Jump to content

dante2505

წევრი
  • Posts

    65
  • Joined

  • Last visited

Everything posted by dante2505

  1. ესეც ჩემი საკვები პროდუქტი : OCZ ModXStream Pro 700W ვოლტ/ამპერის ნამრავლები სხვადასხვა დონეზე: წინა ზაფხულში ვიყიდე და იმის მერე ფასი $9-ით გაიზარდა :D
  2. ერთი მაინტერესებს კიდევ: არანაირი დამატებითი მოწყობილობა არ დამჭირდება ხო? ვგულისხმობ Wireless Adapter რომელიც usb-ში ერთდება სიგნალის მისაღებად. უბრალოდ ვაყენებ დრაივერს, ვაერთებ მერე ამ მოდემს კომპში და ეგაა ხო სულ, გინდა ნოუთბუქზე და გინდა მობილურზე იმუშავებს wireless?
  3. ყველას დიდი მადლობა რეკომენდაციისთვის მოკლედ ჩემი დასკვნა შემდეგია თქვენი კომენტარების შეჯამების შემდეგ: 1) $89 ჩემთვის ძალიან ძვირია ვერ გავწვდები მაგდენს. 2) ავირჩევ ამ მოდელებს შორის: ვარიანტი #1 ვარიანტი #2 მეორე ვარიანტს ვფიქრობ უფრო, იმხელა დადებითი რევიუ აქვს ამაზონზე რომ ამის არ დანახვა არ შეიძლება პირველ ვარიანტსაც კარგი რევიუ აქვს, მაგრამ უანტენოა რაც მაშინებს ცოტათი მოკლედ Cisco-Linksys–ს ავიღებ ალბათ მეორე ვარიანტს. მადლობთ კიდევ ერთხელ დაუზარელი რჩევებისთვის, ყველას :bow:
  4. კარგი ვქენი რო გავხსენი ეს თემა ვატყობ . დღეს ვაპირებდი მეყიდა ეგ დელინკი 300 სერია. 50–100 ლარის ფარგლებში რომელ ბრენდსა და რომელ მოდელს მირჩევთ? პორტების რაოდენობა არ მაინტერესებს დიდად. იყოს თუნდაც 2 მეტი არ მჭირდება. მაქვს გელინკის Mini-Extra პაკეტი – 1.25/1.25 მბ/წ. რო არ გაჭედოს ასეთ სიჩქარეზე და ზოგადად სტაბილურად იმუშაოს ისეთი მოდემი მინდა. აწერია თითქმის ყველა მოდემს 154 Mbps რაც 15–ჯერ აღემარება ჩემ სიჩქარეს 10 Mbps–ს მაგრამ თუ გაჭედვები დაიწყო მაინც ეგეთი რამე არ მინდა. TP-link–ზე რა აზრის ხართ?
  5. მოგესალმებით, სახლში მაქვს გელინკის ინტერნეტი. ასევე მაქვს აიფონი და მინდა მასზე მქონდეს ინტერნეტი. მაგ ამბავს კი ჭირდება არც მეტი არც ნაკლები Wireless Router . რჩევა მჭირდება ვიყიდო თუ არა D-LINK DIR-300 Wireless მოდემი ამ ფასში ამ მაღაზიიდან: MBC თან ხაბია 4 პორტიანი და მომავალში შეიძლება დამჭირდეს. თქვენი აზრი მაინტერესებს ფასთან დაკავშირებით. 70 ლარი ღირს. ხარისხი კარგია და თვითონ ფირმაც კარგი ბრენდია.
  6. ორივე ნაწილის დაფლეშვის პროცესში თავისთავად იგულისხმება ნორმალური UPS–ის ქონა ხო? ანუ ვიდეოს დაფლეშვისას თუ დენი წავიდა იგივე ცუდი ( ) ამბავი ხდება რაც მაზერის დაფლეშვისას? დიდი სიამოვნებით მივფლეშავდი ჩემ გიგაბიტეს და ნვიდიას ლომებს, მაგრამ UPS არ მაქვს და გაჩერებული ვარ მაგიტო. ბიოსის დაფლეშვით SATA3 და 4X სიჩქარე მელოდება RAID0-ზე, ვიდეოს დაფლეშვა კი GTX 470–ს მომართმევს პოდნოსით :comp10:
  7. 580–ს გირჩევ, SLI მხარდაჭერა ყველა თამაშს რო ჰქონდეს მაშინ რათქმა უნდა ორი ოდნავ სლაბი სჯობს ერთ ოდნავ ძლიერს მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაა 580 აიღე :babu:
  8. დიდი მადლობა მორიგი "ყუათიანი" სტატიისთვის. გადამოწმება მინდოდა ჩემი OCZ 700Watt 80+ რეალურად გამიქაჩავდა თუ არა ძლიერი OverClocking–ის შემთხვევაში. გამოვიყენე ასევე სტატიაში ნახსენები საიტი PSU Calculator 4.4GHZ–ც კი კვება გემრიელად ეყოფა როგორც დავინახე. შევამოწმე ასევე სტატიაში დადებული ბმული Tier 1-5 და ჩემი კვება Tier 2-შია. სტატიის შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია თავს სიმშვიდის უფლება მივცე :rolleyes:
  9. ჩემი აზრით ამ ორი ლიდერის შედარება, ისევე როგორც ატი და ინვიდიას შედარება, ჰგავს მერსედესსა და ბმვ-ს შორის სხვაობას . მერსედესი უფრო ელიტარულია და სოლიდური, უფრო პოპულარული და განსაკუთრებით მაღალ წრეებში და ოფიციალურ შეხვედრებში. ბმვ შედარებით დაბალფასიანი, სწრაფი, ამავე დროს არასტაბილური () და არამდგრადია. AMD-ზე საერთოდ მიჭირს ხოლმე ცუდის თქმა, 2005 წლიდან მოყოლებული პირველი ორი კომპი ორივე AMD-ზე იყო არც მიფიქრია მაგ დროს ინტელის ჩაყენება, თან მაშინ მის პროცესორებს სახელი ძალიან გავარდნილი ჰქონდათ. ეხლა ვუყურებ ტესტებს, ბენჩებს და იშვიათობაა AMD-ზე აწყობილი სისტემის გამოყენება. ალბათ მაგიტომაცაა ინტელის ფასები საგრძნობლად მაღალი, ცნობილია როგორც სტაბილურობის ეტალონი როგორც stock-ზე ასევე OC-ზე. გეიმერული სამყაროც მისკენაა მიმართული და მოთხოვნა მეტია და ფასებიც შესაბამისად მაგთი, ჯეოსელი ბილაინის სიტუაციაა საჭირო რო გათანაბრდეს პროცესორების ფასები მეტნაკლებად. ერთთეთრიანი და "ზერო" პროცესორები რო გამოვა გაყიდვაში Intel +1 რადგანაც შევძელი და ვიყიდე უკვე მაგაზე სისტემა . დანარჩენი მახასიათებლები ფასის გარდა ხო ინტელის სასარგებლოდ მეტყველებს...
  10. +1 ძმაკაცს აქვს Ati Eax 1600 128bit 512Mb უძველესი ექსპონატი სადღაც 2006-07-ში იყიდა კომპი და იმ დროს ნორმალური დონის კარტა იყო. თავიდანვე სერიოზული პამეხები ჰქონდა მულტიმედიაში: აუდიო/ვიდეო ფაილებს ნებისმიერი პლეიერით ჩართვის დროს ახვევდა წინ ავტომატურად 5-6 წამით. გაწვალდა რა ყველანაირი დრაივერი დააყენა. სადაც იყიდა იმ მაღაზიაშიც წაიღო და უშველეს იმათ. მაგრამ რამოდენიმე დღეში დაეწყო იგივე სიმპტომები . მოკლედ სოფტის მხრივ ბევრად ჩამოუვარდება ატი დღესაც "მწვანეს". თან ნვიდიას სოლიდური იმიჯი და სარეკლამო კამპანია აქვს, ატი კი უფრო პაცანური იერით და შეხედულებებით გამოირჩევა . ნვიდიას ჩემი ხმა, მესამე კომპი მაქვს და მესამეჯერ ინვიდია :thumbsup:
  11. Stock-ზე დგას ჩემი ჯერჯერობით არ ვაპირებ დავაჩქარო, არსად მეჩქარება სისწრაფე ოპტიმალური აქვს .
  12. დარაზგონება იოლად იქნება შესაძლებელი ჩემ კომპზე, Noctua-ს ორქულერიანი მოდელი მაქვს და ძალიანაც კმაყოფილი ვარ: http://www.amazon.com/gp/product/B002N2JVEE forum.ge-დან შეიძლება გახსოვდე westsider. EVGA-ს მაზერის პრობლემა მქონდა, ყველა USB გაჩერდა აწყობიდან მესამე დღეს .. ხოდა დავაგდე სახლში EVGA-ს მაზერი, ფორუმზე არავინ გამომეხმაურა რო დავდე გასაყიდად. Gigabyte-ს მაზერი დავითრიე GTA-ს რჩევით და პრინციპში მეც ეგ მინდოდა. გაგრილებას რაც შეეხება კმაყოფილი ვარ და რატო: საშუალოდ 40-50 გრადუსამდე მუშაობს და დატვირთვის დროს კი 60-70. რას იტყვით ნორმალურია ხო მგონი თან ზაფხულისთვის? წლის სხვა პერიოდში დაახლოებით 10 გრადუსით ნაკლებია ტემპერატურები. რაზგონს ჯერ არ ვჩქარობ. თან არც ვიცი არასდროს მისინჯია და თან ცოტაც მეშინია სიმართლე გითხრათ ისე კი მითხრა დათომ (GTA) რო საცოდაობაა ეგ პროცი 2.8-ზე მინიმუმ 3.5-ზე დააყენეო ჩემ სურათზე clock freq 2930 MHZ ჩანს ოღონდ ეგ რაზგონი არაა, Mazer-ის ბიოსში ჩართულია Intel Turbo რეჟიმი და დამატებითი 22-ე მულტიპილერია ამუშავებული. ისე კი როცა რეალურად ვიგრძნობ რო დამჭირდება დარაზგონება პროცესორის და ვიდეოსი, ალბათ თემას გავხსნი და ყველანაირ ინფორმაციას დავდებ რომ რეკომენდაცია ადვილად გამიწიოთ ცოტა ხნის წინ შემოვყავი თავი ამ საიტზე და უკვე ყოველდღე კაი ხანს ვატარებ აქ, ძალიან საინტერესოა ჩემთვის ესეთი თემები აქ რაცაა.
  13. Super PI [*]dante2505 » 13.821s (Intel i7 930 @ 2.93 Ghz / Gigabyte GA-X58-UD3R) - Win 7 X64 Pic. . wPrime [*]dante2505 » 9.234s (Intel i7 930 @ 2.93 Ghz / Gigabyte GA-X58-UD3R) - Win 7 X64 Pic. . ჩამსვით სადაც მეკუთვნის ადგილები :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.