Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Posts posted by iliko1990

  1. არადა მე საერთოდ არ მიგრძვნია კბილის ამოსვლის მსვლელობა,შემთხვევით ვნახე,რომ ამომსვლია,კბილებს ვითვლიდი :D სტომატოლოგიის გადამკიდე.

    :sarcastic_hanend::xelitavi: :xelitavi::rofl:

  2. 1-საც მივამატებდი,სახლში მაგის დამწნეხიც რომ გქონდეს,მთლად გაასწორებს,აი ძალიან.

    50 თEთრი გაზია და 1 ლარი 1მ3 გაზი,ცოტა არ იყოს,დაწნეხვაში ამდენი ძვირია.

    არადა მე საერთოდ არ მიგრძვნია,შემთხვევით ვნახე,რომ ამომსვლია,კბილებს ვითვლიდი :D,სტომატოლოგიის გადამკიდე.

    ხო ნიკა ეგ კი კარგია მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი ეგ უკვე აღარ ვიცი

  3. გამარჯობა!

    რატომ გასივდა

    სიბრძნის კბილი ამოგდის?

    რამე მოგხვდა მაგ მხარეს საკვების ჭამისას?

    ღრძილი ხომ არ ფარავს კბილს?

    რა ადგილასაა შესიება და კბილი რა მდგომარეობაშია

    ალბად ბრძენდება ჩვენი დავითა და ამიტომაც გაუსივდა ღრძილი.სიბრძნის კბილი ამოსდის ალბად ნიკა :)

    პ.ს ისე ძაან საშინელებაა სიბრძნის კბილის ამოსვლა.ძაან საშინელი ტკივილები იცის.მე გამოცდილი მაქვს და მტერსაც კი არ ვუსურვებ ამას

  4. კომპანიამ Hammacher Schlemmer თავისი ინტერნეტ-მაღაზიის ასორტიმენტი მსოფლიოში ყველაზე პატარა, მისი განცხადებით, ციფრული კამერით გაზარდა. მინიატურული ზომების წყალობით სიახლე ადვილად ეტევა თითის წვერზე და უფრო ბრელოკს ჰგავს, ვიდრე რეალურად მომუშავე მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ამ წლის სექტემბერში დააანონსდა.

    Hammacher-Schlemmer5458.jpg

    კამერა გამოსახულების 2-მპ სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გარჩევადობას 1600 х 1200 პიქსელი ფოტოსთვის და 640 х 480 პიქსელი წამში 30 კადრის სიჩქარისას ვიდეოსთვის. ფოტოები JPEG ფორმატში ინახება, ვიდეორგოლები – AVI. მათი დათვალიერება შესაძლებელია ეკრანზე კამერის კომპიუტერეთან მიერთებისას USB 2.0-ინტერფეისით. გადაღებული მასალა კომპლექტში შემავალ 2 GB მეხსიერების კარტაზე microSD იწერება, მაგრამ მხარდაჭერილია აგრეთვე ამ ფორმ-ფაქტორის სხვა კარტებიც ტევადობით 32 GB-მდე. კამერის მართვა მხოლოდ ერთი ღილაკით ხორციელდება – გაშვება. აკუმულატორი მხოლოდ 30 წუთიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს ვიდეოგადაღების რეჟიმში.

    სავარაუდოდ, სიახლე ფოტო- და ვიდეოგადაღების ხარისხით არაფრით სჯობს, ზოგ შემთხვევაში კი თანამედროვე მობილური ტელეფონების და სმარტფონების კამერებს ჩამოუვარდება კიდეც. სად შეიძლება იგი გამოვიყენოთ, მწარმოებლები არ აკონკრეტებენ. და მაინც, თუ კი დაინტერესდით, მზად იყავით $100-ის გადასახდელად.

    topnews.net.nz

    • Upvote 7
  5. ძველი წაშალე და ახალი დააყენე.

    პ.ს ლევანი( FC BARCELONA ) მართალია.არაფერ შუაშია 7 აქ.7ვხმარობ წლებია და არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ასეთი რაღაც წვრილმანების გამო არ გადამიყენებია ვინდი.

    DX-ს ბრალია უმეტეს შემთხვევაში და განაახლე DX.

  6. ფული გაქ თუ არა დიდი შანსია რომ ვინტის ბრალი იყოს და თუ გამოსაცვლელია უნდა გამოცვალო.ჯერ ტესტი გაატარე და დარწმუნდი რო მაგის ბრალია და სხვა არაფრის.ისე ყველა ნაწილი რო გაგეტესტა კარგი იქნებოდა.

    დიდი შანსია რომ მაზერსაც ჭირდეს რამე

  7. ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა სისტემა, რომელიც კომპიუტერულ ინდუსტრიაში გადატრიალებად შეიძლება ჩაითვალოს. მწარმოებლები ახალ სისტემას «Invoked Computing»-ს უწოდებენ, რაც შეიძლება ასე გადმოვთარგმნოთ «აქტივირებადი კომპიუტერი» ან «კომპიუტერი მოთხოვნით». იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური საგნები კომპიუტერად ან საკომუნიკაციო მოწყობილობად ვაქციოთ.

    yiutyiuyuy.jpg

    invoked-computing.jpg

    ryyttt.jpg

    სისტემა მუდმივად აკვირდება შენობაში მყოფ მომხმარებელს და მისი მოქმედებების ინტერპრეტირებას ახდენს. ასე მაგალითად, თუ კი მცირე საგანს ავიღებთ და ყურთან მივიტანთ, მანქანა მიხვდება, რომ ადამიანს ტელეფონი სჭირდება. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე გაჯეტების იდეოლოგიას, სმარტფონებს უკვე აქვთ ყველა ძირითადი ფუნქცია და მათი გამოყენება შეიძლება, თუ კი ვისწავლით. აქ კი ადამიანის ნაცვლად კომპიუტერი სწავლობს.

    Screen%20shot%202011-11-22%20at%202.25.40%20PM.png

    4827_peach_invoked_computing.jpg

    უფრო თვალსაჩინოდ ეს წარმოდგენილი იყო პიცის ყუთის მაგალითზე. ყუთის გახსნა ძალიან ჰგავს ნოუთბუქის გახსნას, ამ მოძრაობის დანახვისას, სისტემა ყუთის ზედა ნაწილზე ნოუთბუქის ეკრანის გამოსახულების პროეცირებას ახდენს, ხოლო ძირზე ვირტუალური კლავიატურა ჩნდება. ანალოგიურად ჩვეულებრივი ბანანისგან შეიძლება მობილური ტელეფონი გააკეთოთ. როდესაც ადამიანს იგი ყურთა მიაქვს, სისტემა ტელეფონის ფუნქციების აქტივაციას ახდენს. მეტიც, პარამეტრული დინამიკების ნაკრები ხმოვან რხევებს წვრილ კონად კრებს და გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ხმა ნამდვილად ბანანისგან გამოდის.

    www.physorg.com

    • Upvote 6
  8. ვიდეოკარტა ამოიღე კეისიდან და გადააგდეო გეუბნება :yes:

    გიო რა მკაცრი ხარ ტო :D

    გული აუცრუე ადამიანს :D

    (OFF-ისთვის SORRY :) )

    შეიძლება თამაშს ჭირს რამე.სხვა მუშა გადმოწერე და იმაზე ცადე.

    P.S ისე გიო(LEON) მართალია.ეგ ვიდეო არამგონია ეყოს მაგ თამაშს.მაგაზე მაქს.20 ფპს-თი თუ ითამაშებ სამაღარიჩოდ გექნება საქმე :)

  9. ვიდეოში თუ ნახეთ ტელეფონს რომ ჰგონია ვითომ usb-ს უერთებენ :D

    ხო აბოლებენ სმარტფონს :D

    :lollol: რა გინდა მაგარი კია !

    გეთანხმები დავით

    ყოველშემთხვევაში ცუდი არ ითქმის :)

  10. ხო ძაან მაგარი ტექნოლოგიაა.

    მერე ნახე მობილურების წყალში ცვენა დაიწყება:D

    ხო მიშა და ამ სახელს("HzO") რას ერჩი? :sarcastic_hanend:

    ეგღა აკლდა გალაქსის და ჯეიმს ბონდის მობილია ჩაკ ნორისს რომ მოპარა ის :D

    :lollol: :lollol: :lollol: საღოლ გიო მაგრად გამაცინე :D

  11. თანამედროვე სმარტფონებს მრავალი გმირობის ჩადენა შეუძლიათ, რომლებიც ხანდახან წარმოუდგენლადაც გვეჩვენება, მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომელიც მათთვის დღემდე აქტუალურია: წყალი. თუ კი მწარმოებელი უზარმაზარ თანხებს არ ხარჯავს მორიგი წყალგაუმტარი მოდელის შექმნაზე და შემდგომში არ ცდილობს მათ მაღალ ფასად “გასაღებას”, სტანდარტული ელექტრონიკა და წყალი ბუნებრივ მტრებად რჩებიან.

    HzO-Technology.jpg

    კომპრომისული და ძალიან ლამაზი გადაწყვეტა მოძებნეს პროექტის HzO სპეციალისტებმა, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი სმარტფონი წყალგაუმტარად ვაქციოთ. ამასთან მისი კორპუსი წყალგაუმტარი არ ხდება. ტექნოლოგიას საფუძველი “ნანოშრის” ბარიერია, რომელიც უშუალოდ ყველა ელექტრონულ კომპონენტზეა დატანილი და მათ წყლისგან იცავს. ამგვარად, როდესაც მომუშავე სმარტფონი წყალში მოხვდება იგი იმწუთშივე შედის მის კორპუსში და გადმოიღვრება, როდესაც ტელეფონს ამოიღებენ. დემონსტრაციაზე ეს არის Samsung Galaxy S II, იგი მშვენივრად უძლებს ეგზეკუციას და ზარების მიღების შესაძლებლობასაც კი არ კარგავს.

    www.phonesreview.co.uk

    • Upvote 5
  12. ამითი ცოლის თვალთვალიც შეიძლება არა სამსახურიდან?

    facepalm.gif

    ხო სოსო :D

    წარმოიდგინე ცოლს როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს რომ ამით უთვალთვალოს ცოლს :lollol: :lollol:

  13. გაგიმარჯოს, აი ჩემი გაკეთებული საიტი უცოზზე http://zouz.tk/ მგრამ იცი რამდენი ვიწვალე ? ძალიან ბევრი ძებნა უნდა ვიდეო გაკვეთილები და შაბლონები უნდა ნახო რომელიც გამზადებულია უკვე და დანარჩენს ცოტას თუ ერKვევი გაართმევ თავს /// უბრალოდ მართლა აღარ მახსოვს რომელ საიტებზე დევს ეს შაბლონები ძირიტადად რუსულ საიტებზეა მაგრამ მაინც ძირითადად ვიდეო გაკვეტილებიდან

    პ.ს მადლობა გავერკვიე უკვე დიდი ხანია ყველაფერში

  14. ელექტრონიკის მწარმოებელთა არსენალში დღეისათვის მრავალი სხვადასხვაგვარი ვიდეოდაკვირვების სისტემაა, ეს სისტმები საკმაოდ მარტივია მოხმარებისას და ეფექტურნი თანმდევი ხარჯების ასპექტში. მაგრამ ამავდროულად, ისინი ხშირად არც ისე მოხერხებულია, რადგანაც მათთან სამუშაოდ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუცილებელი, რომელსაც მწარმოებელი ქმნის და ყველა პლატფორმისთვის როდია ხელმისაწვდომი. პროდუქტი Lorex Live Connect სასიამოვნო გამონაკლისია.

    lorex-live-connect-skype-camera.jpg

    lorex-live-connect.jpg

    LW2031_MAIN_a.jpg

    lorex-live-connect-lw2031-skype-surveillance-monitor-thumb-500x375-9992.jpg

    185245_d.png?ts=1277987706

    სისტემის კომპლექტში ერთი ვებ-კამერა შედის, რომელიც 640×480 წერტილის გარჩევადობის ვიდეოს ტრანსლირებას წამში 20 კადრის სიხშირით ახორციელებს და 700 მილიამპერი საათში ტევადობის აკუმულატორით იკვებება. კამერა უსადენო ქსელურ შლუზს უერთდება, რომელიც ასევე კომპლექტში შედის და ინტერნეტში გასვლა შეუძლია, H.264 ფორმატში ვიდეოს ტრანსლაციისას, მესამე კომპონენტი კი მობილური უსადენო მონიტორია 2,4-დიუმიანი LCD-დისპლეით, რომლის გარჩევადობაა 320×240 წერტილი. მონიტორს აგრეთვე microSD ფორმატის მეხსიერების კარტებისთვის სლოტი აქვს, რომელზეც ვიდეონაკადიდან სკრინშოტების შენახვა შეიძლება.

    http://www.youtube.com/watch?v=-1DvRU6m8yk&feature=related

    მაგრამ სისტემის მთვარი ღირსებაა ის ფაქტი, რომ უსადენო შლუზი მხარს უჭერს სერვისთან Skype მიერთებას, კლიენტები ამ სერვისისთვის უმეტესობა სამაგიდო და მობილურ პლატფორმაში არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან შეიძლება გაიგოთ, რა ხდება თქვენს სახლში. ამას გარა, სისტემაში შეიძლება ერთდროულად ოთხი კამერა ჩაერთოს, მართალია, მათი დამატებით შეძენა დაგჭირდებათ. Lorex Live Connect-ის საბაზო კომპლექტის ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში Amazon.com 399,95 აშშ დოლარს შეადგენს.( http://www.amazon.com/Lorex-LW2031-connect-Wireless-Monitor/dp/B005GTNZU2/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1320425595&sr=1-1 )

    წყარო: www.3dnews.ru

    • Upvote 6
  15. საზიზღარი ფირმაა ეგ ბიოსტარი

    საუკეთესო ვარიანტი საგარანტიოზე გაგზავნაა და ფულის ანაზღაურება

    აქ არ ვიცი სადაა მაგის სახელოსნო.

    კარგი აზრია გიო,მაგრამ აქედან შიფინგის თანხას ეს ფარავს.

    საუკეთესო გამოსავალი საგარანტიოზე გაგზავნაა.თან რომც გაკეთდეს შეიძლება დიდხანს არც იმუშაოს

  16. როგორი ხაზები აქ?კომპის ჩართვისას აქ ხაზები თუ თამაშის დროს?კარგად ჩამოაყალიბე აბა\

    furmark-ი გაატარე და თან პარალელურად ტემპი აკონტროლე ვიდეოსი.თუ ძაან მაღალი ტემპერატურა აჩვენა და ხაზები გაუჩნდა დაპოსტე და გიშველით რამეს.

  17. პ.ს სურათები დადე და შევხედავთ.კარგი გაგრილებით უნდა ავიდეს წესით მეტზეც.შეიძლება ცხელდება და ბლუ სქრინს იმიტომ აგდებს,ან ძაბვა არ ყოფნის.სურათები გვაჩვენე ბიოსის ოვერქლოქის განყოფილების.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.