გამწყდარა. მაგას გამოყენების წესი აქვს: არ უნდა ივარჯიშო ფეხსაცმლით, რადგან შეიძლება რეზინი დააზიანო და მაგ დროს გაწყდება თვაისთავად. მე შიშველი ფეხებით ვადგები და თავის მოსაბმელს ვიყენებ რაც მოყვა და ჯერ არ გამწყდარა 5-ვეა რის სხვადასხვა სიძლიერის, სხვდასხვა კუნთებისთვის. მე პირველი სამი დონე სხვას ვაჩუქე და ბოლო ორს ვიყენებ. ძირითადად ყველაზე ძლიერით ვვარჯიშობ, ერთი ორჯერ ციდად ვიდექი და ისეთი ძალა აქვს გამიქნია იმ კედელზე სადაც მიმაგრებული მქონდა მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, 35 ლარად მშვენიერი შენაძენია. ჩამოტანა 7 ლარი დაჯდა უსა2გეორგიათი
  19. http://www.amazon.com/Wacces%C2%AE-Resistance-Bands-Yoga-Workout/dp/B003TLLM72/ref=sr_1_7?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1372589253&sr=1-7&keywords=resistance+bands ეს მაქვს მე
  20. ძალიან კმაყოფილი Resistande Bands-ის. ახალ ნავარჯიშებზე საკმაოდ გაზრდილია კუნთი. რა თქმაუნდა ჯერ რა შედეგებზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ დავდებ სურათს, შემდეგ 2 თვის და ა.შ. მემგონი რომ კარგი შედეგი მექნება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.